ტოპ 5 ხელოვნური ინტელექტის (AI) კრიპტოვალუტა
მთავარი
სტატიები
ტოპ 5 ხელოვნური ინტელექტის (AI) კრიპტოვალუტა

ტოპ 5 ხელოვნური ინტელექტის (AI) კრიპტოვალუტა

განახლებული Aug 30, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • NEAR Protocol, Internet Computer, Artificial Superintelligence Alliance, Render და Bittensor გახლავთ ბლოკჩეინ პროექტები, რომელთა მიზანია გახადონ AI ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური. 

  • ამ პროექტების მეშვეობით ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გზით ინტეგრირება, როგორიცაა ქსელის ეფექტურობის ოპტიმიზება, ავტონომიური აგენტების გააქტიურება, AI-ს სწავლების პროცესების დეცენტრალიზება და ა.შ.

  • კრიპტოვალუტების სივრცეში AI-ს და ბლოკჩეინის შერწყმა ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს დეველოპერებისთვისა და მომხმარებლებისთვის.

შესავალი

კრიპტოვალუტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) შერწყმა ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ინოვაციაა ტექნოლოგიების სამყაროში. AI-ს უფრო და უფრო მეტ სფეროში ინტეგრირების პარალელურად, იზრდება იმ ბლოკჩეინების რაოდენობაც, რომლებიც ცდილობენ AI-ს გამოყენებას საკუთარი ეკოსისტემების გასაუმჯობესებლად.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ბაზარზე არსებული საუკეთესო AI კრიპტოვალუტის პროექტები. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, ტოპ 5 AI პროექტია NEAR Protocol (NEAR), Internet Computer (ICP), Artificial Superintelligence Alliance (FET), Render (RNDR) და Bittensor (TAO). მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული პროექტი და მათ მიერ AI-ს ინტეგრირების მეთოდები.

1. NEAR Protocol (NEAR)

საბაზრო კაპიტალიზაცია: 4,68 მილიარდი აშშ დოლარი (2024 წლის აგვისტოს მონაცემებით).

რა არის NEAR Protocol?

NEAR პროტოკოლი გახლავთ 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ხშირად გვხვდება ისეთ პოპულარულ ქსელებზე, როგორიცაა Ethereum. 2020 წელს გაშვებული NEAR იყენებს შარდინგის უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელსაც Nightshade ეწოდება. მისი მეშვეობით ქსელს ეძლევა წამში ათასობით ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობა, რისთვისაც ხდება დატვირთვის განაწილება რამდენიმე ვალიდატორ ნოდზე.

ეს მიდგომა NEAR-ს აქცევს მაღალეფექტურ და მასშტაბირებად პლატფორმად დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ები). გარდა ამისა, NEAR გვთავაზობს კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობას, რისთვისაც ის იყენებს Rainbow Bridge-ს, რომელიც მომხმარებლებს აქტივების Ethereum-სა და NEAR-ს შორის გადატანის საშუალებას აძლევს. ამ ყველაფერთან ერთად, NEAR ეკოსისტემა გვთავაზობს მე-2 დონის ტექნოლოგიას, რომელსაც Aurora ეწოდება. მისი მეშვეობით ხდება ქსელის Ethereum-ზე გაშვებულ აპლიკაციებთან თავსებადობის გაუმჯობესება.

როგორ ახდენს NEAR AI-ს ინტეგრირებას?

AI-ს ინტეგრირებისთვის NEAR Protocol სხვადასხვა მეთოდს იყენებს, კერძოდ სმარტ კონტრაქტების აღსრულებას და DApp-ების შემუშავებას. AI გამოიყენება ქსელის ეფექტურობის ოპტიმიზების მიზნით. ამისთვის ხდება ტრაფიკის პროგნოზირება და მართვა, რაც აუმჯობესებს ტრანზაქციების ეფექტურობას და ამცირებს დაყოვნებას. 

გარდა ამისა, NEAR-ზე ხდება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დეველოპერული ინსტრუმენტების შემუშავება, რაც ხელს უწყობს სმარტ კონტრაქტების დაწერისა და გაშვების ავტომატიზაციას. ეს დეველოპერებს უადვილებს უფრო დახვეწილი და სანდო dApp-ების შექმნას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ცოდნის საჭიროების გარეშე.

გაიგეთ მეტი: რა არის NEAR Protocol (NEAR)?

2. Internet Computer (ICP)

საბაზრო კაპიტალიზაცია: 3,64 მილიარდი აშშ დოლარი (2024 წლის აგვისტოს მონაცემებით).

რა არის Internet Computer?

DFINITY Foundation-ის მიერ შექმნილი Internet Computer პროტოკოლი გახლავთ ბლოკჩეინ პროექტი, რომლის მიზანია შექმნას მრავალი სხვადასხვა ტიპის DApp და Web3 სერვისი და ამით კიდევ უფრო გააფართოვონ ინტერნეტის გამოყენების სფერო.

მაგალითად, დეველოპერებს შეუძლიათ ისარგებლონ ICP პროტოკოლის მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის შესაძლებლობებით და full-stack ინსტრუმენტებით და მათი მეშვეობით შექმნან მედია არხები, ორგანიზაციებზე ორიენტირებული პლატფორმები, გეიმინგის, ვირტუალური რეალობის კონტენტი და ა.შ. ტრადიციულ ბლოკჩეინებზე DApp-ების გაშვება ხდება ქლაუდ სერვისების მეშვეობით, ხოლო ICP ამუშავებს მათ პირდაპირ საკუთარი დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით. ეს მიდგომა გვთავაზობს უსაფრთხოების, მასშტაბირებადობის და ეფექტურობის გაუმჯობესებულ დონეს.

როგორ ახდენს ICP AI-ს ინტეგრირებას?

AI მნიშვნელოვან როლს ასრულებს ICP ეკოსისტემაში. ის აუმჯობესებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაძლებლობებს. ICP-ის მეშვეობით ხდება AI ალგორითმების პირდაპირ სმარტ კონტრაქტებსა და DApp-ებში ინტეგრირება, რაც მათ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად შეასრულონ რთული გამოთვლები და მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს შესაძლოა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს DeFi სივრცეში, სადაც AI-ს გამოყენება შესაძლებელია ვაჭრობის სტრატეგიების ოპტიმიზაციის, რისკების მართვის, ვაჭრობის ავტომატიზაციის მიზნით და ფინანსურ სერვისებთან მიმართებაში.

3. Artificial Superintelligence Alliance (FET)

საბაზრო კაპიტალიზაცია: 2,80 მილიარდი აშშ დოლარი (2024 წლის აგვისტოს მონაცემებით).

რა არის Artificial Superintelligence Alliance?

Artificial Superintelligence (ASI), რომელიც შექმნილია Fetch.ai-ს, SingularityNET-ის და Ocean Protocol-ის მიერ, გახლავთ სტრატეგიული კოლაბორაცია, რომლის მიზანია დეცენტრალიზებული Artificial General Intelligence-ის (AGI) გაუმჯობესება და Artificial Superintelligence-ის (ASI) დონემდე მიღწევა.

Fetch.ai-ს ავტონომიური აგენტების, SingularityNET-ის ღია კოდის AGI ინიციატივების და Ocean პროტოკოლის მონაცემთა უსაფრთხო მიმოცვლის სტანდარტების მეშვეობით ASI Alliance ცდილობს AI-ს მეშვეობით კვლევისა და ინოვაციების დანერგვის პროცესების დაჩქარებას.

როგორ ახდენს AI-ს ინტეგრირებას Artificial Superintelligence Alliance?

პლატფორმის ავტონომიურ აგენტებს აქვს AI ალგორითმების მხარდაჭერა, რაც მათ ისეთი კომპლექსური დავალებების შესრულების შესაძლებლობას აძლევს, როგორიცაა კონტრაქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება, ლოგისტიკის ოპტიმიზაცია და ენერგიის მოხმარების მართვა. ამ აგენტებს შეუძლიათ ერთმანეთთან და ბლოკჩეინთან რეალურ დროში ურთიერთქმედება, რაც ქმნის დინამიურ და ეფექტურ სავაჭრო ბირჟას ნებისმიერი ტიპის მონაცემებისთვისა და სერვისებისთვის.

ASI Alliance-ს მთავარ მიზანს დეცენტრალიზებული AI-ს პოპულარიზება წარმოადგენს, რისთვისაც ის იყენებს ღია კოდის ტექნოლოგიებს და AI ინოვაციების სამართლიანად განაწილების პრინციპს. ეს მიდგომა არა მარტო აჩქარებს AI-ს განვითარებას, არამედ უზრუნველყოფს იმასაც, რომ ეს ტექნოლოგიები სასარგებლო იყოს უფრო მეტი მომხმარებლისთვის.

გაიგეთ მეტი: რა არის the Artificial Superintelligence (ASI) Alliance?

4. Render (RNDR)

საბაზრო კაპიტალიზაცია: 2,04 მილიარდი აშშ დოლარი (2024 წლის აგვისტოს მონაცემებით).

რა არის Render?

Render არის დეცენტრალიზებული GPU რენდერინგის პლატფორმა, რომლის მიზანია დააკავშიროს ციფრული ხელოვნების ნიმუშების შემქმნელი მხატვრები და სტუდიები GPU-ების მფლობელებთან, რომელთაც აქვთ ხელმისაწვდომი გამომთვლელი სიმძლავრე. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ მაღალი ხარისხის გრაფიკების და ანიმაციების რენდერინგი განაწილებული GPU რესურსების გამოყენებით, რაც მას უფრო ეკონომიურ და ხელმისაწვდომ ვარიანტად აქცევს კრეატორებისთვის.

RNDR ტოკენების მეშვეობით შესაძლებელი ხდება პლატფორმაზე უსაფრთხო ავტომატური გადახდების განხორციელება Ethereum-ზე დაფუძნებული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რაც კრეატორებსა და ნოდების ოპერატორებს შორის განხორციელებული ტრანზაქციების შეუფერხებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამ დეცენტრალიზებული მიდგომით ხდება არა მხოლოდ რენდერინგის ტრადიციულ ცენტრალიზებულ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, არამედ მაღალი დონის რენდერინგის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უფრო ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის მცირემასშტაბიანი სტუდიებისთვის, დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის და სხვა კრეატორებისთვის, რომელთაც შესაძლოა არ ჰქონდეთ წვდომა ძვირადღირებულ, მაღალი დონის GPU აპარატურაზე.

როგორ ახდენს Render AI-ს ინტეგრირებას?

Render იყენებს AI-ს რენდერინგის პროცესებისა და საკუთარი ქსელის ზოგადი ეფექტურობის დონის გასაუმჯობესებლად. AI ალგორითმები გამოიყენება GPU რესურსების განაწილების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, რითად ხდება რენდერინგის დავალებების რაც შეიძლება სწრაფად და ეკონომიურად შესრულების უზრუნველყოფა. 

გარდა ამისა, ხდება AI-ს თავად რენდერინგის პროცესში ინტეგრირებაც, რითაც უმჯობესდება გრაფიკების და ანიმაციების ხარისხი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ დავალებებს, როგორიცაა გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება, ტექსტურის გენერირება და რენდერინგი რეალურ დროში. ეს არტისტებს აძლევს საშუალებას უფრო სწრაფად მიიღონ პროფესიონალური დონის შედეგები ძვირადღირებული აპარატურის გამოყენების საჭიროების გარეშე.

გაიგეთ მეტი: რა არის Render (RNDR)?

5. Bittensor (TAO)

საბაზრო კაპიტალიზაცია: 2,03 მილიარდი აშშ დოლარი (2024 წლის აგვისტოს მონაცემებით).

რა არის Bittensor?

Bittensor (TAO) გახლავთ დეცენტრალიზებული, ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ღია კოდის, AI-თ მხარდაჭერილი ნეირონული ქსელის შექმნა. ტრადიციული AI მოდელებისგან განსხვავებით, რომელთაც აკონტროლებს ცენტრალიზებული ერთეულები, Bittensor მიზნად ისახავს მოახდინოს AI-ს სწავლების პროცესის დეცენტრალიზების და გამოყენების პროცესები, რაც ნებისმიერ მონაწილე აძლევს ქსელზე გამომთვლელი სიმძლავრის და მონაცემების დამატების შესაძლებლობას. ეს ქმნის გლობალურ, განაწილებულ AI ქსელს, სადაც კონტრიბუტორები შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ჯილდოვდებიან TAO კრიპტოვალუტით.

როგორ ახდენს Bittensor AI-ს ინტეგრირებას?

Bittensor-ის მთელი პროტოკოლი AI-ზეა დაფუძნებული. ის მაინერების სახელით ცნობილ მონაწილეებს მნიშვნელოვანი მონაცემების და გამომთვლელი სიმძლავრის უზრუნველყოფის საშუალებას აძლევს, რაც ქსელის AI მოდელების გასაწვრთნელად გამოიყენება. ამის სანაცვლოდ, მაინერები ჯილდოების სახით იღებენ TAO ტოკენებს, მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად.

Bittensor-იც ახდენს კონსენსუსის მექანიზმში AI-ს ინტეგრირებას. ქსელი AI-ს იყენებს კონტრიბუტორების შეფასებისთვის და უზრუნველყოფს ჯილდოების სამართლიანად განაწილებას ქსელის მუშაობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად. ამის მიზანია სასარგებლო მონაცემების და გამომთვლელი რესურსების გამოყენების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ზუსტი და ეფექტური AI მოდელების შექმნას.

შეჯამება

ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაერთიანება წარმოადგენს ახალ სიტყვას ტექნოლოგიების სამყაროში და ხსნის გზას ინოვაციებისა და განვითარებისკენ. NEAR Protocol, Internet Computer, Artificial Superintelligence Alliance, Render და Bittensor ბლოკჩეინის სივრცეში განხორციელებული AI პროექტების მაგალითებია. თითოეული მათგანი უნიკალური მეთოდებით და დიზაინით გამოირჩევა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.