რა არის Newton პროტოკოლი (NEWT)?

რა არის Newton პროტოკოლი (NEWT)?

განახლებული Jun 24, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Newton პროტოკოლი (NEWT) არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც შექმნილია ინტერნეტში ხელმისაწვდომი, ნებართვის საჭიროების არმქონე გლობალური გამომთვლელი შრის შემოთავაზებისთვის.

  • პროექტი წარმოგვიდგენს გამოთვლითი სერვისების გლობალურ რეესტრს, რომელიც მომხმარებლებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს მოიძიონ, მიიღონ წვდომა და შექმნან ნდობის საჭიროების არმქონე გამომთვლელი რესურსები.

  • მისი არქიტექტურა იძლევა მის მრავალ სფეროში გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi), ხელოვნური ინტელექტი, დიდი მოცულობის გამოთვლები, კონფიდენციალურობის დაცვა და სხვა.

  • Newton პროტოკოლის მიზანია გამომთვლელი სერვისების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად ქცევა, სწორედ ისე, როგორც ეს ბლოკჩეინმა მოახდინა საჯარო მონაცემთა ინფრასტრუქტურის დემოკრატიზაციის მეშვეობით.

შესავალი

დღეისათვის ჩვენ მიერ გამოყენებული გამომთვლელი სერვისების უმეტესობას, როგორიცაა ქლაუდ საცავი, რამდენიმე მსხვილი კომპანია აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა ეფექტურად მუშაობს, ის მომხმარებლებს გარკვეული რისკების წინაშე აყენებს, როგორიცაა შეზღუდვები, არჩევანის სიმცირე, მონაცემების გაჟონვა და ზოგჯერ ცენზურაც კი. ისეთი პროექტების მიზანს, როგორიცაა Newton პროტოკოლი, წარმოადგენს ამ სერვისების შეთავაზების უკეთესი გზების მოძებნა, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომობასა და გამოყენების სიმარტივეზე.

რა არის Newton პროტოკოლი?

Newton პროტოკოლი (NEWT) არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს ინტერნეტში ხელმისაწვდომ საჯარო გამომთვლელ შრეს. ის ქმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სერვისების რეესტრს, რომელიც ახდენს გამოთვლითი დავალებების და სერვისების გავრცელებას, მოძიებასა და შექმნას. 

ეს რეესტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია: ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და დეველოპერებს შეუძლიათ მოამზადონ სერვისების ჩამონათვალი, მოიძიონ და გამოიყენონ გამოთვლითი სერვისები გამჭვირვალე და ნებართვის საჭიროების არმქონე სივრცეში.

მისი მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ნებისმიერს შეეძლება შესთავაზოს ან გამოიყენოს ისეთი სერვისები, როგორიცაა ქლაუდ გამოთვლითი სერვისები, ხელოვნური ინტელექტი ან მონაცემთა სპეციალური დამუშავება ისეთი გამჭვირვალე გზით, რომელიც არ მოითხოვს რომელიმე კომპანიის ნდობას.

რატომ შეიქმნა Newton პროტოკოლი?

ცენტრალიზებული ქლაუდ-სერვისების პრობლემა

დღეს გამოთვლითი ქლაუდ-სერვისების უმეტესობა ძლიერ ცენტრალიზებულია და პროვაიდერების მცირე ჯგუფის მიერ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისები მოქნილობასა და მასშტაბირებადობას გვთავაზობს, ისინი ასევე დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან, როგორიცაა:

  • ნდობა: მომხმარებლები უნდა ენდობოდნენ პროვაიდერის კეთილსინდისიერებას, უსაფრთხოებასა და ოპერაციულ სანდოობას.

  • შეზღუდვები: პროვაიდერებს შეუძლიათ თავიანთი სურვილისამებრ შეზღუდონ წვდომა, დააწესონ ცენზურა სერვისებზე ან გააუქმონ შემოთავაზება.

  • მომწოდებლის შეზღუდვა: სერვისებისა და მონაცემების გადატანა პროვაიდერებს შორის შეიძლება იყოს რთული და ძვირადღირებული.

  • ფრაგმენტაცია: ახალი, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების კომბინირება ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული.

Newton-ის პროტოკოლის გამოსავალი

Newton პროტოკოლი ამ პრობლემებს წყვეტს ღია, ბლოკჩეინზე დაფუძნებული გამოთვლითი სერვისების რეესტრის შექმნით. Peer-to-Peer სავაჭრო ბირჟისთვის დაუმუშავებელი გამომთვლელი რესურსების შეთავაზების ნაცვლად, Newton აწყობს თავის სისტემას ისე, რომ:

  • საშუალებას იძლევა ბლოკჩეინზე არსებული რეესტრების მეშვეობით მოიძებნოს გამოთვლითი სერვისები.

  • მხარს უჭერს ურთიერთქმედებას სტანდარტიზებული API-ებისა და ინტერფეისების მეშვეობით, რაც დეველოპერებისთვის ამარტივებს სერვისების შექმნასა და თავსებადობას.

  • ბლოკჩეინზე დაფუძნებული მტკიცებულებებისა და გამჭვირვალე მაჩვენებლების მეშვეობით ის ახალისებს პატიოსან ქცევას პროვაიდერებსა და მომხმარებლებს შორის.

  • ნებისმიერს ეძლევა შესაძლებლობა შეუერთდეს მას როგორც პროვაიდერის, ასევე მომხმარებლის სახით.

როგორ მუშაობს Newton პროტოკოლი?

1. სერვისების On-chain რეესტრი

Newton პროტოკოლის რეესტრი წარმოადგენს გამოთვლით სერვისებზე ხელმისაწვდომ საჯარო და გაყალბებისგან დაცულ კატალოგს. თითოეული ჩანაწერი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  • სერვისის მეტამონაცემები (სახელი, აღწერა, მხარდაჭერილი ინტერფეისები)

  • პროვაიდერის დეტალები

  • ინფორმაცია ფასების შესახებ

  • გამოყენების წესები და პირობები

  • API-ს სპეციფიკაციები

  • ეფექტურობისა და საიმედოობის მაჩვენებლები

ნებისმიერს შეუძლია დაათვალიეროს ეს სია და იპოვოს მისთვის შესაფერისი სერვისი.

2. სტანდარტიზებული ინტერფეისები და API-ები

Newton პროტოკოლის გამოთვლითი სერვისები იყენებს ღია სტანდარტებს, რისი წყალობითაც ყველას შეუძლია ერთნაირი ტიპის ინტერფეისების გამოყენება. ასე რომ, თუნდაც რაიმე კონკრეტულ სერვისთან თავსებად პროდუქტს ქმნიდეთ, სურვილის შემთხვევაში, მოგვიანებით მის სხვა სერვისებთან დაკავშირებას მაინც შეძლებთ.

3. სერვისის მოძიება და შექმნა

შეგიძლიათ მოძებნოთ და გამოიყენოთ სერვისი ან დააკავშიროთ ის სხვა სერვისებთან უფრო რთული პროცესების შესაქმნელად. Newton-ის ფოკუსირება კომბინირებადობაზე ნიშნავს, რომ შესაძლებელია ცალკეული სერვისების უფრო დიდ სამუშაო პროცესებში ინტეგრირება. მაგალითად, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ავტომატიზებული მოქმედებების ჯაჭვის შექმნას, რაც მოიცავს სხვადასხვა ადგილას მდებარე სხვადასხვა პროვაიდერებს.

4. ბლოკჩეინზე ვერიფიკაცია და სტიმულები

Newton იყენებს კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მექანიზმებს სერვისის აღსრულების ვერიფიკაციისა და მთლიანობის შესანარჩუნებლად. ეს წაახალისებს გამოთვლითი სერვისების მომწოდებლებს იმოქმედონ კეთილსინდისიერად და ეხმარება მათ შექმნან სანდო გარემო ცენტრალური მართვის რგოლის გარეშე.

გამოყენების შესაძლო შემთხვევები

  • DeFi ოპერაციები: სხვადასხვა სერვისის გამოყენებით ვაჭრობის ან ფასების განახლების ავტომატიზაცია.

  • დეცენტრალიზებული ხელოვნური ინტელექტი: ხელოვნური ინტელექტის საჯარო სერვისებზე წვდომა ან მათი სხვა გამოთვლით სერვისებთან შერწყმა უფრო მაღალი დონის აპლიკაციების შესაქმნელად.

  • კონფიდენციალურობა: გამოიყენეთ პროვაიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო ან კონფიდენციალურ გამოთვლებს.

  • მრავალი ბლოკჩეინის მონაცემთა დამუშავება: გამოიყენეთ Newton-ის სერვისები რამდენიმე ბლოკჩეინზე არსებული მონაცემების ან პროცესების გაერთიანებისთვის.

  • მეცნიერული კვლევა: დააკავშირეთ სპეციალიზებული გამოთვლითი სერვისები დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზისა და სიმულაციებისთვის.

მაგალითი

დავუშვათ, დეველოპერს სურს შექმნას ახალი DeFi აპლიკაცია, რომელსაც სჭირდება როგორც რთული მათემატიკური გამოთვლები, ასევე ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ანალიზი. ყველაფერი ნულიდან შექმნის ნაცვლად, მას შეუძლია გამოიყენოს Newton პროტოკოლის რეესტრი, რათა იპოვოს ერთი მომწოდებელი, რომელიც რთულ მათემატიკურ გამოთვლებს უზრუნველყოფს და მეორე მომწოდებელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სერვისს შესთავაზებს. მას შეუძლია ეს ყველაფერი ერთ სამუშაო პროცესში გააერთიანონ—რითაც დაზოგავს დროსა და რესურსებს.

NEWT ტოკენი

NEWT ტოკენი Newton-is პროტოკოლის ეკოსისტემის ადგილობრივი Utility ტოკენია. ის ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა გამოთვლით სერვისებზე წვდომის საფასურის, მათ შორის გაზის საკომისიოს, რეესტრის ოპერაციების ღირებულების, პროვაიდერების ჯილდოების გადახდისთვის და სხვა. NEWT ასევე გამოყენებული იქნება სტეიკინგისა (ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და მმართველობისთვის (მფლობელებისთვის პროტოკოლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლების მისაცემად).

Newton პროტოკოლი (NEWT) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2023 წლის 23 ივნისს, Binance-მა განაცხადა, რომ NEWT იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 25-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 17 ივნისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს NEWT-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 12,5 მილიონი NEWT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,25%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა NEWT-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Newton-ის პროტოკოლი (NWT) ცდილობს შეცვალოს ადამიანების მიერ ქლაუდ ტექნოლოგიებზე წვდომის წესები, გახადოს ის უფრო ღია და ნაკლებად დამოკიდებული დიდ კომპანიებზე. გამოთვლითი სერვისების საჯარო რეესტრის შექმნით და მათ შორის მარტივ კავშირებზე ფოკუსირებით, Newton დეველოპერებსა და მომხმარებლებს ვებ-აპლიკაციების შექმნისა და გამოყენების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.