Binance-ის გზამკვლევი დამწყებთათვის
მთავარი
სტატიები
Binance-ის გზამკვლევი დამწყებთათვის

Binance-ის გზამკვლევი დამწყებთათვის

გამოქვეყნებული Apr 5, 2021განახლებული Aug 20, 2024
11m

მთავარი დეტალები

  • Binance-ს ენდობა 200,000,000-ზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში. თუ გსურთ გახდეთ ამ მზარდი საზოგადოების ნაწილი, დღესვე შექმენით Binance-ის ანგარიში და დაიწყეთ ინვესტირება ან ვაჭრობა.

  • Binance-ის გამოყენების დასაწყებად თქვენ უნდა შექმნათ ანგარიში, გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაცია და აირჩიოთ გადახდის მეთოდი კრიპტოვალუტების შესაძენად.

  • Binance-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა საკრედიტო/სადებეტო ბარათები, საბანკო გადარიცხვები ან Peer-to-peer ტრანზაქციები.

  • უფრო მეტად დაიცავით თქვენი Binance-ის ანგარიში რთულად გამოსაცნობი პაროლების, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის და ფიშინგის საწინააღმდეგო კოდების მეშვეობით.

შესავალი 

Binance-ის ანგარიში წარმოადგენს ბლოკჩეინის და Web3-ის სამყაროსთან დამაკავშირებელ გეითვეის და საუკეთესო ადგილია თქვენი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის თავგადასავლის დასაწყებად. ამ გზამკვლევში შეგვხდებათ მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ Binance-ის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებაში. საჭიროა რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლა. ანგარიშის გახსნა, ინფორმაციის ვერიფიკაცია, გადახდის მეთოდის არჩევა და კრიპტო აქტივების შეძენა.

როგორ ხდება Binance-ის ანგარიშის შექმნა

თქვენი პირველი Bitcoin-ის ან BNB-ს შეძენამდე, პირველ რიგში საჭიროა ანგარიშის შექმნა.

1. გადადით Binance-ის მთავარ გვერდზე და დააწკაპუნეთ ზედა მარჯვენა კუთხეში ან პირველ გვერდზე მოცემულ ღილაკზე [რეგისტრაცია].

2. შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და აირჩიეთ რთულად გამოსაცნობი პაროლი. თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლისას ელ. ფოსტის ნაცვლად მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.

3. შეიყვანეთ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე მიღებული 6-ნიშნა ვერიფიკაციის კოდი და დააწკაპუნეთ ღილაკზე [შემდეგი].

4. შექმენით რთულად გამოსაცნობი პაროლი, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, 1 ციფრს და 1 ზედა რეგისტრის ასოს. ეს პაროლი არავის გაუზიაროთ.

5. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, უკვე უნდა ფლობდეთ სრულად გამართულ Binance-ის ანგარიშს. თქვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ხართ კრიპტოვალუტის ყიდვასთან, ახლა კი, გადავინაცვლოთ თქვენი პირველი კრიპტო შენაძენის განხორციელების ეტაპზე.

როგორ ხდება კრიპტოვალუტების ყიდვა Binance-ზე

Binance-ზე კრიპტოვალუტების ყიდვამდე, უნდა გაიაროთ ვინაობის ვერიფიკაცია. ეს პროცესი ასევე ცნობილია როგორც იცნობდე შენს კლიენტს (KYC) ვერიფიკაცია. KYC გვეხმარება თქვენი ვინაობის დადასტურებაში და ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებაში.

ვინაობის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებთ კრიპტოვალუტების შეძენას სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით.

1. საკრედიტო/სადებეტო ბარათი: ყველაზე მარტივი ვარიანტი ახალი მომხმარებლებისთვის.

2. თანხის შეტანა თქვენს ფიატ და სპოტ საფულეებში: ფიატ ვალუტის გადარიცხვა თქვენი საბანკო ანგარიშიდან და შემდგომში მისი ბირჟაზე გამოყენება.

3. Binance P2P: კრიპტოვალუტების შეძენა პირდაპირ სხვა მომხმარებლებისგან Binance-ის peer-to-peer სერვისის მეშვეობით.

კრიპტოვალუტების შეძენა საკრედიტო ან სადებეტო ბარათის გამოყენებით

1. მიიტანეთ კურსორი გვერდის ზედა ნაწილში მოცემული მენიუს ღილაკზე [კრიპტოვალუტების ყიდვა] და აირჩიეთ [ყიდვა და გაყიდვა].

2. შემდეგ აირჩიეთ ფიატ ვალუტა, რომლითაც გადაიხდით და მონეტა, რომლის შეძენაც გსურთ. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დააჭირეთ ღილაკზე [ახალი ბარათის დამატება] და შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები.

3. შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დააწკაპუნეთ ღილაკზე [დადასტურება]. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ მხოლოდ თქვენს სახელზე გაფორმებული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის გამოყენება.

4. გადაამოწმეთ შეკვეთის დეტალები. კონვერტაციის კურსის და საკომისიოების შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეგიძლიათ სამი წერტილის […] ღილაკზე დაწკაპუნებით.

5. თუ წაიკითხეთ და ეთანხმებით გამოყენების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა. როდესაც მზად იქნებით, გადახდის დასასრულებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [დადასტურება].

6. პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენ მიერ შეძენილი კრიპტოვალუტები აისახება თქვენს Binance-ის სპოტ საფულეში. როგორც, ანგარიშის გახსნას და ამ ეტაპამდე მოსვლას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

როგორ ხდება კრიპტოვალუტებით ვაჭრობა Binance-ზე

დიდია ალბათობა, რომ გარკვეულ ეტაპზე თქვენ გადაწყვეტთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დაწყებას. თუ არ ხართ მიჩვეული ტრადიციულ სავაჭრო ინტერფეისს, გირჩევთ გამოიყენოთ Binance Convert ფუნქცია. 

1. ამ ფუნქციით სარგებლობისთვის, მიიტანეთ კურსორი ღილაკთან [ვაჭრობა] და აირჩიეთ Binance-ის მთავარ გვერდზე მოცემული ჩანართი [კონვერტაცია და ბლოკ-ვაჭრობა].

Convert ინსტრუმენტის მარტივი ინტერფეისის წყალობით, შეძლებთ მარტივად აირჩიოთ კრიპტოვალუტების წყვილი, რომლითაც გსურთ ვაჭრობა. გარდა ამისა, თუ თანხის განაღდება, ან კრიპტოვალუტების ფიატით შეძენა გსურთ, ამისთვის ხელმისაწვდომია ფიატ ვალუტებიც. 

2. გვერდის დასაწყისში მოცემული ველის მეშვეობით აირჩიეთ მონეტა, რომლის გადაცვლაც გსურთ და მიუთითეთ რაოდენობა. ქვედა ველში აირჩიეთ სასურველი კრიპტოვალუტა ან ფიატ ვალუტა. გაითვალისწინეთ, რომ ნაგულისხმევი პარამეტრებით არჩეულია [Market], რაც ნიშნავს, რომ თქვენ ისარგებლებთ მიმდინარე საბაზრო ფასით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სპოტ ფასი.

3. თქვენი არჩევანის დადასტურების და ღილაკზე [კონვერტაციის გადახედვა] დაწკაპუნების შემდეგ, საბოლოო ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული ვაჭრობის შესახებ.

თუ ცვლილებების განხორციელება არ იქნება საჭირო, დააწკაპუნეთ ღილაკზე [კონვერტაცია] და დაადასტურეთ შეკვეთა.

4. თუ გსურთ ლიმიტ-შეკვეთის შექმნა, აირჩიეთ [ლიმიტი] გვერდის ზედა ნაწილში მოცემულ მენიუში. ლიმიტ-შეკვეთით შეძლებთ კრიპტოვალუტების კონკრეტულ, ან უკეთეს ფასად ყიდვას ან გაყიდვას.

ამ მაგალითში, ჩვენ განვათავსებთ ლიმიტ-შეკვეთას და გადავცვლით 50 USDT-ს BNB-ის ექვივალენტურ ოდენობაში, როდესაც BNB-ის ფასი დაეცემა 610 USDT-მდე.

Binance Spot-ის სავაჭრო ინტერფეისის გამოყენება

1. ეკრანის ზედა ნაწილში იპოვეთ მენიუ [ვაჭრობა] და დააწკაპუნეთ ღილაკზე [სპოტი].

2. გამოჩნდება Binance Spot-ის სავაჭრო ინტერფეისი.

2. ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება შეკვეთების წიგნი:

  • გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნილი ფასები) მოცემული იქნება წითელ ფერში.

  • ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებული ფასები) მოცემული იქნება მწვანე ფერში.

4. ეკრანის ცენტრში დაინახავთ შერჩეული სავაჭრო წყვილით ვაჭრობის მონაცემების ინტერაქტიულ დიაგრამას. ამ შემთხვევაში, ეს წყვილი გახლავთ BTC/USDT.

5. მარჯვენა მხარეს დაინახავთ სავაჭრო წყვილების სიას. ამ სიაში მოცემული იქნება Binance-ზე ხელმისაწვდომი ყველა სავაჭრო წყვილი. კონკრეტული სავაჭრო წყვილების მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო ველი.

6. სავაჭრო დიაგრამის ქვემოთ მოცემულ ველში შეძლებთ ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების შექმნას. თუ ამას პირველად აკეთებთ, პირველ რიგში დაგჭირდებათ თქვენს სპოტ საფულეში გარკვეული თანხის შეტანა.

7. მაგალითად, თუ გსურთ იყიდოთ BTC USDT-ით, პირველ რიგში თქვენს სპოტ საფულეში უნდა შეიტანოთ გარკვეული რაოდენობის USDT. თქვენს ანგარიშზე თანხის შესატანად დააწკაპუნეთ ღილაკზე [+] და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი.

როგორ შევიძინოთ BTC USDT-ით

1. პირველ რიგში აირჩიეთ შეკვეთის ტიპი. ლიმიტ-შეკვეთის ფარგლებში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული ფასი (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მიმდინარე ფასი). ამის საპირისპიროდ, საბაზრო შეკვეთის არჩევის შემთხვევაში მოხდება თქვენი შეკვეთის რაც შეიძლება მალე აღსრულება, მიმდინარე საბაზრო ფასად.

2. ლიმიტ-შეკვეთის არჩევის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ ფასი და ოდენობა, შემდეგ კი დააწკაპუნოთ ღილაკზე [BTC-ის ყიდვა].

3. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება შეტყობინება. ღია ლიმიტ-შეკვეთებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ თქვენი სავაჭრო ინტერფეისის ქვედა ნაწილში მოცემული ველის მეშვეობით.

4. თუ BTC-ის ფასი მიაღწევს თქვენ მიერ მითითებულ შეკვეთის ფასს, მოხდება თქვენი შეკვეთის შევსება.

როგორ ხდება BTC-ის გაყიდვა USDT-ის მისაღებად

გაყიდვის შეკვეთების შექმნის პროცესიც თითქმის ანალოგიურად მიმდინარეობს. თქვენი BTC-ის USDT-ის სანაცვლოდ გაყიდვის პროცესის საილუსტრაციოდ, ჩვენ გამოვიყენებთ საბაზრო შეკვეთას.

1. აირჩიეთ თქვენი შეკვეთის ტიპი, მიუთითეთ ოდენობა და დააწკაპუნეთ ღილაკზე [BTC-ის გაყიდვა].

2. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვქმნით საბაზრო შეკვეთას, მოხდება გაყიდვის შეკვეთის მყისიერად განთავსება და საკმარისი ლიკვიდურობის არსებობის შემთხვევაში შემთხვევაში, მოხდება მისი მყისიერად შევსება საუკეთესო საბაზრო ფასის გამოყენებით.

თუ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კვლავ გაქვთ რაიმე შეკითხვა გაქვთ სპოტ ვაჭრობასთან დაკავშირებით ან გსურთ Binance Spot-ის სავაჭრო ინტერფეისის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, იხილეთ ჩვენი Binance Spot-ზე ვაჭრობის გზამკვლევი.

როგორ არის შესაძლებელი Binance-ის ანგარიშის დაცვა

თქვენი ფინანსების დაცვაში რთულად გამოსაცნობი პაროლი და ჩვენი უსაფრთხოების ფუნქციები დაგეხმარებათ. უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები.

აირჩიეთ რთულად გამოსაცნობი პაროლი და რეგულარულად შეცვალეთ ის

ამ მოქმედების განხორციელების მიზეზი და მიზანი ახსნის გარეშეც ნათელია, თუმცა გაგაოცებთ თუ გეტყვით, რამდენი მომხმარებელი იყენებს მარტივი სტრუქტურის, მარტივად დასამახსოვრებელ პაროლებს. თქვენი პაროლი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ზედა და ქვედა რეგისტრის ასოებს, სხვადასხვა სიმბოლებს და ციფრებს. პაროლი უნდა შეინახოთ უსაფრთხოდ და არავის უნდა გაუზიაროთ.

გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA)

გირჩევთ თქვენს ანგარიშზე გაააქტიუროთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA). ეს გახლავთ უსაფრთხოების დამატებით შრე, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ ჰაკერები რაიმე გზით შეძლებენ თქვენი პაროლის მოპოვებას, ისინი ვერ შეძლებენ ავტორიზაციის გავლას თქვენს ანგარიშზე, რადგან დასჭირდებათ წვდომა თქვენს ფიზიკურ 2FA მოწყობილობაზე.

დასაწყისისთვის, გამოიყენეთ Google ავთენტიფიკატორის აპლიკაცია ან SMS-ით ავთენტიფიკაცია. ჩვენს Binance 2FA გზამკვლევში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ.

გაააქტიურეთ Binance-ის ფიშინგის საწინააღმდეგო კოდი

თქვენს Binance-ის ანგარიშზე ფიშინგის საწინააღმდეგო კოდის დამატების შემდეგ, ეს კოდი გამოჩნდება Binance-ისგან მიღებული ყოველ ელ. წერილის დასაწყისში. კოდის შექმნა ხელითაცაა შესაძლებელი, ასოების ან ციფრების სხვადასხვა კომბინაციის არჩევით.

ამ გზით, შეძლებთ ყოველთვის დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენ მიერ მიღებული შეტყობინება ნამდვილად Binance-ისგანაა გამოგზავნილი და არა ელ. ფოსტის რომელიმე ყალბი მისამართისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის დაგეხმარებათ საკუთარი თავის ფიშინგის თავდასხმებისგან დაცვაში.

ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია 7 მარტივი საფეხური Binance-ის ანგარიშის დასაცავად.

შეჯამება

Binance-ის ანგარიშის გახსნა და პირველი ვაჭრობების განხორციელება არის ერთგვარი მცირე შესავალი კრიპტოვალუტების სამყაროში. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბირჟაზე წარმოებული ყიდვა-გაყიდვის პროცესი. თუ სავაჭრო ინტერფეისი მანამდე არასდროს გინახავთ, დასაწყისში შესაძლოა ცოტათი დაიბნეთ კიდეც. Binance Academy-ზე ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა სტატია და გზამკვლევი ვაჭრობის შესახებ , რომლებიც დაგეხმარებათ სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებაში და თქვენი საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების შექმნაშიც კი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..