რა არის Sahara AI (SAHARA)?

რა არის Sahara AI (SAHARA)?

განახლებული Jun 26, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Sahara AI (SAHARA) არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას, მფლობელობასა და გამოყენებას ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის.

  • პროექტი გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და მონაცემების შექმნის, გაზიარებისა და მონეტიზაციის ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე მეთოდს.

  • ბლოკჩეინის გამოყენებით, Sahara უზრუნველყოფს ჯილდოების სამართლიან განაწილებას კონტრიბუტორებს შორის და ხელოვნური ინტელექტის აქტივების ნებართვის საჭიროების გარეშე გამოყენების შესაძლებლობას.

Sahara AI CTA ბანერი

შესავალი

დღეისათვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის უმეტესობა რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტის მიერ არის შემუშავებული და მართული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახერხებელია, მას ასევე თან ახლავს ისეთი უარყოფითი მხარეები, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მის შექმნასა და განვითარებაში სხვების მონაწილეობის შეზღუდვა. ისეთი პროექტები, როგორიცაა Sahara AI, მიზნად ისახავს ამ მდგომარეობის შეცვლას და მომხმარებლისთვის ღია და სამართლიანი დეცენტრალიზებული პლატფორმების შეთავაზებას, სადაც ყველას ექნება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შემუშავების, შექმნის ან მხარდაჭერის შესაძლებლობა.

რა არის Sahara AI?

Sahara AI არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა უფრო მარტივი, სამართლიანი და ღია გახდეს. რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაზე დაყრდნობის ნაცვლად, Sahara ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალური დეველოპერებით დაწყებული გლობალური გუნდებით დამთავრებული, საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით შექმნას, გამოიყენოს და გამოიმუშაოს გამჭვირვალე და უნებართვო გზით. 

მიუხედავად იმისა, AI მოდელს ქმნით, ღირებულ მონაცემებს აზიარებთ თუ უბრალოდ ეცნობით ხელმისაწვდომ რესურსებს, Sahara გთავაზობთ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობასა და ინსტრუმენტებს. ყველაფერი ინახება ბლოკჩეინზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემები დაცულია და თქვენი ჯილდოები ავტომატურად მუშავდება სმარტ კონტრაქტების საშუალებით.

როგორ მუშაობს Sahara AI ?

Sahara AI შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც ყველა მომხმარებელს ეხმარება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებისა და რესურსების შექმნაში, მართვასა და გაზიარებაში:

1. Sahara ბლოკჩეინი

Sahara არის ძირითადი ბლოკჩეინი, რომელიც აღრიცხავს ყველა გადარიცხვას, მოდელის მფლობელობასა და კონტრიბუციებს გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცული ფორმით. დიდი მონაცემთა ნაკრებები და მოდელები ინახება ბლოკჩეინის გარეთ, რათა პროცესი სწრაფი და ეფექტური იყოს, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა მფლობელობა და გადარიცხვების ისტორია, ინახება ბლოკჩეინზე.

2. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა

ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნას ბევრი რესურსი და კოორდინაცია სჭირდება. Sahara მომხმარებლებს სთავაზობს საზიარო პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი გამომთვლელი რესურსის გაზიარება ან ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაზე ერთად მუშაობა. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერს, დაწყებული დამოუკიდებელი დეველოპერით და დამთავრებული დიდი გუნდებით, ეფექტურად გაწვრთნას და განათავსოს მოდელები.

3. Sahara AI სავაჭრო ბირჟა

ის წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების პლატფორმას. აქ ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ ან ერთმანეთს გაუზიარონ ხელოვნური ინტელექტის მოდელები, მონაცემთა ნაკრებები და აგენტები. ის მუშაობს სმარტ კონტრაქტების საშუალებით, რომლებიც მართავენ ლიცენზირებასა და გადახდებს, რაც ტრანზაქციების გამჭვირვალობას და ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. თუ თქვენ რაიმე ფასეული შექმენით, მისი მონეტიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Sahara AI-ს სავაჭრო ბირჟა.

4. დეველოპერის ინსტრუმენტები

Sahara გთავაზობთ დეველოპერის ინსტრუმენტებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც პროგრამისტებისთვის, ასევე პროგრამირების არმცოდნე პირებისთვის. დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ Sahara-ს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ინსტრუმენტები (SDK) და API ძლიერი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შესაქმნელად, ხოლო არატექნიკურ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ Drag-and-Drop ინტერფეისები და შაბლონები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების კოდის დაწერის გარეშე გასაშვებად.

5. უსაფრთხო საცავი

Sahara გვთავაზობს უსაფრთხო საცავებს, სადაც შეგიძლიათ თქვენი მოდელები და მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ. დაშიფვრა და წვდომის კონტროლი უზრუნველყოფს, რომ თქვენს მიერ შექმნილ ან ატვირთულ მასალებზე მხოლოდ თქვენ ან თქვენს მიერ არჩეულ პირებს ჰქონდეთ წვდომა.

Sahara AI-ს არქიტექტურა

Sahara AI შედგება ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული შრისგან, რომლებზეც არის დაფუძნებული პლატფორმის მუშაობა:

აპლიკაციის შრე

სწორედ აქ შეგიძლიათ Sahara AI-სთან ურთიერთქმედება ინსტრუმენტების პანელების, აპლიკაციების ან კოდის გარეშე გამოსაყენებელი ინსტრუმენტებით. ეს მოიცავს შემდეგს:

  • Sahara ID: თქვენი ვინაობა და რეპუტაცია პლატფორმაზე.

  • Sahara Vaults: თქვენი უსაფრთხო საცავი მოდელებისა და მონაცემების შესანახად.

  • Sahara Agent: ხელოვნური ინტელექტის აგენტები, რომელთა შექმნა და გამოყენებაც თქვენ შეგიძლიათ.

  • ინსტრუმენტების ნაკრები: კოდით ან კოდის გარეშე შექმნისთვის.

  • სავაჭრო ბირჟა: სადაც შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააზიაროთ ხელოვნური ინტელექტის აქტივები.

ტრანზაქციების შრე

ეს არის სისტემის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს, თუ ვინ რას ფლობს და რა ხდება მაშინ, როდესაც ვინმე ყიდულობს, ახდენს ლიცენზირებას ან იყენებს ხელოვნური ინტელექტის აქტივს. მის მუშაობას უზრუნველყოფს:

მონაცემთა შრე

ხელოვნურ ინტელექტს უამრავი მონაცემი სჭირდება. ეს შრე აკონტროლებს ამ მონაცემების შენახვასა და მართვას:

  • მეტამონაცემები და ძირითადი ჩანაწერები ინახება ბლოკჩეინზე.

  • ეფექტურობისთვის, დიდი ფაილები ბლოკჩეინის გარეთ ინახება.

  • უსაფრთხოების ფუნქციები იცავს სენსიტიურ მონაცემებს.

აღსრულების შრე

სწორედ აქ მიმდინარეობს ნამდვილი სამუშაო. ის ასრულებს ხელოვნური ინტელექტის ტრენინგის და ანალიზის შედეგების გენერირების დავალებებს შემდეგი ფუნქციების გამოყენებით:

  • მაღალეფექტური ინფრასტრუქტურა.

  • დავალებების კოორდინირებული შესრულება.

  • აბსტრაქციები მონაცემთა ნაკრებების, მოდელებისა და გამოთვლებისათვის.

დეცენტრალიზებული მმართველობა

Sahara AI იმართება მისი საზოგადოების მიერ Sahara DAO-ს მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პროტოკოლის განახლება ან ფინანსების განაწილება, მიიღება იმ ადამიანების მიერ, ვინც პლატფორმას იყენებს და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. მხარდამჭერი ჯგუფი, Sahara-ს ფონდი, ეხმარება პლატფორმას სრულ დეცენტრალიზაციაზე გადასვლაში და მხარს უჭერს ეკოსისტემის ზრდას, კვლევებსა და გრძელვადიან განვითარებას.

SAHARA ტოკენი

SAHARA ტოკენი არის Sahara-ს ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის ადგილობრივი Utility ტოკენი. ტოკენი გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ხელოვნური ინტელექტის ტრენინგის მონაცემებზე წვდომა ან ლიცენზირება: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოკენი ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგისთვის საჭირო მონაცემთა ნაკრებებზე წვდომისთვის.

  • არსებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება: ახალი მოდელის ნულიდან შექმნის მაგივრად, შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა და გამოიყენოთ სხვების მიერ შექმნილი AI მოდელები.

  • გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენება: ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებას ან გაშვებას დიდი რესურსი სჭირდება. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ იქირაოთ გამოთვლითი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ტრენინგისთვის, გაშვებისთვის ან ანალიზის შედეგების გენერირებისთვის.

  • გადახდა მოხმარების მიხედვით: Pay-as-you-go მოდელის მიხედვით, თქვენ იხდით თითოეული ურთიერთქმედების ან ანალიზის შედეგების გენერირებისთვის.

Sahara AI (SAHARA) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 24 ივნისს, Binance-მა განაცხადა, რომ SAHARA იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 25-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 18-დან 21 ივნისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს SAHARA-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 125 მილიონი SAHARA, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,25%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა SAHARA-ს ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Sahara AI გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და გავრცელების ახალ მეთოდებს. კონტროლის რამდენიმე ადამიანზე კონცენტრირების ნაცვლად, ის ყველას აძლევს მონაწილეობის შესაძლებლობას. იქნება ეს მოდელების შექმნით, მონაცემების მიწოდებით, გამოთვლითი რესურსების შეთავაზებით თუ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.