რა არის და როგორ გამოიყენება ცისარტყელის დიაგრამა?

რა არის და როგორ გამოიყენება ცისარტყელის დიაგრამა?

განახლებული Apr 10, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა წარმოადგენს დიაგრამის შედგენის ინსტრუმენტს, რომელიც გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა არის თუ არა bitcoin-ის (BTC) ფასი რეალურზე დაბალი, რეალურზე მაღალი თუ რეალური ფასის ტოლი, მისი ისტორიული ფასების ანალიზის და ლოგარითმული რეგრესიის მოდელის საფუძველზე.

  • ის შედგება ფერადი ზოლებისგან, რომლებიც აღნიშნავს სხვადასხვა ფასის დიაპაზონს. ფერად ზოლებზე ფასის მონიშვნა გვაწვდის ინფორმაციას ბაზრის განწყობის და პოტენციური გრძელვადიანი ტენდენციების შესახებ.

  • BTC-ის ცისარტყელის დიაგრამა მიმის სახით შეიქმნა 2014 წელს. ფორმულა შეიცვალა 2019 წელს, რაც საფუძვლად დაედო Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამის მე-2 ვერსიის შექმნას, რომელიც ამჟამინდელ სტანდარტს წარმოადგენს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ინსტრუმენტია კრიპტო ანალიზში. კონკრეტული სამიზნე ფასების ჩვენების ნაცვლად, ის გვთავაზობს ფართო ვიზუალურ ინფრასტრუქტურას იმის შესაფასებლად, თუ ახლა რა ადგილასაა bitcoin-ის ფასი მის გრძელვადიან ისტორიულ ტრენდთან მიმართებაში. ამ სტატიაში ახსნილია რა არის დიაგრამა, როგორ მუშაობს ის, როგორ უნდა გამოვიყენოთ და რა შეზღუდვები აქვს.

რა არის BTC-ის ცისარტყელის დიაგრამა?

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა არის ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება bitcoin-ის (BTC) გრძელვადიანი დინამიკის მონიტორინგის მიზნით. ის შედგება 9 ცისარტყელის შაბლონად განთავსებული ფერადი ზოლისგან ფასების ლოგარითმულ შკალაზე, რომლებიც მიუთითებენ ბაზრის განწყობის სხვადასხვა ფაზაზე და გვაწვდიან ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა არის თუ არა Bitcoin-ის (BTC) ფასი რეალურზე ძალიან მაღალი თუ რეალურზე ძალიან დაბალი.

BTC-ის ცისარტყელის დიაგრამა

დიაგრამა არ არის განკუთვნილი ფასების მოკლევადიანი პროგნოზისთვის. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს ნახონ რამდენად ზის bitcoin-ის ამჟამინდელი ფასი მისი გრძელვადიანი ისტორიული დიაპაზონის ფარგლებში. ეს ხდება იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ bitcoin-ის ფასი ლოგარითმული ზრდის ტენდენციას მიჰყვება დროთა განმავლობაში.

როგორ შეიქმნა Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა?

პირველი Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა 2014 წელს შეიქმნა „azop“-ის იუზერნეიმით ცნობილი Reddit-ის მომხმარებლის მიერ, რომელმაც წარმოადგინა ის, როგორც bitcoin-ის ფასის ცვლილების ისტორიის ამსახველი არაფორმალური ვიზუალური ფორმა. თავდაპირველი ვერსია შედგებოდა სწორხაზოვანი ფერადი ზოლებისგან ლოგარითმულ შკალაზე და არა მომრგვალებული ცისარტყელის ფორმის ზოლებისგან, როგორსაც მას დღეს ვხედავთ.

2019 წელს Bitcoin-ის ენთუზიასტმა სახელად Rohmeo-მ განაახლა ფორმულა Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამის მეორე ვერსიის შესაქმნელად. ამ ვერსიამ შემოიღო მომრგვალებული რკალის ფორმა და ფასების დიაპაზონების მოდელირების მიმართ უფრო სისტემატიური მიდგომა, რაც მოიცავს ზოლების ლოგარითმული რეგრესიის დიაგრამაზე გამოსახვას, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა BitcoinTalk-ის მომხმარებლის „trolololo-ს“ მიერ, 2014 წელს.

ასევე აღსანიშნია ისიც, რომ დიაგრამამ მრავალი ცვლილება განიცადა ბაზრის მდგომარეობის გადმოცემის მიზნით. პირველი ვერსიის პერიოდში დაემატა იასამნისფერი ზოლი, რადგან ფასები უკვე არსებულ ყველაზე დაბალ ზოლზე ქვემოთ დაეცა, რამაც მოახდინა იმის ილუსტრაცია, რომ მოდელის საზღვრები არაა ფიქსირებული და ბევრჯერ გადაკეთდა bitcoin-ის ფასის ისტორიის და კომპლექსურობის ზრდასთან ერთად.

როგორ გამოვიყენოთ Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა

1. მოახდინეთ მიმდინარე ფასის ზოლის იდენტიფიცირება.  დაიწყეთ იმ ზოლის იდენტიფიცირებით, რომელიც მიუთითებს BTC-ის ამჟამინდელ სავაჭრო ფასზე.

უახლესი ფასის ისტორია დიაგრამაზე

ამის გაკეთება შეგიძლიათ BlockchainCenter-ის საიტზე გადასვლით და ფასების უახლეს მონაცემებზე დაზუმებით და კურსორის ფასის ზოლთან მიტანით იმის სანახავად, თუ რომელი ფერის ზოლშია ფასი.

2. ზოლის ფერის ინტერპრეტირება.  ცხრა ფერადი ზოლიდან თითოეულს აღწერითი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მათ დიაგრამის შემქმნელმა ბაზრის განწყობის გზამკვლევის მიზნით მიანიჭა.

ზოლების ფერები

ყველაზე ქვედა ფერებიდან (რეალურ ფასზე დაბალი) ზედა ფერებამდე (რეალურ ფასზე მაღალი) ისინი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

  • მუქი ლურჯი („ამოყიდვა“):  ისტორიულად დაკავშირებულია რეალურზე მეტისმეტად დაბალ ფასთან.

  • მომწვანო-მოცისფრო („ყიდვა!“):  მიგვანიშნებს, რომ bitcoin-ის ფასი მისი გრძელვადიანი ტენდეციის ფასთან შედარებით მკვეთრად დაბალია.

  • მწვანე („დაგროვება“):  მიგვანიშნებს, რომ ფასები გრძელვადიან ტენდენციასთან მიმართებით დაბალია.

  • ღია მწვანე („იაფი“): ფასი რეალური ფასის შუა წერტილზე დაბლაა.

  • ყვითელი („HODL!“): ფასი ისტორიული ტენდენციის შუა წერტილშია, რაც გულისხმობს რეალურ ფასს.

  • ნარინჯისფერი („ეს ბუშტია?“):  საშუალო წერტილზე მაღლა, შესაძლოა იყოს რეალურზე მაღალი ფასი.

  • ღია წითელი („FOMO ძლიერდება“):  ისტორიულად დაკავშირებულია ბაზრის მაღალ განწყობასთან.

  • წითელი („აუცილებელია გაყიდვა!“):  ისტორიულად გულისხმობს რეალურზე ბევრად მაღალ ფასს გრძელვადიან ტენდენციასთან მიმართებით.

  • მუქი წითელი („მაქსიმალური ბუშტების თეორია“):  რეალურზე მაქსიმალურად მაღალი ფასი ბაზრების წინა ციკლებზე დაყრდნობით.

გახსოვდეთ, რომ ეს დიაგრამის შემქმნელის მიერ აღსაწერად მოფიქრებული აღნიშვნებია და არა ფინანსური რჩევა. ისინი ასახავს ფასის ცვლილების ისტორიულ შაბლონებს და აღქმული უნდა იყოს როგორც კონტექსტის მომცემი ბევრი მონაცემიდან ერთ-ერთი.

3. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება.  გადახედეთ bitcoin-ის ფასებს წარსულში თითოეული ზოლის ფარგლებში და ნახეთ როგორი ცვლილება განიცადეს მათ. მაგალითად, 2018 წლის Bear ბაზრისას BTC-ის ფასმა მუქ ლურჯ ზოლში გადაინაცვლა, სანამ თანდათან ნორმას დაუბრუნდებოდა. თუმცა, წარსულის შაბლონები არ იძლევა იგივე შედეგების გარანტიას მომავალში და მოდელის პროგნოზირების სანდოობა იცვლებოდა ციკლებიდან გამომდინარე.

4. სხვა ინდიკატორებთან შეთავსება.  Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა მაქსიმალურად გამოსადეგია, როდესაც ანალიზის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად გამოიყენება. რელევანტური ინსტრუმენტების სია შემდეგია:

  • ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები: ინსტრუმენტები როგორებიცაა RSI და MACD გეხმარებიან ფასის მოკლე და საშუალოვადიანი ტენდენციის და მისი მობრუნების პოტენციური წერტილების იდენტიფიცირებაში, რომელთა ჩვენებაც ცისარტყელის დიაგრამას არ შეუძლია.

  • ვაჭრობის მოცულობა: ფასის მნიშვნელოვან ცვლილებებს ვაჭრობის მაღალი მოცულობით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მცირე მოცულობის მქონე ცვლილებას BTC-ის ზოლის ფერის მიუხედავად.

  • სანთლის დიაგრამის ანალიზი: მოკლევადიანი დიაგრამის შაბლონებს შეუძლიათ ბაზარზე შესვლის და გამოსვლის წერტილების ჩვენება უფრო ფართო ტენდენციის ფარგლებში.

  • მდგომარეობის ინდიკატორები: კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი განსაზღვრავს ბაზრის განწყობას და ავსებს ცისარტყელის დიაგრამის გრძელვადიან პერსპექტივას ინვესტორების ქცევის უახლესი მონაცემებით.

  • მაკროეკონომიკის კონტექსტი: პროცენტის განაკვეთებს, ინფლაციას და გლობალურ ლიკვიდურობასაც გავლენა აქვს ინვესტორების ქცევაზე და bitcoin-ის ფასზე ცისარტყელის დიაგრამაზე მისი მდებარეობის მიუხედავად.

მუშაობს თუ არა Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა?

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამის სიზუსტე დღემდე წარმოადგენს დებატების საკითხს. მისი სიზუსტის განსაზღვრისთვის მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

ისტორიული საფუძველი

დიაგრამა იყენებს ფასის ისტორიულ მონაცემებს, ფასის ცვლილებებს წარსულში და ქმნის ბაზრის განწყობის გრძელვადიან მოდელს. ეს გვაწვდის მნიშვნელოვან კონტექსტს Bitcoin-ის ფასების ცვლილებების ციკლებთან დაკავშირებით, მათ შორის 2018 წლის Bear ბაზარის ფსკერისა და 2020-2021 წლების Bull ტენდენციის გათვალისწინებით. თუმცა, ის ფაქტი, რომ ეს მექანიზმი ეფუძნება წარსულის მონაცემებს, არ გვაძლევს მომავალში იგივე შედეგების მიღების გარანტიას და დიაგრამა არ არის ადაპტირებული კრიპტოვალუტების ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებებთან.

2024-2025 წლების ციკლი

2024-2025 წლების ბაზრის ციკლმა ნათლად აჩვენა მოდელის შეზღუდვები. Bitcoin-ის ფასმა მიაღწია ახალ ყველაზე მაღალ წერტილს 109 000 აშშ დოლარის სახით 2025 წლის იანვარში, რასაც 2024 წლის აპრილის ჰალვინგი მოჰყვა (რომელმაც ბლოკის ჯილდოს ოდენობა 6,25-დან 3,125 BTC-მდე შეამცირა). მიუხედავად ამ ცვლილებებისა, BTC-ის ფასი მყარად დარჩა ყვითელი „HODL!“ ზოლის ფარგლებში და არ გადასულა წითელ ან მუქ წითელ „ბუშტების“ ზოლზე, როგორც ეს 2021 წლის პიკისთვის მოხდა. 2024 წლის იანვარში შეერთებული შტატების სპოტ Bitcoin-ის ETF-ების დადასტურებამ გამოიწვია მასზე ორგანიზაციების უცვლელი მოთხოვნა, რამაც განაპირობა უფრო ნელი ფასების თანაბრად ზრდა წინა ციკლებთან შედარებით. ამ მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცისარტყელის დიაგრამის ზედა ზოლები უფრო და უფრო რთული მისაღწევი ხდება ბაზრის განვითარებასთან ერთად, რაც ამცირებს მათ სარგებლიანობას ციკლის ტოპ სიგნალების სახით.

ლოგარითმული რეგრესია

ცისარტყელის დიაგრამა იყენებს ლოგარითმულ რეგრესიას bitcoin-ის მერყეობის შესამსუბუქებლად და ფასის ცვლილების გრძელვადიანი ტენდენციის მოდელის წარმოსადგენად. ეს გვეხმარება ფართო ტენდენციის ილუსტრაციაში, თუმცა შეიცავს რეგრესიის ისეთ მოდელზე დაფუძნებულ ვარაუდებს, რომელიც შეიძლება აღარ იყოს აქტუალური bitcoin-ის ბაზრის სტრუქტურის განვითარების შემდეგ. დიაგრამის ზოლების რეკალიბრაციას რამდენჯერმე მოხდა ცნობილი გადახრების ილუსტრირების მიზნით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოდელის არასტატიკურობას.

ფერის ზოლების სუბიექტურობა

ფერადი ზოლების ზღვრები და აღნიშვნები დიაგრამის შემქმნელის მიერ არის მოფიქრებული და არ წარმოადგენს ბაზრის მდგომარეობის ობიექტურ მნიშვნელობებს. ის რაც ერთ ვერსიაში აღნიშნულია როგორც „ძალიან მაღალი ფასი“, შეიძლება განსხვავებული იყოს სხვაგან. ეს სუბიექტურობა კი ნიშნავს, რომ დიაგრამის სხვადასხვა ვერსიებს ერთი და იმავე ფასისთვის სხვადასხვა სიგნალის ასახვა შეუძლია და მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოლები ასახავს მოდელირების კონკრეტულ არჩევანს და არა უნივერსალურ სტანდარტს.

საერთო ჯამში, ცისარტყელის დიაგრამა ყველაზე უკეთ გრძელვადიანი ტენდენციის ვიზუალიზაციის ინსტრუმენტად გამოდგება და არა პროგნოზირებად მოდელად. ის გვაჩვენებს გამოსადეგ ისტორიულ კონტექსტს, თუმცა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ვაჭრობასთან ან ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამის უპირატესობები

  • ის გრძელვადიან პერსპექტივაში ნათლად ასახავს bitcoin-ის ფასის ისტორიას და ბაზრის განწყობას სხვადასხვა ციკლებში.

  • ის ასევე მომხმარებლებს ეხმარება კონტექსტის დონეზე გაიგონ, თუ სად ზის ამჟამინდელი ფასი მის ისტორიულ ნორმებთან შედარებით ტექნიკური ექსპერტიზის საჭიროების გარეშე.

  • ფერადი ზოლების სტრუქტურა გვთავაზობს მარტივად აღსაქმელ გარემოს ბაზრის ფაზების დასანახად დაწყებული ძალიან დაბალი ფასით და დამთავრებული პოტენციურად ყველაზე მაღალი ფასით

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამის შეზღუდვები

  • ის დიდწილად ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობა და არ გამოდგება bitcoin-ის ბაზრის სტრუქტურული ცვლილებების ასახვისთვის, როგორიცაა სპოტ ETF-ის ათვისება, ორგანიზაციული მონაწილეობა ან მონეტიზაციის წესების კონტექსტების განვითარება.

  • ზოლების რაოდენობა, მათი საზღვრები და აღნიშვნები სუბიექტურადაა განსაზღვრული დიაგრამის შემქმნელის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ვერსიას სხვადასხვა სიგნალის მოცემა შეუძლია.

  • მოდელს დასჭირდა რამდენიმე რეკალიბრაცია bitcoin-ის ისტორიის მანძილზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ის არაა ფიქსირებული და მისი ზღვრები დროთა განმავლობაში შეიცვალა.

  • 2024-2025 წლების ციკლის დროს bitcoin-მა მიაღწია უმაღლეს მწვერვალს ისე, რომ არ გადასულა დიაგრამის მაღალ „ბუშტუკების“ ზონაში, რამაც გააჩინა შეკითხვა იმაზე, თუ რამდენად გამოსადეგი ინდიკატორებია დიაგრამის ზედა ზოლები ბაზრის განვითარების პირობებში.

  • ის არ გვთავაზობს რაიმე სიგნალს ფასის მოკლევადიანი ცვლილებებისთვის და ამიტომ ყოველთვის სხვა ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების და ბაზრის ფართო კონტექსტის გათვალისწინების თანხლებით უნდა იქნეს გამოყენებული.

არსებობს თუ არა სხვა კრიპტო ცისარტყელის დიაგრამები?

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ცისარტყელის დიაგრამაა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონცეფციის ინტეგრირება მოხდა სხვა ქტივებისთვისაც. Ethereum-ის ცისარტყელის დიაგრამა ETH-ის ფასის ისტორიის იგივე ლოგარითმული ზოლების მეთოდოლოგიას იყენებს და Bitcoin-ის ვერსიასთან ერთად ისიც ხელმისაწვდომია BlockchainCenter-ზე.

Ethereum-ის ცისარტყელის დიაგრამა

ისევე როგორც BTC-ის დიაგრამის შემთხვევაში, Ethereum-ის ვერსიაც გრძელვადიანი ტენდენციის ვიზუალიზაციის ინსტრუმენტია და იგივე აქვს სუბიექტურობასთან და ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობასთან დაკავშირებული იგივე შეზღუდვები. საბაზისო ვარაუდი, რომ ფასი ლოგარითმული ტენდენციით იზრდება ორივე შემთხვევისთვის გამოიყენება, თუმცა Ethereum-ის ფასების უფრო მოკლე ისტორია მოდელის დასახატად უფრო ნაკლებ მონაცემებს უზრუნველყოფს.

უნდა გამოვიყენო თუ არა Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად?

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა წარმოადგენს საგანმანათლებლო და კონტექსტუალურ ინსტრუმენტს და არა ვაჭრობის სიგნალს ან ფინანსურ რჩევას. მისი ზოლების აღნიშვნები (როგორიცაა „ყიდვა!“ ან „გაყიდვა!“) შემქმნელისგან აღწერითი ხასიათის სახელწოდებებს წარმოადგენს და ასახავს ბაზრის ისტორიული მდგომაროების შაბლონებს და არა მითითებებს. ანალიტიკოსთა უმეტესობა გვირჩევთ გამოვიყენოთ ის სხვა ტექნიკური ანალიზის ინდიკატორების თანხლებით, მდგომარეობის ინსტრუმენტებით როგორებიცაა „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი და მაკროეკონომიკის კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ცალკე გამოყენების ნაცვლად.

შეჯამება

Bitcoin-ის ცისარტყელის დიაგრამა უზრუნველყოფს Bitcoin-ის ფასის მოძრაობის გრძელვადიანი ტენდენციის გამოსახვის ვიზუალურად ლამაზ გზას წარმოადგენს და მომხმარებლებს ეხმარება შეაფასონ აქტივის ფასი ძალიან დაბალია, რეალურია თუ ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ის გვთავაზობს მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტს და ბაზრის განწყობის ფართო მიმოხილვას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დიაგრამა არაა პროგნოზირების ინსტრუმენტი. მისი დამოკიდებულება წარსულის მონაცემებზე, ზოლების სუბიექტურ აღნიშვნებზე და მათ რეკალიბრაციაზე დროის მანძილზე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის უნდა გამოვიყენოთ, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი ანალიზის სხვა მეთოდებსა და ბაზრის ინდიკატორებთან ერთად.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.