Ethereum-ის ანგარიშის აბსტრაქციის განმარტება (ERC-4337)

Ethereum-ის ანგარიშის აბსტრაქციის განმარტება (ERC-4337)

გამოქვეყნებული Mar 17, 2023განახლებული Aug 23, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • ERC-4337 არის Ethereum-ის სტანდარტი, რომელიც გვთავაზობს ანგარიშის აბსტრაქციას აპლიკაციის დონეზე, Ethereum-ის კონსენსუსის პროტოკოლში ცვლილებების შეტანის საჭიროების გარეშე. 

  • ERC-4337-ის გაშვება Ethereum-ის mainnet-ზე მოხდა 2023 წლის მარტში, რის შემდეგაც სმარტ კონტრაქტის საფულეებიდან ტოკენების ტრანზაქციის მართვა და კონტრაქტებთან ურთიერთქმედება ერთი ანგარიშის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. 

  • ERC-4337 სტანდარტმა საფუძველი ჩაუყარა მომხმარებელზე მორგებული კრიპტო საფულეების შექმნას, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო კრიპტოს პოპულარობის ზრდას.

erc 4337 ethereum-ის ანგარიშის აბსტრაქცია

შესავალი 

Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებები (EIP-ები) განსაზღვრავს Ethereum-ის ეკოსისტემის სხვადასხვა სპეფიციკაციებს, რაც მოიცავს ძირითადი პროტოკოლის განახლებებს და აპლიკაციის დონის სტანდარტებს. Ethereum-ის კომენტარის მოთხოვნა (ERC) წარმოადგენს EIP-ების ერთ-ერთ კატეგორიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკაციის დონის კომპონენტების სტანდარტებს, როგორიცაა სმარტ კონტრაქტები და ტოკენის ინტერფეისები. კონსენსუსის დონის განახლებებისგან განსხვავებით, ERC-ები საზოგადოების მიერ შემოთავაზებული სტანდარტებია, რომლებიც შეთანხმებულია დეველოპერებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

ERC-4337 არის უახლესი ERC სტანდარტი, რომელიც წარმოგვიდგენს ანგარიშის აბსტრაქციას სმარტ კონტრაქტების ნაკრების მეშვეობით, მისი ინფრასტრუქტურა გაშვებულია Ethereum-ის mainnet-ზე. პირველად მისი შემოთავაზება მოხდა 2021 წელს EIP-4337-ის სახით, ხოლო 2023 წელს ის დამტკიცებული და გაშვებული იქნა, როგორც ERC სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად მოხსენიებულია მისი თავდაპირველი EIP ნომრით, მისი ოფიციალური დასახელებაა ERC-4337.

რა არის ERC-4337? 

ანგარიშის აბსტრაქციის მიზნით ERC-4337-ის პირველი შემოთავაზება წარმოდგენილ იქნა 2021 წელს ვიტალიკ ბუტერინის და Ethereum-ის დეველოპერების საზოგადოების მიერ. ოფიციალურად მისი გაშვება მოხდა 2023 წლის მარტში, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომელიც კრიპტო საფულეებს აძლევდა პროგრამირებადი სმარტ კონტრაქტის ანგარიშების სახით მუშაობის შესაძლებლობას.

Ethereum-ზე ამჟამად არსებობს ანგარიშის ორი ძირითად ტიპი: გარე მფლობელის ანგარიშები (EOA-ები), რომლებიც იმართება პირადი გასაღებების მეშვეობით და სმარტ კონტრაქტის ანგარიშები, რომლებიც კოდის საფუძველზე მუშაობს. ERC-4337 აერთიანებს ანგარიშის ორივე ტიპის უპირატესობებს: ტრანზაქციების განხორციელება, ტოკენებთან ურთიერთქმედება და კონტრაქტების გაშვება შესაძლებელია ერთი სმარტ კონტრაქტის ანგარიშის მეშვეობით. ის გვთავაზობს საფულის ახალ ფუნქციებს, როგორიცაა ანგარიშზე წვდომის აღდგენა სოციალური ქსელის მეშვეობით, მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, ტრანზაქციის ვალიდაციის კონფიგურაცია და განახლების შესაძლებლობა.

ფაქტიურად, ERC-4337 საფულეებს აძლევს ცალკეულ სმარტ კონტრაქტის ანგარიშში პროგრამული ალგორითმის ინტეგრაციის შესაძლებლობას, რაც ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას და აუმჯობესებს უსაფრთხოების ფუნქციებს.

რისთვის არის საჭირო ERC-4337? 

Ethereum იყენებს ანგარიშზე დაფუძნებულ მოდელს, სადაც EOA-ების და სმარტ კონტრაქტის ანგარიშების ბალანსების განახლება ხდება ტრანზაქციების მონაცემების საფუძველზე. EOA-ების მუშაობა, რომლებიც გამოიყენება საფულეების უმეტესობაში, მაგალითად MetaMask-ში, მხოლოდ პირად გასაღებებზეა დაფუძნებული და ყველა ტრანზაქციაზე ხელმოწერა ამ გასაღებების მეშვეობით ხორციელდება. ამ მოდელის უარყოფით მხარეებს წარმოადგენს საფულის აღდგენის პროცესის სირთულე და ანგარიშზე წვდომის შეუძლებლობა გასაღების დაკარგვის შემთხვევაში.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, სმარტ კონტრაქტის საფულეები გვთავაზობს პროგრამულ ალგორითმს, თუმცა ტრადიციულად, მომხმარებელს ესაჭიროება ორი ანგარიშის მართვა: ერთი საჭიროა აქტივების განთავსებისთვის, მეორე კი გაზის საკომისიოების გადასახდელად, რაც დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, არსებული ტექნოლოგია ტრანზაქციების დამუშავებისთვის ხშირად ცენტრალიზებულ Relayer-ებს იყენებს.

ERC-4337 ამ ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რისთვისაც ტრანზაქციის ავტორიზაციის და გაზის საკომისიოების მართვის ფუნქციებს აერთიანებს სმარტ კონტრაქტის საფულის ერთიან სტრუქტურაში. ეს მიდგომა გვთავაზობს ტრანზაქციების ვალიდაციის მოქნილ სისტემას, გაზის აბსტრაქციას და ანგარიშზე წვდომის აღდგენის გამარტივებას, რაც აუმჯობესებს საფულის უსაფრთხოებას და პრაქტიკულობას კონსენსუსის დონის ცვლილებების საჭიროების გარეშე.

როგორ მუშაობს ERC-4337?

წინა ანგარიშის აბსტრაქციის წინა მცდელობები, მაგალითად EIP-2938 შემოთავაზება, მოიცავდა კონსენსუსის დონის ცვლილებების საჭიროებას. საბოლოოდ უპირატესობა მიენიჭა ERC-4337-ით შემოთავაზებულ მიდგომას, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს კონსენსუსის დონეზე.

ERC-4337-მა წარმოადგინა ტრანზაქციის ახალი ტიპი, სახელწოდებით UserOperation. ეს UserOperation-ები იგზავნება მთავარი ბლოკჩეინისგან იზოლირებულ mempool-ში, სადაც ეგრეთწოდებული „ბანდლერები“ აგროვებენ მათ და აერთიანებენ Ethereum-ის სტანდარტულ ტრანზაქციებში.

გაერთიანებული ტრანზაქციების ბლოკჩეინზე დასამატებლად, ბანდლერები იხდიან გაზის საკომისიოებს, სანაცვლოდ კი იღებენ კომპენსაციას UserOperation-ების დამუშავებისთვის განსაზღვრული საკომისიოების სახით. კონსენსუსის ვალიდატორებისგან განსხვავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას, ბანდლერები წარმოადგენენ ტრანზაქციების ფასილიტატორებს, რომლებიც ირჩევენ ტრანზაქციაში დასამატებელ UserOperation-ებს პრიორიტეტის საკომისიოების გათვალისწინებით.

მისი ძირითადი კომპონენტია სმარტ კონტრაქტი, სახელწოდებით EntryPoint, რომელიც უზრუნველყოფს UserOperation-ების ვალიდაციისა და დამუშავების პროცესის უსაფრთხოდ აღსრულებას. საფულეებში დამატებულია ვალიდაციის ფუნქციები (მაგალითად validateUserOp), რომელიც ტრნზაქციის აღსრულებამდე უშვებს ავტორიზაციის ალგორითმს.

მსგავსი არქიტექტურა იძლევა პროგრამირებადი და მოქნილი საფულეების შექმნის შესაძლებლობას Ethereum-ის კონსენსუსის პროტოკოლში ცვლილებების შეტანის საჭიროების გარეშე.

რა მიზნები აქვს ERC-4337-ს? 

ქვემოთ მოცემულია ERC-4337-ის მიზნები: 

  • ანგარიშის აბსტრაქცია: EOA-ების და სმარტ კონტრაქტის კონტრაქტების ფუნქციების კომბინირება მომხმარებლებისთვის ერთიანი, პროგრამირებადი ანგარიშის შეთავაზების მიზნით.

  • დეცენტრალიზაცია: UserOperation-ების დამუშავების პროცესში ბანდლერების ჩართვის წახალისება, რაც ხელს შეუწყობს ღია ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

  • კონსენსუსის პროტოკოლის ცვლილებების თავიდან აცილება: ცვლილებების სწრაფად და მარტივად განხორციელება Ethereum-ის კონსენსუსის დონის მოდიფიკაციის გარეშე.

  • ქსელის ინოვაციური გზით გამოყენების ხელშეწყობა: ეს შეიძლება მოიცავდეს გაერთიანებულ ხელმოწერებს, ტრანზაქციის დღიური ლიმიტების დაწესებას, ანგარიშის გაყინვის ფუნქციას, თეთრ სიას და კონფიდენციალობის უზრუნველყოფის აპლიკაციებს.

  • დროისა და გაზის დაზოგვა: UserOperation-ების ერთ ტრანზაქციაში გაერთიანებით, ბანდლერებს შეუძლიათ გაზის ხარჯების დაზოგვა და ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

რატომ არის ERC-4337 მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის?

ჩვეულებრივ მომხმარებელს, ERC-4337 სთავაზობს კრიპტო საფულით სარგებლობის მნიშვნელოვნად გამარტივების შესაძლებლობას:

  • საფულის პარამეტრების დაყენების გამარტივება: მომხმარებელს აღარ სჭირდება seed ფრაზების გამოყენება და მართვა, რისი წყალობითაც საფულის შექმნა უფრო სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი.

  • ანგარიშზე წვდომის აღდგენის მექანიზმის გაუმჯობესება: მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცის და ანგარიშზე წვდომის სოციალური ქსელის მეშვეობით აღდგენის მექანიზმები ამცირებს გასაღებების დაკარგვის გამო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის რისკს.

  • საფულის ფუნქციების პერსონალიზაცია: გადახდების ავტომატიზაცია, ტრანზაქციების წინასწარ დამტკიცება, რამდენიმე ოპერაციის ერთად განხორციელების შესაძლებლობა და სხვა სერვისები, რაც ამარტივებს საფულის გამოყენებას.

  • გაუმჯობესებული უსაფრთხოება: შემცირებულია მომხმარებლის შეცდომების, მაგალითად პირადი გასაღებების ან seed ფრაზების დაკარგვის ალბათობა, რაც აუმჯობესებს საფულის უსაფრთხოებას.

  • გაზის საკომისიოების მოქნილი სისტემა: მომხმარებელს გაზის საკომისიოების გადახდა შეუძლია ERC-20 ტოკენებით ან სხვა აქტივებით მესამე მხარის გადახდის პროვაიდერების მეშვეობით, რაც გამორიცხავს ადგილობრივი ETH მონეტის ქონის საჭიროებას.

შეჯამება 

ERC-4337 გვთავაზობს ტექნიკურ სისტემას, რომელიც დეველოპერებს აძლევს სმარტ კონტრაქტის ალგორითმის პირდაპირ ანგარიშებში ინტეგრაციის, შედეგად კი უფრო ინტუიციური, უსაფრთხო და მრავალფუნქციური საფულეების შექმნის შესაძლებლობას.  მიუხედავად იმისა, რომ ERC-4337-ის სრულად რეალიზაციისთვის საჭიროა უამრავი ტექნიკური და ეკოსისტემური გამოწვევების დაძლევა, მისი წყალობით კრიპტო საფულეების ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვნად იზრდება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.