მთავარი
ლექსიკონი
დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO)

დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO)

აკრონიმი DAO იშიფრება, როგორც დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია. ზოგადად, DAO არის წინასწარ გაწერილი წესების სისტემა, რომელიც დეცენტრალიზებული ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს განსაზღვრავს. თუმცა, ეს ტერმინი შეიძლება ასევე აღნიშნავდეს კონკრეტულ ორგანიზაციას სახელწოდებით „The DAO“, რომელიც  Ethereum-ის ბლოკჩეინზე 2016 წელს შეიქმნა.

მარტივად რომ ვთქვათ, DAO არის კონკრეტული სახის ორგანიზაცია, რომელიც, ტრადიციული კომპანიებისგან განსხვავებით, ღია კოდზეა დაფუძნებული და მთლიანად მისი საზოგადოების მიერ იმართება. შესაბამისად, DAO-ს ძირითადი სტრუქტურა და მუშაობის მექანიზმები არ ეფუძნება მართვის რაიმე ირეარქიულ მოდელს (რაც ტრადიციულ კომპანიებში საკმაოდ გავრცელებულია).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, DAO-ს არ ჰყავს ერთი მმართველი სუბიექტი, არც დირექტორთა საბჭო და, როგორც სახელი მიგვანიშნებს, არც ცენტრალიზებული მმართველი რგოლი. DAO-ები ფუნქციონირებს კომპიუტერულად კოდირებული წესების საფუძველზე (სმარტ კონტრაქტები) და იმართება მისი მონაწილეების და საზოგადოების წევრების ერთობლივი მუშაობით. 

მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული ორგანიზაციების (DO) იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს, მათი სამუშაო მექანიზმების და ფუნქციების ავტომატიზაციისთვის სმარტ კონტრაქტების გამოყენება არის ის, რაც DAO-ს სასარგებლო და საინტერესო კონცეფციად აქცევს. ამ ინოვაციური სტრუქტურის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ახალი ბიზნეს მოდელის შექმნა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის აქტივობის სრულად დეცენტრალიზებული და ავტომატიზებული მეთოდებით განხორციელება.

DAO მოდელის გამოყენების გზებს შორის გამორჩეულია, მაგალითად ავტომატიზებული თანხების მოზიდვის კამპანიები (როგორიცაა ICO-ები), ციფრული ტოკენების გამოშვება და აქტივების ტოკენიზაცია, ასევე სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების და ხმის მიცემის სისტემების შექმნა. გარდა ამისა, რადგან DAO მოდელის ფარგლებში შემცირებულია ადამიანთა ჩართულობის საჭიროება, შესაძლებელი ხდება უფრო ეფექტური სისტემების შექმნა, რაც თავის მხრივ ამცირებს ამა თუ იმ პროცესის ადამიანების მიერ წარმართვასთან დაკავშირებულ საერთო ხარჯებსა და რისკებს.

Bitcoin-ის მსგავსად, რომელმაც peer-to-peer ციფრული ეკონომიკური სისტემის შექმნით პროცესებში ბანკებისა და ნდობით აღჭურვილი მესამე მხარეების ჩართვის აუცილებლობა გააქრო, DAO-ებს სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული მართვის მოდელების გამოყენებით შეუძლიათ სრულიად შეცვალონ ინდუსტრიის სხვადასხვა სფერო.

შეიტყვეთ მეტი: რა არის DAO?
Binance Sensei
I am powered by ChatGPT and trained with 1,000+ articles and glossary entries from Binance Academy. My responses are provided on an “as is” basis for general information only, without any representation, warranty or guarantee of completeness or accuracy. See full terms and conditions here