Off-Chain

რა ნიშნავს Off-Chain კრიპტოვალუტების კონტექსტში?

როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოვალუტებზე, off-chain გულისხმობს ბლოკჩეინის მიღმა მიმდინარე პროცესებს. ბლოკჩეინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მასშტაბირებადობა, ვინაიდან დეცენტრალიზებული კონსენსუსის ალგორითმი ზოგადად უფრო ნელა ამუშავებენ ტრანზაქციებს, ვიდრე მისი ცენტრალიზებული ანალოგი. Off-chain ტექნოლოგიის მიზანია ბლოკჩეინის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება, რისთვისაც მონაცემთა ნაწილი მუშავდება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ.

Off-Chain ტრანზაქციები

Off-Chain ტრანზაქციები არის მესამე მხარის გარანტიებით ან სხვა მეთოდით განხორციელებული ფასეულობის გადაცემის პროცესი, რომლის დროსაც ბლოკჩეინზე ხდება მხოლოდ საბოლოო ნაშთის ჩაწერა. ისინი გვთავაზობენ სარგებელს, როგორიცაა დაბალი საკომისიო და ტრანზაქციის უფრო სწრაფად დამუშავება, ვინაიდან ვალიდაცია არ ხორციელდება ნოდების მიერ. ამის წყალობით, off-chain ტრანზაქციები არის მცირე მოცულობის გადახდების იდეალური საშუალება, მაგალითად როცა ყიდულობთ ყავას ადგილობრივ მაღაზიაში.

Off-chain და მე-2 დონის ტექნოლოგიები

მე-2 დონის ტექნოლოგიები წარმოადგენს არსებულ ბლოკჩეინზე დამატებულ პროტოკოლებს, რომელთა მიზანია მასშტაბირებადობის გაუმჯობესება. ეს პროექტები იძლევა off-chain ფასეულობის გადაცემის საშუალებას ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა მდგომარეობის არხები, საიდჩეინები და როლაფები.

Bitcoin-ის კონტექსტში, მე-2 დონის პოპულარული ქსელია Lightning Network, რომელიც off-chain ტრანზაქციებისთვის იყენებს მდგომარეობის არხებს. ეს არხები არსებითად არის 2-დან 2 multisig საფულეები, რომლებშიც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. Bitcoin-ის ბლოკჩეინზე იწერება მხოლოდ არხის გახსნის და დახურვის ტრანზაქციები; ყველაფერი დანარჩენი მუშავდება off-chain ქსელში. მდგომარეობის არხებში განხორციელებული off-chain ტრანზაქციები არ საჭიროების ვალიდაციას მთელი ქსელის მიერ, რაც იძლევა უფრო სწრაფი გამტარუნარიანობის და ტრანზაქციების დაბალი საკომისიოების დაწესების შესაძლებლობას.    

On-Chain და Off-Chain

მიუხედავად იმისა, რომ off-chain ტრანზაქციები ხორციელდება ბლოკჩეინს მიღმა, ტერმინი „on-chain“ აღწერს უშუალოდ ბლოკჩეინზე (მთავარ ბლოკჩეინზე) მიმდინარე პროცესებს. On-chain ტრანზაქციები საჭიროებს ვალიდაციას სხვა მონაწილეების მიერ და მათი დადასტურება ხდება მხოლოდ ბლოკჩეინზე ჩაწერის შემდეგ. განვიხილოთ off-chain-სა და on-chain-ს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები.

სიჩქარე და მასშტაბირებადობა

On-chain ტრანზაქციის დადასტურებისთვის საჭიროა მისი ვალიდაცია და ბლოკჩეინზე ჩაწერა. ვინაიდან Bitcoin-ის ბლოკის დადასტურების საშუალო დროა 10 წუთი, 1-ელი დონის ბლოკჩეინი არ არის შესაფერისი მცირე ზომის შესყიდვებისთვის, როგორიცაა სუპერმარკეტში სურსათის ყიდვა. On-chain ტრანზაქციებისგან განსხვავებით, off-chain გადახდებს არ სჭირდება მაინერების ან ვალიდატორების მიერ დადასტურება. ამის გამო, off-chain ტექნოლოგიებს შეუძლია დამუშავების სიჩქარის საგრძნობლად გაზრდა, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მიკროგადახდების დროს.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

On-chain ტრანზაქციები იყენებს სტანდარტული ბლოკჩეინის უსაფრთხოების მეთოდებს, როგორიცაა ჰეშინგი და კრიპტოგრაფია. ამის საპირისპიროდ, off-chain გადახდების პროექტებისთვის საჭიროა უსაფრთხოების ახალი მეთოდების შექმნა, რათა გამოირიცხოს გადახდების გაყალბების ან მოდიფიცირების შესაძლებლობა.

ხარჯები და საკომისიოები

On-chain ტრანზაქციების ვერიფიკაცია ხდება ნოდების მეშვეობით, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, მათი ბლოკში გაერთიანებისთვის და შემდეგ ბლოკის ბლოკჩეინზე დამატებისთვის. ბლოკის ჯილდოები და ტრანზაქციის საკომისიო წარმოადგენს ქსელის მხარდაჭერისთვის მუშაობის გაგრძელების სტიმულს. შესაძლებელია off-chain ტრანზაქციების სწრაფად დამუშავება დაუყონებლივ დადასტურების საჭიროების გარეშე, რაც ამცირებს ხარჯებს და საკომისიოებს.

დასკვნა

Off-chain ტრანზაქციები წარმოადგენს ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრის გასაღებს, რაც ხელს უწყობს მის დანერგვას მსოფლიო მასშტაბით. ისინი წარმოადგენს ბევრი მე-2 დონის ტექნოლოგიის საფუძველს, რომელთა მიზანია მთავარ ბლოკჩეინზე დატვირთვის შემცირება.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.