მთავარი დეტალები
Linea არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც იყენებს zk-როლაფებს და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს.
ქსელი სრულად EVM-ეკვივალენტურია, რაც იძლევა Ethereum-ისთვის შექმნილი ნებისმიერი აპლიკაციის და სმარტ კონრაქტის Linea-ზე გაშვების შესაძლებლობას.
Linea-ს არქიტექტურა შედგება სეკვენსერისგან, დამმტკიცებლისგან და ხიდის relayer-ისგან, რომელთა ერთობლივი მუშაობა უზრუნველყოფს სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელებას.
დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ იგივე ინსტრუმენტები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც გამოიყენება Ethereum-ზე, MetaMask-ისა და Infura-ს ინტეგრაციები კი უზრუნველყოფს ონბორდინგსა და მასშტაბირებადობას.
რა არის Linea?
Linea არის Ethereum-ის მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც იყენებს zk-როლაფებს და გვთავაზობს სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს. თითოეული ტრანზაქციის პირდაპირ Ethereum-ზე დამუშავების ნაცვლად, Linea მათ დამუშავებას ახორციელებს ბლოკჩეინის გარეთ და შემდეგ ქსელზე აგზავნის ვალიდურობის მტკიცებულებებს. ეს მიდგომა გვეხმარება Ethereum-ის გადატვირთვის თავიდან აცილებაში და ამავდროულად იყენებს ამ ქსელის უსაფრთხოების მექანიზმს.
Linea არის EVM-ეკვივალენტური, რაც იმას ნიშნავს, რომ Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების Linea-ზე გადატანა მინიმალური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამით ეს ქსელი განსხვავდება EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინებისგან, რომლებზე გადატანის დროსაც საჭიროა სმარტ კონტრაქტებში ცვლილებების და კორექტირებების შეტანა.
Linea შექმნილია კომპანია Consensys-ის მიერ, რომელსაც ასევე ეკუთვნის MetaMask (პოპულარული კრიპტო საფულე) და Infura (ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი). MetaMask-ში Linea-ს მხარდაჭერა უზრუნველყოფილია Infura RPC endpoint-ის მეშვეობით, რაც მომხმარებლებს აძლევს ქსელთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს Linea
Zk-როლაფები
Linea ტრანზაქციებს zk-როლაფების გამოყენებით, ბლოკჩეინის გარეთ, პაკეტებად ამუშავებს და შემდეგ ამ პაკეტების დამუშავების შემაჯამებელ მონაცემებს აგზავნის Ethereum-ზე. თითოეულ შემაჯამებელ მონაცემს თან ერთვის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულება (ZKP), რომელიც გვთავაზობს ყველა ტრანზაქციის ვალიდურობის კრიპტოგრაფიულ დადასტურებას ტრანზაქციების დეტალების გამჟღავნების გარეშე.
Linea-ს მუშაობა ეფუძნება კონკრეტული ტიპის მტკიცებულებას, რომელსაც ეწოდება „ნულოვანი ინფორმაციის მოკლე არაინტერაქტიული არგუმენტი“ (zk-SNARK). zk-SNARK ერთ მხარეს საშუალებას აძლევს, რომ მეორე მხარეს წარუდგინოს განაცხადის ჭეშმარიტების მტკიცებულება მისი საბაზისო ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მტკიცებულება არის მოკლე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის მცირე ზომის და მისი ეფექტურად ვერიფიკაცია შესაძლებელია დიდი მოცულობის გამოთვლების პირობებშიც კი, ხოლო არაინტერაქტიული ნიშნავს, რომ მას დამმტკიცებელი ვერიფიკატორს მხოლოდ ერთხელ უგზავნის, შემდგომი კომუნიკაციის გარეშე.
zk-SNARK-ები კომპაქტური და სწრაფად ვერიფიცირებადია, რაც Linea-ს აძლევს უფრო მეტი ტრანზაქციის ნაკლებ ფასად დამუშავების და ამავდროულად Ethereum-ის უსაფრთხოების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს მიდგომა განსხვავდება ოპტიმისტური როლაფებისგან, რომელიც იყენებს თაღლითობის მტკიცებულებებს და თანხის გატანა ჩვეულებრივ საჭიროებს შვიდდღიან ლოდინის პერიოდს. zk-როლაფების გამოყენებისას, ვალიდურობის დადასტურება ხდება კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების მეშვეობით, რომლებიც პირდაპირ Ethereum-ზე იგზავნება და მომხმარებლებს აძლევს თანხების უფრო სწრაფად და დამატებითი ხარჯების გარეშე გატანის შესაძლებლობას.
Linea-ს არქიტექტურა
სეკვენსერი
Linea-ზე ტრანზაქციების გაგზავნის დროს, სეკვენსერი განსაზღვრავს მათი დამუშავების თანმიმდევრობას. ის ტრანზაქციებს იღებს mempool-იდან, აჯგუფებს მათ ბლოკებად, დაამუშავებს ამ ბლოკებს და ახდენს შედეგების შემაჯამებელი მონაცემების გენერირებას, რომელთაც ეწოდება აღსრულების ჩანაწერები. შემდეგ ეს ჩანაწერები გადაეცემა დამმტკიცებელს, რომელიც ამოწმებს გამოთვლების სისწორეს.
რადგან საბოლოოდ ყველა ტრანზაქციის მონაცემი Ethereum-ზე უნდა გამოქვეყნდეს, სადაც მონაცემთა შენახვა საკმაოდ ძვირია, სეკვენსერი ასევე ახორციელებს ამ ინფორმაციის შეკუმშვას და ოპტიმიზაციას, რაც ამცირებს შენახვის ხარჯებს. კომპაქტური ბლოკების შექმნის მეშვეობით, სეკვენსერი ხელს უწყობს Linea-ს ეფექტურობას და ეკონომიურობას მონაცემთა ვალიდურობის შენარჩულების პარალელურად.
დამმტკიცებელი
სეკვენსერის მიერ შექმნილი აღსრულების ჩანაწერების გამოყენებით, დამმტკიცებელი ახდენს zk-SNARK მტკიცებულების გენერირებას. თითოეული ტრანზაქციის ინდივიდუალურად ვერიფიკაციის ნაცვლად, ამ კრიპტოგრაფიული მტკიცებულების მეშეობით ხდება იმის შემოწმება, რომ ტრანზაქციების მთლიანი ბლოკი სწორად არის დამუშავებული. მისი წყალობით, Ethereum-ის ვალიდატორებს ეძლევათ ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ნაკლები რესურსის გამოყენებით ვერიფიკაციის შესაძლებლობა, რადგან მათ უნდა შეამოწმონ მხოლოდ მტკიცებულება და არ არის საჭირო თითოეული ტრანზაქციის ცალ-ცალკე ვერიფიკაცია.
ხიდის relayer
ხიდის relayer მართავს კომუნიკაციას Linea-ს, Ethereum-სა და სხვა ბლოკჩეინებს შორის. ის მუშაობს Linea-ს შეტყობინებების კანონიკურ სერვისთან, სმარტ კონტრაქტების სისტემასთან და მხარდამჭერ პროტოკოლებთან ერთად და უზრუნველყოფს ქსელებს შორის აქტივებისა და მონაცემების გადაგზავნის გამარტივებას.
relayer უზრუნველყოფს ტოკენების, ასევე ქსელის მდგომარეობის ძირითადი მონაცემების განახლებების, მაგალითად მერკლის ხის ცვლილებების და ვალიდურობის მტკიცებულებების უსაფრთხოდ გადაგზავნას Ethereum-ის და Linea-ის ქსელებს შორის. Linea-ს განვითარების გეგმა მოიცავს დროთა განმავლობაში ამ კომპონენტის დეცენტრალიზაციას, რაც შეამცირებს ცენტრალურ ოპერატორზე დამოკიდებულებას და გააუმჯობესებს ქსელის უსაფრთხოებას.
როგორ ხდება ტრანზაქციების განხორციელება Linea-ზე
გაგზავნა: ტრანზაქციაზე ხელმოწერა ხდება საფულეში და შემდეგ იგზავნება Linea-ზე, სადაც ის გადადის mempool-ში, დროებით საცავში, სადაც ინახება მომლოდინე ტრანზაქციები.
ბლოკის შექმნა: სეკვენსერი ამოწმებს ტრანზაქციის ვალიდურობას. შემდეგ ხდება ვალიდური ტრანზაქციების დალაგება (ხშირად საკომისიოების გათვალისწინებით), ბლოკში გაერთიანება და აღსრულება. ტრანზაქციის დამატების შემდეგ ხდება ქვითრის გაცემა.
მდგომარეობის განახლება: ტრანზაქციის დამატების შემდეგ ხდება Linea-ს მდგომარეობის განახლება და ის ინახება აღსრულების ჩანაწერებში. ამ ეტაპზე მისი სტატუსია soft finality, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დადასტურებულია Linea-ზე, თუმცა ჯერ არ არის დამატებული Ethereum-ზე.
კომბინაცია: მტკიცებულების გენერირებისთვის რამდენიმე ბლოკი ერთიანდება ერთ პაკეტში, რაც ამცირებს ხარჯებს, რადგან დიდი რაოდენობით ტრანზაქციებისთვის მხოლოდ ერთი მტკიცებულების გამოყენებაა შესაძლებელი.
მტკიცებულების გენერირება: ამ პაკეტისთვის იქმნება ZKP, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა ტრანზაქცია სწორად არის აღსრულებული და არ არის საჭირო Ethereum-ზე მათი ხელახლა გაშვება.
დასრულება: მტკიცებულება და პაკეტი იგზავნება Ethereum-ის ქსელზე. ვერიფიკაციის შემდეგ, ტრანზაქციების სტატუსი ხდება hard finality, ისინი არქივდება და მუდმივად იწერება ბლოკჩეინზე.
Linea ტოკენი
LINEA ტოკენი წარმოადგენს Linea ქსელის ადგილობრივ ტოკენს და მხარდაჭერილია როგორც Linea-ს, ასევე Ethereum-ის ქსელზე. სხვა მე-2 დონის ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, Linea-ზე გაზის საკომისიოების გადახდისთვის გამოიყენება ETH. ეს ტოკენი არ არის დაკავშირებული მმართველობის პროცესთან და არ არის გამოყოფილი სპეციალური ფონდი ტოკენების ნაწილის ინსაიდერებზე, ინვესტორებზე ან გუნდის წევრებზე გადასანაწილებლად. ამის ნაცვლად, LINEA პირდაპირ გადაეცემა მომხმარებლებს და დეველოპერებს ჯილდოების სახით, რაც ხელს უწყობს ეკოსისტემის ზრდას უფრო ღია და საზოგადოების მიერ მართული პროცესების მეშვეობით.
Linea ასევე გვთავაზობს ორმაგი წვის მექანიზმს. რადგან გაზის საკომისიოების გადასახდელად ETH გამოიყენება, ქსელის სუფთა მოგების ნაწილი ხმარდება ტოკენის მარაგის შემცირებას. ETH-ის სუფთა მოგების 20% გამოიყენება ETH-ის დაწვისთვის , ხოლო დარჩენილი 80% გამოიყენება LINEA-ს დაწვისთვის. ეს სისტემა უზრუნველყოფს Linea-ს ქსელის აქტივობებსა და ორივე ტოკენის იშვიათობას შორის პირდაპირი კავშირის დამყარებას.
Linea (LINEA) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 8 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ LINEA იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 37-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 25-დან 28 აგვისტომდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს LINEA-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 720 099 900 LINEA, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა LINEA-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Linea არის მე-2 დონის ქსელი, რომლის დანიშნულებაა Ethereum-ის მასშტაბირება უსაფრთხოების მექანიზმისა და დიზაინის პრინციპების შენარჩუნებით. ქსელის მიერ zk-როლაფების გამოყენება აუმჯობესებს ეფექტურობას, ხოლო სრული EVM-ეკვივალენტურობა დეველოპერებს აძლევს აპლიკაციების მარტივად გაშვების შესაძლებლობას. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს უფრო სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს. გაზის საკომისიოების გადასახდელად ETH-ის გამოყენებისა და ორმაგი წვის მექანიზმის ინტეგრაციის წყალობით, Linea-ს ქსელზე განხორციელებული აქტივობები უზრუნველყოფს Ethereum-ის ეკოსისტემის მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.