რა არის Bitcoin Runes?
მთავარი
სტატიები
რა არის Bitcoin Runes?

რა არის Bitcoin Runes?

გამოქვეყნებული May 17, 2024განახლებული Jul 8, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin Runes არის პროტოკოლი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის შესაძლებლობას.

  • Bitcoin Runes პროტოკოლი იყენებს Bitcoin-ის UTXO მოდელს და OP_RETURN ოპერაციულ კოდს (ოპკოდს), რითაც ამარტივებს Bitcoin-ის ქსელზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნასა და მართვას.

  • Bitcoin Runes-ის უპირატესობებს შორისაა ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება და გამარტივება.

შესავალი

წლების განმავლობაში, Bitcoin-ის ეკოსისტემა გაფართოვდა და მოიცვა როგორც ჩანაცვლებადი, ასევე არა-ჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები). ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით Bitcoin Runes პროტოკოლს, მისი მუშაობს პრინციპებს, ძირითად განსხვავებებს BRC-20 ტოკენებისგან და მის პოტენციურ სარგებელს.

რა არის Bitcoin Runes?

Bitcoin Runes არის პროტოკოლი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის შესაძლებლობას. განსხვავებით BRC-20 და SRC-20 ტოკენებისგან, რომლებიც ასევე გაშვებულია Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, Runes არ არის დამოკიდებული ორდინალების პროტოკოლზე და მასთან შედარებით არის უფრო მარტივი და ეფექტური. ის იყენებს Bitcoin-ის ბლოკჩეინის გავრცელებულ მოდელებს, როგორიცაა UTXO მოდელი და OP_RETURN ოპკოდი.

როგორ მუშაობს Bitcoin Runes?

Bitcoin Runes პროტოკოლი მოქმედებს Bitcoin-ის ბლოკჩეინის ორი ფუნდამენტური მექანიზმის მეშვეობით: Bitcoin-ის UTXO (დაუხარჯავი ტრანზაქციის გამომავალი მონაცემები) ტრანზაქციის მოდელი და OP_RETURN ოპკოდი. 

UTXO ტრანზაქციის მოდელში, თითოეული ტრანზაქციით მიღებული გამომავალი მონაცემები განიხილება, როგორც ციფრული ვალუტის ცალკეული ნაწილები. ტრანზაქციის წამოსაწყებად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს გამომავალი მონაცემები საწყისი მონაცემების სახით. UTXO მოდელი იძლევა კრიპტოვალუტის ყველა ერთეულზე თვალყურის დევნების შესაძლებლობას. Bitcoin Runes-ის კონტექსტში, თითოეულ UTXO-ს შეუძლია სხვადასხვა რაოდენობის ან ტიპის Runes-ის შენახვა, რაც ამარტივებს ტოკენების მართვას.

OP_RETURN ოპკოდი მომხმარებლებს აძლევს Bitcoin-ის ტრანზაქციებზე დამატებითი ინფორმაციის დართვის საშუალებას. ამ ოპკოდით შესაძლებელია დაუხარჯავ ტრანზაქციაზე 80 ბაიტამდე მოცულობის დამატებითი მონაცემების დართვა. Bitcoin Runes სპეციალურად იყენებს OP_RETURN ოპკოდს ტოკენის მონაცემების შესანახად, როგორიცაა ტოკენის სახელი, ID, სიმბოლო, კონკრეტული ქმედებების ბრძანებები და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები. მონაცემები ინახება Bitcoin-ის ტრანზაქციის OP_RETURN ოპკოდში არსებულ ე.წ. Runestone-ში.

Rune-ების გრავირება და დამზადება Bitcoin-ზე

Rune-ის შექმნის პროცესს ეწოდება გრავირება. გრავირება მოიცავს რამდენიმე ძირითადი დეტალის მითითებას, რომელთა შორისა Rune-ის სახელი, სიმბოლო, ID, მარაგი, ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობა და სხვა პარამეტრები. ყველა ეს მონაცემი იწერება ბლოკჩეინის ტრანზაქციის OP_RETURN გამომავალ მონაცემებში. გრავირების პროცესის დროს, შემქმნელებს ასევე აქვთ „წინასწარი მაინინგის“ დამატების შესაძლებლობა, რისი წყალობითაც მათ შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ Rune-ების გარკვეული რაოდენობა, სანამ ის ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

რუნის გრავირების შემდეგ, შესაძლებელია მისი დამზადება ღია ან დახურული დამზადების მეთოდის მეშვეობით. ღია დამზადების მეთოდის მეშვეობით დამზადების ტრანზაქციის შექმნით, ნებისმიერ პირს შეუძლია ახალი Runes-ების შექმნა საწყისი გრავირების შემდეგ. ამის საპირისპიროდ, დახურული დამზადების მეთოდი იძლევა ახალი ტოკენების დამზადების საშუალებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში, როგორიცაა დამზადებისთვის დასრულებისთვის განკუთვნილი კონკრეტული დროის პერიოდი.

Bitcoin Runes და BRC-20

ოპერირების მოდელი

Bitcoin Runes მუშაობს Bitcoin-ის UTXO (დაუხარჯავი ტრანზაქციის გამომავალი მონაცემები) მოდელის საფუძველზე. ამის საპირისპიროდ, BRC-20 ტოკენები ეფუძნება Bitcoin ორდინალების პროტოკოლს, რითაც ხდება მონაცემების პირდაპირ დატანა ცალკეულ satoshi-ზე (sat-ზე).

ტოკენების გადაგზავნა

Bitcoin Runes იყენებს გადაგზავნის მექანიზმს, სადაც ტრანზაქციები ქმნიან UTXO-ების ახალ ნაკრებს Bitcoin-ის ტრანზაქციის OP_RETURN ველში შენახულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამის საპირისპიროდ, BRC-20 ტოკენის გადაგზავნა საჭიროებს ახალი ინსკრიპციების შექმნას ყოველი ტრანზაქციისთვის.

ტოკენის დამზადება

Rune-ების დამზადება შესაძლებელია დამზადების ღია ან დახურული პროცედურების გამოყენებით, დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი „წინასწარი მაინინგის“ შესაძლებლობით. ამის საპირისპიროდ, BRC-20 ტოკენის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ ღია დამზადების პროცედურებით, რაც ზღუდავს ტოკენების თავდაპირველი განაწილების მოქნილობას.

მართვა

Bitcoin Runes პროტოკოლი თავსებადია Bitcoin Lightning ქსელთან და აქვს როგორც lightning კლიენტების, ასევე SPV (გამარტივებული გადახდის ვერიფიკაციის მქონე) საფულეების მხარდაჭერა. ამის საპირისპიროდ, BRC-20 ტოკენებს ესაჭიროება ორდინალების პროტოკოლის მხარდაჭერის მქონე საფულეები.

Bitcoin Runes-ის უპირატესობები

ეფექტურობა

Bitcoin Runes უზრუნველყოფს Bitcoin-ის ქსელზე გაშვებული ტოკენების ეფექტური განკარგვის მეთოდს OP_RETURN მოდელის გამოყენებით. ეს ხელს უშლის დაუხარჯავი UTXO-ების შექმნას, რომლებსაც შეუძლიათ ქსელის „გაჭედვა“. OP_RETURN კოდი იკავებს მხოლოდ 80 ბაიტ მეხსიერებას, განსხვავებით BRC-20 ინსკრიპციებისგან, რომლებიც იკავებს 4 მბ-მდე მეხსიერებას. მონაცემთა გამოყენებას შორის მსგავსი სხვაობა ხელს უწყობს Bitcoin-ის ქსელის დატვირთვის შემცირებას, აუმჯობესებს მის ეფექტურობას და ამცირებს გადატვირთვის რისკს.

სიმარტივე

სხვა ალტერნატივებთან შედარებით, Bitcoin Runes იძლევა მრავალი ჩანაცვლებადი ტოკენების პირდაპირ on-chain-ზე შექმნისა და განკარგვის შესაძლებლობას. ეს მიიღწევა off-chain მონაცემების საჭიროების ან ადგილობრივი ტოკენების შექმნის გარეშე, რითაც თავიდან აიცილებთ ზედმეტი „უსარგებლო“ UTXO-ების გენერირებას. ეს მიდგომა ამარტივებს ტოკენის განკარგვის პროცესს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებელთა ფართო აუდიტორიისთვის.

მომხმარებელთა ბაზის ზრდის პოტენციალი

ორდინალები და BRC-20 ადრე ხელს უწყობდნენ ჩანაცვლებადი meme მონეტების შექმნას, რითაც იზიდავდნენ უფრო მეტ მომხმარებელს Bitcoin-ის ქსელში. Bitcoin Runes-ის დანერგვამ გამოიწვია კრიპტოვალუტის საზოგადოების და meme მონეტების ენთუზიასტების დიდი ინტერესი, განსაკუთრებით 2024 წლის აპრილში მის გაშვებამდე და უშუალოდ გაშვების შემდეგ. გაშვების შემდეგ პროტოკოლის გამოყენების შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ის წარმოადგენს Bitcoin-ის გამოყენების ახალ მეთოდს, რომელსაც მომავალში შეუძლია მეტი მომხმარებლის მოზიდვა.

შეჯამება

Bitcoin Runes არის პროტოკოლი რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის შესაძლებლობას. Bitcoin Runes პროტოკოლი იყენებს როგორც Bitcoin-ის UTXO მოდელს, ასევე OP_RETURN ოპკოდს, რითაც ხდება Bitcoin-ის ქსელში გაშვებული ტოკენების განკარგვის ეფექტურობის გაუმჯობესება. Rune-ებს აქვს Bitcoin-ზე უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის და ახალი ტოკენების შექმნის პროცესის გამარტივების პოტენციალი.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.