მთავარი
ლექსიკონი
საბაზრო კაპიტალიზაცია

საბაზრო კაპიტალიზაცია

ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, ტერმინი „საბაზრო კაპიტალიზაცია“ აღნიშნავს საზომს, რომლითაც იზომება კრიპტოვალუტის შედარებითი ზომა. ის გამოითვლება კონკრეტული მონეტის ან ტოკენის მიმდინარე საბაზრო ფასის გამრავლებით მიმოქცევაში არსებული მონეტების საერთო რაოდენობაზე.

საბაზრო კაპიტალიზაცია = მიმდინარე ფასი x ცირკულირებადი რაოდენობა

მაგალითად, თუ კრიპტოვალუტის თითოეულ ერთეულის სავაჭრო ფასია $10.00, ხოლო მისი ცირკულირებადი რაოდენობა არის 50,000,000 მონეტა, ამ კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია იქნება $500,000,000.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია საშუალებას გვაძლევს გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ კომპანიის ან კრიპტოვალუტის პროექტის ზომაზე და მის ეფექტურობაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც ფულის შემოდინება. ამგვარად, ის არ აღნიშნავს, რა რაოდენობის ფულია ბაზარზე. ეს გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, რადგან საბაზრო კაპიტალიზაციის გაანგარიშება პირდაპირ არის დამოკიდებული ფასზე, ამგვარად ფასის შედარებით მცირე ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს საბაზრო კაპიტალიზაციაზე.
დავუბრუნდეთ წინა მაგალითს: რამდენიმე მილიონმა დოლარმა შეიძლება კრიპტოვალუტის ფასი $10.00-დან $15.00-მდე გაზარდოს, რაც გამოიწვევს საბაზრო კაპიტალიზაციის გაზრდას $500,000,000-დან $750,000,000-მდე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ბაზარზე $250,000,000-ის შემოდინებას. რეალურად, თანხის რაოდენობა, რომელმაც შეიძლება ფასი ამ დონემდე გაზარდოს, დამოკიდებულია მის მოცულობაზე და ლიკვიდურობაზე, რაც სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული კონცეფციებია.
მოცულობა აღნიშნავს დროის გარკვეულ პერიოდში ბირჟაზე ვაჭრობისთვის გამოყენებული აქტივების რაოდენობას, ხოლო ლიკვიდურობა აღნიშნავს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ის იქნას შეძენილი ან გაყიდული ფასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე. 
მარტივად რომ ვთქვათ, მაღალი მოცულობის მქონე ლიკვიდური ბაზარი უკეთ არის დაცული მანიპულაციისგან, რადგან მის შეკვეთების წიგნში უამრავი შეკვეთაა და შესაძლებელია არსებობდეს დიდი მოცულობის შეკვეთები სხვადასხვა ფასის დიაპაზონებით. ამის შედეგი იქნება ბაზრის არასტაბილურობის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასებზე მნიშვნელოვანი მანიპულაციის განხორციელებისთვის, „ვეშაპებს“ დიდი თანხა დასჭირდებათ. 

მეორე მხრივ, დაბალი მოცულობის მქონე ბაზრის მცირე ზომის შეკვეთების წიგნზე ზემოქმედება მარტივად შეიძლება შედარებით მცირე მოცულობის თანხითაც კი, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც ფასზე, ასევე საბაზრო კაპიტალიზაციაზე.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.