Trust Wallet-ის BNB Smart Chain-თან (BSC) დაკავშირება
მთავარი
სტატიები
Trust Wallet-ის BNB Smart Chain-თან (BSC) დაკავშირება

Trust Wallet-ის BNB Smart Chain-თან (BSC) დაკავშირება

გამოქვეყნებული May 7, 2021განახლებული Dec 22, 2023
7m

TL;DR

  • Trust Wallet არის კრიპტოვალუტის საფულე, რომელიც გაძლევთ ბლოკჩეინის და დეცენტრალიზებული ფინანსების სამყაროზე წვდომის შესაძლებლობას. ის ხელმისაწვდომია როგორც მობილური აპლიკაციის (iOS და Android), ასევე დესკტოპ-კომპიუტერის ბრაუზერის გაფართოების სახით.

  • Trust Wallet წარმოადგენს Web3 დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) დამაკავშირებელ, მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე გეითვეის. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებს, რომელთა შორისაა Bitcoin, Ethereum, BNB Smart Chain, Solana და სხვა მრავალი.

  • ამ სტატიაში აგიხსნით, თუ როგორ უნდა დააკონფიგურიროთ Trust Wallet და დაუკავშიროთ ის BNB Smart Chain-ს (BSC).

შესავალი

გაიგეთ, როგორ მიიღოთ წვდომა BNB Smart Chain-ზე, რაც კრიპტოვალუტების გამოყენების და DeFi პროექტებში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. MetaMask-ის მსგავსად, Trust Wallet ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Web3 საფულეა და მის კონფიგურაციას რამდენიმე წუთი სჭირდება.

Trust Wallet აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. საფულის ინსტალაციის შემდეგ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაუკავშიროთ ის DeFi პლატფორმებს და DApp-ებს, როგორებიცაა PancakeSwap, SushiSwap და ბევრი სხვა.

Trust Wallet მხოლოდ BSC ქსელისთვის არ არის განკუთვნილი. მას ასევე გააჩნია სხვა ბლოკჩეინების მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Bitcoin, Ethereum, Solana და სხვა. მაგალითისთვის, ამ გზამკვლევში ჩვენ განვიხილავთ PancakeSwap-თან დაკავშირების პროცესს, თუმცა DeFi პლატფორმების უმეტესობის შემთხვევაში, ეს პროცესი თითქმის ანალოგიურია.

Trust Wallet-ის ინსტალაცია და კონფიგურაცია

1. პირველ რიგში, გადადით Trust Wallet-ის ვებ-საიტზე და დააწკაპუნეთ შესაბამისი ოპერაციული სისტემის ბმულზე. ამ მაგალითში, ჩვენ დავაინსტალებთ Chrome ბრაუზერის გაფართოებას.

2. დააინსტალეთ კონკრეტულად თქვენი მოწყობილობისთვის განკუთვნილი აპლიკაცია. Trust Wallet-ის გახსნის შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე [Create a new wallet] (ახალი საფულის შექმნა).

3. თქვენი საფულის დასაცავად, დააყენეთ პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით მის შეცვლას ვერ შეძლებთ, ამიტომ შეინახეთ ის უსაფრთხოდ.

4. თქვენი საფულე მზადაა გამოყენებისთვის. გასაგრძელებლად, დააწკაპუნეთ ღილაკზე [Open wallet] (საფულის გახსნა).

5. Trust Wallet-ის გამოყენებამდე, დაბეჯითებით გირჩევთ ჩაიწეროთ თქვენი საიდუმლო ფრაზა, (რომელსაც ასევე უწოდებენ seed ფრაზას). საიდუმლო ფრაზა გამოიყენება პაროლის აღდგენისთვის იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავთ წვდომას თქვენს მოწყობილობასთან ან საფულესთან. შეინახეთ მისი ასლი უსაფრთხო, საიდუმლო ადგილას.

დააწკაპუნეთ ღილაკზე [Backup your Secret Phrase now] (საიდუმლო ფრაზის სარეზერვო ასლის შექმნა).

6. დარწმუნდით, რომ ეკრანს სხვა პირი არ უყურებს და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Show] (ჩვენება), რის შემდეგაც გამოჩნდება თქვენი საიდუმლო ფრაზა. თქვენ მოგეთხოვებათ პაროლის შეყვანა, რომელიც დააყენეთ მე-3 საფეხურის დროს.

7. ამის შემდეგ დაადასტურეთ თქვენი საიდუმლო ფრაზა, რისთვისაც დააწკაპუნეთ თითოეულ სიტყვაზე სწორი თანმიმდევრობით. ილუსტრაციის მიზნით, სურათზე ნაჩვენებია ფრაზის რამდენიმე სიტყვა. თქვენი სიტყვები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.

როგორ დავაკავშიროთ Trust Wallet BNB Smart Chain-თან (BSC)

ნაგულისხმევი პარამეტრებით, თქვენი Trust Wallet დაკავშირებული იქნება Ethereum-ის ქსელთან. თუმცა BNB Smart Chain (BSC) ეკოსისტემაზე და DApp-ებზე წვდომისთვის, საჭიროა თქვენი საფულე დააკავშიროთ BSC ქსელთან.

1. პირველ რიგში, მოძებნეთ ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებული Ethereum-ის ლოგო. ქსელის შესაცვლელად, დააწკაპუნეთ ამ ლოგოზე.

2. ამის შემდეგ სიაში მოძებნეთ [Smart Chain] ქსელი და დააწკაპუნეთ მასზე. სულ ეს არის! თქვენ მზად ხართ BSC ბლოკჩეინით და DApp-ებით სარგებლობისთვის.

BNB-ის შეტანა Trust Wallet-ზე

BNB Smart Chain-ის (BSC) გამოყენებისთვის, თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული რაოდენობის BNB ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად. BSC-ის გამოყენებით ტოკენების გადაგზავნისას ან სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისას, თქვენ მოგიწევთ გარკვეული რაოდენობის გაზის საკომისიოს გადახდა.

1. BNB BEP-20 ტოკენის გაზის საკომისიოს გადასახდელად გამოყენებისთვის, თქვენი ტოკენები უნდა გაიგზავნოს BEP-20-ის გადარიცხვის ქსელის მეშვეობით. თუ ტოკენები გაგაქვთ Binance-დან, დარწმუნდით, რომ თანხის გატანის გვერდზე არჩეული გაქვთ ვარიანტი [BEP-20 (BSC)].

2. BEP-20 BNB-ის საფულეზე შეტანისთვის, გახსენით თქვენი Trust Wallet და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Receive] (მიღება).

3. ამის შემდეგ, მოძებნეთ BNB. თქვენ დაინახავთ სამი სხვადასხვა ტიპის BNB-ს. დარწმუნდით, რომ აირჩიეთ BSC one (რომელიც არის BEP-20 ტოკენი). ის მოცემულია შუაში, მისი ლოგო კი იგივეა, რაც BSC ქსელის ლოგო, რომელიც ავირჩიეთ წინა ეტაპზე.

4. ამის შემდეგ გამოჩნდება QR კოდი, მის ქვეშ კი მოცემული იქნება თქვენი საფულის მისამართი. რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი ქსელი გაქვთ არჩეული, წაიკითხეთ ეკრანის ზედა ნაწილში გამოსახული შეტყობინება. თუ შეტყობინებაში წერია [Send only Smart Chain (BNB) to this address] (ამ მისამართზე გააგზავნეთ მხოლოდ Smart Chain (BNB)), ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.

5. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააკოპიროთ ([Copy]) თქვენი საფულის მისამართი და ჩასვათ ის გატანის საფულის ველში, ან დაასკანიროთ QR კოდი.

6. BNB-ის მიღების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Trust Wallet BNB Smart Chain-ზე.

თქვენი Trust Wallet-ის სიაში ტოკენების დამატება და წაშლა

Trust Wallet-ის ინსტალაციის შემდეგ, თქვენს საფულეში მოცემული იქნება ტოკენების და კრიპტოვალუტების საწყისი სია. მოდით ვნახოთ როგორ უნდა მოვახდინოთ თქვენი კრიპტო საფულის პერსონალიზაცია და როგორ დავამატოთ ან წავშალოთ ტოკენები. დავუშვათ გსურთ Trust Wallet-ის სიაში CAKE ტოკენის დამატება.

1. გახსენით თქვენი Trust Wallet და დააწკაპუნეთ [Search] (ძიების) ხატულაზე, რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

2. მოძებნეთ ტოკენი, რომლის სიაში დამატებაც გსურთ, დააწკაპუნეთ გადამრთველ ღილაკზე და გადაიყვანეთ აქტიურ (მწვანე) პოზიციაში. ამ მაგალითში, ჩვენ დავამატებთ CAKE (BEP-20) ტოკენს, რომელიც წარმოადგენს BNB Smart Chain-ზე გაშვებულ PancakeSwap-ის ტოკენს.

3. სულ ეს არის. ამის შემდეგ თქვენს საფულეში გამოჩნდება CAKE ტოკენი და მისი ბალანსი.

Trust Wallet-ის PancakeSwap-თან დაკავშირება 

თქვენი საფულის PancakeSwap-თან და სხვა DApp-ებთან დაკავშირების რამდენიმე გზა არსებობს. დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Wallet-ის მობილური ბრაუზერი ან დესტოპ კომპიუტერის ბრაუზერით შეხვიდეთ PancakeSwap-ის ვებ-საიტზე. ორივე მათგანი ერთი და იგივე ფუნქციებს გთავაზობთ, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ რომელ ვარიანტს აირჩევთ.

დაკავშირება Trust Wallet ბრაუზერით (მობილური აპლიკაცია)

1. თუ იყენებთ Trust Wallet-ის DApp ბრაუზერს, გადადით PancakeSwap-ის ვებ-საიტზე და შეეხეთ ღილაკს [Connect] (დაკავშირება), რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

2. PancakeSwap-ის თქვენს საფულესთან დასაკავშირებლად, აირჩიეთ [Trust Wallet].

დესკტოპ კომპიუტერის ბრაუზერით დაკავშირება

1. გადადით PancakeSwap-ის ვებ-საიტზე და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Connect] (დაკავშირება), რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში..

2. დაკავშირების პროცესის დასაწყებად, დააწკაპუნეთ ღილაკზე [Trust Wallet].

3. ამის შემდეგ გადაამოწმეთ URL, რათა დარწმუნდეთ, რომ შესული ხართ PancakeSwap-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Connect] (დაკავშირება).

4. თუ დაკავშირება წარმატებით დასრულდა, , PancakeSwap-ის გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება თქვენი საფულის ID-ის საწყისი ციფრები.

შეჯამება

Trust Wallet ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Web3 კრიპტო საფულეა და გააჩნია რამდენიმე ბლოკჩეინის ქსელის და ტოკენის მხარდაჭერა. ის ასევე წარმოადგენს NFT-ების და DeFi-ს ეკოსისტემასთან დამაკავშირებელ გეითვეის. წინამდებარე გზამკვლევში წარმოდგენილია Trust Wallet-ის BSC და PancakeSwap ქსელებთან დაკავშირების მაგალითები, თუმცა იგივე საფეხურების გამოყენებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა DApp-ებს და პლატფორმებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.