მთავარი დეტალები
DoubleZero არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინებსა და განაწილებულ სისტემებს შორის კავშირის და მონაცემთა გაზიარების გაუმჯობესების მიზნით.
პლატფორმა იყენებს ინდივიდუალური პირების და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სპეციალურ ოპტიკურ ბოჭკოვან ბმულებსა და აპარატურას, რაც უზრუნველყოფს გამოუყენებელი ინფრასტრუქტურის მაღალი წარმადობის გლობალურ ქსელად გარდამქნის.
კონტრიბუტორები იყენებენ DoubleZero მოწყობილობებს (DZD-ებს) რომლებზეც დაინსტალებულია DoubleZero პროგრამული უზრუნველყოფა, რისი წყალობითაც გვთავაზობენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფილტრაცია, მარშრუტიზაცია და მონაცემთა დამუშავება.
2Z წარმოადგენს ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება კონტრიბუტორებისთვის ჯილდოების გასაცემად, ქსელით სარგებლობის და ოპტიმიზებული მარშრუტიზაციის საფასურის გადასახდელად და მმართველობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
რა არის DoubleZero?
DoubleZero არის დეცენტრალიზებული კავშირის ქსელი, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინებისა და განაწილებულ სისტემებს შორის კომუნიკაციისთვის. პლატფორმა წარმოადგენს მონაწილეთა ურთიერთდაკავშირებულ ქსელს, რაც ქმნის სტაბილურ და მასშტაბირებად კომუნიკაციის ქსელს.
ქსელზე დასაკავშირებლად კონტრიბუტორები იყენებენ DoubleZero მოწყობილობებს (DZD-ებს) მონაცემთა ცენტრებში. ეს მოწყობილობები მართავენ მარშრუტიზაციას, ტრაფიკებსა და მონაცემთა დამუშავების პროცესებს. ისინი ძირითად ჰაბებში არსებული DoubleZero ბირჟების (DZX-ების) მეშვეობით არიან დაკავშირებული. ერთად ისინი ქმნიან ბმულების მაღალი წარმადობის მქონე გლობალურ ქსელს, რომლებიც სანდო და სტაბილურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
როდესაც თქვენი კავშირები ქსელის სიჩქარეს და საიმედოობას გააუმჯობესებს, შესაძლებლობა გექნებათ მოიპოვოთ 2Z ტოკენები. ამავდროულად ბლოკჩეინის ვალიდატორები და აპლიკაციებიც სწრაფი კავშირისგან, ნაკლები დაყოვნებებისგან და უფრო სანდო წარმადობისგან მეტ სარგებელს იღებენ.
როგორ მუშაობს DoubleZero
გამტარუნარიანობის კონტრიბუციები
კონტრიბუტორი ქსელს სთავაზობს ოპტიკურ ბოჭკოვან კავშირს მონაცემთა ორ ცენტრს შორის. თითოეულ საბოლოო წერტილში ისინი აინსტალებენ DoubleZero მოწყობილობებს (DZD-ებს), რომელთა მეშვეობით ისინი საკუთარ ბმულს ქსელთან აკავშირებენ.
ამ მოწყობილობებზე დაინსტალებულია DoubleZero პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა მეშვეობით ხდება ბმულის მომზადება ქსელის ოპერაციებში მონაწილეობისთვის. როდესაც ქსელში ჩართვისთვის მზადყოფნა დადასტურდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ბმული ოფიციალურად დაემატება DoubleZero ქსელს და მისი გლობალური სისტემის ნაწილი გახდება.
ქსელის ინტეგრირება
ინდივიდუალური ბმულები დაკავშირებულია DoubleZero ბირჟების (DZX-ები) მეშვეობით. დიდ ქალაქებში ეს ბირჟები ჰაბების ფუნქციას ასრულებენ, სადაც სხვადასხვა სხვადასხვა კონტრიბუტორების კავშირების გაერთიანება და საერთო ქსელთან დაკავშირება.
DZX-ის მეშვეობით დაკავშირებისას, თითოეული ბმული ხდება დაუსრულებელი გლობალური ქსელის ნაწილი. სისტემის მაკონტროლებლები ავტომატურად აყენებენ მოწყობილობების პარამეტრებს, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემების სხვადასხვა მარშრუტით შეუფერხებლად გაგზავნა. იზოლირებული ბმულების ნაკრების ნაცვლად, ეს პროცესი DoubleZero-ს საშუალებას აძლევს იმუშაოს, როგორც კოორდინირებულმა ქსელმა.
სმარტ კონტრაქტები
ყველა კონტრიბუცია სმარტ კონტრაქტების მეშვეობით იმართება, რომლებიც ბლოკჩეინზე ავტომატიზებული შეთანხმებების ფუნქციას ასრულებს. ეს კონტრაქტები ასრულებენ ისეთ დავალებებს, როგორიცაა ახალი კავშირების ვერიფიკაცია, გამოყენების რეგისტრაცია და ჯილდოების გაცემა. როდესაც კონტრიბუტორების ბმულები აუმჯობესებს ქსელის საერთო წარმადობას, ისინი იღებენ ჯილდოებს 2Z ტოკენებში. რესურსების კონტრიბუტორების სახელით ცნობილი დამატებითი მონაწილეები სისტემის მუშაობას აქტივობის მონიტორინგით და ბმულის ხარისხის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებით უჭერენ მხარს.
ძირითადი ფუნქციები
პერსონალიზებული გამტარუნარიანობა
როდესაც DoubleZero-ს უკავშირდებით, თქვენ იყენებთ გამტარუნარიანობას პერსონალიზებული ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელებიდან, ინტერნეტზე დამოკიდებულების საჭიროების გარეშე. ეს ბმულები პერსონალიზებული და შემოწმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი აპლიკაციები უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური კავშირით იმუშავებს. ის ბლოკჩეინების მსგავს სისტემებს ეხმარება იმ გაურკვევლობის შემცირებაში, რომელიც დამახასიათებელია ინტერნეტზე დაფუძნებული მარშრუტიზაციისთვის.
მონაცემთა ფილტრაცია
როდესაც მონაცემები DoubleZero-ს გაივლის, შემდეგ ისინი ქსელის edge-ზე იფილტრება. DoubleZero მოწყობილობები (DZD-ები) ამოიღებენ დუბლირებულ ან არასაჭირო ტრაფიკს, სანამ ის ვალიდატორ ნოდის ოპერატორებამდე ან ინფრასტრუქტურის პროვაიდერებამდე მიაღწევს. ზედმეტი ხარჯების შემცირებით, მათ შეუძლიათ რესურსების სხვა ფუნქციებზე განაწილება, როგორებიცაა ბლოკის ვალიდაცია, ტრანზაქციების დამუშავება და ინფრასტრუქტურის მართვა.
ოპტიმიზებული მარშრუტიზაცია
როდესაც შეტყობინებებს DoubleZero-ს მეშვეობით აგზავნით, ისინი სწრაფი და სანდო მარშრუტიზაციის გზების მეშვეობით იგზავნებიან. საჯარო ინტერნეტთან შედარებით, ეს ამცირებს დაყოვნების დროს და ციფრული სიგნალის რყევას. თქვენთვის კი ეს ნიშნავს იმას, რომ მონაცემები დანიშნულების ადგილას სწრაფად და უწყვეტად მივა, რაც განსაკუთრებით ფასეულია ისეთ განაწილებულ სისტემებში, სადაც დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია.
წახალისებების მოდელი
გამტარუნარიანობის ან გამომთვლელი რესურსების, სანაცვლოდ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდოები 2Z ტოკენებში. ეს ჯილდოები დაკავშირებულია შესრულების გაზომვად გაუმჯობესებებთან, როგორიცაა დაყოვნების დროის შემცირება ან გამტარუნარიანობის გაზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იღებთ კომპენსაციას თქვენი წვლილის ხარისხის მიხედვით, ხოლო აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერები სარგებლობენ უფრო ძლიერი და ეფექტური ქსელით.
2Z ტოკენი
2Z არის DoubleZero პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოშვებულია Solana-ს ბლოკჩეინზე გაშვებულია, როგორც SPL ტოკენი. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
ქსელზე წვდომა: მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ 2Z ტოკენებით, რათა მიიღონ DoubleZero-ს პერსონალიზებული კავშირების მომსახურება. ზოგ შემთხვევაში, გადახდები შეიძლება განხორციელდეს Solana-ს ადგილობრივი ტოკენით - SOL, ან სხვა მხარდაჭერილი აქტივებით, რომლებიც შემდეგ 2Z ტოკენებად კონვერტირდება.
ჯილდოები: პროვაიდერებს შეუძლიათ მოიპოვონ 2Z ტოკენები გამომთვლელი ძალის, უსაფრთხოების და ოპტიკური ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. გადახდები დაფუძნებულია წარმადობაზე, ხოლო ჯილდოები გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც რესურსები დამატებით ღირებულებას ქმნის და საჯარო ინტერნეტის ქვედა ზღვარს აღემატება.
სტეიკინგი: 2Z-ის მფლობელებს შეეძლებათ ტოკენების რესურსის პროვაიდერებისთვის დასტეიკება ან დელეგირება, რაც განაპირობებს ქსელის უსაფრთხოებას და ჯილდოების მოპოვებას.
DoubleZero (2Z) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 2 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა, რომ 2Z იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 48-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 26-დან 28 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს 2Z-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 35 მილიონი 2Z, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 0,35%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა 2Z-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
DoubleZero არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ორიენტირებულია ბლოკჩეინებსა და განაწილებულ სისტემებს შორის კავშირის და მონაცემების გაზიარების გაუმჯობესებაზე. პლატფორმა პერსონალიზებულ გამტარუნარიანობას, მოწყობილობებსა და ჰაბებს ერთმანეთთან აკავშირებს ბმულების ოპტიმიზებულ ქსელში, რომელიც შექმნილია უფრო პროგნოზირებადი წარმადობის უზრუნველსაყოფად, ვიდრე ჩვეულებრივი ინტერნეტ მარშრუტიზაცია. კონტრიბუტორებისთვის ქსელი უზრუნველყოფს პასიური შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, ხოლო აპლიკაციებისთვის უფრო სტაბილურ და ეფექტურ მონაცემთა გადაცემას გვთავაზობს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.