რა არის და როგორ მუშაობს ZKThreads?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ მუშაობს ZKThreads?

რა არის და როგორ მუშაობს ZKThreads?

გამოქვეყნებული Jun 6, 2024განახლებული Jul 30, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ZKThreads გახლავთ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) ეფექტურობისა და მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ების) გამოყენებით.

  • ZKThreads მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა გაუმჯობესებული გამოცდილება, ტრანზაქციის დაბალი საკომისიოები და გაუმჯობესებული უსაფრთხოების დონე.

  • ZKThreads-ის გამოყენება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, მაგალითად დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ებზე), სესიურ თამაშებში, zk-ით დაცულ პლატფორმათაშორისი პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში და on-chain AI სისტემებში.

შესავალი

უსაფრთხოება, აწყობადობა და ურთიერთთავსებადობა აუცილებელი ელემენტებია იმ დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ები), რომელთაც სურთ მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, რთულია მათი დაბალანსება. ZKThreads ამ ტრილემის გადაჭრის პოტენციურ გზას გვთავაზობს. წინამდებარე სტატიაში გავიგებთ, თუ რა არის და როგორ მუშაობს ZKThreads, რით განსხვავდებიან ისინი სხვა zk ტექნოლოგიებისაგან, განვიხილავთ მასთან დაკავშირებულ უპირატესობებს და მისი გამოყენების გზებს.

რა არის ZKThreads?

ZKThreads გახლავთ ნულოვანი ინფორმაციის სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ხდება DApp-ების ეფექტურობისა და მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება. ისინი იყენებენ Starknet-ის შესაძლებლობებს სტანდარტიზებული სივრცის შესაქმნელად, ბლოკჩეინზე ურთიერთთავსებადი აპლიკაციების შექმნის და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.

როგორ მუშაობს ZKThreads?

1. გამოყენების ალგორითმის დამატება

პროცესი იწყება გამოყენების ალგორითმის ZKThreads-ის აპლიკაციის კონტრაქტებში დამატებით. არსებითად, ეს კონტრაქტები გახლავთ წესები და პროცედურები, რომლითაც იმართება აპლიკაციის მუშაობის პროცესი.

2. ტრანზაქციების დაჯგუფება

თითოეული ტრანზაქციის ინდივიდუალურად დამუშავების ნაცვლად, ZKThreads აჯგუფებს რამდენიმე ტრანზაქციას ერთ პარტიაში. ეს დიდი რაოდენობით ტრანზაქციების უფრო ეფექტურად დამუშავების შესაძლებლობას ქმნის.

3. მტკიცებულებების შექმნა

ამის შემდეგ, იქმნება კრიპტოგრაფიული მტკიცებულება, სახელად STARK, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარტიის ყველა ტრანზაქცია ვალიდურია და მათი დამუშავება ხდება კონტრაქტის წესების შესაბამისად.

4. ვერიფიკაცია

ამის შემდეგ, ხდება STARK მტკიცებულების გაგზავნა მე-2 დონის სეკვენსერზე, სადაც ხდება მისი შემოწმება DApp-ის კანონიკურ ჩანაწერებთან მიმართებაში. კანონიკური ჩანაწერები წარმოადგენს აპლიკაციის შემოწმებულ და დადასტურებულ მდგომარეობას.

ZKThread ვერიფიკატორი, Starknet-ზე შექმნილი კონტრაქტი, ამოწმებს მტკიცებულებას მის სიზუსტეში დასარწმუნებლად. ის ახდენს შემოწმებას ორმაგი ხარჯვის თვალსაზრისით, უზრუნველყოფს, რომ ყველა ტრანზაქცია იყოს ავტორიზებული და ამოწმებს მიღებული მდგომარეობის შესაბამისობას ბლოკჩეინის წესებთან.

თუ მტკიცებულება ჩაითვლება ვალიდურად, ZKThread ვერიფიკატორი განაახლებს DApp-ის კანონიკური მდგომარეობის ჩანაწერს. თუ მტკიცებულება არ ჩაითვლება ვალიდურად, მოხდება ცვლილებების უარყოფა, აპლიკაციის ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

ZKThreads და სხვა ZK ტექნოლოგიები

მონაცემთა დამუშავება

ZKThreads შექმნილია მდგომარეობის და ტრანზაქციების მონაცემების off-chain შენახვის მიზნით, ტრანზაქციების ვალიდაციისთვის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ები) გამოყენების პარალელურად. ეს განსხვავდება მრავალი სხვა, ტრადიციული ნულოვანი ინფორმაციის როლაფებისგან (zk-როლაფები), რომლებსაც გამოთვლითი პროცესები გადააქვთ off-chain, თუმცა ტრანზაქციის მონაცემებს მაინც on-chain ინახავენ. 

ყველა მონაცემის off-chain შენახვით, ZKThreads შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მონაცემთა შენახვით გამოწვეული დატვირთვა მთავარ ბლოკჩეინზე, რითაც შესაძლებელია მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება. ამის საპირისპიროდ, ისეთი zk-როლაფები, როგორიცაა მაგალითად zkSync, პერიოდულად აქვეყნებენ დაჯგუფებული ტრანზაქციების მონაცემებს on-chain, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ძირითადმა ბლოკჩეინმა შეძლოს მონაცემთა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პროცესების წარმოება.

ურთიერთთავსებადობა

ZKThreads უპირატესობას ანიჭებს ურთიერთთავსებად აპლიკაციებს, რაც ამცირებს ფრაგმენტაციას და უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა DApp-მა მარტივად შეძლოს ინტერაქცია ერთი და იმავე ეკოსისტემის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, სხვა ტექნოლოგიები, მაგალითად zkEVM უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან თავსებადობაზე.

ვალიდაციის მექანიზმი

ZKThreads-ში ვერიფიკაციის პროცესი მოიცავს STARK მტკიცებულებების შექმნას, რომელთა მეშვეობითაც ხდება დაჯგუფებული ტრანზაქციების და მდგომარეობის ცვლილებების სისწორის შემოწმება. ამის შემდეგ ხდება ამ მტკიცებულებების შემოწმება DApp-ის კანონიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. შედარებისას, ზოგიერთი zk-როლაფი, როგორიცაა მაგალითად zkSync იყენებს zk-SNARK-ებს ან zk-STARK-ებს on-chain ვერიფიცირებული კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების შესაქმნელად.

ZKThreads-ის უპირატესობები

გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება

ZKThreads აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას სხვადასხვა DApp-ებს შორის მარტივი ინტერაქციის დაშვებით. მომხმარებლებს გააჩნიათ რამდენიმე აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა სხვა ქსელებზე გადართვის საჭიროების გარეშე.

ნაკლები ხარჯი

ტრანზაქციების ერთად დაჯგუფებით და მათი ერთდროულად დამუშავებით, ZKThreads ამცირებს ბლოკჩეინზე ჩასაწერი ტრანზაქციების რაოდენობას. ეს ამცირებს მომხმარებლისთვის ტრანზაქციის საფასურს, რაც DApps-ებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

გარდა ამისა, ისინი ბლოკჩეინს გარეთ ინახავენ როგორც მდგომარეობის, ასევე ტრანზაქციის მონაცემებს და ამავე დროს ინარჩუნებენ მათ უსაფრთხოებასა და მთლიანობას ZKP-ების მეშვეობით. ეს ამცირებს მონაცემთა შენახვით გამოწვეული დატვირთვას ბლოკჩეინზე, რაც იწვევს გაზის საკომისიოს შემცირებას.

გაუმჯობესებული უსაფრთხოების დონე

ZKThreads იყენებს ZKP-ებს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. ZKP-ები იძლევა ტრანზაქციების ვალიდაციის საშუალებას საბაზისო მონაცემების გამჟღავნების გარეშე, რითიც ხდება მონაცემთა კონფიდენციალურობის შენარჩუნება. ასევე, ისინი უზრუნველყოფენ ყველა ტრანზაქციის დამუშავებას წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად, რაც ხელს უშლის არაავტორიზებული ქმედებების განხორციელებას.

ZKThreads-ების გამოყენება

მე-2 დონის დეცენტრალიზებული ბირჟები

ZKThreads-ს შეუძლია Starknet-ზე არსებული DEX-ების ეფექტურობის გაუმჯობესება, მომხმარებლებისთვის ტრანზაქციის საკომისიოების შემცირებით. ჩვეულებრივ, Starknet-ზე არსებული DEX-ები არაპრაქტიკულია, რადგან მომხმარებლებს მოუწევთ ყოველ ვაჭრობაზე საკომისიოს გადახდა. ZKThreads-ის წყალობით, მომხმარებლები იხდიან საკომისიოს მხოლოდ თანხების გატანისას, რაც ამცირებს ვაჭრობის მთლიან ღირებულებას და ხდის DEX-ებს უფრო პრაქტიკულს და ხელმისაწვდომს.

სესიური თამაშები

სესიურ თამაშებში, როგორიცაა პოკერი და ჭადრაკი, ZKThreads დაგეხმარებათ საკომისიოების დაგროვებაში. ყოველი სვლისთვის საკომისიოს გადახდის ნაცვლად, მოთამაშეები თამაშის ბოლო იხდიან მხოლოდ ერთ საფასურს, როდესაც ხდება საბოლოო შედეგების ჩაწერა Starknet-ზე. ეს დეველოპერებს აძლევს სრულად ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშების ფართო სპექტრის შექმნის შესაძლებლობას, ტრანზაქციის მაღალ ხარჯებზე ფიქრის გარეშე.

Zk-ით უზრუნველყოფილი მაკავშირებელ პროგრამა და საერთო ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა

ZKThreads გთავაზობთ უსაფრთხო და ეფექტურ პლატფორმას მაკავშირებელი პროგრამებისთვის, როგორიცაა oracle-ები და ხიდები. უშუალოდ ZKThread-ში ფუნქციების ინტეგრირებით, ამ აპლიკაციებს შეუძლიათ ZKP-ების გამოყენება უსაფრთხოებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფის მიზნით.

On-chain AI

ZKThreads გთავაზობთ აუცილებელ გამოთვლით სიმძლავრეს AI მოდელების პირდაპირ ბლოკჩეინზე გასაშვებად. ეს ნიშნავს, რომ AI პროგრამის მართვა შესაძლებელია ZKThread-ში, მისი ძირითადი მონაცემებისა და ოპერაციების თანმიმდევრული შენარჩუნებით. ამ AI მოდელების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციებით, როგორიცაა თამაშები, სოციალური მედიის პლატფორმები და ეფექტურობის გაუმჯობესების ინსტრუმენტები.

შეჯამება

ZKThreads არის ZKP-ების გამოყენებით მასშტაბირებადი და უსაფრთხო DApp-ების შექმნის პლატფორმა. მათი გამოყენება შესაძლებელია Starknet-ის DEX-ებისთვის, სესიური თამაშებისთვის და მაკავშირებელი პროგრამებისთვის. სხვა zk ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ZKThreads ხაზს უსვამს თავსებადობას, მონაცემების ბლოკჩეინს მიღმა შენახვას და იყენებს ვერიფიკაციის განსხვავებულ მექანიზმს. სამომავლო პერსპექტივაში, ZKThreads-ს აქვს DApp-ების ეფექტურობის და გამოყენების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პოტენციალი.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.