პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
Catizen (CATI) გახლავთ play-to-earn ბლოკჩეინ-თამაში, რომელიც გაშვებულია TON ეკოსისტემაში და სადაც მოთამაშეები ზრდიან და უვლიან ვირტუალურ კატებს.
თამაშში წარმოდგენილია რამდენიმე ტოკენი, როგორიცაა vKITTY თამაშშიდა შესყიდვებისთვის, FishCoins პროგრესის გასაუმჯობესებლად და wCATI კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის.
Citizen გეგმავს CATI ტოკენების მარაგის 43%-ის განაწილებას ღონისძიებების და airdrop-ების მეშვეობით. 15% გამოყოფილი იყო 1-ელი სეზონის მოთამაშეებისთვის, ხოლო 9% - Catizen Binance Launchpool-ისთვის. დარჩენილი 19%-ის განაწილება მოხდება მომდევნო სეზონებზე და airdrop ღონისძიებების ფარგლებში.
რა არის Catizen?
Catizen (CATI) არის ბლოკჩეინ-თამაში, სადაც მომხმარებლები ზრდიან და უვლიან ვირტუალურ კატებს. თამაშის წარმოადგენს Telegram Open Network (TON) ეკოსისტემის ნაწილს და აერთიანებს play-to-earn (P2E) ელემენტებსა და ბლოკჩეინის ფუნქციებს, რაც მოთამაშეებს კრიპტოვალუტების ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
Hamster Kombat-ის და სხვა პოპულარული Telegram თამაშების მსგავსად, Citizen-მაც მოკლე დროში შეძლო მილიონობით მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.
როგორ მუშაობს Catizen
Catizen არის თამაში, სადაც მოთამაშეებს ევალებათ ვირტუალური კატების მოვლა, გაზრდა, მათ ჯანმრთელობასა და განწყობაზე ზრუნვა. გარდა კატების მოვლისა, მოთამაშეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მინი-თამაშებში, შეასრულონ დავალებები, ჩაერთონ ღონისძიებებში და მოიპოვონ ჯილდოები.
თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ კატები უფრო მაღალი დონის კატის პერსონაჟების შესაქმნელად და გამოიმუშაოთ თამაშშიდა ვალუტები. თამაშში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ვალუტა გამოიყენება:
vKITTY: თამაშშიდა ტოკენები, რომელთა გენერირებაც ხდება კატების მახასიათებლების გაუმჯობესების მეშვეობით.
FishCoins: თამაშშიდა ვალუტა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პროგრესის გაუმჯობესება. FishCoin-ების მოპოვება შესაძლებელია თამაშშიდა დავალებების შესრულებით ან ნაღდი ფულის სანაცვლოდ შეძენის გზით.
wCATI: ტოკენი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ვაჭრობისთვის ან სხვა კრიპტოვალუტებზე გადასაცვლელად.
xZEN: სპეციალური თამაშშიდა ვალუტა, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია დავალებების შესრულების და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.
გარდა ამისა, შესაძლებელია ბონუსების მოპოვება ყოველდღიური დავალებების შესრულების და ქვესტებში მონაწილეობის გზით. ამასთან, შესაძლებელია პროგრესის დაჩქარება ბუსტერის ფუნქციების მეშვეობით. ბუსტერის მენიუს გასახსნელად უნდა შეეხოთ თქვენი vKITTY ბალანსის გვერდით მოცემულ რაკეტის ხატულას.
თევზაობის მინი თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა FishCoin-ები. მისი მეშვეობით შესაძლებელია დიდი ოდენობით vKITTY ტოკენების მოპოვება. ჯილდოების მოპოვება ხდება თევზების დაჭერის სისწრაფის შესაბამისად.
ავტომატიზების ფუნქციის მეშვეობით ხდება კატების ჯიშების გაერთიანების და მათი მოვლის პროცესების ავტომატიზაცია. მისი შეძენა შესაძლებელია FishCoin-ების მეშვეობით.
თქვენი მოწყობილობის ზედა მარცხენა კუთხეში დაინახავთ მენიუს მაღაზია, რომელზე გადასვლის შემდეგაც შეძლებთ FishCoin-ების შეძენას ნაღდი ფულით. გარდა ამისა, აქ აღმოაჩენთ კატების უფასო პერსონაჟებს და სხვა ყოველდღიურ ჯილდოებს.
მენიუზე გამომუშავება გადასვლის შემდეგ იხილავთ ყოველდღიური დავალებების და მიღწევების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია FishCoin ჯილდოების მოპოვება.
განყოფილებაში არხი შეძლებთ კატების ახალი პერსონაჟების შეძენას vKITTY ტოკენების მეშვეობით.
მენიუზე მოწვევა გადასვლის შემდეგ იხილავთ ბმულს, რომლის დაკოპირების და მეგობრებთან გადაგზავნის შემთხვევაშიც შეძლებთ რეფერალის ბონუსების მოპოვებას.
Catizen Airdrop
ოფიციალურ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, თამაშის გუნდი გეგმავს CATI ტოკენების მთლიანი მარაგის 34%-ის airdrop-ის მეშვეობით განაწილებას მოთამაშეებზე. მთლიანი მარაგის 9% გამოყოფილია Catizen Binance Launchpool-ისთვის.
Airdrop-ებისთვის გამოყოფილი CATI-ს მარაგის 34%-იდან 15% განაწილდება 1-ელი სეზონის მოთამაშეებზე, ხოლო დარჩენილი 19% - მომდევნო სეზონების ფარგლებში დაგეგმილ კვარტალურ airdrop კამპანიებზე.
CATI ტოკენი
ძირითადი მახასიათებლები
ტოკენის სახელწოდება: Catizen (CATI)
ბლოკჩეინის ქსელი: The Open Network (TON)
Binance Launchpool-ის ტოკენების ჯილდოები: 90 000 000 (მთლიანი მარაგის 9%)
მთლიანი მარაგი: 1 000 000 000
Binance Launchpool
Catizen-ის გაშვება Binance Launchpool-ზე მოხდა 2024 წლის 13 სექტემბერს. მომხმარებლები ახორციელებდნენ CATI ტოკენების ფარმინგს BNB-ის ან FDUSD-ის ოთხი დღის განმავლობაში დაბლოკვის გზით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური განცხადება.
Launchpool-ის ფარმინგის პერიოდი დასრულდა, თუმცა Binance-ზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ ან გაყიდოთ CATI ტოკენები.
გეგმა
Catizen ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მრავალი სხვადასხვა გაუმჯობესება, როგორიცაა AI-ზე დაფუძნებული ასისტენტები, ინტერაქტიული თამაშის გაუმჯობესებული ინტერფეისი და კოლაბორაციები TON-ზე დაფუძნებულ სხვა პროექტებთან.
გუნდის განცხადებით, მათი მიზანია 2025 წლისთვის 200-ზე მეტი მინი თამაშის გამოშვება, რაც უზრუნველყოფს გართობის და ტოკენების მოპოვების მეტ შესაძლებლობას მოთამაშეებისთვის. გარდა ამისა, ისინი ეძებენ ახალ გზებს, რომლებიც თამაშს უფრო სოციალურს გახდის და გეგმავენ ქსელური თამაშის ელემენტების დამატებასა და TON ეკოსისტემის სხვა პროექტებთან გაერთიანებას.
შეჯამება
Catizen (CATI) არის თამაში, რომლის მოთამაშეებსაც შეუძლიათ ისიამოვნონ ცხოველებზე ზრუნვის პროცესით და ამავდროულად მოიპოვონ play-to-earn ჯილდოები. Telegram პლატფორმაზე განთავსებული Catizen მარტივად ხელმისაწვდომ და მიმზიდველ თამაშს წარმოადგენს ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინ-თამაშებით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.