მთავარი დეტალები
Injective არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებისათვის.
პროტოკოლი შექმნილია Cosmos SDK-ის საფუძველზე და სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციებისთვის ის იყენებს Tendermint-ის კონსენსუსის მექანიზმს.
ქსელი თავსებადია Ethereum-თან, Solana-სთან და IBC-ს მხარდაჭერის მქონე ბლოკჩეინებთან, რაც გვთავაზობს კროს-ჩეინ გადარიცხვებს და საზიარო ლიკვიდურობას.
INJ არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობისთვის, სტეიკინგისთვის, ტრანზაქციის საკომისიოებისთვის და ლიკვიდურობის ჯილდოებისათვის.
რა არის Injective?
Injective არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებისათვის. ქსელი შედგება პერსონალიზებადი მოდულებისგან, რაც დეველოპერებს სთავაზობს სავაჭრო ბირჟების, დევირატივების პლატრფორმების და სხვა ფინანსური სერვისების მარტივად შექმნის შესაძლებლობას.
Cosmos SDK-ის მეშვეობით შექმნილი Injective იყენებს Tendermint-ის კონსენსუსის მექანიზმს სწრაფი ტრანზაქციების და მაღალეფექტური აპლიკაციების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ქსელი ასევე გვთავაზობს on-chain შეკვეთების წიგნს და ურთიერთთავსებადობას Inter-Blockchain Communication (IBC) პროტოკოლის მეშვეობით. ეს Injective-ს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს როგორც Cosmos-ზე დაფუძნებულ სხვა ბლოკჩეინებს, ისე გარე ქსელებს, როგორიცაა Ethereum და Solana.
როგორ მუშაობს Injective
Cosmos SDK და Tendermint კონსენსუსი
Injective შექმნილია Cosmos SDK-ის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ღია კოდის სტრუქტურას და კონკრეტული დანიშნულების მქონე ბლოკჩეინების შესაქმნელად გამოიყენება. ქსელი მუშაობს Tendermint-ზე, Byzantine Fault Tolerant (BFT) კონსენსუსის მექანიზმზე. Tendermint ვალიდატორებს საშუალებას აძლევს შეთანხმდნენ ახალ ბლოკებზე მაშინაც კი, როდესაც ზოგი მონაწილე არაკეთილსინდისიერად იქცევა, რაც ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოების და სანდოობის შენარჩუნებას.
სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა
ქსელი მხარს უჭერს CosmWasm-ს, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად Cosmos ეკოსისტემისთვის შექმნილ სმარტ კონტრაქტების პლატფორმას. Injective ასევე თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ Solidity-ზე დაწერილი აპლიკაციები ან შექმნან ტექნოლოგიები, რომლებიც Cosmos-ს ქსელებში ურთიერთქმედებენ. ორმაგი მხარდაჭერა გვთავაზობს მოქნილობას იმ პროექტებისთვის, რომლებიც Ethereum-ის ან Cosmos-ის ეკოსისტემაში მუშაობენ.
კროს-ჩეინ კომუნიკაცია
Injective იყენებს ინტერ-ბლოკჩეინის კომუნიკაციის (IBC) პროტოკოლს აქტივების და მონაცემების როგორც IBC მხარდაჭერილ ჩეინებში გადასარიცხად, ისე გარე ქსელებში, როგორიცაა Ethereum და Solana. ეს ურთიერთთავსებადობა საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ურთიერთქმედება რამდენიმე ეკოსისტემასთან და მიიღოთ წვდომა სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებულ ლიკვიდურობასთან ერთი პლატფორმის მეშვეობით.
მოდულები
Injective იყენებს მოდულურ დიზაინს, სადაც თითოეული მოდული წარმოადგენს ბლოკს, რომელიც ასრულებს კონკრეტულ როლს ბლოკჩეინში. დეველოპერებს ამ მოდულების გაერთიანებით შეუძლიათ ახალი აპლიკაციების შექმნა ან უკვე არსებულების გაფართოება მთელი სისტემის შეცვლის საჭიროების გარეშე.
მაგალითად, სავაჭრო ბირჟის მოდული გვთავაზობს ინფრასტრუქტურას დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმებისთვის. მოდული მართავს შეკვეთების თანხვედრის, ვაჭრობის აღსრულების, ანგარიშსწორების და წახალისებების გაცემის პროცესებს, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან სპოტ და დერივატივების ბაზრები პირდაპირ ბლოკჩეინზე.
აუქციონის მოდული მუშაობს ბირჟის მოდულთან ერთად ვაჭრობის საკომისიოების განაწილების მიზნით. საკომისიოებიდან შეგროვებული ტოკენები კალათში გროვდება და აუზციონზე INJ-ზე იცვლება. ამავდროულად ხდება მომგებიანი შეთავაზებების წვა მარაგის შემცირების მიზნით. საკომისიოების ნაწილი ასევე გადაეცემა იმ აპლიკაციებს, რომლებიც ბირჟის მოდულს იყენებენ, რაც დეველოპერებს შემოსავლის მიღების ინტეგრირებულ მოდელს სთავაზობს.
ძირითადი ფუნქციები
On-chain შეკვეთების წიგნები
Injective მუშაობს სრულად on-chain შეკვეთების წიგნზე დაფუძნებით, რა დროსაც თქვენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოქმედებებს პირდაპირ ბლოკჩეინზე ასრულებთ. ავტომატური მარკეტ-მეიკრები (AMM-ები) ფასების განსაზღვრისთვის ლიკვიდურობის პულებს იყენებენ, შეკვეთების წიგნის მიდგომა კი საშუალებას გაძლევთ მართოთ შეკვეთები ტრადიციული ცენტრალიზებული ბირჟების (CEX-ების) მსგავსად. ეს სისტემა ასევე უზრუნველყოფს Injective-ის ეკოსისტემაში არსებული აპლიკაციების მიერ იმ ლიკვიდურობის პულზე წვდომას, რომელსაც შეუძლია ეფექტურობის და ბაზრების მხარდაჭერის გაუმჯობესება დროთა განმავლობაში.
ხშირი ჯგუფური აუქციონები (FBA)
Injective იყენებს ხშირი ჯგუფური აუქციონის სისტემას, რათა შეამციროს წინმსწრები ვაჭრობა, როდესაც ტრეიდერები ან ბოტები ცდილობენ ისარგებლონ უსამართლო უპირატესობით, რაც გამოიხატება შეკვეთების წინასწარ განთავსებაში. ყველა შეკვეთის სათითაოდ დამუშავების ნაცვლად, ქსელი აჯგუფებს შეკვეთებს დროის მოკლე პერიოდების შემდეგ, უთითებს საერთო ფასს და შემდეგ ერთიანად ამატებს ბლოკჩეინზე. ეს დიზაინი უფრო სამართლიანი აღსრულების შესაძლებლობას გვაძლევს და გვეხმარება უფრო პროგნოზირებადი ვაჭრობის შედეგების მიღებაში.
ღია ლიკვიდურობის პროგრამა (OLP)
ღია ლიკვიდურობის პროგრამა გაძლევთ საშუალებას მოიპოვოთ ჯილდოები Injective-ის ბაზრებზე ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. მარკეტ-მეიკერებს და ინდივიდუალურ ტრეიდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ან პირდაპირ ქსელზე დაკავშირების მეშვეობით, ან ავტომატიზებული სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებით. ჯილდოები INJ-ში გაიცემა, თუმცა თქვენ მიერ მიღებული რაოდენობა დამოკიდებულია ბაზრის აქტივობაზე და პროგრამის პირობებზე.
INJ ტოკენი
INJ ტოკენი არის Injective ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც პროტოკოლში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
სტეიკინგი: ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჯილდოების მოსაპოვებლად, ვალიდატორები და დელეგატორები INJ-ს განათავსებენ სტეიკინგზე, ხოლო არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში, მათ ეკისრებათ ჯარიმები. INJ-ის სტეიკინგზე განთავსება ასევე უზრუნველყოფს Injective-ების როლაფების (Electro Chain-ების) მუშაობის მხარდაჭერას.
მმართველობა: INJ მფლობელებს შეუძლიათ წარადგინონ შეთავაზება და ხმა მისცენ პროტოკოლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს, დაწყებული ბლოკჩეინის პარამეტრებით და დამთავრებული სმარტ კონტრაქტების გამოყენებით. შეთავაზების წარდგენისთვის საჭიროა INJ-ის შეტანა დეპოზიტის სახით, რომელიც დაიწვება, თუ შეთავაზების განხილვა არ მოხდა.
ქსელის გამოყენება: INJ გამოიყენება ტრანზაქციის/ვაჭრობის საკომისიოების გადასახდელად და უზრუნველყოფის სახით Injective-ზე შექმნილ აპლიკაციებში.
ბირჟის წახალისებები: დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები) რომლებიც ახდენენ ვაჭრობების მარშრუტიზაციას Injective-ის საერთო შეკვეთების წიგნში, იღებენ ამ შეკვეთებით გენერირებული ვაჭრობის საკომისიოს 40%-ს.
დეფლაციური მექანიზმი: buy-back-and-burn აუქციონებში, ვაჭრობის საკომისიოს 60 % გამოიყენება INJ-ის შესაძენად, რომელიც შემდეგ მუდმივად ამოიღება ცირკულაციიდან.
შეჯამება
Injective არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც თავისი მოდულური და ურთიერთთავსებადი სტრუქტურის გამო, შექმნილია დეცენტრალიზებული ვაჭრობისა და საფინანსო აპლიკაციების მხარდასაჭერად. On-chain შეკვეთების წიგნი გთავაზობთ შეკვეთების განთავსების და მართვის გამჭვირალე გზას, ხოლო ხშირი ჯგუფური აუქციონები ამცირებს წინმსწრები ვაჭრობის რისკებს და მხარს უჭერს უფრო სამართლიან ვაჭრობას. ღია ლიკვიდურობის პროგრამის საშუალებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოიპოვოთ ჯილდოები INJ-ში ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მეშვეობით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.