ფისკალური პოლიტიკა არის ტერმინი, რომელიც აღწერს, თუ როგორ ხდება ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგადასახადო განაკვეთების და ხარჯების დონეები რეგულირება. ამგვარად შესაძლებელი ხდება გადასახადების მოკრებისა და გამოყენების მეთოდების განსაზღვრა, რაც ეკონომიკის მონიტორინგისა და მასში ცვლილებების შეტანის საშუალებაა.
ფისკალური პოლიტიკის მაგალითია მთავრობის ხარჯების ზრდა და გადასახადების შემცირება, რაც მიზნად ისახავს საერთო მოთხოვნის დონის გაუმჯობესებას და იმავდროულად ბიუჯეტის ზედმეტობების შემცირებას. ფისკალური პოლიტიკის გატარება ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის სფეროს ფარგლებში მოქმედ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე. პროცედურა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მთავრობებს საჯარო ხარჯების და გადასახადების დონეების გაზრდით ან შემცირებით, შეუძლიათ ზეგავლენა მოახდიონ მაკროეკონომიკურ პროდუქტიულობაზე.
ეს გავლენა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ეკონომიკისთვის სხვადასხვა ასპექტში. ამის მაგალითებია დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება, ინფლაციის კონტროლი და ფულის ღირებულების შენარჩუნება. თუმცა, პროცესების არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში ამან შესაძლოა უარყოფით შედეგებამდეც მიგვიყვანოს - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია კორუფციის დონე.
ფისკალური პოლიტიკა, ძირითად შემთხვევაში, ეფუძნება გადასახადებს. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს პროცესები ზეგავლენას ახდენს იმ თანხების რაოდენობაზე, რომელიც მთავრობას გამოყოფილი აქვს საზოგადოების თითოეული ჯგუფისთვის. გარდა ამისა, გადასახადები ზეგავლენას ახდენს კონკრეტული მოქალაქის მიერ ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაზე.
ამ თვალსაზრისით, პოლიტიკის შემქმნელები ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებიან: საჭიროა განისაზღვროს თუ რამდენად უნდა ჩაერიოს ხელისუფლება ეკონომიკაში. ეს საკითხი ჯერაც მწვავე კამათის საგანია, ეკონომისტებისა და პოლიტიკის მეცნიერების ნაწილის აზრით, ჯანსაღი საზოგადოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჩარევა აუცილებელია.
დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულირებაზე.
ეს ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკას, რომლის შემუშავება და დანერგვაც ხდება მთავრობების მიერ ქვეყანაში ფულის მასის...
ეს არის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკაში ცირკულირ...