მთავარი დეტალები
1inch არის DeFi აგრეგატორი, რომელიც ეძებს ტოკენების სვოპისთვის საუკეთესო კურსებს სხვადასხვა დეცენტრალიზებული ბირჟის მასშტაბით (DEX-ები).
Fusion Mode არის ჩანაფიქრზე დაფუძნებული აღსრულების მოდელი, სადაც პროფესიონალი resolver-ები ერთმანეთს ეჯიბრებიან მომხმარებლის შეკვეთების შევსებაში უკეთესი ფასების და ინტეგრირებული MEV-დაცვის შეთავაზებით.
Fusion+ აფართოებს ამ მოდელს კროს-ჩეინ სვოპების დონეზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაცვალონ ტოკენები სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის საკუთარი თანხების განკარგვის უფლების დათმობის გარეშე.
1INCH პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენია, რომელიც გამოიყენება მმართველობაში მონაწილეობისთვის, სტეიკინგისთვის და 1inch DAO ეკოსისტემაში დელეგირებისთვის.
ლიკვიდურობა დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) გადანაწილებულია ათობით დეცენტრალიზებულ ბირჟაში. ერთი და იგივე ტოკენის ფასი სხვადასხვა პლატფორმაზე შეიძლება განსხვავდებოდეს და ყოველი ვაჭრობის წინ კურსების ხელით შედარება არაპრაქტიკულია. 1inch ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. მომხმარებლების მიერ სხვადასხვა პლატფორმის შემოწმების მოთხოვნის ნაცვლად, 1inch თავისით უკავშირდება ყველა პლატფორმას და ავტომატურად ადგენს თითოეული სვოპისთვის მარშრუტიზაციის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს.
2019 წელს გაშვებული 1inch გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად DeFi აგრეგაციის პროტოკოლად. მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს მარშრუტიზაციას, ლიმიტ-შეკვეთებს, კროს-ჩეინ სვოპებს და ადგილობრივ მობილურ საფულეს. ყოველივე ეს კი 1inch DAO-ს მიერ იმართება 1INCH ტოკენის მეშვეობით.
1inch-ის ისტორია
1inch 2019 წლის ივნისში, ნიუ-იორკში ჩატარებული ETHGlobal ჰაკათონის დროს დაარსდა სერგეი კუნცისა და ანტონ ბუკოვის მიერ. ორმა დეველოპერმა თავდაპირველი პროტოტიპი 18 საათში შექმნა სხვებისთვის იმის საჩვენებლად, თუ სად ხედავდნენ ისინი DeFi-ს გამოყენების ძირითად პრობლემას: მომხმარებლებს არ გააჩნდათ საუკეთესო ხელმისაწვდომი სვოპის კურსის პოვნის პირდაპირი გზა DEX-ების მზარდი რაოდენობის შორის.
გაშვების შემდეგ პროტოკოლი თანდათან გაიზარდა და მას დაემატა ლიმიტ-შეკვეთები, Fusion Mode და მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერა. დღესდღეობით 1inch-ს ორი მმართველი ყავს: 1inch Foundation, რომელიც პასუხისმგებელია ეკოსისტემის განვითარებასა და 1INCH ტოკენზე და 1inch DAO, სადაც ტოკენის მფლობელები იღებენ მონაწილეობას პროტოკოლის განახლებების, საკომისიოების სტრუქტურის, ხაზინის განაწილების და Fusion Mode-ის პარამეტრების განსაზღვრის შესახებ ხმის მიცემაში.
როგორ მუშაობს 1inch
აგრეგაციის პროტოკოლი
აგრეგაციის პროტოკოლი ქსელში ტოკენების სვოპის დამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი კომპონენტია. ვაჭრობის დაწყებისას ის გამოითხოვს ასობით ლიკვიდურობის წყაროს ინფორმაციას რეალურ დროში და იყენებს Pathfinder-ის მარშრუტიზაციის ალგორითმს ვაჭრობის აღსრულების ყველაზე ეფექტური ვარიანტის საპოვნელად. Pathfinder ერთმანეთთან ადარებს როგორც ტოკენის ფასებს, ისე გაზის საკომისიოებს, სანამ ამ ტრანზაქციას მრავალ DEX-ში ან ერთი DEX-ის სხვადასხვა ლიკვიდურობის პულებში გადაანაწილებს რათა შემცირდეს ფასის ცურვა და ზოგადი ხარჯი.
ყველა ვაჭრობა მუშავდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რომლებიც აღსრულების დროს უშვებენ ვერიფიკაციის პროცესს. თითოეული სვოპი სრულდება, როგორც ატომური ტრანზაქცია, რაც ნიშნავს, რომ ის აღსრულდება სრულად ან საერთოდ არ აღსრულდება. ეს სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლების თანხების დაცვას მაშინაც კი, თუ ლიკვიდურობის წყაროებიდან რომელიმე აღსრულების პროცესში მუშაობას შეწყვეტს. ამჟამინდელი Router v5,6 უზრუნველყოფს გამოუყენებელი გაზის საფასურის 20-30%-ის დაბრუნებას, რაც ამცირებს ხარჯებს მაღალი დატვირთვის მქონე ქსელებში, როგორიცაა Ethereum.
Fusion Mode
Fusion Mode არის ჩანაფიქრზე დაფუძნებული აღსრულების მოდელი, რომელიც ცვლის შეკვეთების შევსების გზას. ვაჭრობის პირდაპირ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით აღსრულების ნაცვლად, Fusion Mode გადასცემს მომხმარებლის ვაჭრობის ჩანაფიქრს resolver-ების სახელით ცნობილ პროფესიონალი შემსრულებლების ქსელს.
Fusion Mode ასევე უზრუნველყოფს ინტეგრირებულ დაცვას წინმსწრები შეკვეთებისგან და MEV-ის (მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება) შეტევებისგან. ვინაიდან შეკვეთა სტანდარტული ტრანზაქციისგან განსხვავებით პირდაპირ საჯარო mempool-ში არ იგზავნება, ბოტების მიერ ვაჭრობის პროცესში ჩარევა მის დადასტურებამდე უფრო რთულია. 2025 წელს გამოშვებული Fusion Mode v2, უზრუნველყოფს გაზის საკომისიოების დაახლოებით 30-50%-იან დანაზოგს Ethereum-ის mainnet-ზე დაჯგუფებული ტრანზაქციების მეშვეობით და მხარს უჭერს ნაწილობრივ აღსრულებას, რაც იძლევა დიდი ზომის შეკვეთების ეტაპობრივად და არა ერთი სრული აღსრულების სახით შესრულების შესაძლებლობას.
Fusion+
Fusion+ აფართოებს Fusion Model-ს კროს-ჩეინ სვოპების დონეზე. ის მომხმარებლებს უფლებას აძლევს გადაცვალონ ტოკენები სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის ტრადიციული ხიდის გამოყენების და პროცესში მათი თანხების განკარგვის უფლების დათმობის გარეშე. სტრუქტურა დეცენტრალიზებული და ჩანაფიქრზე დაფუძნებულია: resolver-ები უზრუნველყოფენ ლიკვიდურობას მხარდაჭერილი ქსელებიდან და ეჯიბრებიან ერთმანეთს კროს-ჩეინ შეკვეთის აღსრულებაში. 2025-2026 წლების მონაცემებით, Fusion+ მხარს უჭერს სვოპებს Ethereum-ს, BNB Chain-სა და სხვა EVM-თან თავსებად ქსელებს შორის, რომელთა რიცხვის მუდმივად იზრდება.
ლიმიტ-შეკვეთის პროტოკოლი
ლიმიტ-შეკვეთის პროტოკოლი ტრეიდერებს საკუთარი სვოპების უკეთ კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ დაეთანხმოთ მიმდინარე საბაზრო ფასებს, თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სამიზნე ფასი და ვაჭრობა მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულდება. მაგალითად, თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ ტოკენის გაყიდვა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ფასი გარკვეულ დონეს მიაღწევს. შეკვეთის ამ ტიპის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ლიმიტ-შეკვეთების გზამკვლევი.
როდესაც თქვენ ქმნით ლიმიტ-შეკვეთას 1inch-ზე, ვაჭრობის მონაცემები ინახება off-chain მონაცემთა ბაზაში და არა პირდაპირ ბლოკჩეინზე. როდესაც პირობები შესრულდება, შეკვეთა შეიძლება ნებისმიერმა შეავსოს აგრეგაციის პროტოკოლის გამოყენებით. ის მხარე, რომელიც შეავსებს შეკვეთას, იხდის გაზის საკომისიოებს, 1inch კი ამ სერვისისთვის დამატებით საკომისიოს არ გაკისრებთ. არალიკვიდური წყვილებისთვის გამოიყენება ლიმიტ-შეკვეთების RFQ-ტიპის აღსრულება, რა დროსაც შემხვედრი მხარეები განსაზღვრავენ კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესრულებაზეც ისინი აღსრულებამდე წინასწარ თანხმდებიან.
ძირითადი ფუნქციები
Pathfinder-ის მარშრუტიზაცია
Pathfinder არის რეალურ დროში მარშრუტიზაციის ალგორითმი, რომელიც ამუშავებს აგრეგაციის პროტოკოლს. ის აერთიანებს მონაცემებს 500-ზე მეტი ლიკვიდურობის წყაროდან EVM-თან თავსებადი ქსელების, Solana-ს და TON-ის მასშტაბით, გამოითვლის ვაჭრობის აღსრულების ყველაზე ეფექტურ ვარიანტს და შეუძლია ერთი ტრანზაქციის სხვადასხვა ადგილას გადანაწილება. Pathfinder გამორიცხავს დაბალი ლიკვიდურობის მქონე პულებს, რომლებიც უფრო მიდრეკილია ფასით მანიპულაციისკენ და იყენებს ლიკვიდურობით შეწონილ ფასის დადგენას, რათა უზრუნველყოს კურსის გამოთვლის სანდოობა.
სპოტ ფასის აგრეგატორი
სპოტ ფასის აგრეგატორის დანიშნულებაა დეცენტრალიზებული ბაზრებისათვის ტოკენის ზუსტი ფასების მიწოდება. აგრეგატორი ფასების და ლიკვიდურობის მონაცემებს პირდაპირ ბლოკჩეინზე იღებს სხვადასხვა DEX და EVM-თან თავსებად ქსელიდან, ფილტრავს დაბალი ლიკვიდურობის მქონე პულებს და შეფუთულ ტოკენებს მათ უკან საბაზისო აქტივად აკონვერტირებს ფასის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით პლატფორმებზე. აგრეგატორი ითვლის ლიკვიდურობით შეწონილ საშუალო მნიშვნელობებს და არა ფიქსირებული ფასების კვოტებს, რაც მას უფრო რეზისტენტულს ხდის მოკლე ვადიანი ფასების მანიპულაციისგან. ეს ინსტრუმენტი შექმნილია off-chain გამოყენებისთვის, რადგან მისმა პირდაპირ სმარტ კონტრაქტებში გამოყენებამ შესაძლოა oracle-ის მანიპულაციის რისკები წარმოშვას.
1inch საფულე
1inch საფულე არის არაკასტოდიალური მობილური საფულე, რომელიც ახდენს 1inch-ის მთლიანი ეკოსისტემის ინტეგრირებას ერთ აპლიკაციაში. მომხმარებლებს შეუძლიათ აწარმოონ ტოკენების სვოპები, აქტივების სტეიკინგი, პორტფოლიოს მონიტორინგი და დაუკავშირდეთ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ები) პირდაპირ საფულის ინტერფეისიდან. მას აქვს Ledger-ის აპარატურული საფულის მხარდაჭერა ცივ საფულეზე წვდომის შესაძლებლობით და ასევე გვთავაზობს თაღლითობისგან დაცვის ინტეგრირებულ ფუნქციას, რომელიც ავტომატურად ამოწმებს ვებსაიტებსა და DApp-ებს საეჭვო აქტივობაზე სანამ მათ გამოიყენებთ. 2025 წელს დამატებული ხარჯების წინასწარი გადახედვის ფუნქცია მომხმარებლებს აჩვენებს ტრანზაქციის მოსალოდნელ შედეგებს მის დადასტურებამდე, რაც ამცირებს მოულოდნელი დადასტურებების ხელმოწერის რისკებს.
1INCH ტოკენი
1INCH ტოკენი არის 1inch ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი რომლის მაქსიმალური მარაგიც შეადგენს 1,5 მილიარდს. ის წარმოადგენს მმართველობის ტოკენს, რომელიც მფლობელებს აძლევს პროტოკოლის განვითარების მიმართულების განსაზღვრაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას. მისი გამოყენების ძირითადი შემთხვევებია:
მმართველობა: 1INCH -ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა მისცენ ხმა პროტოკოლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა განახლებები, საკომისიოების პარამეტრები, ხაზინის განკარგვა და Fusion Mode-ის მართვის წესების დადგენა.
სტეიკინგი: 1INCH-ის სტეიკინგით, მფლობელებს შეუძლიათ ჯილდოების მოპოვება, რომლებიც DAO-ს ინიციატივების და resolver პროგრამების საშუალებით გადანაწილდება და ამავდროულად პროტოკოლს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.
დელეგირება: 1INCH-ის მფლობელებს, ვისაც არ აქვს ხმის მიცემაში პირდაპირი მონაწილეობის სურვილი, შეუძლიათ გადააბარონ მათი ხმის მიცემის უფლება ნდობით აღჭურვილ წარმომადგენლებს ან resolver-ებს, რაც მხარს უჭერს პროტოკოლის მმართველობის ხარისხის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ინდივიდუალური მონაწილეობის წილი დაბალია.
1inch DAO მართავს პროტოკოლს on-chain შეთავაზებების და ხმის მიცემის მეშვეობით. დეცენტრალიზებული მმართველობის მუშაობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი სტატია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ 1inch
მარტივი სვოპის პროცესი 1inch-ზე შემდეგ საფეხურებს მოითხოვს:
საფულის დაკავშირება: გახსენით 1inch-ის აპლიკაცია და დააკავშირეთ სასურველი Web3 საფულე.
ტოკენების არჩევა: აირჩიეთ ტოკენი რომელსაც ყიდით და ტოკენი რომლის მიღებაც გსურთ, შემდეგ მიუთითეთ რაოდენობა. სისტემა გიჩვენებთ მოსალოდნელ ოდენობას.
ტოკენის დადასტურება: თუ კონკრეტული ტოკენით პირველად ვაჭრობთ, შეასრულეთ დადასტურების ტრანზაქცია, რათა სმარტ კონტრაქტმა შეძლოს მასთან ურთიერთქმედება. ამას მცირეოდენი გაზის საკომისიო ესაჭიროება.
პარამეტრების დაყენება: გადახედეთ ვაჭრობას და განსაზღვრეთ სასურველი პარამეტრები, როგორებიცაა: ფასის ცურვისადმი გამძლეობა, გაზის საკომისიოების სტრატეგია და მარშრუტიზაციის ვარიანტები. დიდი ოდენობით ვაჭრობისთვის, სცადეთ Fusion Mode-ის გააქტიურება MEV თავდაცვის მიზნით.
სვოპის აღსრულება: დაადასტურეთ ვაჭრობის დეტალები და განახორციელეთ ტრანზაქცია.
დაადასტურეთ და დაელოდეთ: დაეთანხმეთ საბოლოო დადასტურებას თქვენს საფულეში და დაელოდეთ ბლოკჩეინის მიერ სვოპის დამუშავებას. დასრულების შემდეგ ახალი ტოკენები თქვენს საფულეში გამოჩნდება.
შეჯამება
1inch ამარტივებს DeFi ვაჭრობას ასობით DEX-ის ლიკვიდურობის აგრეგაციით და ვაჭრობის აღსრულების Pathfinder-ის, Fusion Mode-ის და Fusion+-ის მეშვეობით ოპტიმიზაციით. მისი ადგილობრივი ტოკენი 1INCH უზრუნველყოფს მმართველობის, სტეიკინგის და დელეგირების შესაძლებლობებს, რითაც საზოგადოებას უფლებას აძლევს განკარგოს პროტოკოლის მომავალი.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.