მაინინგის პროცესში ხდება ენერგიის ინტენსიურად გამოყენება, დამზადების პროცესი კი უფრო მეტად ეფექტურია ეკოლოგიური თვალსაზრისით. დამზადების პროცესი ერთჯერადად ხორციელდება, ხოლო მაინინგის პროცესი კი უწყვეტი პროცესია. ის მიმდინარეობს მანამ, სანამ აქტიურია ბლოკჩეინის ქსელი და ხორციელდება ტრანზაქციების უწყვეტი ვალიდაცია და უსაფრთხოების დონის მუდმივი გაძლიერება.
კრიპტო საფულეებში შესაბამისი მონეტების დამატება. მაგალითად, ETH Ethereum-ზე დაფუძნებული NFT-ების შემთხვევაში.
ანგარიშის შექმნა ისეთ NFT სავაჭრო ბირჟაზე, როგორიცაა მაგალითად Binance ან OpenSea.
საფულის დაკავშირება ვებ-საიტთან.
ციფრული ფაილის, ან ხელოვნების ნიმუშის ატვირთვა, რომლის კონვერტაციაც მოხდება NFT-ში.
NFT-ის დამზადება.
ვაჭრობის პროცესში გამოყენებული მოძრავი საშუალო უფრო მეტ წონას ანიჭებს უახლეს მონაცემთა წერტილებს.
აქტივების ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, აქტივის ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით.
სამართლებრივი და მარეგულირებელი პროცედურები, რომლებიც ხორციელდება უკანონო ან საეჭვო აქტივობების მეშვეობით გ...