SRC-20 ტოკენები

რა არის SRC-20 ტოკენები?

SRC-20 ტოკენები გახლავთ ტოკენები, რომლებიც იყენებენ Bitcoin მარკების ტექნოლოგიას Bitcoin-ზე მონაცემების მისაბმელად. SRC-20 სტანდარტით იზრდება Bictoin-ის ქსელის გამოყენების გზების რაოდენობა, რაც ქმნის ჩანაცვლებადი აქტივების შექმნის შესაძლებლობას. მას ამსგავსებენ BRC-20 ტოკენის სტანდარტს, თუმცა მათ შორის არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. მოდით, განვიხილოთ SRC-20 ტოკენების მუშაობის პრინციპი. 

როგორ მუშაობს SRC-20 ტოკენები?

Bitcoin მარკების გამოყენებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება მონაცემთა დატანა ტრანზაქციების გაუხარჯავ შედეგებზე (UTXO-ებზე), SRC-20-ები უზრუნველყოფენ უცვლელი მონაცემების შენახვას. ეს იძლევა ისეთი ტოკენების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც ფუნქციონირებენ Bitcoin-ის ადგილობრივი მონეტების პარალელურად, ტრანზაქციების გადახდა ხდება BTC-ში და ამავდროულად, ის გვთავაზობს სხვა, BRC-20-ის მსგავსი ტოკენების სტანდარტების მსგავსი ფუნქციებით სარგებლობის შესაძლებლობას.

BRC-20 და SRC-20

მიუხედავად იმისა, რომ როგორც BRC-20, ისე SRC-20 ტოკენების სტანდარტით იზრდება Bitcoin-ის ბლოკჩეინის გამოყენების გზების რაოდენობა, ისინი ეფუძნება სხვადასხვა მეთოდს. განვიხილოთ BRC-20-სა და SRC-20-ს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები.

მონაცემთა შენახვა

SRC-20 ტოკენები იყენებენ Bitcoin მარკების პროტოკოლს, რაც იძლევა ინფორმაციის პირდაპირ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე არსებულ UTXO-ებზე შენახვის შესაძლებლობას. ამის საპირისპიროდ, BRC-20 ტოკენები იყენებენ Bitcoin-ის ორდინალების პროტოკოლს, რომლის ფარგლებშიც ხდება ინფორმაციის შენახვა მოწმის მონაცემებში. მიუხედავად იმისა, რომ მოწმის მონაცემებში შესაძლებელია დეტალების შეცვლა სინქრონიზაციის რეჟიმის ფარგლებში, Bitcoin მარკების მონაცემების შემოკლება არც ერთ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი.

მონაცემთა შემოკლება

UTXO-ებზე შენახული SRC-20 ტოკენის მონაცემების შემოკლება არ არის შესაძლებელი, რაც უზრუნველყოფს მათ უცვლელობას და მუდმივობას. მეორეს მხრივ, Bitcoin ორდინალებზე მიმაგრებული მონაცემების შემოკლება შესაძლებელია ნოდების მიერ, რაც პოტენციურ ზეგავლენას ახდენს მონაცემთა შენარჩუნების ხანგრძლივობაზე.

ტრანზაქციების ხარჯები

​​SRC-20 ტოკენები გვთავაზობს მონაცემთა შენახვის მოქნილ შესაძლებლობებს, რაც შემქმნელებს სასურველი ზომის მონაცემების მიბმის საშუალებას აძლევს. თუმცა, შედარებით დიდი ზომის მონაცემების მიბმა დაკავშირებულია ტრანზაქციის შესაბამისად მაღალ საკომისიოებთან. BRC-20 ტოკენები აწესებს ინფორმაციის ზომის შეზღუდვებს, რითაც ხდება ტრანზაქციების სტანდარტული საკომისიოების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, BRC-20 ტოკენების მონაცემები ინახება ტრანზაქციის „მოწმის“ განყოფილებაში. ამით ხდება ტრანზაქციების საკომისიოების შემცირების ხელშეწყობა.

გავრცელება

BRC-20 ტოკენებმა გაიარეს მაღალი მოთხოვნის პერიოდი, რადგან მოხდა მათი დამატება ცენტრალიზებული ბირჟების სიაში, რამდენიმე პროტოკოლი ამ ეტაპზე მუშაობს ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომლებიც შექმნის მათი გამოყენების შესაძლებლობას. ამის საპირისპიროდ, SRC-20 ტოკენები ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, შეზღუდულია როგორც საფულის, ისე პროტოკოლის ინტეგრაცია.

დასკვნა

SRC-20 ტოკენების მეშვეობით ხდება Bitcoin-ის ბლოკჩეინის გამოყენების გზების რაოდენობის გაზრდა, რაც ქმნის ჩანაცვლებადი აქტივების შექმნის შესაძლებლობას Bitcoin-ის მარკების ტექნოლოგიის მეშვეობით. მიუხედავად BRC-20 ტოკენის სტანდარტთან უამრავი მსგავსებისა, SRC-20 სტანდარტი იყენებს მონაცემთა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე შენახვის განსხვავებულ მეთოდებს.