მთავარი დეტალები
Bitcoin შეგვიძლია გამოვიყენოთ საქონლის და სერვისების საფასურის გადასახდელად ტრადიციული ფულის მსგავსად, თუმცა ის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიერ მხარდაჭერილ დეცენტრალიზებულ ქსელზე მუშაობს.
Bitcoin-ით (BTC) გადახდების განხორციელებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ციფრული საფულე, მიმღების საფულის მისამართი ან QR კოდი და BTC-ის საკმარისი რაოდენობა, რათა დაფაროთ როგორც გადასახდელი თანხა, ისე ქსელის საკომისიო.
ბიზნესებს შეუძლიათ Bitcoin-ის პირდაპირი გზით ან გადახდის სერვისის პროვაიდერების მეშვეობით მიღება, რომლებიც ავტომატურად აკონვერტირებენ BTC-ს ფიატ-ვალუტაში.
მიუხედავად იმისა, რომ bitcoin-ით განხორციელებული გადახდები გვთავაზობს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა გლობალური წვდომა და ნაკლები შუამავლები, მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ ფასების რყევის, ტრანზაქციის საკომისიოების და პოტენციური საგადასახადო ვალდებულებების ფაქტორებიც.
შესავალი
Bitcoin, მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტა, 2009 წელს გაეშვა, როგორც peer-to-peer ელექტრონული ფულის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად მიიჩნევა დანაზოგის საშუალებად ან ინვესტირების აქტივად, Bitcoin თავდაპირველად შეიქმნა ციფრული ვალუტის ფუნქციით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადარიცხონ ვალუტა პირდაპირ, ბანკებზე და შუამავლებზე დამოკიდებულების საჭიროების გარეშე.
დღეისათვის, Bitcoin შეგვიძლია გამოვიყენოთ გადახდების განსახორციელებლად გარკვეულ რეგიონებსა და ინდუსტრიის დარგებში, ადგილობრივი რეგულაციების და გავრცელების დონის გათვალისწინებით. ამის გავრცელებული მაგალითებია:
საცალო ვაჭრობის სერვისები: შეგიძლიათ გადაიხადოთ გარკვეული პროდუქტების, გამოწერების ან ციფრული სერვისების საფასური Bitcoin-ით პირდაპირი გზით ან მესამე მხარის გადახდის სერვისის პროვაიდერების მეშვეობით.
მოგზაურობა: ზოგიერთი ავიაკომპანია, ჯავშნების პლატფორმები და სასტუმროები იღებენ Bitcoin-ს რეზერვაციებისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
სასაჩუქრე ბარათები: თქვენ შეგიძლიათ Bitcoin გამოიყენოთ სასაჩუქრე ბარათების შესაძენად, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ არჩეულ საცალო მოვაჭრეებთან, რესტორნებში ან სხვა გასართობი დაწესებულებების პროდვაიდერებთან.
ქველმოქმედება: ზოგიერთი არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია იღებს Bitcoin-ის დონაციებს, რომელთა ტრანზაქციები გამჭვირვალედ აისახება ბლოკჩეინზე.
გადარიცხვები საზღვარგარეთ: შეგიძლიათ Bitcoin-ის პირდაპირ სხვებთან გადაგზავნა, რაც საზღვარგარეთ თანხის გაგზავნის ალტერნატივაა, რომელიც გამორიცხავს ბანკებზე ან სავალუტო ბირჟებზე დამოკიდებულებას.
Bitcoin როგორც გლობალური გადახდის მეთოდი
Bitcoin გადახდები ხორციელდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც ასრულებს საზიარო, ციფრული ლეჯერის ფუნქციას და აღრიცხავს ყველა ტრანზაქციას უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ. ბანკების ან გადახდის სერვისის პროვაიდერების გამოყენების ნაცვლად, ტრანზაქციები გადის ვერიფიკაციას ნოდების მეშვეობით ქსელში, სანამ ისინი მუდმივად დაემატება ბლოკჩეინზე.
როდესაც Bitcoin-ს აგზავნით, თქვენი საფულიდან BTC-ის გარკვეული რაოდენობა იგზავნება მიმღების საფულის მისამართზე. ამ პროცესს უკან უდგას დაუხარჯავი ტრანზაქციების მონაცემების (UTXO-ები) სახელით ცნობილი სისტემა, რომელიც იყენებს თქვენი არსებული ბალანსის გარკვეულ ნაწილს მიმღებისთვის ახლის შესაქმნელად. გადახდის ბლოკჩეინზე დადასტურები შემდეგ მისი დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია გაგზავნამდე ყველა დეტალი შეამოწმოთ.
როგორ გამოიყენოთ Bitcoin ნივთების შესაძენად
საფეხური 1: დააყენეთ Bitcoin საფულის პარამეტრები
გადახდების Bitcoin-ით განხორციელებისთვის, თქვენ გჭირდებათ კრიპტო საფულე, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახოთ, გადარიცხოთ და მიიღოთ BTC. საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ საფულის სხვადასხვა ტიპიდან რომელიმე.
მობილური და დესკტოპის საფულეები იდეალურია ყოველდღიურად გამოყენებისთვის, ხოლო აპარატურული საფულეები უზრუნველყოფს მეტ დაცვას ხანგრძლივი შენახვისთვის. თუ მოსახერხებელ ვარიანტს ეძებთ, განიხილეთ Binance საფულის გამოყენება, რათა უსაფრთხოდ შეინახოთ და მართოთ თქვენი Bitcoin-ები.
როდესაც საფულის პარამეტრებს დააყენებთ, მიიღებთ საჯარო მისამართს, რომელიც საბანკო ანგარიშის ნომრის მაგივრობას წევს Bitcoin-ის მიღებისას, ასევე მიიღებთ პირად გასაღებს, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციებზე ხელის მოსაწერად და მათ დასადასტურებლად. მნიშვნელოვანია თქვენი პირადი გასაღების და აღდგენის ფრაზის უსაფრთხოდ შენახვა, რადგან ისინი საჭიროა თქვენი თანხების განკარგისთვის და მათზე წვდომისთვის, ხოლო მათი დაკარგვა თქვენს Bitcoin-ზე წვდომის სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს.
საფეხური 2: Bitcoin-ის შეძენა
როდესაც თქვენი საფულე მზად იქნება, შემდეგი ნაბიჯი Bitcoin-ის მიღებაა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია BTC-ის კირპტოვალუტის ბირჟაზე ყიდვა, სადაც BTC-ის შესაძენად შეგიძლიათ თქვენი ადგილობრივი ვალუტა გამოიყენოთ საბანკო გადარიცხვის ან ბარათით გადახდის გზით.
ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია Bitcoin-ის Bitcoin ATM-იდან შეძენა ან მისი პირდაპირ ყიდვა peer-to-peer ტრანზაქციის მეშვეობით. Bitcoin-ის შეძენის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ის თქვენს პირად საფულეში და გამოიყენოთ გადახდებისთვის.
საფეხური 3: Bitcoin-ის გამოყენება გადახდებისთვის
ბიზნესების უმეტესობა, რომლებიც Bitcoin-ს იღებენ, აზიარებენ QR კოდს, საფულის მისამართს ან გადახდის ბმულს. QR კოდი მოიცავს თანხის ოდენობას და მიმღების საფულის მისამართს, რომელსაც პირდაპირ თქვენი საფულის აპლიკაციიდან დაასკანერებთ.
გადახდის განხორციელებამდე გამონახეთ დრო, რათა კარგად შეამოწმოთ ტრანზაქციის დეტალები. დარწმუნდით, რომ თანხა სწორადაა მითითებული და შეამოწმეთ თქვენს საფულეში ნაჩვენები ქსელის საკომისიო. საკომისიოები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად დატვირთულია Bitcoin-ის ქსელი, ამან ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ტრანზაქციის დადასტურების დროზე.
დეტალების დადასტურების შემდეგ, გახსენით საფულე, დაასკანერეთ QR კოდი ან შეიყვანეთ საფულის მისამართი და განახორციელეთ ტრანზაქცია. თქვენი გადახდა Bitcoin-ის ქსელში გაიგზავნება, სადაც ის დადასტურდება და ჩაიწერება ბლოკჩეინზე.
როდესაც ტრანზაქცია საკმარის დადასტურებებს მიიღებს (ზოგადად ამას 10-20 წუთი სჭირდება, ქსელის აქტივობიდან გამომდინარე), გადახდა ჩაითვლება დასრულებულად. ზოგი მოვაჭრე, ვინც იყენებს გადახდის სერვისის პროვაიდერებს, იღებს შეტყობინებას მაშინვე, როგორც კი ტრანზაქცია დაფიქსირდება და მანამ, სანამ ის სრულად აისახება ბლოკჩეინზე.
გასათვალისწინებელი საკითხები
Bitcoin-ის გადახდებისთვის გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი:
ტრანზაქციის საკომისიოები და მერყეობა
ყოველი Bitcoin-ით შესრულებული ტრანზაქცია მოიცავს ქსელის საკომისიოს, რომელიც გადაეცემა მაინერებს ტრანზაქციის დამუშავებისა და დადასტურების სანაცვლოდ. საკომისიოს რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი გადახდის დამუშავების დროზე. რაც მეტია თქვენ მიერ გადახდილი საკომისიო, მით უფრო სწრაფად მოხდება თქვენი ტრანზაქციის დადასტურება, ხოლო მცირე ოდენობის საკომისიოს გადახდის შემთხვევაში, გადახრის დამუშავებას მეტი დრო დასჭირდება.
ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ Bitcoin-ის ფასი მერყევია და შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს დროის მოკლე მონაკვეთში. BTC-ის გაგზავნამდე ან მიღებამდე სასურველია შეამოწმოთ მიმდინარე გაცვლითი კურსი. ზოგიერთი მოვაჭრე იყენებს ავტომატურ კონვერტაციის ხელსაწყოებს, რათა დააფიქსიროს Bitcoin-ის ღირებულება გადახდის მომენტისთვის.
ქსელის დატვირთულობის დროს შესაძლოა გაიზარდოს ტრანზაქციის საკომისიოები, რაც მცირე ოდენობის გადახდების განსახორციელებლად არაპრაქტიკულია. თუ მცირე ოდენობის თანხის ხშირად გადარიცხვა გიწევთ, შეგიძლიათ სცადოთ Bitcoin Lightning Network-ის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს მე-2 დონის ტექნოლოგიას და უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და იაფ Bitcoin-ტრანზაქციებს.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
Bitcoin-ით ნებისმიერი გადახდის განხორციელებამდე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ძირითადი უსაფრთხოების ზომები. ყოველთვის გადაამოწმეთ საფულის მისამართები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი თანხა სწორ მიმღებთან გადაირიცხება. უფრთხილდით თაღლითობებს ან ფიშინგის მცდელობებს, ასევე ერიდეთ ისეთ ვებსაიტებსა და შეტყობინებებს, რომლებიც არარეალურ მოგებას გპირდებიან ან პირად ინფორმაციას გთხოვენ.
Bitcoin-ით ტრანზქციების განხორციელებისას, თქვენი ინფორმაციის დასაცავად ყოველთვის გამოიყენეთ დაცული ინტერნეტ-კავშირი. არასოდეს არავის გაუზიაროთ თქვენი პირადი გასაღები და აღდგენის ფრაზა, ვინაიდან მათზე წვდომა ნისნავს თქვენი თანხების განკრგვაზე წვდომას.
გახსოვდეთ, რომ ყველა Bitcoin-ის ტრანზაქცია საჯარო ბლოკჩეინზე იწერება. ისინი ფსევდოანონიმურია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი სახელი არ ჩანს, თუმცა თქვენს აქტივობაზე თვალის დევნება მაინც შეიძლება.
გადასახადები და რეგულაციები
გადასახადები და რეგულაციების მოთხოვნები განსხვავდება თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში Bitcoin-ით გადახდები ნებადართულია, თუმცა შეიძლება დაგეკისროთ კაპიტალის მოგების გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება ღირებულება ვალუტის ყიდვის მომენტიდან მისი დახარჯვის მომენტამდე.
ბიზნესებს, რომლებიც Bitcoin-ს, მოეთხოვებათ მათი ტრანზაქციების ზუსტი ჩანაწერების წარმოება ანგარიშგებისა და გადასახადების აღრიცხვისთვის. სანამ გადახდებისთვის Bitcoin-ს გამოიყენებთ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ ადგილობრივი რეგულაციების მოთხოვნებს კრიპტოვალუტის გამოყენებასთან, გადასახადებთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით.
შეჯამება
Bitcoin გვთავაზობს მარტივ, დეცენტრალიზებულ გადახდების წარმოების გზას, ბანკებსა და შუამავლებზე დამოკიდებულების გარეშე. საფულის პარამეტრების დაყენების, BTC-ის შეძენის და ტრანზაქციებისთვის გამოყენების შესწავლით, ნებისმიერი პირი შეძლებს გადახდის გლობალურ სისტემაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ით განხორციელებული გადახდები გვთავაზობს სისწრაფეს და გლობალურ წვდომას, ისინი ასევე მოიცავს რისკებს, როგორიცაა ფასის მერყეობა და ტრანზაქციების გაუქმების შეუძლებლობა. კრიპტოვალუტის გამოყენებამდე და მიღებამდე, მნიშვნელოვანია იყოთ ინფორმირებულები, გამოიყენოთ სანდო პლატფორმები და იცნობდეთ ადგილობრივ რეგულაციებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.