TL;DR
კრიპტოსა და ბლოკჩეინის მზარდმა პოპულარობამ განაპირობა ის, რომ დეველოპერები მუდმივად ეძებენ გაფართოების გზას, სისტემის მიერ მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობების გაუმჯობესების მეშვეობით. შარდინგი, საიდჩეინები, სთეით არხები და როლაფები გახლავთ მასშტაბირების ზოგიერთი მეთოდი. ბლოკჩეინის როლაფების მეშვეობით ხდება კონკრეტული ტრანზაქციების პროცესების ატვირთვა მეორეულ ბლოკჩეინზე და პარალელურად ტრანზაქციის მონაცემებს შენახვა მთავარ, 1-ელი დონის ბლოკჩეინზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კრიპტო სივრცეში არსებული როლაფების ორ ტიპს – ოპტიმისტურ და ნულოვანი ინფორმაციის როლაფებს.
შესავალი
კრიპტოზე მზარდი მოთხოვნის გამო, იტესტება ბლოკჩეინის ზოგიერთი შესაძლებლობის საზღვრები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსელის გადატვირთვა და ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა. ამ საკითხის გადასაჭრელად, ხდება მასშტაბირების სხვადასხვა ტექნოლოგიის შემუშავება და გატესტვა, ტრანზაქციების გამტარუნარიანობისა და სიჩქარის გაზრდის მიზნით. მსგავსი ტექნოლოგიები იყოფა ორ ჯგუფად: 1-ელი დონე და მე-2 დონე.
1-ელი დონის მასშტაბირების ისეთი ტექნოლოგიების მეშვეობით, როგორიცაა შარდინგი, ცვლილებები ხორციელდება პირდაპირ მთავარ ბლოკჩეინზე (ასევე ცნობილია როგორც საბაზისო, ან 1-ელი დონის ბლოკჩეინი). მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები წარმოადგენს 1-ელი დონის ბლოკჩეინის დამატებას. მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები მოიცავს სთეით არხებს, საიდჩეინებს და ბლოკჩეინის როლაფებს.
ბლოკჩეინის როლაფები გახლავთ მაღალი გამტარუნარიანობისა და დაბალი ხარჯების უზრუნველსაყოფად შექმნილი პროტოკოლები. მათი მიზანია ტრანზაქციების დაჯგუფებითა და მონაცემთა ზომის შემცირებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ტრანზაქციების დამუშავებისა და შენახვის პროცესების ეფექტურობის დონის გაზრდას, მოაგვარონ პრობლემა, რომლის წინაშეც ნებისმიერი პოპულარული ბლოკჩეინი დგას.
რა არის ბლოკჩეინის როლაფები?
როლაფები გახლავთ მე-2 დონის ტექნოლოგიები, რომლებიც აერთიანებენ ტრანზაქციის მონაცემებს და გადააქვთ ის მთავარი ბლოკჩეინის (ან 1-ელი დონის ბლოკჩეინის) მიღმა. ამის შემდეგ, ტრანზაქცია შესრულდება ბლოკჩეინის გარეთ, ხოლო აქტივები შეინახება ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტზე. პროცესის დასრულებისთანავე ტრანზაქციის მონაცემები გაიგზავნება უკან, მთავარ ბლოკჩეინზე.
რეალურად, 1-ელი დონის ნებისმიერ ტექნოლოგიას შეუძლია როლაფების შექმნა, გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ტრანზაქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. როლაფების მეშვეობით ბლოკჩეინებს შეუძლიათ გაზარდონ დამუშავებული და დროის კონკრეტულ მონაკვეთში ჩაწერილი ტრანზაქციების რაოდენობა.
დღესდღეობით არსებობს ორი ტიპის როლაფი – ოპტიმისტური როლაფი და ნულოვანი ინფორმაციის (zk) როლაფი.
რა არის ოპტიმისტური როლაფი?
ოპტიმისტური როლაფები გახლავთ პროტოკოლები, რომლებიც ზრდიან გაგზავნილი ტრანზაქციების მოცულობას, რამდენიმე ტრანზაქციის პაკეტებში დაჯგუფებით, რომელთა დამუშავებაც ხდება ქსელის გარეთ. ამის შემდეგ, ტრანზაქციის მონაცემები ჩაიწერება მთავარ ბლოკჩეინზე, შეკუმშვის ისეთი მეთოდით, რომელიც ხელს უწყობს ფასის შემცირებასა და სისწრაფის მომატებას. Ethereum-ის შემთხვევაში, ოპტიმისტურ როლაფებს მასშტაბურობის დონის გაზრდა შეუძლიათ 10-100-ჯერ.
როგორ ხდება ტრანზაქციების ვალიდაცია ოპტიმისტური როლაფებით?
ტრანზაქციები ნაგულისხმევად ვალიდურია და მოქმედებს ეფექტურობის გასაზრდელად. ალბათ იფიქრებთ, რომ ამან შესაძლოა იმოქმედოს უსაფრთხოებაზე, ტრანზაქციის დამუშავების სისწრაფის ზრდის ხარჯზე. თუმცა, ოპტიმისტურ როლაფებში გამოიყენება თაღლითობის დამადასტურებელი სქემა, რომელიც მოიცავს დავების გადაჭრის პერიოდს, სახელად „გამოწვევის პერიოდი“. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველას, ვინც ახორციელებს როლაფის მონიტორინგს, შეუძლია წარადგინოს გამოწვევა იმის დადასტურებისთვის, სათანადოდ დამუშავდა თუ არა ტრანზაქცია, თაღლითობის მტკიცებულების მეშვეობით.
თუ აღმოჩნდება, რომ პაკეტში არის შეცდომები, როლაფის პროტოკოლი აღმოფხვრის მათ არასათანადო ტრანზაქცი(ებ)ის ხელახლა შესრულებისა და ბლოკის განახლების გზით. მხარეები, რომლებიც დაადასტურებენ არასათანადო ტრანზაქციების შესრულებას, დაჯარიმდებიან.
ოპტიმისტური როლაფებს შეზღუდვები
მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არსებობს ტრანზაქციის ვალიდაციის პროცესი, არსებობს გამოწვევის პერიოდი, რომელიც არ გააჩნიათ ნულოვანი ინფორმაციის როლაფებს. ეს პერიოდი ზრდის ტრანზაქციების საბოლო დამუშავების დროს.
ოპტიმისტური როლაფების მქონე ბლოკჩეინების საბოლოობის დონეც ბევრად უფრო დაბალია ნულოვანი ინფორმაციის როლაფებთან შედარებით. საბოლოობა გახლავთ იმის საზომი, თუ რამდენი დრო დასჭირდა მომხმარებელს იმის გარანტიის მისაღებად, რომ ტრანზაქციები არ გაუქმდებოდა, ან შეიცვლებოდა. ოპტიმისტურ როლაფებზე გამოტანის ოპერაციები გვიანდება, რადგან ვიდრე შესაძლებელი გახდება თანხების გამოტანა, უნდა ამოიწუროს გამოწვევის პერიოდი. ამის საპირისპიროდ, ნულოვანი ინფორმაციის როლაფებზე გამოტანის ოპერაციები ამოქმედდება ნულოვანი ინფორმაციის სმარტ კონტრაქტის მიერ თქვენი ვალიდურობის მტკიცებულების დადასტურებისთანავე.
გარდა ამისა, ზოგიერთი მომხმარებელი ოპტიმისტურ როლაფებს მიიჩნევს შედარებით ნაკლებად ეფექტურად ნულოვანი ინფორმაციის როლაფებთან შედარებით. ოპტიმისტური როლაფების შემთხვევაში, ტრანზაქციის საბოლოო დამუშავებამდე, ტრანზაქციების მონაცემები სრულად უნდა განთავსდეს ბლოკჩეინზე. ნულოვანი ინფორმაციის როლაფების შემხვედრი მხარეების შემთხვევაში, ბლოკჩეინზე საჭიროა მხოლოდ ვალიდურობის მტკიცებულებების განთავსება.
რა არის ნულოვანი ინფორმაციის (zk) როლაფი?
ნულოვანი ინფორმაციის როლაფები გახლავთ პროტოკოლები, რომლებიც ტრანზაქციებს აჯგუფებენ პაკეტებში, რათა მოხდეს მათი შესრულება მთავარი ბლოკჩეინის გარეთ. ნულოვანი ინფორმაციის როლაფის ოპერატორი თითოეული პაკეტისთვის წარმოადგენს საჭირო ცვლილებების შეჯამებას, ნაკრებში არსებული ტრანზაქციების შესრულების შემდეგ. ოპერატორებს ვალიდურობის მტკიცებულებების შექმნაში დამატებითი როლი აქვთ, ისინი ამტკიცებენ, რომ ცვლილებები სათანადოდაა განხორციელებული. ეს მტკიცებულებები ტრანზაქციების მონაცემებთან შედარებით ბევრად უფრო მცირე ზომისაა; შესაბამისად, მათი ვერიფიკაცია ბევრად უფრო სწრაფად და იაფად ხდება.
Ethereum-ზე ნულოვანი ინფორმაციის როლაფები ტრანზაქციის მონაცემებს ამცირებენ შეკუმშვის მეთოდებით, ტრანზაქციების Ethereum-ზე calldata-ის სახით შეყვანით და ამით რეალურად ამცირებენ მომხმარებელთა საკომისიოებს.
როგორ ხდება ტრანზაქციების ვალიდაცია ნულოვანი ინფორმაციის როლაფებით?
ნულოვანი ინფორმაციის როლაფები ტრანზაქციების ვალიდაციისთვის იყენებენ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP). ZKP-ები გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელსაც ვუწოდებთ დამმტკიცებელს და რომელსაც სურს დაარწმუნოს შემმოწმებლის სახელით ცნობილი მეორე მხარე იმაში, რომ ფლობს შესაბამის ცოდნას და შესაბამისად, ადასტურებს ტრანზაქციას.
აი, როგორ ხდება ეს:
დამმტკიცებელი წარადგენს მათემატიკურ მტკიცებულებას, რომლის შექმნაც მხოლოდ თავად შეუძლიათ.
შემმოწმებელი ამ მათემატიკურ მტკიცებულებას გამოიყენებს ტრანზაქციის ვალიდურობის შესამოწმებლად.
ინფორმაციის ვალიდურობის მტკიცებულების მიღება შესაძლებელია შემმოწმებლისადმი შინაარსის გამჟღავნების გარეშე.
ნულოვანი ინფორმაციის როლაფების უპირატესობები
ნულოვანი ინფორმაციის როლაფები, სათანადო გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების მაღალ დონეს. უსაფრთხოების ამ დონის უზრუნველყოფას ხელს უწყობს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - ნულოვანი ინფორმაციის ვალიდურობის მტკიცებულებების გამოყენება. მათი მეშვეობით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ქსელი ფუნქციონირებს მხოლოდ ვალიდურ მდგომარეობაში და შესაბამისად, ოპერატორებს არ აქვთ მომხმარებელთა ფინანსების მითვისების, ან სისტემის რაიმე თვალსაზრისით დაზიანების შესაძლებლობა.
ნულოვანი ინფორმაციის როლაფების გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ არ არსებობს მომხმარებლების მიერ ქსელის მონიტორინგის საჭიროება. ნულოვანი ინფორმაციის როლაფებით მონაცემები სრულად ინახება ბლოკჩეინზე და საჭიროებს ვალიდურობის მტკიცებულებებს. შესაბამისად, ოპერატორს არ აქვს შეუსაბამო ქმედებების განხორციელების შანსი და მომხმარებლებს, თავის მხრივ, არ აქვთ სადარდებელი ქსელთან დაკავშირებულ რაიმე თაღლითობაზე. გარდა ამისა, ნულოვანი ინფორმაციის როლაფები მომხმარებლებს საკუთარი თანხების mainnet-ზე გამოტანის შესაძლებლობას აძლევს, ოპერატორებთან თანამშრომლობის საჭიროების გარეშე, ტოკენის მფლობელობის მონაცემთა ხელმისაწვდომობით დამტკიცების გზით.
ოპტიმისტური როლაფების მსგავსად, ტრანზაქციების შესრულების სიჩქარის გასაზრდელად, ნულოვანი ინფორმაციის როლაფებიც ბლოკჩეინის გარეთ შესრულების მექანიზმს იყენებენ.
განსხვავება ნულოვანი ინფორმაციის როლაფებსა და ოპტიმისტურ როლაფებს შორის
ქვემოთ მოცემულია ოპტიმისტურ როლაფებსა და ნულოვანი ინფორმაციის როლაფებს შორის განსხვავებათა შეჯამება.
რა მომავალი ელით ნულოვანი ინფორმაციისა და ოპტიმისტურ როლაფებს?
ნულოვანი ინფორმაციის როლაფებისა და ოპტიმისტური როლაფების მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გამომდინარე იქიდან, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტო და ბლოკჩეინ სივრცეში, არის შანსი, რომ როლაფებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ბლოკჩეინის ეფექტურობის დონის გაუმჯობესებაში. დიდია ალბათობა იმისა, რომ გაგრძელდება ბლოკჩეინებზე მასშტაბირების ტექნოლოგიების გამოცდა, მათ შორისაა შარდინგი, როლაფები, და 0 დონე. გარდა ამისა, სავარაუდოდ გაგრძელდება ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა, როლაფებთან ერთად, ან მათ ნაცვლად.
შეჯამება
ვინაიდან კრიპტოზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა და ამან გააფართოვა ბლოკჩეინის არსებული საზღვრები, უამრავი მხრიდან იქნა მიღებული შემოთავაზებები მასშტაბირების სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ძირეული განსხვავებები როლაფების ორ ტიპს შორის - ოპტიმისტური და ნულოვანი ინფორმაციის როლაფები. რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს როლაფების პრაქტიკაში გამოყენების ტესტირება, არსებობს ალბათობა, რომ საბოლოოდ მოხდეს ისეთი უპირატესი ვარიანტის შემუშავება, რომელიც დაგვეხმარება მასშტაბირების მასობრივი თვალსაზრისით განხორციელებაში.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
რა არის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულება და რა გავლენა აქვს მას ბლოკჩეინზე?
უარი პასუხისმგებლობაზე და გაფრთხილება რისკის შესახებ: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. ეს არ არის ფინანსური რჩევა.