მთავარი დეტალები
Bitcoin ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონეტაა ინვესტირებისთვის, თუმცა არა ერთადერთი. კრიპტოვალუტაში ინვესტირებისას გაითვალისწინეთ, რომ ალტკოინები წარმოადგენს შესანიშნავ ალტერნატივას, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაციის გაუმჯობესება.
კრიპტოს არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, ინვესტირებას ახორციელებთ თუ ვაჭრობთ, ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი რისკის პროფილი და ანალიზის ტიპი, რომლის ჩატარებასაც აპირებთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფუნდამენტური ან ტექნიკური ანალიზი ან მათი კომბინაცია. თუ ამ ყველაფერს გათვალისწინებთ, მზად იქნებით დაიწყოთ Binance-ზე ინვესტირება ან ვაჭრობა.
შესავალი
Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებში ინვესტირება თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაციის შესანიშნავი გზაა, თუმცა ის ასევე დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. ამიტომ, სანამ ვაჭრობას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია გაიაზროთ რამდენიმე ძირითადი კონცეფცია და პრინციპი. ეს პროცესი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კრიპტოს შეძენა და მისი ფასის ზრდის მოლოდინი.
ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილება მოიცავს ყურადღებით ჩატარებულ კვლევასა და ანალიზს. საუკეთესო შემთხვევაში, მომზადებული უნდა გქონდეთ თქვენს რისკის პროფილზე დაფუძნებული სტრატეგია და არასდროს არ უნდა დააბანდოთ იმ რაოდენობის თანხა, რომლის დაკარგვა თქვენს ფინანსურ სტაბილურობას დააზარალებს.
Bitcoin თუ ალტკოინები?
კრიპტოვალუტით ვაჭრობაში გამოუცდელი პირებისთვის ინვესტირების სფეროში პირველი ნაბიჯები, როგორც წესი, Bitcoin-თანაა დაკავშირებული. ის ყველაზე ცნობილი ბლოკჩეინ-პროექტი და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა.
თუმცა არსებობს კიდევ ათასობით სხვა კრიპტოვალუტა (ალტკოინები). ზოგიერთ ალტკოინს საკუთარი ბლოკჩეინი აქვს, ხოლო სხვები გაშვებულია უკვე არსებულ ქსელებზე (მაგალითად BNB Smart Chain-ზე ან Ethereum-ზე). ყოველი პროექტი განსხვავებულ შესაძლებლობას გვთავაზობს, თითოეულ მათგანს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
თქვენი გადასაწყვეტია, მხოლოდ BTC-ში გსურთ ინვესტირება თუ რამდენიმე კრიპტოაქტივში. ზოგი მხოლოდ BTC-ით ვაჭრობას ამბჯობინებს, სხვებს კი თავიანთი ჰოლდინგების ალტკოინებით დივერსიფიკაცია ურჩევნიათ.
ერთის მხრივ, აქტივების დივერსიფიკაცია ამცირებს რისკებს, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ერთ პროექტში ინვესტირებასთან. თუ რამდენიმე აქტივს ფლობთ, რომელიმე მათგანის წარუმატებლობის შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი თანხები დაკარგოთ. მეორეს მხრივ, ალტკოინში ინვესტირება შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს, რადგან სამწუხაროდ, ხშირია თაღლითობის შემთხვევები. ასე რომ სანამ გარისკავთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ჩაატაროთ მოკვლევა.
ვაჭრობა ჯობია თუ ინვესტირება?
კრიპტოს შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე უნდა გაითვალისწინოთ, ინვესტირებას აპირებთ თუ ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტირება სანდო აქტივების შერჩევას და მათ ხანგრძლივად შენახვას გულისხმობს. ეს სტრატეგია შედარებით მცირე ძალისხმევას მოითხოვს და ჩვეულებრივ ნაკლებად სარისკოა.
ხოლო ვაჭრობის მიზანია მოკლე ან საშუალოვადიანი მოგების მიღება რეგულარული ყიდვისა და გაყიდვის გზით. კარგ ტრეიდერად ჩამოყალიბებისთვის დრო და პრაქტიკაა საჭირო. ტრეიდერს სჭირდება უფრო რთული სტრატეგიების შემუშავება, ბაზრების და სავაჭრო პლატფორმების ანალიზისთვის დროის გამოყოფა და უფრო მაღალ რისკთან გამკლავება. ასევე, მან უნდა გაითვალისწინოს ვაჭრობისა და ტრანზაქციის საკომისიოებთან დაკავშირებული ხარჯები.
გაითვალისწინეთ, რომ კრიპტოვალუტის ბაზრები უფრო არასტაბილურია, ვიდრე ტრადიციული ბაზრები. მოგების მისაღებად ტრეიდერებს სწორედ ეს არასტაბილურობა ესაჭიროებათ, თუმცა მაღალი დონის არასტაბილურობა შეიძლება დაკავშირებული იყოს გაზრდილ რისკებთან.
ახალბედებისთვის, ინვესტირება გაცილებით მარტივი და უსაფრთხო ვარიანტია. როგორც წესი, ინვესტორები გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ ფასების მოკლევადიანი ცვლილებები მათთვის არც ისე მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ უფრო მეტად ეფუძნება მონეტის ფუნდამენტურ მახასიათებლებს (რამდენად საიმედოა პროექტი და რამდენად მაღალია მისი წარმატების შანსი გრძელვადიან პერსპექტივაში).
ზოგი ინვესტირებას ამჯობინებს და ნაკლებად ღელავს ფასების მოკლევადიან მერყეობაზე. ხოლო, სხვები ვაჭრობას ირჩევენ, რათა მოგება მაქსიმალურად გაზარდონ. ზოგიერთი ორივეს ერთდროულად აკეთებს. ყველაფერი თქვენს სტრატეგიაზე, პროფილსა და რისკის დასაშვებობის დონეზეა დამოკიდებული. და მაინც, გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, თუმცა ინვესტირებისთვის და ვაჭრობისთვის არასოდეს გამოიყენოთ იმ რაოდენობის თანხა, რომლის დაკარგვა თქვენს ფინანსურ სტაბილურობას დააზარალებს.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ დეი-ტრეიდინგის და სვინგ-ტრეიდინგის შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მოძიებას შეძლებთ ჩვენს სტატიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის სრული გზამკვლევი დამწყებთათვის.
ფუნდამენტური ანალიზი და ტექნიკური ანალიზი
გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარკვეული ანალიზის ჩატარება. ანალიზის ტიპის არჩევანი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, ინვესტირებას აპირებთ თუ ვაჭრობას, თუმცა ორივე შემთხვევაში სასარგებლოა როგორც ფუნდამენტური, ისე ტექნიკური ანალიზის ჩატარება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტირების (ანუ HODLing-ის) შემთხვევაში ფასების მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ცვლილებები არც ისე მნიშვნელოვანია. ზოგადად, გრძელვადიანი ინვესტირებისას უფრო მნიშვნელოვანია მონეტის ან პროექტის რეალური ღირებულება, რაც ფუნდამენტურ ანალიზთანაა (FA) დაკავშირებული.
ფუნდამენტური ანალიზი მოიცავს აქტივის პოტენციალის შეფასებას პროექტის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, რაც მოიცავს მის სარგებლიანობას, გუნდს, დოკუმენტაციას, შემუშავების პროცესს, მარკეტინგს, მენეჯმენტს, რეპუტაციას, გრძელვადიან მიზნებს და სხვა ფაქტორებს.
ხოლო ტექნიკური ანალიზი (TA) დაკავშირებულია წარსულში დაფიქსირებულ ფასების ცვლილებებთან და ვაჭრობის მოცულობებთან და მისი მიზანია ფასის სამომავლო ცვლილების პროგნოზირება. ეს მეთოდი მოიცავს სანთლის დიაგრამების და ტექნიკური ანალიზის ინდიკატორების გამოყენებას, როგორიცაა მოძრავი საშუალოები და ტრენდის ხაზები.
თქვენი პირველი Binance-ის შეძენა Binance-ზე
Bitcoin-ის და ალტკოინების შეძენას მარტივად შეძლებთ Binance-ის სავაჭრო ბირჟაზე.
1. ანგარიშის შესაქმნელად გადადით Binance-ის მთავარი გვერდზე და დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემულ ღილაკს [Register] (რეგისტრაცია).
2. ამის შემდეგ უნდა გაიაროთ თქვენი Binance-ის ანგარიშის ვერიფიკაცია. ეს KYC პროცესი გვეხმარება თქვენი ვინაობის დადასტურებაში და ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებაში.
3. კრიპტოვალუტის ყიდვის ყველაზე მარტივი მეთოდია საკრედიტო ან სადებეტო ბარათის და Buy Crypto (კრიპტოს ყიდვა) ფუნქციის გამოყენებით. გახსენით Binance აპლიკაცია და გადადით Binance Pro-ზე. დააჭირეთ ღილაკს [Add Funds] (თანხის დამატება), შემდეგ [Buy with] (ყიდვა). ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენებთ EUR-ს. ფიატ-ვალუტის შეცვლა შეგიძლიათ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული მენიუს გამოყენებით.
4. მიუთითეთ თანხის რაოდენობა და გადახდის მეთოდი, შემდეგ დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [Buy] (ყიდვა).
ციფრული აქტივების შესაძენად ასევე შეგიძლიათ თქვენი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხოთ ფიატ-ვალუტა და დაიწყოთ ვაჭრობა Binance-ის სპოტ ვაჭრობის ინტერფეისიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Binance-ის გზამკვლევი დამწყებთათვის.
Binance P2P
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Binance P2P, მსოფლიოში წამყვანი peer-to-peer სავაჭრო ბირჟა. ისარგებლეთ საუკეთესო ფასის, გადახდის სასურველი მეთოდისა და სანდო პარტნიორების არჩევის შესაძლებლობით. ამ პლატფორმის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია Binance-ის ესქრო სერვისით.
1. თუ აპლიკაციის მომხმარებელი ხართ, დააჭირეთ მთავარ გვერდზე მოცემულ ღილაკს [Add funds] (თანხის დამატება), შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [P2P Trading] (P2P ვაჭრობა), აირჩიეთ თქვენი ვალუტა და გადახდის მეთოდი 700-ზე მეტი ვარიანტიდან.
2. სისწრაფისა და სიმარტივისთვის, გამოიყენეთ Express ვერსია და ჩვენ გირჩევთ ვერიფიცირებულ პარტნიორს. დეტალური ინსტრუქციებისთვის, გაეცანით ჩვენს P2P გზამკვლევს ან გადადით ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.
თქვენი პირველი ალტკოინის ყიდვა Binance-ზე
შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია ალტკოინის, მაგალითად BNB-ის ყიდვით, რომელიც არის utility ტოკენი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობით.
1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის აპლიკაციაში და გადადით Binance Pro-ზე. შეეხეთ ღილაკს [Add Funds] (თანხის დამატება) - [Buy with] (ყიდვა). ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენებთ EUR-ს. ფიატ-ვალუტის შეცვლა შეგიძლიათ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული მენიუს გამოყენებით.
2. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ სასურველი კრიპტოვალუტა. ასევე დარწმუნდით, რომ სწორ ფიატ-ვალუტას ირჩევთ. მოცემულ მაგალითში, ჩვენ ავირჩიეთ BNB-ის ყიდვა EUR-ით.
3. შეიყვანეთ თქვენი ბარათის დეტალები, რათა დაასრულოთ ყიდვის პროცესი და დაელოდეთ თქვენს ანგარიშზე კრიპტოვალუტის დარიცხვას.
ალტკოინების შეძენა ასევე შეგიძლიათ თქვენი ადგილობრივი ვალუტის გამოყენებით სხვადასხვა გადახდის მეთოდებით Binance P2P-ის ან Buy Crypto-ს გვერდებზე.
რისი გაკეთება შემიძლია კრიპტოვალუტით?
კრიპტოს ინვესტირების ან მისით ვაჭრობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვასხვა სტრატეგიები, როგორებიცაა კრიპტოვალუტის ყიდვა, გაყიდვა და შენახვა. მისი ხანგრძლივი პერიოდით შენახვის შემთხვევაში შეგიძლიათ კრიპტოვალუტები შეინახოთ თქვენს Binance-ის ანგარიშზე ან გადატანოთ ისინი სხვა კრიპტოვალუტის საფულეში.
თუ გადაწყვეტთ კრიპტოს თქვენს Binance-ის ანგარიშზე შენახვას, შეგიძლიათ Binance Earn-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებიც გაითვალისწინოთ. ის შეიძლება შევადაროთ შემნახველ ანაბარს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ პასიური შემოსავალი შენახული კრიპტოვალუტის მეშვეობით.
შეჯამება
კრიპტოვალუტების ინვესტირებისა ან ვაჭრობის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. ამ საკითხზე მეტი ცოდნის დაგროვება დაგეხმარებათ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენი საერთო საინვესტიციო რისკის შემცირებაზე. ხშირია ემოციაზე დაყრდნობით აქტივის პანიკური გაყიდვა, თუმცა ამის ალბათობა ბევრად დაბალია, როდესაც გათვითცნობიერებული ხართ ინვესტირებასა და ვაჭრობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით სტატია ბაზრის ციკლების ფსიქოლოგია.