რა არის Falcon Finance (FF)?

რა არის Falcon Finance (FF)?

განახლებული Sep 29, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Falcon Finance არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფის უნივერსალურ ინფრასტრუქტურას სინთეზური აქტივების შექმნისთვის და სარგებლის გენერირებისთვის.

  • როდესაც მომხმარებლები ახორციელებენ სტეიბლკოინების ან კრიპტოვალუტების დეპონირებას, პლატფორმა სანაცვლოდ გასცემს USDf-ს - ჭარბად უზრუნველყოფილ სინთეზურ დოლარს. 

  • მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ ეს USDf სტეიკინგზე და მიიღონ sUSDf, სარგებლის გენერირების ტოკენი, რომელიც ასახავს დროთა განმავლობაში გამომუშავებულ სარგებელს.

  • FF არის ამ პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის, სტეიკინგისთვის და ჯილდოების მიღებისთვის Falcon Finance ეკოსისტემაში.

რა არის Falcon Finance?

Falcon Finance არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს უზრუნველყოფის უნივერსალურ ინფრასტრუქტურას სინთეზური აქტივების დამზადებისთვის და სარგებლის გენერირებისთვის. სტეიბლკოინების და სხვა მხარდაჭერილი ციფრული აქტივების დეპონირებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ USDf, რომელიც წარმოადგენს ჭარბად უზრუნველყოფილ სინთეზურ დოლარს. USDf შეგიძლიათ განათავსოთ სტეიკინგზე და სანაცვლოდ მიიღოთ sUSDf სარგებლის გენერირების ტოკენი, რომლის ღირებულებაც იზრდება დროთა განმავლობაში. ის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიქსირებული პირობების პროდუქტებში და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.

თქვენი დეპოზიტების უსაფრთხოების მიზნით, Falcon Finance თანამშრომლობს ფინანსების განმკარგავ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც იყენებენ multi-signature და multi-party computation (MPC) ტექნოლოგიებს. უსაფრთხოების და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროტოკოლი იყენებს KYC და AML ავტორიზაციას.

როგორ მუშაობს Falcon Finance

USDf

Falcon Finance გთავაზობთ USDf-ის დამზადების ორ მეთოდს: Classic Mint და Innovative Mint. Classic Mint-ის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ დეპოზიტზე განათავსოთ სტეიბლკოინი, მაგალითად USDT ან USDC და სანაცვლოდ მიიღოთ USDf ტოკენი 1:1 თანაფარდობით. თუ თქვენ იყენებთ აქტივს, რომელიც არ არის სტეიბლკოინი, მაგალითად BTC-ს ან ETH-ს, თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი უზრუნველყოფა.

Innovative Mint განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც იყენებენ სტეიბლკოინისგან განსხვავებულ აქტივებს ფიქსირებული ვადის მქონე პროდუქტებში. პლატფორმა გაძლევთ USDf-ის დამზადების და შეზღუდული ოდენობით სარგებლის მიღების შესაძლებლობას ფასის პოტენციური ზრდის შემთხვევაში. თქვენ მიერ მისაღები USDf-ის რაოდენობა გამოითვლება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა დაბლოკვის პერიოდი და რისკის პროფილი, რისი წყალობითაც სისტემა ჭარბად უზრუნველყოფილია.

USDf-ის უზრუნველყოფისთვის გამოყენებული აქტივების ღირებულება აჭარბებს გაცემული ტოკენების ღირებულებას. თქვენი დეპოზიტების მართვისთვის გამოიყენება უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა დანიშნულებაა USDf-ის სტაბილურობის შენარჩუნება ფასის მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. 

sUSDf

sUSDf არის სარგებლის გენერირების ტოკენი, რომელსაც იღებთ USDf-ის Falcon-ის საცავში სტეიკინგის სანაცვლოდ. ტოკენის ღირებულება დაკავშირებულია პროტოკოლის შემოსავალთან, რომელსაც ის იღებს ისეთი სტრატეგიების გამოყენებით, როგორიცაა არბიტრაჟით ვაჭრობა, სტეიკინგი და ლიკვიდურობის მიწოდება. sUSDf-სა და USDf-ს შორის გაცვლითი კურსი იზრდება მოგების დაგროვების პარალელურად, შესაბამისად იზრდება sUSDf-ის თითოეული ერთეულის ღირებულება. 

Classic Yield საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მოგება დაბლოკვის ფიქსირებული პერიოდის გარეშე და აქტივის სტეიკინგიდან ნებისმიერ დროს გამოტანის შესაძლებლობით. უფრო მეტი მოგების მისაღებად, შეგიძლიათ თქვენი USDf ან sUSDf გადაიტანოთ Boosted Yield Vault-ში, სადაც აქტივები იბლოკება ფიქსირებული ვადით. Falcon Finance გთავაზობთ შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას sUSDf-ის განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით, რა დროსაც აქტივები იბლოკება ფიქსირებული ვადით, მაგალითად სამი ან ექვსი თვით.

განმეორებითი სტეიკინგის თითოეული პოზიცია წარმოდგენილია ERC-721 სტანდარტის არაჩანაცვლებადი ტოკენით (NFT), სადაც ნაჩვენებია სტეიკინგზე განთავსებული თანხის ოდენობა და სტეიკინგის არჩეული ხანგრძლივობა. დაბლოკვის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაცვალოთ ეს NFT თავდაპირველ sUSDf-ში, რომელსაც ემატება გამომუშავებული სარგებელი.

ჩვეულებრივ, სტეიკინგის პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან: 

  • აქტივების დეპონირება: დააკავშირეთ თეთრ სიაში არსებული Web3 საფულე და ანგარიშზე შეიტანეთ უზრუნველყოფის თანხა. სტეიბლკოინების, მაგალითად USDT-ის ან USDC-ის დეპონირებისას მზადდება USDf ერთი ერთზე თანაფარდობით, ხოლო სხვა აქტივების, მაგალითად BTC-ის ან ETH-ის გამოყენებისას საჭიროა ჭარბი უზრუნველყოფა.

  • USDf-ის დამზადება: დეპოზიტების დადასტურების შემდეგ, პროტოკოლი უშვებს USDf-ს, რომელიც არის მომხმარებლის აქტივებით ჭარბად უზრუნველყოფილი სინთეზური დოლარი.

  • USDf-ის სტეიკინგი: მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ USDf სტეიკინგზე Falcon-ის საცავებში და სანაცვლოდ მიიღონ sUSDf - სარგებლის გენერირების ტოკენი, რომლის ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება დივერსიფიცირებული სტრატეგიების მეშვეობით.

  • sUSDf-ის განმეორებითი სტეიკინგი: მეტი მოგების მისაღებად, sUSDf შეგიძლიათ დაბლოკოთ ფიქსირებული ვადით, მაგალითად სამი ან ექვსი თვით. დაბლოკვის თითოეული პოზიცია წარმოდგენილია ERC-721 NFT-ის სახით, სადაც ნაჩვენებია ტოკენების რაოდენობა და დაბლოკვის ხანგრძლივობა.

  • გატანა: მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი sUSDf ტოკენები სტეიკინგიდან და დააკონვერტირონ უკან USDf-ში, შემდეგ კი გადაცვალონ ის სტეიბლკოინებში ერთი-ერთზე თანაფარდობით. სტეიბლკოინებისგან განსხვავებული აქტივების გამოყენებისას, მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ საწყისი უზრუნველყოფა, თუმცა ამ დროს საჭიროა ბაზრის ბუფერების და ლოდინის პერიოდების გათვალისწინება.

რისკები და პრობლემები

Falcon Finance-ის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები. სხვა ციფრული აქტივების მსგავსად, Falcon-ის აქტივები შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან, რაც მოიცავს კიბერშეტევებს, ბლოკჩეინის ხარვეზებს და ტექნიკურ გაუმართაობას. ასევე არსებობს მიბმის გაუქმების რისკი, როდესაც USDf-ის ან სხვა აქტივის ფასის უზრუნველყოფის აქტივთან მიბმა უქმდება ბაზრის მერყეობის, ლიკვიდურობის ნაკლებობის ან რეგულაციების ცვლილებების გამო.

ასევე არსებობს ოპერაციული რისკები, როგორიცაა ინტერნეტკავშირის დაკარგვა ან სისტემური შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსელთან წვდომის დროებით შეზღუდვა ან ტრანზაქციების დაყოვნება. გარდა ამისა, Falcon Finance თანამშრომლობს ფინანსების განმკარგავ მესამე მხარის ორგანიზაციებთან და სერვისებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება აღარ ქონდეს აქტივების კონტროლის შესაძლებლობა მათი სხვა პლატფორმაზე გადატანის შემდეგ.

რისკის მართვის მეთოდი

აღნიშნული რისკების მართვისთვის, Falcon Finance იყენებს ავტომატურ მონიტორინგს, ინდივიდუალური ზედამხედველობის და სავაჭრო სტრატეგიების მეშვეობით, რომელთა დანიშნულებაა ფასის უეცარი რყევების ეფექტის შემცირება. პროტოკოლი მიზნად ისახავს ბალანსის შენარჩუნებას, რისთვისაც აქტივების ნაწილს ინახავს ლიკვიდური ფორმით და ზღუდავს მაღალი მერყეობის მქონე ტოკენებთან ექსპოზიციას.

თუ გაჩნდება სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების საფრთხე, Falcon Finance-მა შეიძლება დახუროს პოზიცია ან განახორციელოს მისი ჰეჯირება პოტენციური ზარალის შემცირების მიზნით. ამასთანავე, პროტოკოლს აქვს on-chain სადაზღვევო ფონდი, რომელიც ასრულებს რეზერვის ფუნქციას სტრესის პერიოდებში და შეიძლება გამოყენებულ იქნეს USDf ბაზრების მხარდასაჭერად და სისტემის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. ეს დაცვის ზომები ხელს უწყობს რისკის მართვას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მის სრულად აღმოფხვრას, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ვაჭრობის წინ თქვენთვის მისაღები რისკის დონის განსაზღვრა.

FF ტოკენი

FF არის Falcon Finance პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი 10 მილიარდი ტოკენია. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • მმართველობა: FF ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ შემოთავაზებებს, რომლებიც გავლენას ახდენს Falcon Finance-ის ძირითად ასპექტებზე, მაგალითად პროტოკოლის განახლებებს ან გრძელვადიანი განვითარების ინიციატივებს.

  • წახალისებები: FF ტოკენის სტეიკინგი ან ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა უპირატესობებს, როგორიცაა უფრო მაღალი წლიური საპროცენტო სარგებელი USDf-ის სტეიკინგის დროს, ტოკენის დამზადებისთვის საჭირო უზრუნველყოფის თანხის შემცირება და ფასდაკლებები სვოპის საკომისიოებზე.

  • ეკოსისტემის ჯილდოები: FF ტოკენის მთლიანი მარაგის ნაწილი გამოყოფილია მომხმარებლების ჯილდოებისთვის, რომლებსაც ისინი იღებენ ეკოსისტემის პროცესში მონაწილეობისთვის და ისეთი აქტივობების შესრულებისთვის, როგორიცაა ტოკენების დამზადება, სტეიკინგი და DeFi პროტოკოლებში მონაწილეობა.

  • პროდუქტებზე წვდომა: FF ტოკენის მფლობელები იღებენ ადრეულ წვდომას სამომავლო პროდუქტებზე და ფუნქციებზე, რაც მოიცავს დელტა-ნეიტრალურ სარგებლის საცავებს და ტოკენის დამზადების სტრუქტურირებულ ვარიანტებს.

Falcon Finance (FF) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 26 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ FF იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 46-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 16 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს FF-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 150 მილიონი FF, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა FF-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Falcon Finance არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს აქტივების უზრუნველყოფის სახით გამოყენების, სინთეზური დოლარების შექმნის და სარგებლის გენერირების სტრატეგიებზე წვდომის ინფრასტრუქტურას. ისეთი მახასიათებლების მეშვეობით, როგორებიცაა USDf-ზე, sUSDf-ზე და NFT-ზე დაფუძნებული სტეიკინგი, პლატფორმა გვთავაზობს ციფრული აქტივების დაბლოკვის სხვადასხვა ვარიანტს მათზე წვდომის შენარჩუნებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები გვთავაზობს მოგების მიღების შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ციფრული აქტივები დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკებთან, როგორიცაა მერყეობა, მიბმის გაუქმება და უსაფრთხოების პრობლემები. მონაწილეობის მიღებამდე, თქვენ ყურადღებით უნდა შეაფასოთ ეს რისკები და ვაჭრობისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.







პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.