შემოსავლის ფარმინგი
როგორც წესი, შემოსავლის ფარმინგის დროს მომხმარებლებს გადააქვთ საკუთარი აქტივები სხვადასხვა DeFi პლატფორმაზე, ინვესტიციიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღების მიზნით. ეს პლატფორმები შეიძლება იყოს
დეცენტრალიზებული ბირჟები, სესხების სერვისები, ან
ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე აგებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.
ამ პლატფორმებზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის წახალისება ხდება იმ მომხმარებლებისთვის ჯილდოების შეთავაზებით, რომლებიც უზრუნველყოფენ
ლიკვიდურობას, ან ახორციელებენ აქტივების სტეიკინგს, სესხებას. ამ პროცესთა ერთობლიობით იქმნება ეკოსისტემა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პასიური საპროცენტო სარგებლის, ან ჯილდოების მიღება კრიპტო აქტივების ფლობის პარალელურად.
შემოსავლის ფარმინგი სხვადასხვა უპირატესობითაც გამოირჩევა, მაგალითად, შესაძლებელია პასიური შემოსავლის, მაღალი სარგებლის და ტოკენის ჯილდოების მიღება. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შემოსავლის ფარმინგი საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი პროცესია. წარმოგიდგენთ შემოსავლის ფარმინგთან დაკავშირებული შესაძლო რისკებიდან რამდენიმეს:
Rug pulls: სქემები, რომლის ფარგლებშიც დეველოპერთა გუნდი მოულოდნელად ტოვებს პროექტს და მიითვისებს ინვესტორის ფინანსებს, რაც ხშირად იწვევს პროექტის ტოკენის ღირებულების შემცირებას.
სმარტ-კონტრაქტებთან დაკავშირებული პრობლემები: უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა ბაგები, ჰაკერული თავდასხმები ან სხვა ხარვეზები, შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარების ფინანსების დაკარგვა.
არასტაბილურობა: ფასის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა შესაძლოა ძლიერ იმოქმედოს როგორც სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებზე, ისე მიღებულ ჯილდოებზე, რაც თავის მხრივ იწვევს მნიშვნელოვან ან
დროებით ზარალს.
რეგულაციებთან დაკავშირებული რისკები: რეგულაციების სფეროში განხორციელებულმა ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემოსავლის ფარმინგის პროცესის სამართლიანობის, ოპერირებისა და ღირებულების ასპექტებზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ფინანსურ ზარალს, ან გართულებებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
შემოსავლის ფარმინგის მეშვეობით შესაძლებელია ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა და ტრადიციული ფინანსური სისტემებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია ამ ტიპის საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება, მსგავს პრაქტიკაში ჩართვამდე.