კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა არის სახელმწიფოს ეკონომიკის კონტროლის მექანიზმი, რომლის მიზანსაც ზრდის შედარებით ნელი ტემპის შენარჩუნება წარმოადგენს. მაგალითად, ცენტრალურ ბანკს შეუძლია გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკებისთვის, ცირკულაციაში არსებული ფულის რაოდენობის შესამცირებლად. ფულის მასის შემცირება კი თავის მხრივ ინფლაციის დასტაბილურებას ან შემცირებას შეუწყობს ხელს.
მაგალითისთვის, კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში, შესაძლოა ცენტრალურმა ბანკმა ან ფედერალურმა რეზერვმა სახელმწიფო ობლიგაციები ან სახაზინო ბანკნოტები კომერციულ ბანკებს მიჰყიდოს. საბოლოოდ, კომერციულ ბანკებს გასასესხებლად ნაკლები სახსრები დარჩებათ, რის გამოც საჭირო გახდება საპროცენტო განაკვეთების გაზრდა. მართალია კონტრაქციული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციას ანელებს, თუმცა ის შესაძლოა მოხმარებისა და ინვესტიციების შემცირების გამო ეკონომიკური ზრდის შეფერხების მიზეზიც გახდეს.
რაც შეეხება, ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას, ეს არის არის მაკროეკონომიკური სტრატეგია, რომლის მიზანია ეკონომიკის სტიმულირება ფულის მასის გაზრდის გზით. მაგალითად, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ შეამცირონ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები, შეამსუბუქონ სარეზერვო მოთხოვნები და შეიძინონ ფასიანი ქაღალდები. უმეტეს შემთხვევაში, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს უმუშევრობის დონეს. გარდა ამისა, ამგვარ პოლიტიკას შეუძლია სარგებელი მოუტანოს ეკონომიკას ვალუტის გაუფასურების გზით, რაც ზრდის ექსპორტის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკას უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველად აქცევს. თუმცა, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.
სარეზერვო მოთხოვნა, იგივე სარეზერვო ნორმა ეწოდება იმ ჯამური დეპოზიტების პროცენტულ მაჩვენებელს, რომლის ნაღდი ფულის სახით ფლობაც ევალებათ კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკების მხრიდან. სარეზერვო მოთხოვნა უზრუნველყოფს, რომ კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ ნაღდი ფული, რათა თანხის გატანის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდების მიზნით. როდესაც ცენტრალური ბანკი ცირკულაციაში არსებული ფულის ოდენობის გაზრდას გეგმავს, ის ამცირებს სარეზერვო მოთხოვნას, რათა გაიზარდოს ფულის მასა, რომლის გასესხებაც კომერციულ ბანკებს შეეძლებათ. ამის საპირისპიროდ, ფულის მასის შემცირების საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ზრდის სარეზერვო მოთხოვნას.
უმეტეს შემთხვევაში, ცენტრალური ბანკები (მაგალითად, ფედერალური რეზერვი) მონეტარულ პოლიტიკას სახელმწიფოს ეკონომიკაში ფულის მიმოქცევის კონტროლის მექანიზმის სახით იყენებენ. მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვანი ფენომენია, რადგან მისი მეშვეობით იქმნება ეკონომიკის ზრდისა და შემცირების ციკლი.
აღწერს, როგორ ხდება ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს საგადასახადო განაკვეთების რეგულირება, რაც ზეგავლენას ახდე...
ცენტრალური ბანკების მიერ გამოყენებადი სტრატეგია არასათანადო ეკონომიკურ პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობის ...