რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი?
მთავარი
სტატიები
რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი?

რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი?

გამოქვეყნებული Mar 27, 2024განახლებული Jun 12, 2024
5m

მთავარი დეტალები

  • ლიკვიდურობის სტეიკინგის ფარგლებში ხდება სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაცია, რაც აუმჯობესებს პრაქტიკული გამოყენების გზებსა და ლიკვიდურობას სტეიკინგის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით.

  • ის აღმოფხვრის ტრადიციულ სტეიკინგთან დაკავშირებულ ლიკვიდურობის პრობლემას და მომხმარებლებს სთავაზობს გაუმჯობესებულ მოქნილობას, რათა მათ შეძლონ საკუთარი სტეიკინგში გამოყენებული აქტივებით სარგებლობა სხვადასხვა DeFi აპლიკაციის ფარგლებში.

  • ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია ტოკენის პრაქტიკული გამოყენების გზების რაოდენობისა და ღირებულების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ახალი აპლიკაციების შექმნას და კრიპტოვალუტების გავრცელებას.

შესავალი

ლიკვიდურობის სტეიკინგი ინოვაციური კონცეფციაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების პრაქტიკული გამოყენების გზების გაუმჯობესების შესაძლებლობას. ამ მოკლე სახელმღვანელოში განმარტებულია ლიკვიდურობის სტეიკინგის საფუძვლები, მისი მუშაობის პრინციპები, მნიშვნელობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები და განსხვავებები სტეიკინგის სხვა ფორმებთან შედარებით.

რა არის და როგორ მუშაობს ლიკვიდურობის სტეიკინგი?

მოკლედ რომ ვთქვათ, ლიკვიდურობის სტეიკინგი გახლავთ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესი. ის შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ტრადიციული სტეიკინგის გაუმჯობესებული ვერსია.

ტრადიციული სტეიკინგის ფარგლებში ხდება აქტივების დაბლოკვა Proof of Stake (PoS) ბლოკჩეინზე და ამ გზით ჯილდოების მიღების შესაძლებლობის მოპოვება, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის პარალელურად. თუმცა, ამ პროცესს ხშირად ახლავს თან გარკვეული კომპრომისებიც, რადგან როგორც წესი, სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებს არ გააჩნიათ ლიკვიდურობა (დაბლოკილია) სტეიკინგის მიმდინარეობის პერიოდში.

ლიკვიდურობის სტეიკინგით ხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა ისეთი მექანიზმის შემოტანით, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი აქტივების სტეიკინგში გამოყენებას ლიკვიდურობაზე ზეგავლენის მოხდენის გარეშე. მსგავსი მექანიზმის შექმნის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა თუ ის გვთავაზობს სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას, თავისუფლად შეგვიძლია მას ლიკვიდურობის სტეიკინგი ვუწოდოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებლები იღებენ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST-ებს) მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების სანაცვლოდ. მაგალითად, თუ თქვენ განახორციელებთ ETH-ის სტეიკინგს ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა Lido, ამის სანაცვლოდ მიიღებთ stETH ტოკენებს. ეს მოდელი ასევე ცნობილია ლიკვიდურობის სტეიკინგის დერივატივების სახელით.

სხვა შემთხვევებში შესაძლებელია აქტივების სტეიკინგში გამოყენება პირდაპირ, LST-ების გამოყენების გარეშე. მაგალითად ADA-ს სტეიკინგის Cardano-ს ბლოკჩეინზე განხორციელებისას. ეს მოდელი ასევე ცნობილია როგორც ადგილობრივი ლიკვიდურობის სტეიკინგი.

ლიკვიდურობის სტეიკინგი გვთავაზობს ტოკენების მოქნილობის დონის გაუმჯობესების და გამოყენების გზების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სტეიკინგის ჯილდოები ლიკვიდურობაზე ზემოქმედების გარეშე.

რატომ არის ლიკვიდურობის სტეიკინგი მნიშვნელოვანი?

ლიკვიდურობის სტეიკინგი აღმოფხვრის ტრადიციულ სტეიკინგთან დაკავშირებულ ლიკვიდურობის პრობლემას და სთავაზობს მომხმარებლებს გაუმჯობესებულ მოქნილობას და წვდომას მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებზე.

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Lido და Cardano, მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ სტეიკინგის ჯილდოები და ამავდროულად შეინარჩუნონ სტეიკინგში გამოყენებული აქტივებით ვაჭრობის და მათი გამოყენების უფლება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების ფარგლებში.

გარდა ამისა, ლიკვიდურობის სტეიკინგი ხელს უწყობს ბლოკჩეინის ქსელების ზოგად განვითარებას და მათ გავრცელებას, რისთვისაც ის წაახალისებს აქტიურ ჩართულობას მომხმარებლებში, რომლებიც შესაძლოა მერყეობდნენ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა საკუთარი აქტივების დაბლოკვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ლიკვიდურობის სტეიკინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

1. გაუმჯობესებული პრაქტიკული გამოყენების გზები: მომხმარებლებს შეუძლიათ მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული აქტივები სხვადასხვა DeFi აპლიკაციის ფარგლებში გამოიყენონ, სტეიკინგის ჯილდოების დათმობის საჭიროების გარეშე.

2.შესაძლებლობების მიღებისთვის საჭირო ხარჯების შემცირება: ლიკვიდურობის სტეიკინგი მომხმარებლებს ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციური შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას აძლევს, სწორედ იმ ლიკვიდურობის გამოყენებით, რომელიც არ იქნებოდა ხელმისაწვდომი სტეიკინგის ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში.

3. კრიპტოვალუტების გავრცელება: ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით შესაძლებელია ტოკენის პრაქტიკული გამოყენების გზების რაოდენობის და ღირებულების გაზრდა, რაც ხელს უწყობს ახალი აპლიკაციების შემუშავებას და განვითარებას და კრიპტოვალუტების გავრცელებას.

უარყოფითი მხარეები

1. სლეშინგის რისკი: შესაძლებელია არაკეთილსინდისიერი მიზნებით მოქმედი ვალიდატორების წაშლა ქსელიდან და მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული ტოკენების ნაწილის სლეშინგის განხორციელება (ჩამორთმევა). გარდა ამისა, მომხმარებლები შესაძლოა აღმოჩნდეს სლეშინგის რისკის პირისპირ, თუ მათ მიერ არჩეული ვალიდატორები მიიღებენ გარკვეულ ჯარიმებს.

2. ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: დეცენტრალიზაციაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება მრავალი ტოკენის სტეიკინგი ერთი პროტოკოლის ფარგლებში, ვალიდატორების საკუთარი გუნდით. ლიკვიდორბის სტეიკინგის პროტოკოლების მრავალფეროვან ქსელს უპირატესობა ენიჭება ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრის თვალსაზრისით.

3. რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობა: ბლოკჩეინებთან და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციები მუდმივად იცვლება და შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი სხვადასხვა სივრცეში გამოყენებული ვერსიები. ლიკვიდურობის სტეიკინგის და DeFi პლატფორმებზე მიმდინარე პროცესებში ჩართვამდე, აუცილებელია გაეცნოთ ადგილობრივ კანონმდებლობას.

ლიკვიდურობის სტეიკინგი და ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგი

როგორც ხედავთ, ლიკვიდურობის სტეიკინგი მოიცავს სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესს, რაც უზრუნველყოფს ლიკვიდურობასა და მოქნილობას სტეიკინგის პერიოდის დასრულების ლოდინის საჭიროების გარეშე. EigenLayer-ის მიერ წარმოდგენილი ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის მოდელით ეს კონცეფცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებს. 

მაშინ როცა ლიკვიდურობის სტეიკინგი დაკავშირებულია სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებთან, რომელთა მეშვეობითაც ხდება PoS ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით უსაფრთხოების საკითხი უფრო მეტად ფართოვდება და აღწევს oracle-მდე, როლაფებამდე და სხვა „გარე“ მოდულებამდე და სისტემებამდე. ლიკვიდურობის სტეიკინგის პროექტების მაგალითებია Lido (stETH), Cardano (ADA), Binance ETH (BETH) და Rocket Pool (RETH). ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის პროექტების მაგალითები კი გახლავთ ether.fi, Puffer და Kelp DAO.

შეჯამება

ლიკვიდურობის სტეიკინგი მომხმარებლებს სტეიკინგის ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართვის უფრო დინამიურ და მოქნილ გზებს სთავაზობს. სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციით და ლიკვიდურობის გაუმჯობესებით, ლიკვიდურობის სტეიკინგი ქმნის ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.