კომპიუტერული ტექნოლოგიების მიღწევებმა მონაცემები უფრო ხელმისაწვდომი გახადა და მიუხედავად იმისა, რომ ამას ჩვენთვის უამრავი უპირატესობის მონიჭება შეუძლია, მას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებს ემუქრება მრავალი საფრთხე, მათ შორის მოპარვა და დაზიანება. კრიპტოგრაფია (ან კრიპტოლოგია) არის ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ინფორმაციის დაცვა მონაცემთა შენახვასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი რისკისგან. მონაცემთა დაშიფვრის კონცეფცია ახალი ნამდვილად არ არის. ციფრულ ეპოქამდეც კი, ადამიანები ნიღბავდნენ შეტყობინებებს, რათა თავიდან აერიდებინათ არასასურველი აუდიტორიის მიერ მათი წაკითხვის რისკი. თუმცა კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენების ზრდამ დაშიფვრის მეცნიერება სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანა.
მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოგრაფია არის ინფორმაციის დამალვის მეცნიერება. უფრო კონკრეტულად, თანამედროვე კრიპტოგრაფია იყენებს მათემატიკურ თეორიებს და გამოთვლებს მონაცემთა დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით ან ინფორმაციის მთლიანობისა და ავთენტურობის უზრუნველყოფის მიზნით.
კონკრეტული კრიპტოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია სენსიტიური მონაცემების გაგზავნა დაუცველი ქსელების გამოყენებითაც კი. დაშიფვრის დონე დამოკიდებული იქნება მონაცემთა დაცვის საჭირო ხარისხზე. მაგალითად, ჩვეულებრივი პერსონალური ფაილებისთვის (როგორიცაა კონტაქტები) გამოყენებული უსაფრთხოების ტიპი, განსხვავდება კრიპტოვალუტის ქსელებში გამოყენებული უსაფრთხოებისგან.
კრიპტოგრაფიის მუშაობის პროცესის შესწავლა, ძალიან მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის სისტემებში მისი მნიშვნელობის გასაგებად. ბლოკჩეინის სისტემების უმეტესობა, მაგალითად Bitcoin, იყენებს კრიპტოგრაფიული მეთოდების კონკრეტულ ნაკრებს, რისი საშუალებითაც ისინი ფუნქციონირებენ როგორც დეცენტრალიზებული და საჯარო ლეჯერი, სადაც შესაძლებელია ციფრული ტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლესი დონით განხორციელება.
კრიპტოგრაფია არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, ნებისმიერი კრიპტოვალუტისთვის აუცილებელი ელემენტი. განაწილებულ ქსელებზე კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების გამოყენებით, შეიქმნა ნდობის საჭიროების არმქონე ეკონომიკური სისტემები, რასაც მოჰყვა Bitcoin-ის და სხვა დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტების შექმნა.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
მტკიცებულებები ტრანზაქციების ვალიდურობის ვერიფიკაციისთვის, ამ ტრანზაქციის შესახებ რაიმე ინფორმაციის გამჟღავ...
დიდი მოცულობის მონაცემების ორგანიზების და სტრუქტურიზების მეთოდი, რომელიც ამარტივებს მათ დამუშავებას. ჰეშზე ...