მტკიცებულება ნულოვანი ინფორმაციით, რომელსაც ზოგჯერ zk პროტოკოლს უწოდებენ, წარმოადგენს ვერიფიკაციის მეთოდს, რომელიც ხორციელდება დამმტკიცებელს და შემმოწმებელს შორის. ნულოვანი ინფორმაციით მტკიცებულების სისტემაში, დამმტკიცებელს შეუძლია შემმოწმებელს დაუმტკიცოს, მას გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია (მაგალითად მათემატიკური თავსატეხის ამოხსნის პასუხი) უშუალოდ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. ეს მტკიცებულების სისტემები შეიძლება გამოყენებული იყოს თანამედროვე კრიპტოგრაფების მიერ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების დონის გასაზრდელად.
zk მტკიცებულება უნდა აკმაყოფილებდეს ორ საბაზისო მოთხოვნას - სისრულეს და სისწორეს. სისრულე გულისხმობს დამმტკიცებლის უნარს წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ფლობის მტკიცებულება მაღალი დონის სიზუსტით. სისწორის მტკიცებულებისთვის, შემმოწმებელს უნდა შეეძლოს უტყუარად განსაზღვროს, ნამდვილად ფლობს თუ არა დამმტკიცებელი აღნიშნულ ინფორმაციას. და ბოლოს, იმისათვის, რომ მტკიცებულება ნამდვილად ნულოვანი ინფორმაციით იყოს წარმოდგენილი, ის უნდა აკმაყოფილებდეს სისრულის და სისწორის მოთხოვნას და ამავდროულად დამმტკიცებელს და შემმოწმებელს შორის ამ ინფორმაციის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნას გაზიარებული.
მტკიცებულება ნულოვანი ინფორმაციით ყველაზე ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია. მაგალითად, ავთენტიფიკაციის სისტემებში, zk მტკიცებულებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტორიზაციის რეკვიზიტების და საიდენტიფიკაციო მონაცემების შესამოწმებლად მათი გამჟღავნების გარეშე. ამის მარტივი მაგალითია მისი გამოყენება პირის მიერ კომპიუტერულ სისტემაში შეყვანილი პაროლის ვერიფიკაციიისთვის ისე, რომ საჭირო არ იყოს ამ პაროლის გამჟღავნება.
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.
„ნულოვანი ინფორმაციის შეკუმშული არა-ინტერაქტიული არგუმენტი“ - ნულოვანი ინფორმაციით მტკიცებულებების ერთ-ერთი...
მრავალმხრივი კრიპტოგრაფიული ფუნქცია, რომელიც შექმნილია გვიდო ბერტონის, ჯოან დემენის, მიქაელ პიტერსის და ჟილ...