პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
Magic Eden არის არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) სავაჭრო ბირჟა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინის, მათ შორის Solana-ს, Ethereum-ის, Polygon-ის და Bitcoin-ის მხარდაჭერა.
Magic Eden პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს Launchpad-ს ახალი NFT პროექტებისთვის და კონფიგურირებადი ჰონორარებისთვის, რაც ამარტივებს დამზადების და მონეტიზაციის პროცესებს.
ME ტოკენი წარმოადგენს Magic Eden ეკოსისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. მისი გამოყენება შესაძლებელია მართვის პროცესებში ჩასართავად, ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებების მისაღებად, ექსკლუზიურ კოლექციებზე წვდომის მოსაპოვებლად და სხვა მიზნებისთვის.
2024 წლის დეკემბერში Magic Edenm-მა გააკეთა განცხადება აქტიური მომხმარებლებისთვის ფართომასშტაბიანი airdrop-ის გაშვების შესახებ. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ზემოხსენებულ airdrop-ს, საფულის შესაბამისობის შემოწმების მეთოდებს და ME ტოკენების მოთხოვნის გზებს.
რა არის Magic Eden?
Magic Eden, რომელსაც ასევე ME-ს უწოდებენ, გახლავთ სავაჭრო ბირჟა, სადაც შესაძლებელია NFT-ების (არაჩანაცვლებადი ტოკენების) ყიდვა, გაყიდვა და გაშვება. თავდაპირველად ის შეიქმნა Solana ბლოკჩეინზე, თუმცა მოგვიანებით Ethereum, Polygon და Bitcoin ბლოკჩეინებზეც გაეშვა. რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის წყალობით, კონტენტ-კრეატორებსა და კოლექციონერებს მიეცათ სხვადასხვა პროცესებში სწრაფად და მარტივად ჩართვის შესაძლებლობა.
რისთვის არის შესაძლებელი Magic Eden-ის გამოყენება?
არსებითად, Magic Eden წარმოადგენს NFT-ებთან მუშაობის უნივერსალურ პლატფორმას. მისი მთავარი მახასიათებლებია სისწრაფე, ეკონომიურობა და გამოყენების სიმარტივე. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი ძირითადი უპირატესობები.
Launchpad ახალი NFT პროექტებისთვის
Launchpad განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი NFT პროექტების შექმნა და პოპულარიზაცია. მისი მეშვეობით ხდება პროცესების გამარტივება, რაც ფართოდ გავრცელების და კოლექციონერებთან დაკავშირების შესაძლებლობებს იძლევა.
სავაჭრო ბირჟა
Magic Eden-ზე შესაძლებელია NFT-ების შეძენა და გაყიდვა. მისი დანიშნულებაა ვაჭრობის პროცესის გამარტივება როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა NFT კოლექციონერებისთვის.
პერსონალიზებადი ჰონორარები
Magic Eden კრეატორებს სთავაზობს ჰონორარების მიღების შესაძლებლობას, რაც არსებითად წარმოადგენს NFT-ის ყოველი გაყიდვიდან მიღებულ პროცენტს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი ნამუშევრების წყალობით რეგულარულად მიიღოთ შემოსავალი.
რამდენიმე ბლოკჩეინთან თავსებადობა
Magic Eden-ს აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული NFT-ების, მათ შორის Solana-ს, Ethereum-ის, Polygon-ის და Bitcoin-ის მხარდაჭერა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ არა მხოლოდ ერთი ბლოკჩეინის გამოყენება, არამედ სხვადასხვა პროექტში ჩართვა.
როგორ მუშაობს Magic Eden?
Magic Eden იყენებს Solana-ს და სხვა ბლოკჩეინების საბაზისო ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ტრანზაქციების სწრაფად და მინიმალური ხარჯებით განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. სავაჭრო ბირჟასთან ურთიერთქმედებისთვის მომხმარებლები იყენებენ კრიპტო საფულეებს, მაგალითად Trust საფულეს ან Phantom-ს. Magic Eden გთავაზობთ სწრაფ და მარტივ ინსტრუმენტებს ახალი NFT-ის დამზადებისთვის, არსებული NFT-ის შეძენისთვის ან სხვადასხვა კოლექციით ვაჭრობისთვის.
ME ტოკენი
Magic Eden-ის ადგილობრივი კრიპტოვალუტა, ME ტოკენი ეკოსისტემის ფარგლებში მრავალი სხვადასხვა გზით გამოიყენება:
მართვის პროცესები: ME ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ პლატფორმის განახლებასთნ ან საზოგადოებრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა.
პრაქტიკული დანიშნულება: ტოკენების გამოყენება შესაძლებელია ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებების მიღების და სპეციალურ ფუნქციებსა თუ NFT კოლექციებზე წვდომის მოპოვების მიზნით.
ჯილდოები: Magic Eden-ზე ხდება ME ტოკენების ჯილდოების სახით განაწილება პლატფორმაზე მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობის, ვაჭრობის პროცესების განხორციელების და კამპანიებში ჩართულობის სანაცვლოდ.
ოფიციალურ არხებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ME ტოკენომიკის ფარგლებში ხდება აქტიური მონაწილეებისთვის ჯილდოების გადაცემა და ამავდროულად, რესურსების დაზოგვა საზოგადოების წევრების წახალისების და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მთავარ მიზანს წარმოადგენს მდგრადი ეკოსისტემის შექმნა მომხმარებლებისთვისა და კონტრიბუტორებისთვის.
Binance-ზე ლისტინგი
2024 წლის 10 დეკემბერს განხორციელდა Magic Eden-ის (ME) ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით. Binance Seed თეგს იყენებს შედარებით ახალი პროექტებისთვის, რომლებიც ასოცირებულია რისკების სიაში არსებულ სხვა აქტივებთან შედარებით მაღალ დონეებთან. გაშვების მომენტში ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სპოტ სავაჭრო წყვილები: ME/BTC, ME/USDT, ME/FDUSD და ME/TRY.
Magic Eden (ME) Airdrop
Magic Eden-მა განახორციელა Airdrop კამპანია, საზოგადოების აქტიური წევრების ME ტოკენებით დაჯილდოების მიზნით.
Airdrop-ის მიზანს წარმოადგენს ME ტოკენების გადაცემა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პლატფორმაზე მიმდინარე ისეთ პროცესებში, როგორიცაა NFT-ებით ვაჭრობა, NFT launchpad დამზადების პროცესები, ტოკენების კროს-ჩეინ სვოპები და Rune-ებით ვაჭრობა.
მომხმარებელთა შერჩევა მოხდა Magic Eden-ზე აქტივობის ისტორიის საფუძველზე, ჯილდოების ოდენობის განსაზღვრა კი სავაჭრო ბირჟაზე აქტივობის დონის შესაბამისად განხორციელდა.
Airdrop წარმოადგენს Magic Eden-ის ეკოსისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოქმედების სტრატეგიის ნაწილს. აქტიური მომხმარებლების დაჯილდოებით ხდება ნდობის დონის გაუმჯობესება და ME ტოკენის, როგორც utility და governance აქტივის ფართოდ გავრცელების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაცია Magic Eden airdrop-ის შესახებ
მოთხოვნის პერიოდი: 2024 წლის 10 დეკემბერი 2:00 PM (UTC) - 2025 წლის 1 თებერვალი 11:00 PM (UTC).
კონტრაქტის ოფიციალური მისამართი: MEFNBXixkEbait3xn9bkm8WsJzXtVsaJEn4c8Sam21u (Solscan)
მოთხოვნის გვერდი: mefoundation.com. გამოიჩინეთ სიფრთხილე ყალბ ვებსაიტებთან და თაღლითურ სქემებთან მომართებაში. ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური ვებსაიტებით.
როგორ უნდა მოითხოვოთ Magic Eden-ის Airdrop?
იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა მონაწილეობის და airdrop-ის მოთხოვნის უფლება, უნდა დააკავშიროთ თქვენი ყველა აქტიური საფულე ოფიციალურ გვერდთან, Magic Eden-ის მობილურ აპლიკაციაში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე.
თუ არ გაქვთ Magic Eden აპლიკაცია, საჭირო იქნება მისი ჩამოტვირთვა, დაინსტალება და თქვენ მიერ Magic Eden პლატფორმაზე გამოყენებული კრიპტო საფულის იმპორტირება. თუ უკვე გაქვთ აპლიკაცია, მიჰყევით ამ საფეხურებს:
გადადით გერდზე mefoundation.com და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Claim $ME].
ამის შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე [მონაწილეობის უფლების შემოწმება].
დაასკანერეთ QR კოდი Magic Eden აპლიკაციის მეშვეობით და დააკავშირეთ აქტიური საფულეები. შეგიძლიათ დააკავშიროთ რამდენიმე საფულე.
გაეცანით წესებს და პირობებს. თუ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ იმყოფებით იმ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს შეზღუდვა, გასაგრძელებლად მონიშნეთ შესაბამისი უჯრა.
ამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინტერფეისი, სადაც შეძლებთ რამდენიმე საფულის დაკავშირებას და იმის შემოწმებას, თუ რომელი საფულეა შესაბამისი airdrop-ისთვის.
ბოლო საფეხურზე შეძლებთ airdrop-ის მოთხოვნას Magic Eden აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android მოწყობილობებზე. აუცილებელია საფულეში გქონდეთ გარკვეული რაოდენობის SOL, რომლის გამოყენებაც მოხდება გაზის საკომისიოების გადასახდელად თქვენი airdrop-ის მოთხოვნისას.
შეჯამება
Magic Eden გახლავთ მომხმარებლებზე ორიენტირებული NFT სავაჭრო ბირჟა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული NFT-ების, მათ შორის Solana-ს, Ethereum-ის, Polygon-ის და Bitcoin-ის მხარდაჭერა. აქ ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები და უპირატესობები, როგორიცაა Launchpad ახალი პროექტებისთვის, მარტივი ვაჭრობის და კონფიგურირებადი ჰონორარების მიღების შესაძლებლობები და ME ტოკენები, რომლის გამოოყენებაც შესაძლებელია როგორც მართვის პროცესებში, ისე ჯილდოების სახით. პლატფორმის მიზანია NFT-ების ყიდვის, გაყიდვის და გაშვების პროცესების გამარტივება და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.