მთავარი დეტალები
შეფუთული Bitcoin (WBTC) არის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ს (BTC) 1:1 თანაფარდობით.
ის Bitcoin-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ის სხვა ბლოკჩეინებსა და მათ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე.
WBTC სრულად არის უზრუნველყოფილი რეალური Bitcoin-ით, რომელიც უსაფრთხოდ ინახება რეზერვების სახით. ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბლოკჩეინზე, მათ შორის Ethereum-ზე, BNB Chain-ზე, Solana-ზე, TRON-ზე და Base-ზე.
თქვენ შეგიძლიათ WBTC გამოიყენოთ DeFi აპლიკაციებში სესხების მიღებისთვის, გაცემისთვის ან ვაჭრობისთვის.
შესავალი
Bitcoin არის პირველი და ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხოებასა და დეცენტრალიზაციას. მიუხედავად ამისა, Bitcoin-ის ბლოკჩეინს არ აქვს კონკრეტული ფინანსური აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად გაშვებულია სმარტ კონტრაქტების პლატფორმებზე, როგორიცაა Ethereum, BNB Chain და Solana.
შეფუთული Bitcoin (WBTC) სწორედ ამ შეზღუდვის მოხსნას ემსახურება და იძლევა Bitcoin-ის სხვა ქსელებზე გამოყენების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ Bitcoin-ის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა უფრო ფართო სპექტრის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე და ფინანსურ სერვისებზე, BTC-ის სტეიბლკოინზე ან სხვა კტიპტოვალუტაზე გადაცვლის საჭიროების გარეშე.
რა არის შეფუთული Bitcoin (WBTC)?
შეფუთული Bitcoin, ანუ WBTC, არის Bitcoin-ის ტოკენიზებული ვერსია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ბლოკჩეინებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული WBTC ტოკენი უზრუნველყოფილია ერთი BTC-ით, რომელიც ინახება რეზერვების განმკარგავი ორგანიზაციების მიერ. ყოველი WBTC-ის გამოშვებისას, ერთი BTC ინახება რეზერვში ნდობით აღჭურვილი ორგანიზაციების მიერ. WBTC-ის წყალობით, Bitcoin-ის მფლობელებს ეძლევათ სხვადასხვა ქსელებზე გაშვებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) და სავაჭრო ბირჟებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა.
როგორ მუშაობს შეფუთული Bitcoin?
როდესაც ვინმეს WBTC-ის მიღება სურს, ის მიმართავს ავტორიზებულ მოვაჭრეს. მოვაჭრე მომხმარებლისგან აგროვებს საჭირო საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (KYC და AML პროცედურები), მისგან იღებს Bitcoin-ს და შემდეგ მოითხოვს განმკარგავი ორგანიზაციისგან ეკვივალენტური რაოდენობის WBTC-ის დამზადებას მითითებულ ბლოკჩეინზე.
განმკარგავი ორგანიზაცია ადასტურებს Bitcoin-ის ტრანზაქციას, რაც ჩვეულებრივ მოითხოვს დადასტურებებს Bitcoin-ის ქსელში, შემდეგ ამზადებს WBTC ტოკენებს და აგზავნის მოვაჭრის მისამართზე. ამის შემდეგ მოვაჭრე ამ ტოკენებს მომხმარებელს გადაურიცხავს.
WBTC-ის ისევ Bitcoin-ში კონვერტირებისთვის, მოვაჭრე წვავს მომხმარებლის WBTC ტოკენებს, რისთვისაც ტოკენის კონტრაქტს უგზავნის წვის ფუნქციის გააქტიურების მოთხოვნას. ბლოკჩეინზე წვის დადასტურების შემდეგ, განმკარგავი ორგანიზაცია მოვაჭრეს უბრუნებს შესაბამისი რაოდენობის Bitcoin-ს, რომელიც შემდეგ მომხმარებელს ეგზავნება.
უსაფრთხოების ზომები მოიცავს შემდეგს:
ცივი შენახვა: Bitcoin ინახება ოფლაინ განმკარგავი ორგანიზაციების მიერ, რათა დაცული იყოს ჰაკერული თავდასხმებისგან.
multi-signature საფულეები: Bitcoin-ის რეზერვების ტრანზაქციები საჭიროებს რამდენიმე გასაღებს, რაც აუმჯობესებს უსაფრთხოებას.
გამჭვირვალობა: WBTC-ის მთლიანი მარაგის და Bitcoin-ის რეზერვების აუდიტი რეგულარულად ხორციელდება, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბლოკჩეინის ექსპლორერების მეშვეობით.
თუმცა, თუ თქვენ არ გსურთ შეფუთვის პროცესების გავლა, შეგიძლიათ უბრალოდ BTC დააკონვერტიროთ WBTC-ში Binance-ის სავაჭრო ბირჟის ან Binance საფულის მეშვეობით.
რისთვის გამოიყენება შეფუთული Bitcoin?
სხვადასხვა ქსელზე გაშვებულ DeFi-ებსა და DApp-ებზე წვდომა
DeFi სერვისების უმეტესობა, როგორიცაა გასესხება, სესხის აღება და საგებლის ფარმინგი, გაშვებულია Ethereum-ზე, BNB Chain-ზე და Solana-ზე. WBTC-ის მეშვეობით, Bitcoin-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი აქტივები პირდაპირ ამ აპლიკაციებში გამოიყენონ, BTC-ის გაყიდვის ან გადაცვლის საჭიროების გარეშე.
უფრო სწრაფი და მოქნილი ტრანზაქციები
Bitcoin-ის ძირითადი ბლოკჩეინისგან განსხვავებით, Ethereum-ზე და სხვა ბლოკჩეინებზე განხორციელებული WBTC ტრანზაქციები უფრო სწრაფი და ეკონომიურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება ქსელის მასშტაბირების ტექნოლოგიები ან საიდჩეინები.
თქვენი უზრუნველყოფის დივერსიფიკაცია
თავდაპირველად, DeFi პროტოკოლების უმეტესობა უზრუნველყოფის სახით მხოლოდ Ethereum-ის ადგილობრივ ტოკენს, ETH-ს იყენებდა. უზრუნველყოფის სახით WBTC-ის გამოყენება აქტივების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც მომხმარებლებს რისკების უფრო ეფექტურად მართვაში ეხმარება.
რისი გაკეთებაა შესაძლებელი შეფუთული Bitcoin-ით?
სესხის გაცემა და აღება: შეგიძლიათ WBTC გამოიყენოთ უზრუნველყოფის სახით კრიპტოვალუტების ან სტეიბლკოინების სესხებისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა MakerDAO და AAVE.
საპროცენტო სარგებლის გამომუშავება: ლიკვიდურობის პულებში განათავსეთ WBTC და გამოიმუშავეთ ჯილდოები ან პროცენტი სარგებლის ფარმინგიდან.
მარჟით ვაჭრობა: ზოგიერთი პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ WBTC ლევერიჯით ვაჭრობისას.
მმართველობა: ზოგიერთი პროექტი WBTC-ის მომხმარებლებს სთავაზობს governance ტოკენებს, რაც მათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
როგორ უნდა მიიღოთ შეფუთული Bitcoin
არსებობს WBTC-ის მიღების სხვადასხვა გზა:
კრიპტო ბირჟები: BTC-ის WBTC-ში კონვერტაცია შეგიძლიათ სავაჭრო ბირჟებზე, მაგალითად Binance-ზე, ან Binance Wallet-ის მეშვეობით.
ოფიციალური მოვაჭრეები: ზოგიერთი ავტორიზებული მოვაჭრე შესაძლოა დაგეხმაროთ BTC-ის WBTC-ში კონვერტაციაში. უფრო დიდი ოდენობის თანხებისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ ორგანიზაციულ კლიენტებზე ორიენტირებული განმკარგავი ორგანიზაციის პოვნა.
DeFi აპლიკაციები: ზოგიერთი დეცენტრალიზებული პროტოკოლი გაძლევთ WBTC-ის სვოპის ან დამზადების შესაძლებლობას პირდაპირ მათი აპლიკაციიდან.
უსაფრთხოება და გამჭვირვალობა
WBTC-ის სისტემა აბალანსებს გამოყენების სიმარტივესა და უსაფრთხოებას, რისთვისაც იყენებს ფედერალური განკარგვის მოდელს. განმკარგავი ორგანიზაციები Bitcoin-ის მართვას ახორციელებენ მკაცრი პროტოკოლების გამოყენებით, ხოლო ტოკენების დამზადება საჭიროებს როგორც განმკარგავი ორგანიზაციის, ისე მოვაჭრის თანხმობას. ყოველივე ეს ხელს უშლის ტოკენის შექმნის ცენტრალიზებულ კონტროლს. მთლიანი ქსელი იმართება multi-signature DAO-ს მიერ, რომელსაც აბარია პროტოკოლის ცვლილებების და მონაწილეების წევრობის მართვა, რათა უზრუნველყოს დეცენტრალიზაცია და პასუხისმგებლობა.
რეგულარულად ქვეყნდება რეზერვების მტკიცებულების ანგარიშები, რომლებიც ეფუძნება მესამე მხარის მიერ ჩატარებულ კვარტალურ აუდიტებს, რაც ადასტურებს, რომ თითოეული WBTC ტოკენი რეალური Bitcoin-ის მიერ არის უზრუნველყოფილი. ყველა მონაცემი დამზადების, წვის და ტრანზაქციების შესახებ ხელმისაწვდომია საჯაროდ, რაც აუმჯობესებს სანდოობასა და გამჭვირვალობას.
გადასახადები და ტრანზაქციების ხარჯები
ზოგადად, WBTC-ის გაგზავნა საფულეებს შორის მხოლოდ ბლოკჩეინის ქსელის საკომისიოს გადახდას საჭიროებს (როგორიცაა Ethereum-ის გაზის საკომისიოები). WBTC-ის დამზადება (შეფუთვა) და დაწვა (შეფუთვის მოხსნა) ითვალისწინებს დამატებით განმკარგავი ორგანიზაციების და მოვაჭრეების მიერ დაწესებულ საკომისიოებს, რომელთა ოდენობაც დამოკიდებულია სერვისის პროვაიდერებზე.
შეზღუდვები
WBTC-ის ბევრი უპირატესობის მიუხედავად, არის რაღაც საკითხები, რისი გათვალისწინებაც საჭიროა. Bitcoin-ის რეზერვებისთვის განმკარგავი ორგანოების საჭიროება გარკვეული რისკის დონის შემცველია. WBTC-ის დეცენტრალიზებული სტრუქტურის მიუხედავად, ის Bitcoin-ზე საგრძნობლად მეტად ცენტრალიზებულია. მომხმარებლებს უწევთ ენდონ განმკარგავ ორგანიზაციებს იმაში, რომ ისინი რეზერვებს არადანიშნულებისამებრ არ გამოიყენებენ.
გარდა ამისა, Bitcoin-ის შეფუთვის პროცესები შესაძლოა დაკავშირებული იყოს საკომისიოებთან და საკმაო დრო წაიღოს. ამიტომ უმჯობესია ტრანზაქციების წინასწარ დაგეგმვა, განსაკუთრებით ქსელის გადატვირთულობის ან მაღალი მოთხოვნის პერიოდებში.
შეჯამება
შეფუთული Bitcoin იძლევა შესაძლებლობას გადაიტანოთ Bitcoin-ის ვალუტა Ethereum-ზე, BNB Chain-ზე, Solana-ზე და სხვა მრავალი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. ყოველივე ეს Bitcoin-ის მფლობელებს მონეტების ახალ და კრეატიულ გამოყენების გზებს აცნობს BTC-ის დაკარგვის გარეშე, ის ასევე აკავშირებს Bitcoin-ს დეცენტრალიზებული აპლიკაციების და ფინანსური სერვისების უფრო ფართო არელათან.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.