ორდინალები
ორდინალების პროტოკოლი, რომელიც 2023 წლის იანვარში გაეშვა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაამატოს მონაცემები (ინსკრიპცია) satoshi-ებზე – Bitcoin-ის უმცირეს ერთეულებზე. მსგავსი ინსკრიპციის მქონე თითოეულ ერთეულს ეწოდება ორდინალი. ინსკრიპციის მონაცემები შეიძლება მოიცავდეს
სმარტ კონტრაქტებს, რისი წყალობითაც Satoshi
NFT-ის მსგავს ფუნქციებს იძენს. ტერმინი
ორდინალები ყველაზე ხშირად გამოიყენება NFT-ის მსგავსი ერთეულების აღწერისთვის, რომლებიც დამზადებულია უშუალოდ
Bitcoin-ის ბლოკჩეინზე.
ორდინალები წარმოადგენს Bitcoin-ის დანომვრის სისტემას, რაც ინდივიდუალური
Satoshi-ების კონტროლის და გადაგზავნის საშუალებას იძლევა. ორდინალების გამოყენებით შესრულებული ინსკრიპციების რაოდენობამ პიკს ამ პროტოკოლის გაშვებიდან მალევე, 2023 წლის თებერვალში მიაღწია, მომხმარებლებმა ქსელი აავსეს ინსკრიპციის მქონე სხვადასხვა კონტენტით: სურათებით, ვიდეო თამაშებით და სხვა ციფრული ელემენტებით. Satoshi-ების ინსკრიპცია შესაძლებელი გახდა 2021 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც გაშვებულ იქნა Bitcoin ქსელის განახლება, სახელწოდებით
Taproot, ხოლო ინსკრიპციისთვის საჭირო გარკვეული ფუნქციები ქსელს დაემატა ჯერ კიდევ 2017 წელს,
Segwit განახლების გამოსვლის შემდეგ.
მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, ორდინალები მაინც განსხვავდება ტრადიციული NFT-ებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ მზადდება სმარტ კონტრაქტებით მხარდაჭერილ ქსელებზე, როგორიცაა
Ethereum ან BNB Chain. მიუხედავად იმისა, რომ ორდინალებიც და ტრადიციული NFT-ებიც
ბლოკჩეინზეა განთავსებული, ეს უკანასკნელი ხშირად მოიცავს დინამიკურ მეტამონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია ბლოკჩეინის გარეთ არსებულ წყაროებთან – რაც, ზოგიერთის აზრით, ეწინააღმდეგება არაჩანაცვლებადობის იდეას. ამის საპირისპიროდ, ორდინალის ყველა მონაცემი უშუალოდ ბლოკჩეინზეა განთავსებული.