არბიტრაჟი არის აქტივების ყიდვის და გაყიდვის პრაქტიკა ორ ან მეტ სხვადასხვა ბაზარზე, ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით. მაგალითად, ტრეიდერმა შესაძლოა შეიძინოს კონკრეტული აქტივი ერთ ბაზარზე და მალევე გაყიდოს ის სხვა ბაზარზე, უფრო მაღალ ფასად.
რეალურად, არბიტრაჟის არსებობის მიზეზი საბაზრო ფასებს შორის არსებული განსხვავებებია. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბაზარზე კონკრეტული აქტივის ფასი შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბაზარი გვთავაზობს ერთსა და იმავე (ან ერთმანეთის მსგავს) აქტივს.
ფინანსურ ბაზრებზე არბიტრაჟს ხშირად მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ, რადგან ის ხელს უშლის სხვადასხვა ბაზრებზე ერთი და იგივე ან მსგავსი აქტივების ფასებს შორის მკვეთრად განსხვავებული ფასების განთავსებას. შესაბამისად, არბიტრაჟის მეთოდი მოქმედებს ფასებს შორის მცირე სხვაობებთან მიმართებაში და მისი მეშვეობით ხდება ამ ფასების შესაძლებლობისამებრ გათანაბრება. სიჩქარე, რომლითაც ხდება ეს გათანაბრება, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ბაზრის ზოგადი ეფექტურობის განმსაზღვრელად. ეფექტურ ბაზარზე არბიტრაჟის შესაძლებლობები საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, რადგან თითოეული სავაჭრო აქტივის ფასი თანაბარია ყველა ბირჟაზე.
სწორად განხორციელების შემთხვევაში, არბიტრაჟის პროცესი არ მოიცავს არავითარ რისკებს და წარმოადგენს ფასებს შორის დროებითი შეუსაბამობის კაპიტალიზაციის ეფექტურ საშუალებას. თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სავაჭრო ბოტები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა ტიპის ბაზარზე და მათი უმეტესობა შექმნილია სწორედ არბიტრაჟის შესაძლებლობებით სარგებლობისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟით ვაჭრობა შესაძლოა მოიცავდეს გარკვეულ რისკებს, შერჩეული სტრატეგიის და აღსრულების მეთოდის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სულ მცირე ათი სხვადასხვა ტიპის არბიტრაჟის სტრატეგია, ტრეიდერები ხშირად სარგებლობენ ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილი ტიპით, რომელიც წარმოადგენს არბიტრაჟის შედარებით ტრაციდიულ და სტანდარტულ ფორმას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტრატეგიით სარგებლობისთვის საჭიროა ბაზრების არაეფექტურობის და ფასებს შორის სხვაობის აღმოჩენა და არა რაიმე სახის სპეკულაციების განხორციელება, მიიჩნევა, რომ ის არ მოიცავს არავითარ რისკს.
კიდევ ერთი, შედარებით ნაკლებ პოპულარული მეთოდია არბიტრაჟი კომპანიების შერწყმისას (ან რისკის არბიტრაჟი), რომელიც, როგორც ამაზე სახელწოდებაც მიუთითებს, არის სპეკულაციური მიდგომა, რომელიც დამოკიდებულია ტრეიდერის მოლოდინზე სამომავლო მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც იმოქმედებს აქტივის ფასზე. ეს შეიძლება გულისხმობდეს კომპანიის შესყიდვას, გაერთიანებას ან გაკოტრების შესახებ განაცხადს.
ზუსტი ინსტრუქციების თანმიმდევრობა, რომელიც გამოიყენება პრობლემის გადასაჭრელად.