საბაზრო კაპიტალიზაცია გახლავთ ტოკენის მიახლოებითი ზომის განსაზღვრის საშუალება, რომელიც გამოითვლება აღნიშნული ტოკენის მიმდინარე ფასის ცირკულირებადი მარაგის მაჩვენებელზე გამრავლებით.
საბაზრო კაპიტალიზაცია არ წარმოადგენს კონკრეტულ აქტივში ინვესტირებული თანხის ჯამურ რაოდენობას; ფასის მცირე ცვლილება შესაძლოა საბაზრო კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი გახდეს.
სრულად გამოშვებული ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაცია (FDV) გახლავთ კიდევ ერთი მაჩვენებელი, სადაც ცირკულირებადი მარაგის მაჩვენებლის ნაცვლად გამოიყენება ჯამური ან მაქსიმალური მარაგის მაჩვენებელი და რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს შედარებით ახალი პროექტების საბაზრო კაპიტალიზაციისგან.
საბაზრო კაპიტალიზაცია = მიმდინარე ფასი x ცირკულირებადი მარაგი
მაგალითად, თუ კონკრეტული კრიპტოვალუტის თითოეული ერთეულის სავაჭრო ღირებულებაა 10,00 აშშ დოლარი, ხოლო ცირკულირებადი მარაგი შეადგენს 50 000 000 მონეტას, აღნიშნული კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია იქნება 500 000 000 აშშ დოლარი.
საკმაოდ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საბაზრო კაპიტალიზაცია მიუთითებს კრიპტოვალუტის მეშვეობით მიღებულ შემოსავალზე. თუმცა ეს ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საბაზრო კაპიტალიზაციის გამოთვლა ხდება ფასის საფუძველზე, ფასის თუნდაც მცირე ცვლილებამ შესაძლოა მკვეთრად შეცვალოს სხვა, შესაბამისი მაჩვენებლები.
ხშირად ხდება კრიპტო აქტივების დაჯგუფება საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. აღიშნული კატეგორიები ოფიციალურად დამკვიდრებული არ არის, დონეების განსაზღვრის კრიტერიუმები კი განსხვავდება საინფორმაციო წყაროს მიხედვით, თუმცა ისინი საკმაოდ ხშირად გამოიყენება, როგორც ზოგადი საინფორმაციო საშუალებები:
არ არსებობს ზოგადი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ როგორია საბაზრო კაპიტალიზაციის კარგი მაჩვენებელი კრიპტოვალუტებისთვის. როგორც წესი, მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია ასოცირდება შედარებით ფართოდ დამკვიდრებულ პროექტებთან და მაღალ ლიკვიდურობასთან. დაბალი საბაზრო კაპიტალიზაცია შესაძლოა მიუთითებდეს როგორც განვითარების, ისე რისკების არსებობის მაღალ ალბათობაზე. საბაზრო კაპიტალიზაციის შეფასება უნდა მოხდეს სხვა, ისეთ ფაქტორებთან მიმართებაში, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ტოკენომიკა და პროექტის ძირითადი მახასიათებლები.
კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციის საერთო მაჩვენებელი გახლავთ მიმოქცევაში არსებული ყველა კრიპტო აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამი. აღნიშნული გამოიყენება კრიპტო ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობის და საერთო ზომის განსაზღვრის საშუალებად. ჯამური მაჩვენებლის ფარგლებში Bitcoin-ის წილის ცვლილების კონტროლის მიზნით გამოიყენება Bitcoin-ის დომინირება.
ზუსტი ინსტრუქციების თანმიმდევრობა, რომელიც გამოიყენება პრობლემის გადასაჭრელად.
ამჟამად ხელმისაწვდომი და ბაზარზე მიმოქცევაში არსებული კრიპტოვალუტის მონეტების ან ტოკენების მიახლოებითი რაოდ...
აღნიშნავს მონეტების ან ტოკენების რაოდენობას, ამჟამად მიმოქცევაში არსებული ან რაიმე სახით დაბლოკილი ერთეულებ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება