ვინ არის მაიკლ სეილორი?
მთავარი
სტატიები
ვინ არის მაიკლ სეილორი?

ვინ არის მაიკლ სეილორი?

განახლებული Nov 22, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • მაიკლ ჯ. სეილორი არის პოპულარული მეწარმე, ბიზნესმენი და Bitcoin-ის მხარდამჭერი. ის გახლავთ MicroStrategy-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე.

  • მაიკლ სეილორი Bitcoin-ს განიხილავს, როგორც „ციფრულ ოქროს“ და მართავს MicroStrategy-ს კრიპტოვალუტებში ინვესტირების სტრატეგიას. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომპანია ფლობს BTC-ის საერთო მარაგის 1,4%-ზე მეტს, რაც 330 000 Bitcoin-ზე მეტია.

  • საკუთარი Bitcoin შესყიდვების დაფინანსების მიზნით, MicroStrategy იყენებს სესხების ეფექტურ სტრატეგიებს, მათ შორის კონვერტირებად ობლიგაციებს. სეილორის მიდგომა ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა დაწესებულების დაინტერესების დონესა და კრიპტოვალუტების ბაზრის დინამიკაზე.

ვინ არის მაიკლ სეილორი?

მაიკლ ჯ. სეილორი არის გამოჩენილი მეწარმე, ბიზნესმენი და Bitcoin-ის მხარდამჭერი. სეილორმა, რომელიც გახლავთ MicroStrategy-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Bitcoin-ის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოპულარიზაციაში და კორპორატიულ სივრცეში დანერგვაში. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა MicroStrategy-ს ზრდისა და განვითარების პროცესებში.

სეილორი დაიბადა ლინკოლნში, ნებრასკაში, და სწავლობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), საჰაერო ძალების რეზერვის ოფიცრების საწვრთნელი კორპუსის სტიპენდიით. მან მოიპოვა ორმაგი ხარისხი აერონავტიკის და ასტრონავტიკის სფეროში.

Saylor-ის შეხედულება Bitcoin-თან დაკავშირებით

სეილორი ხშირად უწოდებს Bitcoin-ს „კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებას“ და მიიჩნევს, რომ ის ბევრად უკეთესია, ვიდრე ოქრო ან რომელიმე სხვა ტრადიციული დანაზოგის საშუალება. მისი თქმით, Bitcoin არის ყველაზე უსაფრთხო და მობილური აქტივი, მისი ინფლაციისგან დაცულობის და პროცესებში მმართველი რგოლის ჩარევის საჭიროების არარსებობის გამო.

რა არის MicroStrategy?

1989 წელს, სეილორმა სანჯუ ბანსალთან ერთად დააარსა MicroStrategy. MicroStrategy არის დეველოპერული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნეს ინტელექტის (BI), მობილური პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს. საზოგადოებამ კომპანია 1998 წელს, პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) მეშვეობით გაიცნო. მისი ტიკერის სიმბოლო NASDAQ-ზე არის MSTR.

MicroStrategy და Bitcoin

მიუხედავად იმისა, რომ MicroStrategy მრავალი წლის განმავლობაში მონაცემთა მაინინგისა და BI ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, კომპანიის პოპულარობის ზრდა Bitcoin-ში, როგორც სახაზინო სარეზერვო აქტივში ინვესტირების დაწყების შემდეგ დაიწყო.

2020 წელს, მაიკლ სეილორმა MicroStrategy-ს კრიპტოვალუტების სამყაროში ინტეგრირება გადაწყვიტა და ამით ფართო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. ამ დროს, მსოფლიო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა. სეილორი ღელავდა, რომ ინფლაცია MicroStrategy-ს ფულად რეზერვებს ძირს გამოუთხრიდა.

2020 წლის აგვისტოში MicroStrategy-მ პირველად შეიძინა 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin. Saylor-მა ინვესტიციის საფუძვლიანობასთან დაკავშირებული მოსაზრების გასამყარებლად განაცხადა, რომ Bitcoin არ არის უბრალოდ ციფრული ტენდენცია, არამედ ეს გახლავთ „ციფრული ოქრო“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფლაციისგან დაცული, გრძელვადიანი ღირებულების მქონე დანაზოგის გაკეთება. მას შემდეგ, კომპანია განაგრძობს Bitcoin-ების შეძენას და დღესდღეობით ფლობს 300 000-ზე მეტ BTC-ს (რაც მაქსიმალური მარაგის 1,4%-ზე მეტს შეადგენს). 

სესხის შეთავაზებები Bitcoin-ის შესაძენად

რეალურად, MicroStrategy-ს Bitcoin-ით დაინტერესებული სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს მისი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ხდება თანხის სესხება BTC შესყიდვების დაფინანსების მიზნით. კომპანიამ მოიზიდა მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხა კონვერტირებადი ობლიგაციების გაყიდვით, რაც ძირითადად მოიცავს IOU-ებს, რომლებსაც ინვესტორები მოგვიანებით ნაღდ ფულზე, MicroStrategy-ის აქციებზე (MSTR), ან ერთდროულად ორივე მათგანზე ცვლიან.

მაგალითად:

  • 2020 წლის ბოლოს, MicroStrategy-მ მოიზიდა 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსები. ამ თანხის მთლიანი ოდენობა კომპანიამ Bitcoin-ის შესაძენად გამოიყენა. ამას მოჰყვა თანხის სესხების კიდევ რამდენიმე რაუნდი, მათ შორის 2021 წელს 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების შეთავაზება.

  • 2024 წლის ოქტომბერში MicroStrategy-მ საზოგადოებას გააცნო საკუთარი გეგმა, რაც მოიცავდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 42 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსების მოზიდვას Bitcoin-ის შესყიდვის მიზნით.

  • 2024 წლის ნოემბერში, მათ გააკეთეს განცხადება კონვერტირებადი პრიორიტეტული ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ფასებთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 2,6 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა. რეალურად, გაყიდვების მეშვეობით მოხდა 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების მოზიდვა, რომელთა დაფარვის თარიღია 2029 წელი.

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომპანიას გამოშვებული აქვს ექვსი კონვერტირებადი ობლიგაცია, დაფარვის თარიღებით 2027 წლიდან 2032 წლამდე.

ბევრი ადამიანი ამ სტრატეგიას სარისკოდ მიიჩნევს, თუმცა სეილორი თვლის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს, რადგან Bitcoin მსოფლიოს „უშვიათესი აქტივია“. ის ამ ყველაფერს „ციფრული უძრავი ქონების“ ფლობას ადარებს და ხაზს უსვამს ამ აქტივის ინფლაციისგან დაცულობას.

მაღალი ჯილდო, მაღალი რისკი

მიუხედავად იმისა, რომ სეილორის სტრატეგია საკმაოდ მომგებიანია bull ბაზრებისთვის, ის გარკვეულ რისკებსაც მოიცავს. MicroStrategy-ს დიდი მოცულობის ინვესტიციები Bitcoin-ში ნიშნავს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული Bitcoin-ის ცვალებად ფასთან. მაგალითად, 2022 წელს Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა დაცემამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია და გაჩნდა საფრთხე, რომ კომპანიას შესაძლოა მიეღო „მარჟინ ქოლი“ თავის სესხებზე, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ შეძლო ქარიშხალთან გამკლავება.

რამდენი Bitcoin-ია MicroStrategy-ს საკუთრებაში?

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, MicroStrategy-ს ფლობს 331 200 Bitcoin-ს, რომლის ჯამური ღირებულებაც 32,5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. MicroStrategy-მ BTC წლების განმავლობაში, დოლარის ღირებულების გაშუალედების (DCA) სტრატეგიის მეშვეობით შეიძინა. 331 200 Bitcoin-ის შეძენა მოხდა დაახლოებით 16,5 მილიარდ აშშ დოლარად, საშუალო ღირებულება კი თითო BTC-ზე დაახლოებით 50 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

სეილორის Bitcoin-ის მიმართ მხარდაჭერის ზეგავლენა ფართო საზოგადოებაზე

ინსტიტუციური მიღება

სეილორის აქტიური მხარდაჭერა ამ კონცეფციის მიმართ დიდ ზეგავლენას ახდენს მთელ კორპორატიულ სამყაროზე. Bitcoin-ის, როგორც დანაზოგის ეფექტური საშუალების პოპულარიზებით სეილორმა ხელი შეუწყო კრიპტო ინვესტიციების მიმართ სხვა კომპანიების დაინტერესების ზრდას. Tesla-მ, Square-მა და სხვა კომპანიებმა გადაწყვიტეს იმავე სტრატეგიით მოქმედება, რამაც ხელი შეუწყო Bitcoin-ის როგორც ინსტიტუციური აქტივის ლეგიტიმურობის დონის გაუმჯობესებას.

ბაზრის დინამიკა

MicroStrategy-ს მიერ განხორციელებული მასობრივი შესყიდვები ზეგავლენას ახდენს Bitcoin-ის საბაზრო ფასზეც. კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვები ხშირ შემთხვევაში მოიცავს დიდი მოცულობით აქტივების შეძენას, რაც იწვევს ფასების და ბაზარზე აქტივობის დონის ზრდას. ეს ხაზს უსვამს ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ როლს კრიპტოვალუტების ბაზრების ფორმირების პროცესებში.

მაიკლ სეილორის ქონება

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, მაიკლ სეილორის ქონების ღირებულება 11 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ MicroStrategy-ს მიერ განხორციელებული Bitcoin-ის მასობრივი შესყიდვების წყალობით, 2024 წელს MSTR-ის აქციების ფასი 450%-ით გაიზარდა.

შეჯამება

კრიპტოვალუტების ფინანსების სფეროში ინტეგრირების მასშტაბების ზრდის ფონზე, დიდია ალბათობა, რომ მაიკლ სეილორი შეინარჩუნებს წამყვან როლს ამ სივრცეში. MicroStrategy-ს მიზნები ნათელია: Bitcoin-ის შესყიდვების გაგრძელება და მისი, როგორც მომავალის ფულის პოტენციალის მაქსიმალურად გაუმჯობესება.

სეილორისთვის, Bitcoin მხოლოდ ბიზნეს სტრატეგია არ არის; ეს არის რწმენა ცენტრალიზებული ფინანსური სისტემის მიმართ, რომელსაც შუძლია შთააგონოს ადამიანები მთელ მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა, მას ძლიერი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებულ ადამიანად აღიქვამთ თუ ექსტრემალად, რთულია იმის უარყოფა, რომ მაიკლ სეილორი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა ფინანსურ და კრიპტოვალუტების სივრცეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.