როგორ ხდება კრიპტო საფულის დაყენება
მთავარი
სტატიები
როგორ ხდება კრიპტო საფულის დაყენება

როგორ ხდება კრიპტო საფულის დაყენება

განახლებული Sep 10, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის კრიპტო საფულე. კასტოდიალური კრიპტო საფულეების პარამეტრების განსაზღვრა და დაყენება მარტივია, თუმცა ისინი ჩვენს აქტივებზე კონტროლის ნაკლებ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

  • არაკასტოდიალური საფულეები განიჭებთ სრულ კონტროლს თქვენს ციფრულ აქტივებზე, თუმცა ამავდროულად გაკისრებთ სრულ და ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას თქვენი გასაღებების და აქტივების უსაფრთხოებაზე.

  • აპარატურული საფულეები გვთავაზობს ჰაკერული თავდასხმებისგან და შეტევებისგან დაცვის ეფექტურ სისტემას, თუმცა ისინი შედარებით ძვირი და რთულად გამოსაყენებელია დამწყები მომხმარებლებისთვის.

  • წინამდებარე გზამკვლევში მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის საფულესთან და მათი მარტივად დაყენების მეთოდებთან დაკავშირებით.

შესავალი

პირველ ნაბიჯებს დგამთ კრიპტოვალუტების სივრცეში? პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, კრიპტო საფულის შექმნაა! კრიპტო საფულე გახლავთ ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება კრიპტოვალუტების და ციფრული აქტივების გაგზავნა, მიღება და შენახვა. არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის კრიპტო საფულე, თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა უპირატესობები, შეზღუდვები და რისკები. განვიხილოთ ზემოხსენებული ტიპები, რათა შეძლოთ თქვენი საჭიროებების შესაბამისი კრიპტო საფულის შერჩევა.

კასტოდიალური საფულეები

კასტოდიალური საფულეები, რომლებიც ასევე ცნობილია ჰოსტინგ საფულეების სახელწოდებით, მოწოდებულია და იმართება კრიპტო საფულის ან სხვა მესამე მხარის მიერ. ამ ტიპის საფულეები არ განიჭებთ სრულ კონტროლს თქვენს აქტივებზე, გადახდის განხორციელებისას ან თანხის გატანისას დაგჭირდებათ პროვაიდერის სერვისებით სარგებლობა. 

მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ თქვენ არ გიწევთ ფიქრი თქვენი გასაღებების მართვაზე და შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განაახლოთ თქვენი პაროლი.

როგორ ხდება კასტოდიალური კრიპტო საფულის დაყენება

1. აირჩიეთ პლატფორმა: აირჩიეთ სათანადო რეპუტაციის მქონე კრიპტო ბირჟა და გადაამოწმეთ, რამდენად აკმაყოფილებს ის ადგილობრივი რეგულაციების მოთხოვნებს.

2. შექმენით ანგარიში: მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, აირჩიეთ რთულად გამოსაცნობი პაროლი და შექმენით ანგარიში.

Binance-ზე რეგისტრაცია

3. გაიარეთ ვინაობის ვერიფიკაცია: პლატფორმების უმეტესობაზე რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა ID ვერიფიკაციის (KYC) გავლა, რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

4. შეიტანეთ თანხა: ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მიუთითოთ გადახდის მეთოდი და თქვენს საფულეში შეიტანოთ ფიატ ვალუტა ან კრიპტო.

5. დაიწყეთ ვაჭრობა: თქვენ მზად ხართ ვაჭრობის დასაწყებად ან ინვესტიციის განსახორციელებლად. Binance-ით სარგებლობის დაწყებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით Binance-ის სახელმძღვანელოს დამწყებთათვის.

არაკასტოდიალური საფულეები

არაკასტოდიალური საფულეები განიჭებთ თქვენი გასაღებების და ფინანსების სრული კონტროლის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საფულეები გვთავაზობს ნაკლებ შეზღუდვებს და მეტ თავისუფლებას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პაროლების და seed ფრაზების დამახსოვრებასთან და უსაფრთხოდ შენახვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ. სწორედ ამ გზით ხდება თქვენი კრიპტოვალუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითად შემთხვევაში, თქვენზე ჰაკერული თავდასხმის განხორციელების ან თქვენ მიერ აქტივებზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში, პაროლის აღდგენას და თანხების დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. MetaMask და Trust საფულეები არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია.

როგორ ხდება არაკასტოდიალური კრიპტო საფულის დაყენება

1. ჩამოტვირთეთ საფულის აპლიკაცია: თუ მობილურ ტელეფონს იყენებთ, აუცილებლად ჩამოტვირთეთ საფულის სანდო აპლიკაცია ოფიციალური წყაროებიდან (App Store ან Google Play). თუ კომპიუტერს იყენებთ, დააყენეთ ოფიციალური ვებსაიტებიდან ჩამოტვირთული ბრაუზერის გაფართოება. მაგალითისთვის განვიხილოთ MetaMask.

MetaMask

2. შექმენით ახალი საფულე: გახსენით აპლიკაცია და აირჩიეთ საფულის შექმნის ვარიანტი.

MetaMask - ახალი საფულის შექმნა

3. დააყენეთ რთულად გამოსაცნობი პაროლი: ასე შეძლებთ აპლიკაციის დაცვას არაავტორიზებული წვდომისგან.

4. შექმენით თქვენი seed ფრაზის სარეზერვო ასლი: ამოწერეთ აპლიკაციის მიერ გენერირებული 12-ნიშნა ან 24-ნიშნა seed ფრაზა. შეინახეთ ის დაცულ და უსაფრთხო ადგილას. seed ფრაზის მეშვეობით შეძლებთ თქვენი საფულის აღდგენას მასზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში.

MetaMask - seed ფრაზის სარეზერვო ასლის შექმნა

5. თანხის შეტანა: ტრადიციული მეთოდით, თქვენს არაკასტოდიალურ საფულეში თანხის შეტანა ხდება კრიპტოვალუტების გადარიცხვით ისეთი ბირჟიდან, როგორიცაა Binance. თუმცა, ზოგიერთი საფულე ასევე გვთავაზობს onramp სერვისებს, სადაც შესაძლებელია საკრედიტო ბარათის გამოყენება და საბანკო გადახდებით სარგებლობა.

MetaMask წარმატებით შეიქმნა

თქვენი არაკასტოდიალური საფულე მზადაა გამოსაყენებლად. ახლა უკვე შეგიძლიათ მისი დაკავშირება ისეთ DeFi პლატფორმებთან, როგორიცაა Uniswap, PancakeSwap და ა.შ. თუმცა აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე. საფულის არასანდო DApp-ებთან ან ფიშინგის ვებსაიტებთან დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლოა დაკარგოთ წვდომა თქვენს აქტივებზე. 

თქვენი საფულის Web3 პლატფორმებთან დაკავშირებამდე გადაამოწმეთ სერვისების სანდოობა და ლეგიტიმურობა. გარდა ამისა, რისკების შესამცირებლად შეგიძლიათ თქვენი თანხის გაყოფა და burner საფულეების გამოყენება.

Binance Web3 საფულე

Binance Web3 საფულე გახლავთ უნიკალური კრიპტო საფულე, რომელშიც გაერთიანებულია ორივე ტიპის საფულის საუკეთესო მახასიათებლები. ეს არის არაკასტოდიალური საფულე, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც სრულიად ქრება თქვენი პირადი გასაღებების ერთ სივრცეში შენახვის საჭიროება. Binance Web3 საფულის მომხმარებლებს არ უწევთ ფიქრი seed ფრაზებზე და შეუძლიათ სრულიად ენდონ 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომ მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს.

როგორ ხდება Binance Web3 საფულის დაყენება

Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით 1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით ჩანართზე [საფულეები].

Binance Web3 საფულის ხატულა აპლიკაციაში

2. შექმენით საფულე. დააწკაპუნეთ ღილაკზე [საფულის შექმნა] და მიჰყევით ინსტრუქციებს. Binance Web3 საფულე იყენებს Multi-Party Computation (MPC) ტექნოლოგიას, რისი წყალობითაც თქვენ არ გჭირდებათ seed ფრაზა. ნაცვლად ამისა, ის ქმნის „საზიარო გასაღებებს“, რომლებიც ინახება სამ სხვადასხვა ადგილას.

Binance Web3 საფულე, MPC ტექნოლოგია

3. შექმენით თქვენი საფულის სარეზერვო ასლი და დააყენეთ აღდგენის პაროლი. საზიარო გასაღებების დაცვა ხდება თქვენ მიერ შერჩეული აღდგენის პაროლით. შეინახეთ ის დაცულ და უსაფრთხო ადგილას.

Binance Web3 საფულის სარეზერვო ასლის შექმნა

4. გაააქტიურეთ საფულე: Web3 საფულის გააქტიურების შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება ვაჭრობისთვის, სტეიკინგისთვის და DApp-ებთან მიმართებაში.

Binance Web3 საფულე გვთავაზობს 24/7 ხელმისაწვდომ მომხმარებელთა მომსახურების სერვისს, რაც მას შესანიშნავ ვარიანტად აქცევს იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ხშირად სჭირდებათ დახმარება სხვადასხვა საკითხში.

აპარატურული საფულეები

აპარატურული საფულეები გახლავთ ფიზიკური მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხდება თქვენი პირადი გასაღებების ოფლაინ სივრცეში შენახვა. ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორიცაა Ledger და Trezor, მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას მავნე პროგრამებისა და ჰაკერებისგან თავის დასაცავად. თუმცა, აპარატურულ საფულეები შედარებით დიდ ხარჯებთან ასოცირდება და დამწყებ მომხმარებლებს უჭირთ მათი გამოყენება. ისინი განკუთვნილია გამოცდილი კრიპტო მომხმარებლებისთვის, რომლებიც გრძელვადიან ინვესტიციებს ახორციელებენ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტების HODL-ის მეშვეობით.

როგორ ხდება აპარატურული საფულის პარამეტრების დაყენება

1. შეიძინეთ აპარატურული საფულე: შეიძინეთ Ledger Nano ან Trezor ოფიციალურ ვებსაიტზე ან სანდო მოვაჭრისგან.

Binance Ledger-ის ფოტო

2. დააინსტალეთ საფულის პროგრამული უზრუნველყოფა: ჩამოტვირთეთ საფულის პროგრამული უზრუნველყოფა (მაგ., Ledger Live ან Trezor Suite) თქვენს კომპიუტერზე ან სმარტფონზე.

3. დააკავშირეთ მოწყობილობა: USB კაბელის მეშვეობით მიუერთეთ აპარატურული საფულე თქვენს კომპიუტერს.

4. დააყენეთ PIN კოდი: აირჩიეთ უსაფრთხო PIN კოდი თქვენი მოწყობილობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5. შექმენით აღდგენის ფრაზის სარეზერვო ასლი: მოხდება მოწყობილობის მიერ seed ფრაზის გენერირება. ჩაიწერეთ ეს seed ფრაზა და შეინახეთ ის უსაფრთხო ადგილას.

6. დაიწყეთ კრიპტოვალუტების მიღება და გაგზავნა: აპარატურული საფულის პარამეტების დაყენების შემდეგ შეძლებთ მისი მეშვეობით კრიპტოვალუტების გადარიცხვას და მიღებას.

შეჯამება

მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლით, თქვენ მოიპოვებთ კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის, გაგზავნის და მიღების შესაძლებლობას. დაიმახსოვრეთ, კრიპტოვალუტების სივრცეში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საჭიროა თქვენი პირადი გასაღებების დაცვა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.