პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
Cetus არის დეცენტრალიზებული ბირჟების და ლიკვიდურობის სისტემების პროტოკოლი. ის გაშვებულია Sui და Aptos ბლოკჩეინებზე.
Cetus-ის მიზანს წარმოადგენს მოქნილი და საიმედო ლიკვიდურობის ქსელის შექმნა, რომელიც გაამარტივებს და გააუმჯობესებს სავაჭრო პროცესის ეფექტურობის დონეს DeFi-ს მომხმარებლებისთვის.
Cetus პროტოკოლი იყენებს კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერის (CLMM) მოდელს, რაც აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას, რადგან ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ აირჩიონ ფასების უფრო ვიწრო დიაპაზონი საკუთარი პოზიციებისთვის.
რა არის Cetus?
Cetus არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX) და კონცენტრირებული ლიკვიდურობის პროტოკოლი, რომელიც გაშვებულია Sui და Aptos ბლოკჩეინებზე. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ვაჭრობის გამარტივება და ეფექტურობის დონის გაუმჯობესება ყველასთვის, უფრო მოქნილი და ძლიერი ქსელის შექმნით ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის.
გარდა ამისა, Cetus მიზნად ისახავს ვაჭრობის უკონკურენტო გამოცდილების უზრუნველყოფას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მომხმარებლებისთვის და ლიკვიდურობით სარგებლობის ეფექტურობის დონის გაუმჯობესებას Web3 სივრცეში.
Cetus-ის ძირითადი მახასიათებლები
ნებართვა არ სჭირდება
Cetus უზრუნველყოფს საკუთარი ფუნქციების მარტივად გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერი მომხმარებლისთვის ან აპლიკაციისთვის. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ Cetus-ის მეშვეობით შექმნან ახალი სავაჭრო პულები ან დააყენონ ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პერსონალიზებული სერვისები. გამოყენების დასაწყებად რაიმე სპეციალური ნებართვის მოპოვება არ არის საჭირო.
პროგრამირებადობა
Cetus გახლავთ ლიკვიდურობის მოქნილი პროტოკოლი, რომელიც დაფუძნებულია კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერის (CLMM) სახელით ცნობილ ლიკვიდურობის მოდელზე. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის სავაჭრო სტრატეგიები, რაც მოიცავს შედარებით კომპლექსურ სტრატეგიებსაც, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება ცენტრალიზებულ ბირჟებზე. გარდა ამისა, CLMM მოდელი უზრუნველყოფს კაპიტალის ეფექტურობის მაქსიმალურად გაუმჯობესების შესაძლებლობას ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის.
კომბინირებადობა
Cetus-ზე ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ინტეგრირების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა, ის მომხმარებლებს სთავაზობს „ლიკვიდურობას, როგორც სერვისს“. ეს ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს მარტივად შეუძლიათ გამოიყენონ Cetus-ის ლიკვიდურობა საკუთარი სერვისებისთვის, მაგალითად სეიფების, დერივატივების ან ლევერიჯიანი ფარმინგის პროდუქტების შესაქმნელად. გარდა ამისა, Cetus-ის პროგრამული ხელსაწყოები საშუალებას აძლევს ახალ პროექტებს მარტივად დააყენონ სავაჭრო ან სვოპის ინტერფეისები საკუთარ გვერდებზე.
მდგრადობა
Cetus-ის ეკოსისტემა იყენებს ორმაგი ტოკენის მოდელს პროტოკოლის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მოდელი შექმნილია გრძელვადიანი ჯილდოების შეთავაზების მიზნით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქსელზე მიმდინარე აქტივობებში.
CETUS გახლავთ მთავარი ადგილობრივი ტოკენი, ხოლო xCETUS არის ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი (LST), რომელიც წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ CETUS-ს.
კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერი (CLMM)
სტანდარტული ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელის შემთხვევაში, ლიკვიდურობა თანაბრად არის განაწილებული ფასის მთელ დიაპაზონზე. თუმცა, ამ მოდელით სარგებლობისას ხშირია შემთხვევები, როდესაც ლიკვიდურობის ძირითადი ნაწილი რჩება გამოუყენებელი, განსაკუთრებით სტეიბლკოინების პულების შემთხვევაში, სადაც ფასები შედარებით სტაბილურია.
კონცენტრირებული ლიკვიდურობის მარკეტ-მეიკერის (CLMM) მოდელის შემთხვევაში, ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ებს) შეუძლიათ აირჩიონ ფასების უფრო ვიწრო დიაპაზონი, როდესაც სავაჭრო აქტივობის დონე მაღალია, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ მეტი საკომისიო, მათ მიერ უზრუნველყოფილი ლიკვიდურობის უფრო ეფექტურად გამოყენების გზით.
CLMM სისტემის ფარგლებში, LP-ის მიერ განსაზღვრულ ფასის თითოეულ დიაპაზონს ეწოდება პოზიცია. პროვაიდერებს შეუძლიათ შექმნან რამდენიმე პოზიცია ლიკვიდურობის პულში, საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების შესაბამისად.
როდესაც საბაზრო ფასი სცდება პოზიციის დიაპაზონს, ლიკვიდურობა ხდება არააქტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება მისი მეშვეობით საკომისიოების გამომუშავება ფასის მოცემულ დიაპაზონში დაბრუნებამდე. ეს პრინციპი LP-ებს აძლევს საშუალებას, დაარეგულირონ საკუთარი სტრატეგიები ბაზარზე არსებული ტენდენციების შესაბამისად, რითაც შესაძლებელია სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა, ფასების აქტიური ზონების მიზნობრივი გამოყენების გზით.
რატომ აირჩია Cetus-მა Sui და Aptos?
Cetus გაშვებულია Sui და Aptos ბლოკჩეინ ქსელებზე.
Sui შექმნილია ტრანზაქციების მაღალი სიჩქარის და მყისიერი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, რაც მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს აპლიკაციებისთვის, რომლის ფარგლებშიც უმნიშვნელოვანესია სწრაფი რეაგირება. გარდა ამისა, მისი უნიკალური არქიტექტურის მეშვეობით შესაძლებელია ახალი შემოქმედებითი ფუნქციების დამატება Web3 სივრცეში.
Aptos არის ახალი ბლოკჩეინი, რომლის მიზანია სისწრაფის, მასშტაბირებადობის და მდგრადობის მაქსიმალური დონის უზრუნველყოფა. Cetus-ის სამომავლო მიზანს წარმოადგენს გახდეს ჯერ კიდევ განვითარებადი Aptos-ის ეკოსისტემის ძირითადი კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური ქსელის შექმნას.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს Cetus ლიკვიდურობის პროვაიდერებს?
Cetus-ზე ლიკვიდურობის პროვაიდერებს წახალისებების მოპოვება სხვადასხვა გზით შეუძლიათ:
ტრანზაქციების საკომისიოები: პროვაიდერებს შეუძლიათ საკომისიოების მოპოვება ფასების აქტიური დიაპაზონების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ხდება მათი ლიკვიდურობის სავაჭრო მიზნებისთვის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს LP-ების მიერ შემოსავლის მიღების ძირითად მეთოდს.
ლიკვიდურობის მაინინგი: LP-ებს შეუძლიათ დამატებითი ჯილდოების მოპოვება საკუთარი პოზიციების შესაბამისად, ტრანზაქციების საკომისიოების კონკრეტული პულების და ფასის დიაპაზონების ფარგლებში შეგროვებისას. ლიკვიდურობის მაინინგის მეშვეობით ხდება კონკრეტული NFT-ების გენერირება, რომლებიც წარმოადგენს ლიკვიდურობის პროვაიდერების პოზიციებს.
ლოიალურობის პროგრამები: აქტიურ მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი წახალისებები ლოიალურობის პროგრამების საშუალებით, როგორიცაა ლიკვიდურობის დეპოზიტები და სარეიტინგო დაფის ღონისძიებები.
Cetus-ის ტოკენები
Cetus-ს აქვს ორი ტოკენი: CETUS და xCETUS.
CETUS გახლავთ Cetus პროტოკოლის ძირითადი ტოკენი, რომელიც შექმნილია, როგორც ურთიერთთავსებადი ტოკენი და ქსელის ფარგლებში გამოიყენება გაცვლის საშუალების სახით. მომხმარებლებს CETUS-ის მოპოვება ლიკვიდურობის მაინინგის მეშვეობით შეუძლიათ.
xCETUS არის ესქროზე განთავსებული ტოკენი, რომელიც წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ CETUS-ს და რომლის სხვაგან გადატანაც/გადარიცხვაც არ არის შესაძლებელი. მომხმარებლებს შეუძლიათ Cetus-ის ქსელის მართვის სისტემის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ ხმის მიცემის უფლება (რაც განისაზღვრება xCETUS ჰოლდინგების) საფუძველზე.
შეჯამება
Cetus გახლავთ ინოვაციური დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც გაშვებულია Sui და Aptos ბლოკჩეინებზე და იყენებს CLMM მოდელს. Cetus-ის მიზანს წარმოადგენს მოქნილი და საიმედო ლიკვიდურობის ქსელის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვაჭრობის გამარტივება და ლიკვიდურობის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების უზრუნველყოფა DeFi მომხმარებლებისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.