მთავარი
ლექსიკონი
მოძრავი საშუალოს კონვერტები

მოძრავი საშუალოს კონვერტები

რას წარმოადგენს მოძრავი საშუალოს კონვერტები?

მოძრავი საშუალოს კონვერტები არის ტექნიკური ანალიზის (TA) ინსტრუმენტები, რომლებიც შედგება ძირითადი მოძრავი საშუალოს გარშემო განთავსებული ორი ზოლისგან. ეს ზოლები განთავსებულია ცენტრალური მოძრავი საშუალოს ზემოთ და ქვემოთ, ფიქსირებული პროცენტით დაშორებით და ქმნის ერთგვარ კონვერტს. ტრეიდერებს მოძრავი საშუალოს კონვერტების გამოყენება შეუძლიათ ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვის და გაყიდვის პირობების იდენტიფიკაციისთვის, ბაზრის ტენდენციების ანალიზისთვის და ა.შ.

როგორ მუშაობს მოძრავი საშუალოს კონვერტები?

მოძრავი საშუალოს კონვერტების შექმნისას ხდება ორი დამატებითი ხაზის, ანუ „ზოლის“ დატანა ძირითადი მოძრავი საშუალოს ზემოთ და ქვემოთ, რომელიც, როგორც წესი, მარტივ მოძრავ საშუალოს (SMA) წარმოადგენს. ეს ზოლები ძირითადი ხაზისგან კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლით არის დაშორებული. მაგალითად, თუ ძირითადი მოძრავი საშუალო არის 50-დღიანი SMA, ხოლო კონვერტები დაყენებულია 5%-ზე, ზედა ზოლი იქნება მოძრავი საშუალოს მნიშვნელობაზე 5%-ით მაღლა, ხოლო ქვედა ზოლი კი 5%-ით დაბლა.

ძირითადი მოძრავი საშუალო მუდმივად იცვლება ფასის ახალი მონაცემების შესაბამისად, ამის პარალელურად იცვლება ზოლებიც. ეს მოძრავი საშუალოს კონვერტებს საშუალებას აძლევს დინამიურად ასახონ ბაზრის პირობები. ფასის ზრდასთან ერთად ზოლები ზედა მიმართულებით ინაცვლებს, ფასის შემცირების შემთხვევაში კი ქვემოთ გადაადგილდება.

მოძრავი საშუალოს კონვერტების უპირატესობები

მოძრავი საშუალოს კონვერტები ტრეიდერებს ეხმარება ბაზრის ტენდენციების ანალიზში. ფასი შეიძლება მოძრაობდეს კონვერტებს შორის ან შეეხოს ერთ-ერთ ზოლს, რაც ტრეიდერებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ, ბაზრის ტენდენცია აღმავალია, დაღმავალი თუ ჰორიზონტალურად მოძრავი.

ამასთანავე, მოძრავი საშუალოს კონვერტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვის ან გაყიდვის პირობების იდენტიფიკაციისთვის. თუ ფასი გადაკვეთს ზედა კონვერტს, ეს შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს, რომ ბაზარზე ადგილი აქვს გადაჭარბებულ ყიდვას, რაც წარმოადგენს გაყიდვისთვის ხელსაყრელი პირობების სიგნალს. ხოლო თუ ფასი ჩამოცდება ქვედა კონვერტს, ეს შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს, რომ ბაზარზე ადგილი აქვს გადაჭარბებულ გაყიდვას, რაც წარმოადგენს ყიდვისთვის ხელსაყრელი პირობების სიგნალს.

გარდა ამისა, მოძრავი საშუალოს კონვერტების სიგანე ასახავს ბაზრის მერყეობას. რაც უფრო ფართოა ზოლები, მით უფრო მაღალია მერყეობა, ხოლო ვიწრო ზოლები დაბალ მერყეობაზე მიანიშნებს.

დასკვნა

მოძრავი საშუალოს კონვერტები არის ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც შედგება ორი ზოლისგან, რომლებიც განთავსებულია ცენტრალური მოძრავი საშუალოს ზემოთ და ქვემოთ, ფიქსირებული პროცენტით დაშორებით. ტრეიდერებს მოძრავი საშუალოს კონვერტები შეუძლიათ გამოიყენონ ბაზრის მერყეობის განსაზღვრისთვის, ბაზარზე გადაჭარბებული ყიდვის და გაყიდვის პირობების, ასევე ბაზრის ტენდენციების ცვლილების იდენტიფიკაციისთვის.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.