TL;DR
Trust Wallet არაკასტოდიალური კრიპტო საფულე, რომელიც შეიქმნა 2017 წელს. ის არის Web3 საფულე, რომელიც მომხმარებლებს უამრავ სხვადასხვა ბლოკჩეინზე, ციფრულ აქტივზე და დეცენტრალიზებულ აპლიკაციაზე (DApp-ზე) წვდომის საშუალებას აძლევს.
Trust Wallet ხელმისაწვდომია, როგორც მობილური აპლიკაცია iOS და Android მოწყობილობების მომხმარებლებისთვის, ასევე Chrome, Brave, Opera, Edge და სხვა მრავალი ბრაუზერის გაფართოების სახით.
Trust Wallet-ს აქვს საკუთარი მმართველობის ტოკენი, TWT, რომელიც მფლობელს აძლევს მმართველობის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალებას. Trust Wallet არის Binance-ის ოფიციალური დეცენტრალიზებული საფულე, რაც მომხმარებელს უსაფრთხო და დაცული საფულით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
შესავალი
კრიპტოვალუტის და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) პოპულარობის ზრდის პარალელურად, იზრდება მათზე წვდომისთვის საჭირო უსაფრთხო და მარტივი საშუალებების მნიშვნელობა. ინვესტირებასთან, გადახდებთან ან DApp-ებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობებისთვის განსხვავებული საშუალებების გამოყენება შეიძლება საკმაოდ მოუხერხებელი იყოს.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არის შექმნილი გამოსაყენებლად მარტივი და უნივერსალური საშუალება - Trust Wallet. Trust Wallet წარმოადგენს Binance-ის ეკოსისტემის ნაწილს და მისი გამოყენება რეკომენდებულია Binance-ის მომხმარებლებისთვის. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის საფულეა, რომელსაც 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
რა არის Trust Wallet?
Trust Wallet არის არაკასტოდიალური საფულე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი აღდგენის (seed) ფრაზების და პირადი გასაღებების შენახვასა და მართვაზე. როგორც მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე კრიპტო საფულე, Trust Wallet საშუალებას გაძლევთ ერთი აპლიკაციის მეშვეობით მიიღოთ წვდომა რამდენიმე ქსელზე, რაც ამარტივებს Web3 პლატფორმებზე და DApp-ებზე ნავიგაციას.
Trust Wallet-ის შეიქმნა ვიქტორ რადჩენკოს მიერ 2017 წლის ნოემბერში და მაშინვე მიიპყრო უამრავი მომხმარებლის ყურადღება. 2018 წელს, Trust Wallet შეიძინა Binance-მა, 2021 წლის დასაწყისში კი მისი აღმასრულებელი დირექტორი გახდა ეოვინ ჩენი, Binance-ის მარკეტინგის განყოფილების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
Trust Wallet არის დაცული, ღია კოდზე დაფუძნებული და დეცენტრალიზებული კრიპტო საფულე. მისი მობილური აპლიკაციის ან ბრაუზერის ვერსიის მეშვეობით, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა:
Ethereum-ზე გაშვებულ და EVM-თან თავსებად მილიონობით ტოკენზე;
100-ზე მეტ ბლოკჩეინის ქსელზე;
10 მილიონზე მეტ აქტივზე, რომელთა შორისაა bitcoin (BTC), ether (ETH), BNB და Tether (USDT);
600 მილიონზე მეტ NFT-ზე.
რისი გაკეთება შემიძლია Trust Wallet-ით?
Trust Wallet საფულეს გააჩნია 70-ზე მეტი ბლოკჩეინის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Bitcoin, Ethereum, BNB Smart Chain, Solana და სხვა მრავალი. კრიპტო აქტივების ყიდვის, შენახვის და გადაგზავნის გარდა, Trust Wallet შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოკენების სვოპისთვის, თამაშებისთვის, ჯილდოების გამომუშავებისთვის და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) სამყაროში მოგზაურობისთვის. Trust Wallet-ის მობილური ვერსიის მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს ინტეგრირებული DApp ბრაუზერით.
Trust Wallet-ის DApp ბრაუზერი
Trust Wallet-ის მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებულია Web3 DApp ბრაუზერი. ის გთავაზობთ DApp-ებთან და DeFi პლატფორმებთან პირდაპირ Trust Wallet აპლიკაციიდან ურთიერთქმედების და მათზე წვდომის საშუალებას . მისი საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უამრავი DApp-ით, რომელთა შორისაა OpenSea, PancakeSwap, 1inch და Uniswap.
სტეიკინგი
ხელმისაწვდომია სტეიკინგის აქტივების ფართო არჩევანი, მათ შორის BNB, Polkadot (DOT), Cosmos (ATOM) და მრავალი სხვა. მოგების ფაქტიური ოდენობა დამოკიდებულია ვალიდატორებზე და სტეიკინგის ამჟამად ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე, რომელთა რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება.
სვოპი და ვაჭრობა
Trust Wallet აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ტოკენები ერთმანეთში გადაცვალონ. ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტების მილიონობით წყვილი. სვოპების განხორციელება ძალიან მარტივია და ამისათვის Trust Wallet არანაირ საკომისიოს არ გაკისრებთ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოგიწევთ მესამე მხარის ლიკვიდურობის პროვაიდერის, მაგალითად 1inch-ის ან Uniswap-ის მიერ დაწესებული საკომისიოების გადახდა. Trust Wallet ავტომატურად ირჩევს იმ პროვაიდერს, რომელიც საუკეთესო ტარიფებს გთავაზობთ.
კრიპტოს ყიდვა
Trust Wallet მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იყიდონ კრიპტოვალუტები ფიატ-ვალუტის გამოყენებით, რამდენიმე on-ramp პროვაიდერის მეშვეობით. კრიპტოვალუტების ყიდვა პირდაპირ Trust Wallet აპლიკაციით შეგიძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ საკომისიოებზე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ Trust Wallet ტოკენების (TWT) საფულეში შენახვის მეშვეობით.
როგორ ჩამოვტვირთო Trust Wallet?
Trust Wallet ხელმისაწვდომია როგორც მობილური აპლიკაციის (iOS და Android), ასევე დესკტოპ-კომპიუტერის ბრაუზერის გაფართოების სახით. ჩამოტვირთვის ოფიციალური ბმულის ნახვა შეგიძლიათ Trust Wallet-ის ვებ-საიტზე. სანამ რომელიმე კრიპტო საფულეს ან კრიპტო ბირჟის აპლიკაციას ჩამოტვირთავთ, ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ იმყოფებით ოფიციალურ ვებ-საიტზე.
როგორ დავაყენო Trust Wallet-ის პარამეტრები და დავუკავშირდე BSC-ს?
Trust Wallet-ის ჩამოტვირთვის და ინსტალაციის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება პარამეტრების დაყენებისთვის საჭირო ყველა ინსტრუქცია. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია და ესაჭიროება ერთ წუთზე ნაკლები დრო. თუმცა, თუ გსურთ ისწავლოთ, თუ როგორ დააყენოთ Trust Wallet-ის პარამეტრები და როგორ დააკავშიროთ ის BSC-თან, გირჩევთ გაეცნოთ შემდეგ გზამკვლევს: Trust Wallet-ის დაკავშირება BNB Smart Chain-თან (BSC).
რა არის Trust Wallet Token (TWT)?
Trust Wallet Token (TWT) არის მმართველობის ტოკენი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ამ საფულესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. TWT-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ აპლიკაციის ფუნქციების, განახლებების და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების დამატებას ან წარმოადგინონ ამ ცვლილებების შეთავაზებები. TWT ტოკენის მაქსიმალური მარაგია 1 000 000 000 TWT, ის BNB Smart Chain-ზე (BSC) არსებობს BEP-20 ტოკენის სახით , ხოლო BNB Beacon Chain-ზე - BEP-2 ტოკენის სახით.
ამასთანავე, TWT-ის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით DEX სერვისების გამოყენების და კრიპტოვალუტის შეძენის დროს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Trust Wallet ტოკენი Binance-ზე ან გამოიმუშაოთ ის Trust Wallet-ის გუნდის მიერ ორგანიზებული მარკეტინგული კამპანიების, საჩუქრების დარიგების ან airdrop-ების დროს.
უსაფრთხოა თუ არა Trust Wallet-ის გამოყენება?
დიახ. Trust Wallet წარმოადგენს Binance-ის ეკოსისტემის ნაწილს და იყენებს უსაფრთხოების საუკეთესო პროტოკოლებს. Trust Wallet-ის დამოუკიდებელი აუდიტი რამდენიმე წამყვან კომპანიას აქვს ჩატარებული, რომელთა შორისაა CertiK, Halborn და Kudelski Security.
Trust Wallet არ აკონტროლებს პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად ბალანსებს ან IP მისამართებს. გარდა ამისა, მომხმარებლები სრულად აკონტროლებენ საკუთარ პირად გასაღებებს და აღდგენის (seed) ფრაზებს. საფულე ასევე გთავაზობთ რისკის კონტროლის ინტეგრირებულ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებებს, რაც ეხმარება მათ პოტენციური თაღლითობისგან და სარისკო ტრანზაქციებისგან თავის დაცვაში.
თუმცა აუცილებელია გაითვალისწინოთ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია გასაღებების თავად მომხმარებლების მიერ კონტროლთან. აღდგენის (seed) ფრაზის დაკარგვის ან სხვის მიერ მისი ხელში ჩაგდების შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაკარგოთ საკუთარი აქტივები. ასევე აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე DeFi და Web3 სივრცეში ნავიგაციის დროს. თქვენი Trust Wallet-ის საეჭვო ვებ-საიტებთან დაკავშირების შემთხვევაში, შეიძლება ჰაკერების მსხვერპლი გახდეთ და დაკარგოთ ფინანსური აქტივები. იმისათვის, რომ არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი, დაუკავშირდით მხოლოდ სანდო რეპუტაციის მქონე პლატფორმებს და ყოველთვის გადაამოწმეთ ვებ-საიტის URL.
შეჯამება
Trust Wallet მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთაც სურთ მონეტების HODLing, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) DApp-ებთან ურთიერთქმედება ან უბრალოდ კრიპტოვალუტების შეძენა. კრიპტოს პოპულარიზაციისთვის საჭიროა მარტივი და უნივერსალური ტექნოლოგიების დანერგვა. სწორედ ამას გთავაზობთ Trust Wallet.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.