Ethereum და Proof-of-Stake: რა უნდა იცოდნენ Ethereum-ის მფლობელებმა

Ethereum და Proof-of-Stake: რა უნდა იცოდნენ Ethereum-ის მფლობელებმა

განახლებული Jun 8, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • 2022 წლის სექტემბერში განხორციელებული Merge-ის შემდეგ Ethereum proof-of-work მექანიზმიდან proof-of-stake-ზე გადაინაცვლა, რამაც თითქმის 99%-იც შეამცირა გამოყენებული ელექტროენერგიის დონე. აღნიშნული ცვლილების შედეგად მაინერები ვალიდატორებმა ჩაანაცვლა, რომლებიც შესაბამისი პროცესების განხორციელების მიზნით ETH-ის სტეიკინგზე განთავსების მეთოდს იყენებენ.

  • ETH-ის მფლობელებს სარგებლის (წლიურად დაახლოებით 2,5-4%) მიღება სტეიკინგის პროცესში მონაწილეობის გზით შეუძლიათ. ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლები კი, კრიპტოვალუტების მფლობელებს, ETH-ის მეშვეობით ჯილდოების მიღების პარალელურად, სავაჭრო „ქვითრის“ ტოკენების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

  • proof-of-stake-ზე გადასვლის შემდეგ შემცირდა ყოველდღიურად გამოშვებული ერთეულების ოდენობა, ხოლო EIP-1559 პროტოკოლის გამოყენება საფუძვლად დაედო საკომისიოების შემცირებას, აღნიშნული პროცესების კომბინაცია კი საფუძვლად დაედო ETH-ის მარაგის დინამიკის ცვლილებებს, რის შედეგადაც, Merge-ის შემდეგ ჯამური მარაგის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა.

  • შემდგომმა განახლებებმა - Shapella (2023), Dencun (2024), Pectra (2025) და Fusaka (2025) - შესაძლებელი გახადა სტეიკინგზე განთავსებული თანხების გატანა, შეამცირა მე-2 დონის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკომისიოები და გააუმჯობესა ვალიდატორების მუშაობის ეფექტურობა. სამომავლოდ დაგეგმილია განახლება, რომელიც Glamsterdam-ის სახელითაა ცნობილი.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

Ethereum წარმოადგენს წამყვან ბლოკჩეინ პლატფორმას სმარტ კონტრაქტებისთვისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ები). 2022 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა Ethereum-ის Merge, უმნიშვნელოვანესი განახლება, რომლის ფარგლებშიც მოხდა proof-of-work მაინინგის proof-of-stake ვალიდაციით სამუდამოდ ჩანაცვლება.

ETH-ის მფლობელებზე აღნიშნულმა პროცესმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, ცვლილებები შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ETH-ის მარაგთან დაკავშირებული ცვლილებები, მფლობელების მიერ ქსელზე მიმდინარე მონაწილეებში ჩართვის პრინციპები და სხვა.

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია proof-of-stake მექანიზმსა და ETH-ის მფლობელებს შორის არსებული მიმდინარე კავშირი, სტეიკინგის მექანიზმები და ისეთი მნიშვნელოვანი კონცეფციები, როგორიცაა ლიკვიდურობის სტეიკინგი, მარაგის დინამიკა და განახლებები, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ Ethereum-თან დაკავშირებულ მრავალ სხვა, მნიშვნელოვან ცვლილებას დაედოს საფუძვლად.

როგორ მუშაობს Proof-of-Stake Ethereum-ზე

Proof-of-stake მექანიზმის ფარგლებში, ვალიდატორები ახორციელებენ ETH-ის დეპოზიტს უზრუნველყოფის სახით, რის შემდეგაც ხდება მათი შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა ახალი ბლოკების წარდგენისა და ბლოკჩეინზე დამატების მიზნით. ზემოხსენებული კონსენსუსის მექანიზმი ანაცვლებს proof-of-stake მექანიზმის ფარგლებში განხორციელებულ მაინინგის პროცესს და დაახლოებით 99.5%-ით ანაცვლებს მაინინგისთვის საჭირო აპარატურის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დონეს.

იმისათვის, რომ ინდივიდუალურმა ვალიდატორმა შეძლოს მუშაობა, საჭიროა მინიმუმ 32 ETH-ის ოდენობის დეპოზიტის განხორციელება Beacon Chain-ის დეპოზიტის კონტრაქტში. ვალიდატორები ჯილდოებს მოიპოვებენ ბლოკების შეთავაზებისა და ვალიდურობის დადასტურების გზით. ვალიდატორის მიერ არასათანადო და არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელების, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა განხორციელდეს მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების სლეშინგი, რაც მათი ცირკულაციიდან სამუდამოდ ამოღებას გულისხმობს.

მინიმალურ დეპოზიტთან დაკავშირებული ზემოხსენებული მოთხოვნის, სხვა ტექნიკური მოთხოვნებისა და უმოქმედობასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმების გამო, ინდივიდუალური ვალიდატორი ნოდის გაშვება არა-პრაქტიკულ მიდგომად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, სტეიკინგში ჩართვა ძირითადად სტეიკინგის პულებისა და ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლების მეშვეობით ხდება.

რას ნიშნავს სტეიკინგი ETH-ის მფლობელებისთვის

2026 წლის ივნისის მონაცემებით, სტეიკინგზე მილიონზე მეტი ვალიდატორის მიერ განთავსებული ერთეულების ჯამური ოდენობა 34 მილიონ ETH-ს აჭარბებს. სტეიკინგის მეშვეობით მიღებული პოტენციური სარგებელი ცვალებადია და დამოკიდებულია სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის რაოდენობაზე, თუმცა აღნიშნული სარგებლის ზოგადი პროცენტული მაჩვენებელი, როგორც წესი, წლიურად 2,5-4%-მდე მერყეობს. რაც უფრო მეტი ETH-ის განთავსება ხდება სტეიკინგზე, მით უფრო მცირდება თითოეული ვალიდატორისთვის მინიჭებული ჯილდოს ოდენობა და პირიქით.

ლიკვიდურობის სტეიკინგი გახლავთ ყველაზე პოპულარული მეთოდი, რომელსაც კრიპტოვალუტების მფლობელების უმეტესობა იყენებს შესაბამის პროცესებში მონაწილეობისთვის. 32 ETH-ის დაბლოკვის და ვალიდატორის პროგრამული უზრუნველყოფის გაშვების ნაცვლად, კრიპტოვალუტების მფლობელებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი ოდენობის ETH-ის სტეიკინგი ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლის მეშვეობით და მიიღონ სავაჭრო „ქვითრის“ ტოკენი, მაგალითად stETH ან rETH, რაც წარმოადგენს მათ პოზიციას სტეიკინგში და დაგროვილ ჯილდოებს.

ზემოხსენებული ტიპის ტოკენების გამოყენება შესაძლებელია DeFi აპლიკაციებში, რაც მფლობელებს სტეიკინგის მეშვეობით სარგებლის მიღების და კაპიტალის სხვა სივრცეში გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს.

განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლები შემუშავებულია როგორც სტეიკინგის დამატებითი შრე, სადაც სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის მეშვეობით შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება სხვა ქსელებიდან ან სერვისებიდან. აღნიშნული ინოვაცია ხელს უწყობს სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის უფრო მრავალფეროვანი მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა, ამავდროულად, ზრდის სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკების ალბათობას, რაც კრიპტოვალუტების მფლობელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

2023 წლის აპრილში განხორციელებული Shapella განახლების შემდეგ შესაძლებელი გახდა სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების განაღდება. აღნიშნული განახლების განხორციელებამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების გატანის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა, შესაბამისად, ამ დანიშნულებით გამოყენებული ETH მუდმივად დაბლოკილ მდგომარეობაში რჩებოდა. დღესდღეობით, ვალიდატორებს შეუძლიათ მოითხოვონ მათი კრიპტოვალუტების წილის გატანა, რაც დაკავშირებულია 32 ETH-ის გარდა სხვა, დამატებითი ჯილდოების ავტომატურად ჩამოჭრასთან, ან სრულად გატანა, რაც განაპირობებს ვალიდატორის მუშაობის სრულად შეწყვეტას და როგორც ძირითადი თანხის, ისე დაგროვილი ჯილდოების დაბრუნებას. Ethereum-ის გაუმჯობესების შეთავაზებებთან (EIP-ები) დაკავშირებული პროცესები არეგულირებს აღნიშნული ტიპის პროტოკოლების ცვლილებებს.

როგორ შეცვალა Proof-of-Stake-მა ETH-ის მარაგის დინამიკა

Proof-of-work მექანიზმით მუშაობის პერიოდში Ethereum-ის მიერ მაინერებისთვის გამოშვებული ETH-ების ყოველდღიური ოდენობა დაახლოებით 13 000 ერთეულს შეადგენდა, რაც გაყიდვის სტაბილურ დინამიკას ქმნიდა, რადგან მაინერები ETH-ს ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული და აპარატურული ხარჯების დაფარვის მიზნით ყიდდნენ. რაც შეეხება proof-of-stake მექანიზმს, აღნიშნულ ერთეულზე გადასვლის შემდეგ ყოველდღიურად გამოშვებული ერთეულების ოდენობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა (1700-2000 ერთეული დღეში) და განისაზღვრება სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის რაოდენობიდან გამომდინარე,

გამოშვებული ერთეულების რაოდენობის შემცირება, გარდა ზემოხსენებულისა, 2021 წლის აგვისტოში, EIP-1559 პროტოკოლის დანერგვითაცაა გამოწვეული, რომლის მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციის ყოველი საკომისიოს წილის დაწვა. ქსელის მაღალი აქტიურობის პერიოდებში, დამწვარი საკომისიოების ოდენობამ შესაძლოა გადააჭარბოს გამოშვებული ETH-ის ოდენობას, რაც ჯამური მარაგის შემცირებას იწვევს.

Merge-ის შემდეგ ETH-ის მარაგი ასე თუ ისე სტაბილურია, ხოლო ქსელის მაღალი აქტიურობის პერიოდებში, ზოგჯერ, ადგილი აქვს დეფლაციასაც.

მფლობელებისთვის გამოშვებული ტოკენების ოდენობის შემცირება პირდაპირ ასოცირდება მიმოქცევაში არსებული მარაგის შემცირებასთან. თუმცა, აქტივების ფასი მხოლოდ მარაგის ცვლილებებით არ განისაზღვრება, მასზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ბაზრის პირობები, გავრცელების ტენდენციები და ზოგადი მოთხოვნა.

მთავარი ცვლილებები, რომელსაც Merge განახლება დაედო საფუძვლად

Merge მხოლოდ ერთჯერად განახლებას არ წარმოადგენს. ეს გახლავთ პროცესი, რომელიც საფუძვლად დაედო Ethereum-ის მრავალ მნიშვნელოვან ცვლილებას. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია თითოეული ფართომასშტაბიანი განახლებისა და მათი ETH-ის მფლობელებზე ზემოქმედების შესახებ.

Shapella (2023 წლის აპრილი)

Shapella (Shanghai + Capella) განახლების მეშვეობით, ისტორიაში პირველად, ხელმისაწვდომი გახდა სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების გატანა. აღნიშნული ცვლილებების წყალობით აღმოიფხვრა გაურკვევლობა სტეიკინგზე განთავსებულ ETH-ზე შემდგომ წვდომასთან დაკავშირებით. გატანის შესაძლებლობის უზრუნველყოფამ სტეიკინგის პოპულარობისა დონის და სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის ოდენობის ზრდა გამოიწვია.

Dencun (2024 წლის მარტი)

Dencun (Cancun + Deneb) განახლების ფარგლებში დაინერგა EIP-4844 პროტოკოლი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პროტო-დანკშარდინგი და უზრუნველყოფს ახალი ტიპის მონაცემების, blob-ების დამატების შესაძლებლობას მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიებისთვის, ტრანზაქციების მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით. აღნიშნული პროცესები საფუძვლად დაედო მე-2 დონის ქსელებზე დაწესებული საკომისიოების მკვეთრად (ხშირ შემთხვევაში 90%-ით ან უფრო მეტით) შემცირებას. Dencun განახლებით ETH-ის მფლობელები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ Ethereum-ის მიერ არჩეული სტრატეგიის მიზანში: 1-ელი დონის ქსელების გამოყენება ანგარიშსწორებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და მომხმარებელთა აქტივობის ძირითადი წილის მე-2 დონის ქსელებზე, ანუ როლაფებზე განაწილება.

Pectra (2025 წლის მაისი)

Pectra (Prague + Electra), რომელიც 2025 წლის 7 მაისს გაეშვა, Merge-ის შემდეგ ყველაზე მასშტაბური განახლებადაა მიჩნეული. EIP-7251 პროტოკოლის დანერგვით სტეიკინგში მონაწილე პირებისთვის დადგენილი მაქსიმალური ეფექტური ვალიდატორის ბალანსი 32 ETH-იდან 2048 ETH-მდე გაიზარდა, რამაც მსხვილ ოპერატორებს მრავალი ვალიდატორის ერთ, შედარებით მაღალი ბალანსის მქონე სივრცეში გაერთიანების და პარალელურად, პროცენტული სარგებლის მიღების საშუალება მისცა. სტეიკინგში მონაწილე ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებული მინიმალური დეპოზიტის (32 ETH) მოთხოვნა კვლავ ძალაში დარჩა, თუმცა ამჯერად უზრუნველყოფილი იყო ავტომატური რეინვესტირების შესაძლებლობაც.

ყოველდღიური მომხმარებლების სტანდარტული ანგარიშებისთვის EIP-7702 პროტოკოლმა უზრუნველყო სმარტ-საფულის მსგავსი ფუნქციები, როგორიცაა ტრანზაქციების დაჯგუფება, გაზის საკომისიოს დაფინანსება მესამე მხარეების მიერ და ანგარიშების აღდგენის მექანიზმები. რაც შეეხება მასშტაბირებადობას, EIP-7691 პროტოკოლის მეშვეობით გაუმჯობესდა blob-ის მასშტაბირებადობის მახასიათებლები, რამაც ხელი შეუწყო მე-2 დონის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას.

Fusaka (2025 წლის დეკემბერი)

2025 წლის 3 დეკემბერს განხორციელებული Fusaka (Fulu + Osaka) განახლების ფარგლებში მოხდა Peer-to-Peer Data Availability Sampling (PeerDAS) მოდელის ინტეგრირება, რომელიც ნოდებს მონაცემთა ხელმისაწვდომობის მთლიანი Blob-ების ჩამოტვირთვის გარეშე დადასტურების საშუალებას აძლევდა. აღნიშნულმა პროცესებმა ხელი შეუწყო მონაცემთა გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას Pectra-ს დონეებთან შედარებით, რამაც შეამცირა როლაფებთან დაკავშირებული ხარჯები.

გარდა ამისა, Fusaka განახლების ფარგლებში დაინერგა Enshrined Proposer-Builder Separation (ePBS) მოდელი, რომლის მეშვეობითაც ფორმალური სახე მიიღო ბლოკების წარმდგენებსა და შემქმნელებს შორის პროცესების განაწილებამ პროტოკოლის დონეზე და გაუმჯობესდა MEV მართვისა და დეცენტრალიზაციის დონე.

სამომავლო განვითარების გეგმა

სამომავლო გეგმიური განახლება ცნობილია Glamsterdam-ის (Amsterdam + Gloas) სახელით და მისი მეშვეობით იგეგმება Fusaka-ს საფუძველზე Blob-ების გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესება და Pectra განახლების ფარგლებში წამოწყებული ანგარიშების მოქნილობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროცესების კიდევ უფრო გაფართოება.

Glamsterdam განახლების გარდა, Ethereum-ის საზოგადოება აქტიურად მუშაობს სრული დანკშარდინგის უზრუნველყოფაზე მონაცემთა ხელმისაწვდომობის მასობრივი მასშტაბირების მიზნით, ვერკლის ხეების მოდელის დანერგვაზე შედარებით მცირემასშტაბიანი დამტკიცების პროცესების ფარგლებში და stateless ლაით-ნოდებთან მიმართებაში გამოყენების მიზნით და ჩართულობის სიების დანერგვაზე ცენზურისადმი მედეგობის გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული გრძელვადიანი მოქმედების გეგმა მიზნად ისახავს ნოდების მართვისა და მუშაობის პროცესების გამარტივებას და როლაფების შესაძლებლობების მკვეთრად გაუმჯობესებას. ETH-ის მფლობელებისთვის ყველაზე პრაქტიკულ გაუმჯობესებას წარმოადგენს ისეთი ქსელის შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება გლობალური მასშტაბით და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების უმაღლესი გარანტიები.

64 აღსრულების შარდინგის ბლოკჩეინებთან დაკავშირებული საწყისი გეგმა როლაფებზე ორიენტირებულ სტრატეგიად ტრანსფორმირდა, რომლის ფარგლებშიც Ethereum უზრუნველყოფს ფართო და შედარებით ნაკლებ ხარჯებთან ასოცირებულ მონაცემთა სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება მე-2 დონის ქსელების ტრანზაქციების შემდგომი მტკიცებულებების განთავსება, ნაცვლად პარალელურ ბლოკჩეინებზე შარდინგის განხორციელებისა.

ხშირად დასმული შეკითხვები

არის თუ არა აუცილებელი 32 ETH-ის განთავსება Ethereum-ზე სტეიკინგის პროცესებში ჩართვისთვის?

დიახ, თუ თქვენ აპირებთ ინდივიდუალური ვალიდატორის გაშვებას, მინიმალურ (32 ETH) დეპოზიტთან დაკავშირებულ მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებელია. თუმცა, ETH-ის მფლობელების უმეტესობა სასურველ ერთეულებს სტეიკინგზე ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლების ან ცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟების მეშვეობით განათავსებს, აღნიშნული ერთეულების შემთხვევაში კი, მისაღებია ნებისმიერი ოდენობის საწყისი დეპოზიტის განხორციელება. შესაბამისი პროცესების დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ „ქვითრის“ ტოკენს, რომელიც წარმოადგენს თქვენს პოზიციას სტეიკინგის პროცესში და ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენი კრიპტოვალუტების გატანას მეორეული ბაზრებისა და პროტოკოლის დონის ერთეულების მეშვეობით.

რჩება თუ არა მუდმივად დაბლოკილ მდგომარეობაში ჩემ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ETH?

არა. 2023 წლის აპრილში განხორციელებული Shapella განახლების შემდეგ, ვალიდატორებს მიეცათ სტეიკინგზე განთავსებული საკუთარი ETH-ის გატანის შესაძლებლობა, ნაწილობრივი გატანის (ჯილდოები 32 ETH-ის ზემოთ) ან სრული გატანის (ვალიდატორის პოზიციის სრულად დატოვება) მეთოდების გამოყენებით. ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლები, როგორც წესი, საშუალებას გაძლევთ გახვიდეთ სავაჭრო პოზიციიდან, დეცენტრალიზებულ ბირჟაზე თქვენი „ქვითრის“ ტოკენის კვლავ ETH-ზე გადაცვლის, ან პროტოკოლის მეშვეობით გამოსყიდვის გზით.

როგორ იმოქმედა proof-of-stake-მა ETH-ის ტრანზაქციის საკომისიოებზე?

საკომისიოების შემცირება უშუალოდ Merge განახლების ზემოქმედების შედეგი არ არის. აღნიშნულ ცვლილებაზე პასუხისმგებელია Merge-ისა და შემდგომი განახლებების (Dencun, Pectra, Fusaka) ერთიანობა, რომელთა მეშვეობითაც გაფართოვდა blob-ების სივრცე და მაქსიმალურად შემცირდა მე-2 დონის როლაფებთან დაკავშირებული ხარჯები.

რატომ შეწყვიტა Ethereum Foundation-მა ტერმინის Eth2 გამოყენება?

Foundation-მა უარი თქვა „Eth2“ ბრენდირებაზე, რათა თავიდან აეცილებინა მცდარი წარმოდგენა, თითქოს proof-of-stake Ethereum ცალკეულ ქსელს წარმოადგენს, სადაც საჭიროა მომხმარებლების აქტივების გადმოტანა. თითოეული განახლება წარმოადგენს ერთი და იგივე, უწყვეტი ჯაჭვის რგოლს და ETH-ის მფლობელების მიერ რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. თუმცა, ტერმინი Ethereum 2.0 კვლავ გამოიყენება ისეთ არაფორმალურ კონტექსტში, როგორიცაა მაგალითად საზოგადოების წევრებს შორის მიმდინარე დისკუსიები და საგანმანათლებლო კონტენტი.

რა ტიპის რისკებია დაკავშირებული ლიკვიდურობის სტეიკინგთან?

ლიკვიდურობის სტეიკინგთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან რისკები სმარტ კონტრაქტებს უკავშირდება, რაც გულისხმობს სტეიკინგის პროტოკოლის ბაგებს, რომლებიც შესაძლოა თანხების დაკარგვის გამომწვევ მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, არსებობს მიბმის გაუქმების რისკიც, როდესაც „ქვითრის“ ტოკენების სავაჭრო ღირებულება საბაზისო ETH-ის ღირებულებაზე დაბალ ნიშნულამდე ეცემა.

გარდა ამისა, განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლების შემთხვევაში აქტუალურია კომპლექსურობის დამატებითი შრეებისა და სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული სირთულეების საკითხები. როგორც ნებისმიერი სხვა on-chain აქტივობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც, ტოკენების მფლობელებმა ნებისმიერი დეპოზიტის განხორციელებამდე უნდა აწარმოონ დამოუკიდებელი მოკვლევა პროტოკოლებთან დაკავშირებით.

შეჯამება

Ethereum-ის proof-of-stake მექანიზმზე გადასვლა მნიშვნელოვან ცვლილებებს დაედო საფუძვლად და მოახდინა ETH-ის მფლობელობის კონცეფციის სრული ტრანსფორმაცია. Merge-ის შემდეგ თითქმის სრულად აღმოიფხვრა მნიშვნელოვან ხარჯებთან დაკავშირებული მაინინგის პროცესების განხორციელების საჭიროება, შემდგომი განახლებების ფარგლებში კი მოხდა სტეიკინგზე განთავსებული ერთეულების გატანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა და მე-2 დონის ქსელებთან დაკავშირებული საკომისიოების შემცირება. გარდა ამისა, შეიცვალა მარაგის დინამიკაც, რაც გულისხმობს ყოველდღიურად გამოშვებული ერთეულების რაოდენობის შემცირებასა და გაუმჯობესებული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

კრიპტოვალუტების მფლობელებისთვის სტეიკინგის პროცესი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში ჩართვისა და სარგებლის მიღების შესაძლებლობებთან ასოცირდება, რაც გულისხმობს როგორც ინდივიდუალურ ვალიდატორებს, ისე ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლებსა და სტეიკინგის სერვისებს.

Glamsterdam განახლების მოახლოების და ისეთი გრძელვადიანი მიზნების აქტიური განვითარების პარალელურად, როგორიცაა სრული დანკშარდინგი და ვერკლის ხეები, Ethereum განაგრძობს უწყვეტ განვითარებას. ფუნდამენტური კომპონენტები უკვე საფუძვლიანადაა დანერგილი და მიმდინარეობს ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა proof-of-stake ეფექტურობა და მასშტაბირებადობის შესაძლებლობები.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.