რა არის USDG?

რა არის USDG?

განახლებული Dec 8, 2024
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • USDG არის სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით. მას უშვებს Paxos Digital Singapore, ხოლო რეგულირება ხდება სინგაპურის მონეტარული დეპარტამენტის მიერ.

  • USDG, როგორც Etheruem ბლოკჩეინის ERC-20 ტოკენი, უზრუნველყოფს სწრაფი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას და თავსებადია სმარტ კონტრაქტებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან.

  • მიუხედავად მისი პერსპექტიულობისა, USDG-ს უწევს გარკვეულ გამოწვევებთან გამკლავებაც, როგორიცაა ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები და უფრო პოპულარულ სტეიბლკოინებთან კონკურენცია.

შესავალი

USDG, რომელიც ასევე ცნობილია Global Dollar-ის სახელწოდებით, წარმოადგენს სტეიბლკოინ, რომელიც უზრუნველყოფილია აშშ დოლარით. ის შექმნილია ღირებულების სტაბილურობის და ფინანსური ტრანზაქციების ფარგლებში გამოყენების სიმარტივის უზრუნველყოფის მიზნით. USDG გამოშვებულია by Paxos Digital Singapore Pte. Ltd-ის მიერ, რომელიც არის კომპანია, რომელიც რეგულირდება სინგაპურის მონეტარული დეპარტამენტის (MAS) მიერ.

USDG-ის ძირითადი მახასიათებლები

USDG-ს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც მას სტეიბლკოინების საინტერესო ალტერნატივად აქცევს:

  1. უზრუნველყოფილია აშშ დოლარით. USDG-ის ღირებულება მიბმულია აშშ დოლარის ღირებულებაზე 1:1 თანაფარდობით, რაც ნიშნავს, რომ USDG-ის ერთი ერთეული ზუსტად ასახავს აშშ დოლარის ერთი ერთეულის ღირებულებას. ამ ბალანსის შენარჩუნების მიზნით, ხდება თითოეული USDG ტოკენის უზრუნველყოფა ნაღდი ფულის ან ნაღდი ფულის ეკვივალენტების რეზერვის მეშვეობით.

  2. რეგულირებული და თავსებადი. USDG სრულად აკმაყოფილებს სტეიბლკოინებთან დაკავშირებით სინგაპურში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნებს. Paxos-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, MAS უზრუნველყოფს USDG-ის შესაბამისობას რეზერვით მხარდაჭერისა და ოპერატიული უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან. გარდა ამისა, Paxos ითვალისწინებს ნიუ-იორკის კანონებს საბანკო პროცესებთან დაკავშირებით, რაც USDG-ს აქცევს სტეიბლკოინად უმაღლესი დონის რეგულირებით.

  3. ტექნოლოგიის ინტეგრაცია. USDG გაშვებულია Ethereum ბლოკჩეინზე ERC-20 ტოკენის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავსებადია სმარტ კონტრაქტებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან). სწორედ ამიტომ, USDG წარმოადგენს არა მხოლოდ ვალუტას, არამედ ინსტრუმენტს დეველოპერებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნა. გარდა ამისა, მას აქვს MAS-ის მიერ დადასტურებული სხვა ბლოკჩეინის ქსელების მხარდაჭერაც, რაც მას უფრო უნივერსალურს ხდის.

  4. სწრაფი გადახდები. ტრადიციული საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს საერთაშორისო გადარიცხვებთან. USDG უზრუნველყოფს გადახდების რადენიმე წუთში დამუშავების შესაძლებლობას. ეს მას იდეალურ ვარიანტად აქცევს საერთაშორისო გადახდებისთვის, peer-to-peer (P2P) ტრანზაქციებისთვის და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებისთვის.

როგორ მუშაობს USDG?

Global Dollar Network

Global Dollar Network გახლავთ USDG-ის ფართოდ გავრცელების ხელშემწყობ გადამწყვეტ ფაქტორს. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაუმარტივოს კომპანიებს, დეველოპერებსა და დაწესებულებებს USDG-ის საკუთარ პლატფორმებზე ინტეგრირება. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქსელთან დაკავშირება მხოლოდ მოწვევითაა შესაძლებელი.

USDG-ის გამოყენების გზები

  • გადახდები და ანგარიშსწორება: USDG-ის მეშვეობით შესაძლებელია სწრაფი და ხელმისაწვდომი საერთაშორისო გადახდების განხორციელება. ტრადიციული საბანკო გადახდებისგან განსხვავებით, ტრანზაქციების ანგარიშსწორებას ამ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ეს შესანიშნავი ვარიანტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმიანობაც ასორიცრებულია საერთაშორისო გადახდებთან.

  • უპირატესობები ორგანიზაციებისთვის: კონკრეტული დეპოზიტების მეშვეობით, ორგანიზაციები მოიპოვებენ წვდომას ეფექტურ სავაჭრო საშუალებებზე, peer-to-peer ანგარიშსწორების შესაძლებლობებზე და ჯილდოებზე. გარდა ამისა, USDG-ის გამოყენება შეუძლიათ დეველოპერებს, რომლებიც გეგმავენ დეცენტრალიზებული ფინანსური ტექნოლოგიების შექმნას​.

  • ეკოსიტემის განვითარება: Global Dollar Network-ის მიზანია წაახალისოს საწარმოების მიერ USDG-ის ფართოდ გამოყენება, რისთვისაც ის მათ სთავაზობს ერთობლივი შემოსავლის მიღების უფრო ეფექტურ შესაძლებლობებს სტეიბლკოინების ტრადიციულ მოდელებთან შედარებით​.

USDG-ის გაცემა და გატანა

Global Dollar Network უზრუნველყოფს USDG-ის მარტივად გატანის შესაძლებლობებს. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ USDG-ის აშშ დოლარზე კონვერტაცია 1:1 თანაფარდობით. გატანისთანავე ხდება USDG ტოკენების მარაგიდან ამოღება.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია

გამომდინარე იქიდან, რომ USDG დაფუძნებულია Ethereum-ზე, მისი გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების მახასიათებლები ბლოკჩეინის ამავე მახასიათებლების ანალოგიურია. ხდება თითოეული ტრანზაქციის ბლოკჩეინზე ჩაწერა, რაც ამარტივებს პროცესების მონიტორინგისა და ვერიფიკაციის განხორციელებას. ტრანზაქციები იმართება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, შესაბამისად, არ არსებობს პროცესებში შუამავლების ჩარევის აუცილებლობა.

პოტენციური გამოწვევები USDG-ისთვის

მიუხედავად იმისა, რომ USDG-ს აქვს არაერთი პერსპექტიული მახასიათებელი, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პროექტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ქვემოთ მოცემულია პროექტთან დაკავშირებული ყველა გამოწვევა და პოტენციური ხარვეზი:

მცირე საბაზრო კაპიტალიზაცია

ფართოს გავრცელებულ სტეიბლკოინებთან შედარებით, როგორიცაა USDT (Tether) ან USDC, USDG-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. მცირე საბაზრო კაპიტალიზაცია ნიშნავს იმას, რომ შედარებით დაბალია მისი ლიკვიდურობის დონეც. ფართო მასშტაბებზე მოქმედი პირებისთვის და ტრეიდერებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციების დიდი ოდენობით თანხებით, ეს შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე.

ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები

USDG-ს, როგორც შედარებით ახალ ერთეულს სტეიბლკოინების სივრცეში, არ ჰყავს მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ბაზა. მის გავრცელებას კომპანიებისა და დეველოპერების ფართო ჯგუფებში შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. მიუხედავად მისი მზარდი პოპულარობისა, ჯერ კიდევ შეზღუდულია მისი გამოყენება mainstream-ის მასშტაბებზე​.

რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ფართო ბაზრებზე

მიუხედავად USDG-ის სინგაპურის MAS-ის რეგულაციებთან და სხვა მკაცრ იურისდიქციებთან შესაბამისობისა, სტეიბლკოინებთან დაკავშირებული საერთაშორისო რეგულაციები ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. ისეთ რეგიონებში გავრცელება, სადაც მოქმედებს გაურკვეველი ან შემზღუდავი წესები, ქმნის დამატებით გამოწვევებს, რაც აფერხებს განვითარებისა და წინსვლის პროცესებს.

პოპულარულ პროექტებთან კონკურენცია

USDT, USDC და DAI უკვე წლებია არსებობს და წამყვანი პოზიციები უკავიათ ეკოსისტემაში. USDG-ს ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება, რომ მათ დაეწიოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ მონეტებს უკვე ჰყავს ერთგულ მომხმარებელთა ფართო ბაზა.

Ethereum-ზე დამოკიდებულება

მიმდინარე მონაცემებით, USDG ძირითადად მუშაობს Ethereum ბლოკჩეინზე, ERC-20 ტოკენის სახით. მიუხედავად Ethereum-ის პოპულარობისა, ქსელისთვის დამახასიათებელია ეტაპობრივი შეფერხებები მაღალი დატვირთვის გამო და ტრანზაქციების მაღალი საკომისიოები მაღალი აქტივობის პერიოდებში. ეს USDG-ს მასშტაბირების უფრო მაღალი დონის მქონე ქსელებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურ ვარიანტად აქცევს.

შეჯამება

USDG სტეიბლკოინების მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანს წარმოადგენს ციფრული ფინანსების სივრცის ხელმისაწვდომობის, სანდოობის და ინოვაციურობის გაუმჯობესება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანიის მფლობელი ხართ, დეველოპერი თუ უბრალო მომხმარებელი, რომელიც ცდილობს გადახდების უფრო მარტივად განხორციელებას, USDG ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ. 

მიუხედავად პროექტის პერსპექტიულობისა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი სხვა, შედარებით პოპულარულ სტეიბლკოინებთან კონკურენციის, ფართო მასშტაბებზე გავრცელების და საბაზრო კაპიტალის გაუმჯობესების საკითხები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.