ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი (LST) არის კრიპტოვალუტის ტოკენის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ბლოკჩეინის, კერძოდ კი Proof-of-Stake (PoS) სისტემის ქსელზე სტეიკინგზე განთავსებული აქტივებს. PoS სისტემებში, მომხმარებლებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი ტოკენები უზრუნველყოფის სახით, ქსელის ოპერაციების მხარდასაჭერად და ჯილდოების გამომუშავებისთვის. თუმცა, ტრადიციული სტეიკინგის დროს სტეიკინგის აქტივები იბლოკება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის დასრულებამდე შეუძლებელია ამ ტოკენებთან წვდომა ან მისი გამოყენებით ვაჭრობა. LST-ების მიზანია ამ პრობლემის აღმოფხვრა, რისთვისაც ის მომხმარებლებს წარმოუდგენს სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზებულ ვერსიებს, რაც მათ სთავაზობს ლიკვიდურობას და მოქნილობას სტეიკინგში მონაწილეობის პერიოდში.
როდესაც მომხმარებლები განათავსებენ საკუთარ აქტივებს სტეიკინგზე PoS ქსელში, სანაცვლოდ ისინი იღებენ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST-ებს). ეს LST-ები წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებს, რაც მომხმარებლებს აძლევს მათი გადაცვლის, გადარიცხვის ან სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში გამოყენების შესაძლებლობას. ამ დროს ორიგინალი აქტივები რჩება სტეიკინგზე, თუმცა LST-ის მფლობელებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ ლიკვიდურობით და მოქნილობით და მონაწილეობა მიიღონ სხვა საინვესტიციო აქტივობებში ან საჭიროებისამებრ გამოიყენონ საკუთარი კაპიტალი.
LST-ები კრიპტოვალუტის მფლობელებს რამდენიმე სახის სარგებელს სთავაზობს:
ლიკვიდური სტეიკინგის ტოკენის ერთ-ერთი მაგალითია Wrapped Beacon ETH (WBETH), რომელიც წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ ETH-ს და მისი საშუალებით მიღებულ ჯილდოებს. WBETH-ის მეშვეობით, ETH-ის სტეიკერებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ სტეიკინგზე განთავსებული აქტივებით: მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა DeFi პროცესებში და ამავდროულად განაგრძონ ETH-ის სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავება. WBETH-ის მეშვეობით შემოსავლის მიღება მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით, როგორიცაა ყიდვა და შენახვა, ლიკვიდურობის ფარმინგი, გასესხება, სესხება და სტრუქტურირებულ პროდუქტებში მონაწილეობა.
ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები (LST-ები) მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტოვალუტების და დეცენტრალიზებული ფინანსების ეკოსისტემის ფორმირებაში. სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ლიკვიდურობის და მოქნილობის შემოთავაზებით, LST-ები მომხმარებელს აძლევს საკუთარი ინვესტიციებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს სხვადასხვა DeFi აქტივობებში მონაწილეობას და ამავდროულად სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავებას. LST-ები კრიპტოვალუტების მფლობელებს სთავაზობს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რაც იძლევა საინვესტიციო სტრატეგიების ოპტიმიზაციის და კომპლექსურ DeFi სამყაროში გზის გაკვლევის შესაძლებლობას.
შემოსავლის ფარმინგი გახლავთ მაღალი რისკის შემცველი პრაქტიკა DeFi სივრცეში, რომლის ფარგლებშიც ინვესტორები ბლ...
სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესი ლიკვიდურობის გაუმჯობესების მიზნით.