მთავარი დეტალები
Aster არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც გვთავაზობს უვადო კონტრაქტებით და სპოტ ვაჭრობას სხვადასხვა ბლოკჩეინებზე.
ის წარმოგვიდგენს ვაჭრობის სამ რეჟიმს: სპოტ რეჟიმს, რომელიც იყენებს შეკვეთების წიგნის ინტერფეისს, 1001x რეჟიმს (უვადო კონტრაქტებით on-chain ვაჭრობა), and და უვადო კონტრაქტების რეჟიმს (უვადო კონტრაქტებით ვაჭრობა შეკვეთების წიგნის გამოყენებით).
კაპიტალის ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სარგებლის გენერირების შესაძლებლობის მქონე უზრუნველყოფის აქტივები, როგორიცაა ლიკვიდურობის სტეიკინგის BNB (asBNB) და სარგებლის გენერირების ადგილობრივი სტეიბლკოინი (USDF).
ASTER ტოკენი ასრულებს governance ტოკენის ფუნქციას, ასევე გვთავაზობს ფასდაკლებებს ვაჭრობის საკომისიოებზე და გამოიყენება საზოგადოების წევრების ქსელის პროცესებში მონაწილეობის წასახალისებლად.
Aster მხარდაჭერილია სტრატეგიული ინვესტორების მიერ, როგორიცაა YZi Labs, ის დაკავშირებულია BNB Chain ეკოსისტემასთან და მისი მიზანია ტრადიციული ფინანსების და DeFi დერივატივებით ვაჭრობის ერთმანეთთან დაკავშირება.
რა არის Aster?
Aster არის უვადო კონტრაქტებით ვაჭრობის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომლის მიზანია on-chain ვაჭრობის გამარტივება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. Aster შეიქმნა 2024 წელს Astherus-ის APX Finance-ის შერწყმის შედეგად და ის აერთიანებს სარგებლის ოპტიმიზაციის სისტემასა და მაღალი დონის დერივატივებით ვაჭრობის ინფრასტრუქტურას. პლატფორმა გაშვებულია მსხვილ ბლოკჩეინებზე, როგორიცაა BNB Chain, Ethereum, Solana და Arbitrum.
როგორ მუშაობს Aster?
Aster მხარდაჭერილია Aster Chain-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს 1-ელი დონის ბლოკჩეინს. ეს ბლოკჩეინი გვთავაზობს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურ და ამავდროულად შემოწმებად ტრანზაქციებს, რაც ზრდის კონფიდენციალურობას და ამცირებს წინმსწრები შეკვეთების და MEV (მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება) შეტევების რისკებს.
Aster გთავაზობთ თქვენი აქტივებით სარგებლის გენერირების შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც მათ უზრუნველყოფის სახით იყენებთ, რისი წყალობითაც იზრდება უმოქმედო აქტივების კაპიტალის ეფექტურობა. პლატფორმა წარმოგიდგენთ ვაჭრობის სამ ძირითად რეჟიმს:
უვადო კონტრაქტებით ვაჭრობის რეჟიმი (Pro): შეკვეთების წიგნზე დაფუძნებული ვაჭრობა ღრმა ლიკვიდურობით, დაბალი საკომისიოებით (0,01% maker, 0,035% taker), რისკის მართვის ფუნქციებით და შერეული აქტივებით მარჟით ვაჭრობის მხარდაჭერით.
1001x რეჟიმი (მარტივი): უვადო კონტრაქტებით სრულად on-chain ვაჭრობის შესაძლებლობა 1001x-მდე ლევერიჯით, MEV-ისგან დაცვა და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი.
სპოტ რეჟიმი: ტრადიციული სპოტ ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც იყენებს შეკვეთების წიგნს მაღალი დონის ინსტრუმენტებით და გვთავაზობს ღრმა ლიკვიდურობას.
Aster ასევე წარმოგვიდგენს Aster Earn-ს, რომელიც არის სარგებელზე ფოკუსირებული პროდუქტების ნაკრები, რომელშიც შედის asBNB (BNB-ის ვერსია ლიკვიდურობის სტეიკინგისთვის) USDF, რომელიც არის USDT-ზე მიბმული სტეიბლკოინი. ამ ტოკენების დანიშნულებაა კაპიტალის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდა.
ფასის oracle-ის მონაცემებს პლატფორმა რამდენიმე სანდო წყაროდან იღებს, რომელთა შორისაა Pyth Network, Chainlink და Binance Oracle, რაც უზრუნველყოფს ფასების მაღალ სიზუსტეს.
ASTER-ის ტოკენომიკა
ASTER ტოკენის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 8 მილიარდ ერთეულს, რომლებიც საზოგადოების წევრებს შორის airdrop-ების და ჯილდოების მეშვეობით ნაწილდება. ტოკენების განაწილება ძირითადად შემდეგნაირად ხდება:
53,5% გამოყოფილია საზოგადოების ჯილდოებისა და airdrop-ებისთვის,
30% ეკოსისტემის და საზოგადოების განვითარებისთვის,
7% ხაზინისთვის
5% გუნდისთვის
4,5% სავაჭრო ბირჟის ლიკვიდურობისა და ლისტინგისთვის.
ASTER არის BEP-20 ტოკენი, რომელიც მფლობელს აძლევს მმართველობის და ხაზინის მართვის პროცესში მონაწილეობის და პროტოკოლების განახლებებისთვის და საკომისიოების კორექტირებებისთვის ხმის მიცემის უფლებას. ASTER-ის ფლობით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებები ვაჭრობის საკომისიოებზე და მონაწილეობა მიიღოთ სტეიკინგის გამოსყიდვის პროგრამებში.
2025 წლის დასაწყისში განხორციელდა ASTER ტოკენის ლისტინგი Binance-ის სავაჭრო ბირჟაზე და მიენიჭა Seed ტეგი.
ASTER-ის Airdrop
Aster-ის airdrop-ის მეშვეობით მოხდება 704 000 000 ASTER ტოკენის (საერთო მარაგის 8,8%) განაწილება საზოგადოების წევრებს შორის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ASTER Airdrop-თან დაკავშირებულ კამპანიებში. Airdrop-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მომხმარებლებს, რომლებმაც:
გამოიმუშავეს Rh ან Au ქულებს Aster Spectra პროგრამის 0 და1 ეტაპების დროს.
მოიპოვეს Aster Gems-ებს საზოგადოების და პარტნიორების ინიციატივების დროს.
გამოიყენეს Aster Pro სერვისი დროის კონკრეტულ პერიოდში (2025 წლის 23 ივნისიდან 24 აგვისტომდე).
ASTER-ის airdrop-ის მოთხოვნის ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ოქტომბერი.
პოზიცია ბაზარზე
როგორც დეცენტრალიზებული ბირჟა, Aster ოპერირებს კონკურენტულ სივრცეში ისეთ პლატფორმებთან ერთად, როგორიცაა Hyperliquid და dYdX. ქვემოთ მოცემულია მახასიათებლები, რომლებიც მას სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს:
უზრუნველყოფა სარგებლის ოპტიმიზაციით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ისეთი აქტივებით, როგორიცაა asBNB და სარგებლის გენერირების USDF.
კროს-ჩეინ ლიკვიდურობის აგრეგაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად ივაჭრონ სხვადასხვა ბლოკჩეინის ეკოსისტემებზე ხიდის საჭიროების გარეშე.
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ინსტრუმენტები, მათ შორის MEV-ისგან დაცვა და ფარული შეკვეთები გვეხმარება უვადო დერივატივების ბაზრებისთვის დამახასიათებელი რისკების შემცირებაში.
მრავალრეჟიმიანი სავაჭრო ინტერფეისი განკუთვნილია როგორც გამოუცდელი ტრეიდერებისთვის, ასევე პროფესიონალი ოპერატორებისთვის.
ტოკენიზებული აქციების უვადო კონტრაქტების მხარდაჭერის მეშვეობით, ის ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციული ფინანსების აქტივებსა და DeFi დერივატივებს.
რა ელის Aster-ს?
Aster-ის განვითარების გეგმა მოიცავს სრულად ფუნქციონირებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინის (Aster Chain) გაშვებას, რომელსაც ექნება ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების მხარდაჭერა და გაუმჯობესებული კონფიდენციალურობა და მასშტაბირება. პლატფორმა ასევე მიზნად ისახავს ჩანაფიქრზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემების დანერგვას და სხვადასხვა ბლოკჩეინებზე და ლიკვიდურობის პულებში შეკვეთების აღსრულების პროცესის ავტომატიზაციას.
შეჯამება
Aster ყალიბდება ეფექტურ და მოსახერხებელ პლატფორმად, რომელიც გვთავაზობს უვადო კონტრაქტებით და სპოტ ვაჭრობას დეცენტრალიზებულ ქსელში. კაპიტალ-ეფექტური უზრუნველყოფის, კონფიდენციალურობის და მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის და მმართველობაში საზოგადოების ჩართვის წყალობით, Aster გვთავაზობს DeFi დერივატივებით ვაჭრობის ინოვაციურ გზებს.
თუმცა, ისევე როგორც ზოგადად კრიპტოთი, განსაკუთრებით კი მაღალი ლევერიჯით და კომპლექსური პროდუქტებით ვაჭრობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რისკები და ივაჭროთ პასუხისმგებლიანად. გამოიყენეთ მხოლოდ ის თანხა, რისი დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.