ლეჯერი არის ფინანსების ან მონაცემების ტრანზაქციების ჩანაწერები, რომელთა წარმოებისთვის ტრადიციულად ფიზიკური წიგნები გამოიყენება, თუმცა ამჟამად ისინი უმეტეს შემთხვევაში ციფრული ფაილის სახით არის წარმოდგენილი.
ბლოკჩეინი არის ციფრული ლეჯერის ტიპი, რომელშიც ტრანზაქციის მონაცემები ორგანიზებულია კრიპტოგრაფიულად ურთიერთდაკავშირებული ბლოკების სახით, რისი წყალობითაც ტრანზაქციების ისტორიის შეძვლა ძალიან რთულია.
განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგია (DLT) ზოგად კატეგორიას წარმოადგენს, რომელშიც შედის ბლოკჩეინები და სხვა სისტემები, სადაც ლეჯერების ასლების შენახვას და განახლებას უზრუნველყოფს არა ცენტრალური ორგანიზაცია, არამედ მონაწილეების ჯგუფი.
კრიპტოვალუტის გარდა DLT ლეჯერები ასევე გამოიყენება მომარაგების ჯაჭვის მართვის სისტემაში, ჯანდაცვაში, ფინანსური ანგარიშსწორების სფეროში და საჯარო სექტორში.
ლეჯერი წამოადგენს ჩანაწრების ჟურნალს, რომელიც გამოიყენებოდა ფინანსური ტრანზაქციების, დებეტების, კრედიტების, ბალანსების და ჩანაწერის თარიღების აღრიცხვისთვის. ეს კონცეფცია თანამედროვე საბანკო სისტემამდე არსებობდა: ფიზიკური ლეჯერის წიგნებს ვაჭრები და ბუღალტრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. დღეს ლეჯერების უმეტესობა ციფრულია და მათ კომპანიები, სახელმწიფო უწყებები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ შემოსვლისა და გასავლის ზუსტი აღრიცხვისთვის.
ტრადიციული ლეჯერი არის ფიზიკური ან ციფრული ფაილი, სადაც ხდება ტრანზაქციების თანმიმდევრობით ჩაწერა. ჩვეულებრივ, თითოეული ჩანაწერი შეიცავს ტრანზაქციის თანხას, მხარეებს და თარიღს. შესაბამისად ხდება თითოეული ანგარიშის ბალანსის განახლება. ამ ლეჯერების მართვა ხორციელდება ცენტრალიზებულად, ბანკის, ბუღალტრის ან კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ჩანაწერის დამატების, კორექტირების ან წაშლის უფლება.
ყოველდღიურ ბიზნეს და ფინანსურ საქმიანობაში გამოყენებული ლეჯერების მუშაობის პრინციპი ერთმანეთის მსგავსია. ციფრული ლეჯერების მაგალითებია საბუღალტრო პროგრამები, საბანკო სისტემები და კომპანიის რესურსების დაგეგმვის (ERP) პლატფორმები. ცენტრალიზებული მართვა უზრუნველყოფს მათ ეფექტურობას, თუმცა ეს ასევე ნიშნავს შეცდომების, თაღლითობის, არასანქცირებული წვდომის მაღალ ალბათობას, რამაც შესაძლოა მთელს ლეჯერზე მოახდინოს გავლენა.
DLT სტრუქტურის სხვა ტიპები:
თითოეული სტრუქტურას უწევს არჩევანის გაკეთება სიჩქარეს, დეცენტრალიზაციასა და მონაცემების ტიპს შორის, რომლის დამუშავებას ყველაზე ეფექტურად შეძლებს.
DLT ქსელები შეიძლება დავყოთ მონაწილეობის უფლებების მიხედვით:
DLT ლეჯერების სისტემები აქტიურად გამოიყენება შემდეგ სფეროებში:
ბუღალტერიაში ლეჯერი წარმოადგენს ჩანაწერს, რომლითაც ხდება ორიანიზაციების ან ინდივიდუალური პირების მიერ განხორციელებული ყველა ფინანსური ტრანზაქციის აღრიცხვა. ჩანაწერები კლასიფიცირებულია, როგორც დებეტები და კრედიტები, ხოლო თითოეულ ანგარიშზე მითითებულია მიმდინარე ბალანსი. თანამედროვე საბუღალტრო სისტემებში გამოიყენება ციფრული ლეჯერები, რომლებიც იმართება პროგრამის და არა ფიზიკური წიგნების მეშვეობით.
ბლოკჩეინი არის ციფრული ლეჯერის ტიპი, თუმცა ყველა ლეჯერი ბლოკჩეინს არ წარმოადგენს. ბლოკჩეინში ტრანზაქციის ჩანაწერები გაერთიანებულია კრიპტოგრაფიულად ერთმანეთთან დაკავშირებულ ბლოკებში და გაზიარებულია ქსელის მონაწილეებს შორის. ტრადიციული ლეჯერების ჩანაწერების მართვა ცენტრალიზებულად ხდება. მათ შორის ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბლოკჩეინ-ლეჯერი არის საზიარო, გამჭვირვალე და უცვლელი.
DLT აღნიშნავს ჩანაწერების წარმოების ნებისმიერ სისტემას, სადაც მონაცემების შენახვა და განახლება ხდება ქსელის მონაწილეების ჯგუფის და არა ცენტრალური რგოლის მეშვეობით. ბლოკჩეინი წარმოადგენს DLT-ის ყველაზე გამორჩეულ ტიპს, თუმცა ამ კატეგორიაში ასევე შედის Directed Acyclic Graph-ები (DAG) და კონსენსუსზე დაფუძნებული მონაცემთა მართვის სხვა სტრუქტურები.
DLT ლეჯერები გამოიყენება მომარაგების ჯაჭვის მართვის სისტემაში საქონლის მოძრაობის კონტროლისთვის, ჯანდაცვის სისტემაში პაციენტის ჩანაწერების გაზიარებისთვის, ფინანსურ სერვისებში საერთაშორის გადახდებისთვის და ანგარიშსწორებისთვის და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მიწის რეესტრის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მართვისთვის. სმარტ კონტრაქტები იძლევა ლეჯერების შესაძლებლობების გაფართოებას. მათი მეშვეობით ხდება პროცესების ავტომატიზაცია განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
თავისი არსით, ლეჯერი უბრალოდ ჩანაწერების წარმოების საშუალებას წარმოადგენს. თანამედროვე ლეჯერები მათი წინამორბედებისგან განსხვავდება ჩანაწერების წარმოების, ვერიფიკაციის და გაზიარების მეთოდებით. ბლოკჩეინი და DLT-ის სხვა ტიპები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სისტემები, სადაც საზიარო, გამჭვირვალე და გაყალბებისგან დაცული ტრანზაქციის ჩანაწერების წარმოება ხორციელდება არა ცენტრალიზებულად, არამედ მონაწილეთა ჯგუფის მიერ. ამ სისტემების დანერგვა გრძელდება ფინანსების, ჯანდაცვის და სხვა მრავალ სფეროში. ლეჯერი არის ფუნდამენტური კონცეფცია, რომლის ცოდნა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემები.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...