სენდვიჩ ტრეიდინგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სენდვიჩ შეტევები ან „სენდვიჩინგი“, არის კრიპტოვალუტის ბაზრებზე ვაჭრობის სტრატეგია ან მანიპულირების ტექნიკა.
ის გამოიყენება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) განხორციელებული ტრანზაქციებით გამოწვეული ტოკენის ფასის მოძრაობით მოგების მისაღებად სხვა ტრეიდერების გაუთვითცნობიერებლობის ხარჯზე.
ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, ტრეიდერი A მიიღებს 9.066 Y ტოკენს.
თუმცა, თავდამსხმელი რომლებიც ახორციელებს სენდვიჩ შეტევებს, სტრატეგიულად განათავსებს ორ ტრანზაქციას, ერთს A ტრეიდერის ტრანზაქციის წინ და მეორეს კი მის შემდეგ, ფასის რყევებით სარგებლის მიღების მიზნით.
პირველ რიგში, თავდამსხმელი 0.529 ტოკენ X-ით ყიდულობს 0.524 ტოკენ Y-ს, უფრო მაღალი გაზის საკომისიოთი. „წინმსწრები შეკვეთა“ ზრდის Y ტოკენის ფასს, CPMM მოდელის მუშაობის პრინციპის შესაბამისად.
შედეგად, ტრეიდერი A მოსალოდნელზე მაღალ ფასად იყიდის მხოლოდ 8,975 ტოკენ Y-ს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრეიდერი A იღებს ზუსტად 1%-ით ნაკლებ ტოკენ Y-ს, რაც იყო ტრეიდერი A-ს მიერ დაშვებული ფასის ცურვის მაქსიმუმი.
თავდამსხმელი რომელიც ახორციელებს სენდვიჩ შეტევებს, ამის შემდეგ ყიდის 0.524 ტოკენ Y-ს უფრო მაღალ ფასად („უკანა შეკვეთა“), რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა A ტრეიდერის ტრანზაქციის დასრულების შემდეგ და იღებს 0.635 ტოკენ X-ს.
ამ შეტევით თავდამსხმელი იღებს 0.106 ტოკენ X-ის მოგებას (0.635-0.529=0.106).
ზოგადად, სენდვიჩ შეტევების მომგებიანობა იზრდება მსხვერპლის ტრანზაქციის მოცულობის და ფასის ცურვის დასაშვები მაჩვენებელის ზრდასთან ერთად.
როცა სენდვიჩ ტრეიდინგი გამოიყენება მანიპულაციური მიზნებისთვის, მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) და უფრო ფართო მასშტაბის კრიპტოვალუტის ეკოსისტემაზე.
სენდვიჩ ტრეიდინგი არის ბაზრის მანიპულაციის ფორმა. ის იყენებს ფასებს შორის სხვაობას, სხვა ტრეიდერების ხარჯზე მოგების მისაღებად. ასეთი ქცევა ძირს უთხრის ბაზრის სანდოობას და შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს შესაბამისი უფლებების მქონე მონაწილეებზე.
ფასების მანიპულაციის გამო, სენდვიჩ თავდასხმების მსხვერპლს შეიძლება მიადგეს ფინანსური ზარალი. კრიპტოვალუტის საზოგადოებაში ამან შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება და უნდობლობა.
განმეორებითმა სენდვიჩ შეტევებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლიკვიდურობის პროვაიდერებს DEX-ებზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობაში, რაც შეამცირებს ბაზრის საერთო ლიკვიდურობის დონეს.
თქვენი ვაჭრობების სენდვიჩ თავდასხმებისგან დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი გზები.
საბაზრო შეკვეთების ნაცვლად შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ შეკვეთები ლიმიტით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ DEX-ს არ აქვს ამ ტიპის შეკვეთის მხარდაჭერა, ზოგიერთ DEX-ზე აუცილებლად შეძლებთ ამ ვარიანტით სარგებლობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი DEX-ები, რომელთაც გააჩნიათ ლიმიტ-შეკვეთების მხარდაჭერა. აქ შეძლებთ აქტივის ყიდვისა და გაყიდვის თქვენთვის მისაღები ფასის მითითებას.
თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ და შეინარჩუნოთ თქვენთვის მისაღები ცურვის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რითაც შემცირდება სენდვიჩ თავდასხმის განმხორციელებელი პირის მიერ თქვენი ვაჭრობების მანიპულირების შედეგად მიღებული პოტენციური მოგება. თუმცა, დღეს ბევრი DEX იყენებს ავტომატური ფასის ცურვის პარამეტრებს. გარდა ამისა, თქვენთვის მისაღები ფასის ცურვის მაჩვენებლის მინიმუმამდე შემცირებით, შესაძლოა გაიზარდოს თქვენი ვაჭრობების დამუშავების დრო.
დიდი მოცულობის მქონე ერთი ვაჭრობა არის სენდვიჩ თავდამსხმის იდეალური სამიზნე. მათი მცირე ნაწილებად დაყოფა, შეამცირებს ფასის პოტენციური ცურვის მაჩვენებელს.
ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც შეიძლება დაინერგოს DEX-ებზე სენდვიჩ ტრეიდინგის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად:
DEX-ებს შეუძლიათ წინმსწრები შეკვეთებისა და სენდვიჩ ტრეიდინგის აღმოჩენის და პრევენციის ზომების მიღება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეკვეთის აღსრულების შეფერხებებს, შეკვეთის აღსრულების დროების რანდომიზაციას და გაუმჯობესებულ თანხვედრის ალგორითმებს.
DEX-ებს შეუძლიათ ისეთი ინსტრუმენტების შექმნა ან დანერგვა, რომლითაც მოხდება ტრანზაქციის ანალიზის განხორციელება ვაჭრობის საეჭვო სტრატეგიების აღმოჩენის მიზნით. ამ ინსტრუმენტებით შესაძლებელია პოტენციური სენდვიჩ შეტევების ამოცნობა და მონიშვნა, მათი შემდგომი განხილვისთვის.
DEX-ებს შეუძლია ალგორითმული ვაჭრობისა და მაღალი სიხშირით ვაჭრობის მკაფიო პოლიტიკისა და მითითებების ჩამოყალიბება. ამის დახმარებით, სავაჭრო ბოტები და ალგორითმები იმუშავებენ დასაშვებ საზღვრებში.