რა არის Bitcoin მარკები?
მთავარი
სტატიები
რა არის Bitcoin მარკები?

რა არის Bitcoin მარკები?

გამოქვეყნებული Apr 2, 2024განახლებული Jul 8, 2024
4m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin STAMPS პროტოკოლის მეშვეობით ხდება გამოსახულებების დამატება Bitcoin-ის ბლოკჩეინზე, რაც უზრუნველყოფს ციფრული ხელოვნების ნიმუშის მთლიანობას და უცვლელობას.

  • Bitcoin ორდინალებისგან განსხვავებით, Bitcoin STAMPS პროტოკოლი გვთავაზობს მონაცემების შენახვის უფრო უსაფრთხო მიდგომას და ზრდის მოქნილობას.

  • ამ სტატიაში განმარტებულია Bitcoin მარკების მნიშვნელობა, მათი მუშაობის პრინციპი და მათსა და Bitcoin ორდინალებს შორის არსებული ზოგიერთი განსხვავება.

შესავალი

გარკვეული დროის შემდეგ Bitcoin განვითარდა, გასცდა მისი საწყისი მიზნის საზღვრებს და მოიპოვა სხვადასხვა აპლიკაციის მხარდაჭერა, მათ შორისაა ტრანზაქციებში დამატებითი მონაცემების დამატების შესაძლებლობა. Bitcoin STAMPS პროტოკოლი იძლევა მონაცემთა დამატების საშუალებას და იყენებს წარსულში შემუშავებული ტექნოლოგიების მიერ დანერგილ შესაძლებლობებს, როგორიცაა ორდინალების პროტოკოლი. ამ სტატიაში გავიგებთ, თუ რა არის და როგორ მუშაობს Bitcoin მარკები და შევისწავლით მათსა და Bitcoin ორდინალებს შორის არსებული ზოგიერთ განსხვავებას. 

რა არის Bitcoin მარკები?

Bitcoin მარკები გახლავთ Bitcoin STAMPS პროტოკოლის მეშვეობით გენერირებული ციფრული ხელოვნების ნიმუშები. ისინი გვთავაზობს ციფრული ხელოვნების ნიმუშების Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ინტეგრირების მეთოდს. პროტოკოლზე ხდება მონაცემების დაშიფვრა ტრანზაქციების გაუხარჯავ მონაცემებში (UTXO-ებში), რითაც ხდება მათი უცვლელობის უზრუნველყოფა ბლოკჩეინზე სამუდამო ინტეგრირების გზით.

როგორ მუშაობს Bitcoin მარკები?

Bitcoin მარკის შექმნა ხდება ციფრული ხელოვნების ნიმუშის base64 სტრიქონად გარდაქმნით. ამის შემდეგ ხდება სტრიქონის დამატება Bitcoin-ის ტრანზაქციაზე, რომელიც მონიშნულია „STAMP:“ პრეფიქსით. ამის შემდეგ, ხდება ამ გამომავალი მონაცემების რამდენიმე ნაწილად დაყოფა multi-signature ტრანზაქციების მეთოდის გამოყენებით. ამ მიდგომით ხდება ციფრული ხელოვნების ნიმუშების სამუდამოდ ჩაწერა Bitcoin ბლოკჩეინზე.  

თითოეულ Bitcoin მარკას მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი, რომელიც შეირჩევა ტრანზაქციის განხორციელების დროის მიხედვით. ეს ამარტივებს მათი თანმიმდევრულობის შენარჩუნებას. მარკის ოფიციალურად აღიარებისთვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს, მაგალითად, უნდა იყოს იმ პირველი ტრანზაქციის ნაწილი, რომელიც მოიცავს „STAMP:base64“ სტრიქონს.

Bitcoin STAMPS პროტოკოლი

Bitcoin STAMPS-ში გამოიყენება ორი ძირითადი პროტოკოლი: SRC-20 და SRC-721.

1. SRC-20. SRC-20 ტოკენის სტანდარტი ეფუძნება საჯარო Counterparty პროტოკოლს. ის ამატებს მონაცემებს გახარჯვადი მონაცემების ტრანზაქციებში – ორდინალებისგან განსხვავებით, რომლებიც მონაცემებს „მოწმის“ განყოფილებაში ინახავენ.

2. SRC-721. SRC-721 სტანდარტი ქმნის დეტალიზებული NFT-ების უფრო იაფად შექმნის შესაძლებლობას. ის იყენებს Bitcoin STAMPS პროტოკოლს სურათების ფენებად შესანახად და ამცირებს ფაილის ზომას ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ინდექსირებული ფერთა პალიტრა თითოეული ფენისთვის. შესაძლებელია ამ ფენების გაერთიანება ერთ NFT-ში, რაც იძლევა მაღალი ხარისხის სურათების შედარებით იაფად შექმნის შესაძლებლობას.

Bitcoin მარკები და Bitcoin ორდინალები

Bitcoin მარკები და Bitcoin ორდინალები გახლავთ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე გამოყენებული ინსკრიპციის ტექნოლოგიები. ორივე მათგანი მომხმარებლებს აძლევს Bitcoin-ის ქსელზე დამატებითი ინფორმაციის მიბმის შესაძლებლობას, თუმცა მათ მიერ გამოყენებული მიდგომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მონაცემთა შემოკლება 

Bitcoin ორდინალების პროტოკოლი ინახავს ინფორმაციას მოწმის მონაცემების სახით ტრანზაქციების ბლოკის ცალკე ნაწილში. მოწმის მონაცემების მოდიფიკაცია შესაძლებელია ბლოკჩეინის ნოდის მიერ, მონაცემთა შემოკლების სახელით ცნობილი პროცესის მეშვეობით. ამის საპირისპიროდ, Bitcoin STAMPS პროტოკოლი დაამატებს გამოსახულების მონაცემებს ტრანზაქციების გაუხარჯავ შედეგებს (UTXO-ები). შესაბამისად, შეუძლებელი იქნება Bitcoin STAMPS პროტოკოლით დამზადებული ციფრული ხელოვნების ნიმუშების მონაცემების შემოკლება, მათი უცვლელობის შენარჩუნებასთან ერთად.

მონაცემთა ზომა და ღირებულება

Bitcoin STAMPS პროტოკოლი გვთავაზობს მონაცემთა შენახვის მოქნილ მეთოდებს. ის შემქმნელებს 24x24 პიქსელის ან უფრო მაღალი რეზოლუციის სურათების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, უფრო დიდი ზომის სურათების არჩევა ზრდის მონაცემთა ზომას, რაც თავის მხრივ იწვევს მარკის ტრანზაქციების ღირებულების გაზრდას. ამის საპირისპიროდ, Bitcoin ორდინალები ამცირებს დამატებული მონაცემების ზომას Bitcoin-ის ბლოკის ზომამდე. სურათის რეზოლუციასთან დაკავშირებული ამ შეზღუდვით ხდება ტრანზაქციების საკომისიოების უცვლელობის უზრუნველყოფა, თუმცა ეს ასევე იწვევს მოქნილობის შემცირებას.

ხელმოწერის ტიპი

Bitcoin მარკები არსებითად გახლავთ multi-signature დიზაინით შექმნილი ერთეულები, რაც აუმჯობესებს მონაცემთა უსაფრთხოების დონეს. ამის საპირისპიროდ, Bitcoin ორდინალები იყენებს სისტემას, რომელიც ეფუძნება ერთ ხელმოწერას.

შეჯამება

Bitcoin STAMPS პროტოკოლი გახლავთ ციფრული ხელოვნების ნიმუშების Bitcoin-ის ბლოკჩეინზე დამატების მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მთლიანობას და უცვლელობას. Bitcoin ორდინალებისგან განსხვავებით, სადაც შეზღუდულია ბლოკის ზომა და გამოიყენება ერთი ხელმოწერის საჭიროების მქონე ტრანზაქციები, Bitcoin მარკები გვთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას მონაცემთა ზომის თვალსაზრისით და უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს რამდენიმე ხელმოწერის საჭიროების მქონე სტრუქტურის მეშვეობით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.