BEP-2
BEP-2 ტექნიკური სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს
BNB Beacon Chain ეკოსისტემაში ტოკენების გამოშვების და მართვის წესებს. ეს სტანდარტი განსაზღვრავს წესებს, რომლებსაც უნდა ემორჩილებოდნენ ტოკენები BNB Beacon Chain ეკოსისტემაში ფუნქციონირებისთვის. ანალოგიური სტანდარტი Ethereum ბლოკჩეინზე გაშვებული ტოკენებისთვის არის
ERC-20.
BEP-2 არა პროგრამული კოდი, არამედ ტექნიკური სპეციფიკაციების ნაკრებია. ეს წესები უზრუნველყოფს BNB Beacon Chain ეკოსისტემაში არსებული ტოკენების ერთმანეთთან უხარვეზო ურთიერთქმედებას. BEP-2 ტოკენები შეიძლება წარმოადგენდნენ ციფრული აქტივების და სავაჭრო საქონლის ფართო სპექტრს. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს ტოკენების ერთმანეთთან და ეკოსისტემასთან უპრობლემო ინტეგრაციას.
BEP-2 სტანდარტი ასევე შეიძლება განვმარტოთ, როგორც BNB Beacon Chain-ზე გაშვებული ტოკენების საბაზისო და ყველაზე აუცილებელი მახასიათებლების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტანდარტით განსაზღვრულია მათი მოქმედების წესები, სხვადასხვა ტოკენს შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული დანიშნულება და ფუნქცია. თუმცა მსგავსი სტანდარტის შექმნა მნიშვნელოვნად უმარტივებს დეველოპერებს ტოკენების გაშვებისთვის საჭირო სამუშაოს.
BNB Beacon Chain-ის ადგილობრივ ვალუტას წარმოადგენს
BNB, რომელიც გამოიყენება საკომისიოების გადასახდელად (
გაზის საკომისიოს მსგავსად). ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც გსურთ თქვენი BEP-2 ტოკენების გადარიცხვა, ასევე დაგჭირდებათ მცირე ოდენობის BNB-ის ქონა თქვენს საფულეში.
თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ BEP-2 ტოკენები
ამ პორტალის გამოყენებით. დაბეჯითებით გირჩევთ, პირველ რიგში ყურადღებით გაეცნოთ დეტალურ ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რომლებიც მოცემულია
BNB Chain GitHub-ზე. თუ გსურთ ექსპერიმენტების ჩატარება BEP-2 ტოკენების გამოყენებით, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ BNB Beacon Chain-ის
testnet.
ტოკენების გაშვებასთან და სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებული დეტალური ტექნიკური მითითებების სანახავად, გაეცანით
BNB Chain დოკუმენტაციას.