რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

განახლებული Jun 18, 2026
4m

მთავარი დეტალები

  • ინსკრიპციები წარმოადგენს მონაცემების ერთეულებს, რომლებიც დამატებულია Bitcoin-ის satoshi-ებზე. აღნიშნული ერთეულები იყენებს ორდინალების პროტოკოლს, რაც უზრუნველყოფს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ტექსტური, ვიდეოს, სურათების და სხვა ფორმატის მონაცემების განთავსების შესაძლებლობას.

  • ინსკრიპციების ყველაზე პოპულარულ მაგალითს წარმოადგენს BRC-20 ტოკენები, რომლებიც Bitcoin-ზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისა და გადატანის მიზნით JSON-ზე დაფუძნებულ სტანდარტს იყენებს.

  • Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოადგენს პლატფორმას, რომელზე წვდომაც შესაძლებელია Binance Web3 საფულის გამოყენებით. იგი აღჭურვილია ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ინსკრიპციების (მათ შორის BRC-20 და EVM-სთან თავსებადი) ტოკენების დამზადება, ვაჭრობა და მართვა.

  • მომხმარებლები ინსკრიპციების პირდაპირ ბაზრის ინტერფეისის მეშვეობით დამზადების, გაშვებისა და გადარიცხვის მიზნით ინსკრიპციების ცენტრს იყენებენ.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოადგენს პლატფორმას, რომელზე წვდომაც შესაძლებელია Binance Web3 საფულის მეშვეობით. იგი მომხმარებლებს ინსკრიპციების დამზადების, მართვისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს სთავაზობს. პლატფორმას გააჩნია სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, BRC-20 და EVM ტოკენების მხარდაჭერა. წინამდებარე გზამკვლევში შეიტყობთ, თუ რა არის ინსკრიპციები, როგორ მუშაობს სავაჭრო ბირჟა და როგორ არის შესაძლებელი პროცესებში ჩართვა.

რა არის ინსკრიპციები?

კრიპტოვალუტის სფეროში, ინსკრიპციები არის ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დამატებულია, ანუ „ამოტვიფრულია“ satoshi-ზე, BTC-ის უმცირეს ერთეულზე. ისინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის ორდინალების პროტოკოლის მეშვეობით მოხდა თითოეული satoshi-სთვის უნიკალური იდენტიფიკატორის მინიჭება და მათზე მონაცემების დამატების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოხსენებულმა ხელი შეუწყო Bitcoin-ის გამოყენების ახლებური მეთოდების დანერგვას.

ინსკრიპციები შეიძლება წარმოადგენდეს სხვადასხვა ტიპის მონაცემს, მათ შორის ტექსტს, სურათებს, ვიდეოებს და ტოკენის ჩანაწერებს. BRC-20 ტოკენები ინსკრიპციის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ფორმატია. BRC-20 არის ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან და გადაიტანონ ჩანაცვლებადი ტოკენები Bitcoin ბლოკჩეინზე. თითოეული BRC-20 ტოკენის ჩანაწერი ინახება როგორც satoshi-ზე დატანილი ინსკრიპცია.

რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოდგენს Binance-ის აპლიკაციის ფარგლებში არსებული ინსკრიპციებით ვაჭრობის პლატფორმას. მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ წარსულში შეძენილი ინსკრიპციები, თუმცა არ აქვთ ყიდვისა და გაყიდვის ახალი შეკვეთების განთავსების შესაძლებლობა.

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე წვდომა

გახსენით Binance-ის აპლიკაცია, გადადით ჩანართზე [მეტი], შემდეგ კი გახსენით [Web3 საფულე]. მოძებნეთ ბანერი [ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა] და შეეხეთ მას პლატფორმაზე გადასასვლელად. ეკრანზე გამოჩნდება ხელმისაწვდომი ინსკრიპციების სია. კონკრეტული ტოკენის მოსაძებნად შეგიძლიათ საძიებო ველი გამოიყენოთ. ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ღილაკების მეშვეობით შეძლებთ გადახვიდეთ სახელმძღვანელოებსა და შეკვეთების ისტორიაზე.

Binance-ის აპლიკაციის საფულის ჩანართი ხატულა [მეტი]

ინსკრიპციების ხატულა Binance-ის საფულის აპლიკაციის ჩანართში [მეტი]

ხშირად დასმული შეკითხვები

რა ტიპის ტოკენებით შემიძლია ვივაჭრო Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე?

სავაჭრო ბირჟას გააჩნია BRC-20, EVM ტოკენების და პლატფორმასთან თავსებადი სხვა ფორმატის ინსკრიპციების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომი ტოკენების სია შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია Bitcoin-თან დაკავშირებული ახალი ტოკენების სტანდარტების შემუშავებაზე.

მჭირდება თუ არა Binance-ის Web3 საფულე სავაჭრო ბირჟის სერვისებით სარგებლობისთვის?

დიახ. Binance ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე წვდომა შესაძლებელია Binance-ის Web3 საფულის მეშვეობით. გარდა ამისა, Web3 საფულის დაყენება აუცილებელია ტოკენების სავაჭრო პოზიციებზე განთავსებისა და გატანის შესაძლებლობებით სარგებლობისთვისაც.

რა არის BTC ტრანზაქციების ამაჩქარებელი?

BTC ტრანზაქციების ამაჩქარებელი გახლავთ ფუნქცია, რომელიც აჩქარებს Bitcoin ტრანზაქციების დადასტურების პროცესს. აღნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა Bitcoin ქსელზე მაღალი დატვირთვის პირობებში ან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მაინერების მიერ დაწესებული საკომისიო ბევრად აღემატება თქვენ მიერ მითითებულ ოდენობას.

შეჯამება

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა მომხმარებლებს სთავაზობს ინსკრიპციებთან, მათ შორის BRC-20 და EVM ურთიერთქმედების მრავალ სხვადასხვა შესაძლებლობას, რაც მოიცავს Binance-ის Web3 საფულის მეშვეობით წვდომის მოპოვების შესაძლებლობებსაც. პლატფორმაზე შესაძლებელია ისეთი პროცესების წარმართვა, როგორიცაა ტოკენების დამზადება, გადარიცხვა და მათი მეშვეობით ვაჭრობა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.