როგორ დავისახოთ პირადი ფინანსური მიზნები და მივაღწიოთ მათ
მთავარი
სტატიები
როგორ დავისახოთ პირადი ფინანსური მიზნები და მივაღწიოთ მათ

როგორ დავისახოთ პირადი ფინანსური მიზნები და მივაღწიოთ მათ

გამოქვეყნებული Feb 24, 2023განახლებული Dec 11, 2023
7m

TL;DR

პირადი ფინანსური მიზნები გახლავთ ფულადი ამოცანები, რომლებსაც ისახავთ იმისთვის, რომ აკონტროლოთ და მართოთ თქვენი ფინანსები. თქვენი პირადი ფინანსური მიზნების მიღწევის უამრავი გზა არსებობს, მათ შორისაა თქვენი ჰობის მონეტიზაცია და დანაზოგის გაკეთების გეგმის შემუშავება. კრიპტოვალუტის ინდუსტრია ვითარდება და ხდება პირადი ფინანსური მიზნების მიღწევის კიდევ ერთი პოტენციური საშუალება.

რა არის პირადი ფინანსური მიზნები?

პირადი ფინანსური მიზნების დასახვა თქვენი პირადი ხარჯების, მოგების, დანაზოგისა და ინვესტიციის სწორად დაგეგმვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. კონკრეტული მიზნის გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, რამდენის დახარჯვა და რამდენის დაზოგვაა საჭირო. გარდა ამისა, გაგიჭირდებათ მეთოდურად მუშაობა თქვენი პირადი ფინანსებისთვის მყარი საფუძვლის შექმნაზე. სინამდვილეში, კვლევამ დაადგინა, რომ სწორი მიზნების დასახვა უშუალოდაა დაკავშირებული წარმატებასთან.

ეს მიზნები განსხვავებულია ყოველი ადამიანისთვის და დამოკიდებულია სხვადასხვა ინდივიდუალურ ფაქტორზე. ზოგიერთისთვის, ეს შეიძლება იყოს თვეში $1 000-ის შენახვა. სხვებისთვის კი $10 მილიონის მიღწევა წმინდა ღირებულების სახით. თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევისთვის უამრავი სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი, თუმცა არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში და შემოსავლის გაზრდაში.

როგორ ხდება პირადი ფინანსური მიზნების დასახვა

როდესაც საქმე მიზნების დასახვას ეხება, მნიშვნელოვანია ფართოდ გავრცელებული SMART მეთოდის გამოყენება, სადაც S ნიშნავს კონკრეტულს, M - გაზომვადს, A - მოქმედებაზე ორიენტირებულს, R - რეალისტურს, T - დროში შეზღუდულს.

პირადი ფინანსური მიზნები უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი. თვეში $1000-ის შენახვის მიზნად დასახვა არის კონკრეტული და გაზომვადი მიზანი, თუმცა იმის თქმა რომ „ცოტა“ ფულს შეინახავთ - არა. გარდა ამისა, ეს მიზნები უნდა იყოს მოქმედებაზე ორიენტირებული. მაგალითად, თქვენი ყოველთვიური ხარჯის შემცირებას თქვენი ხელფასის 50%-მდე, მოქმედება სჭირდება, თუმცა მიზანი „მინდა გავმდიდრდე“ მეტისმეტად ბუნდოვანია და არ არის ორიენტირებული მოქმედებაზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეალისტური მიზნების დასახვა და კონკრეტული ვადების განსაზღვრა. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია თქვენი მიზნების დახარისხება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან მიზნებად.

მოკლევადიანი მიზნების მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე თვეში, ან წელში, საშუალოვადიანი მიზნების (როგორიცაა ყველა ვალის დაფარვა ან თქვენი შვილის განათლებისთვის თანხის შეგროვება) - დაახლოებით 5 წელში, ხოლო გრძელვადიანი მიზნების (როგორიცაა ქონების შეძენა ან საპენსიო ფონდში ინვესტირება) - 5-ზე მეტ წელში. 

გამოგადგებათ თქვენი ფინანსური მიზნებისთვის დედლაინების დაწესების პრაქტიკაც. თქვენი ინვესტიციის პორტფოლიოს $10 000-მდე გაზრდა 2023 წლისთვის უფრო მეტად მამოტივირებელი იქნება თქვენთვის, ვიდრე ამ მიზნის დედლაინის გარეშე დასახვა. გარდა ამისა, თუ რამდენიმე ფინანსურ მიზანს დაისახავთ, აუცილებლად ყურადღებით დაგეგმეთ და დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით.

მაგალითად, თუ ქონების შეძენა გსურთ 10 წელში, რისთვისაც საჭიროა $200 000 ოდენობის საბოლოო შენატანი, შეგიძლიათ დაისახოთ შუალედური მიზნები და განსაზღვროთ, თუ რა ოდენობით თანხის დაზოგვა დაგჭირდებათ ყოველთვიურად. 

ფინანსური მიზნების მიღწევის სტრატეგიები

არსებობს ორი მიდგომა ფინანსური მიზნების მისაღწევად: ხარჯის შემცირება და შემოსავლის გაზრდა.

ხარჯის შემცირება

  1. აკონტროლეთ ხარჯები: ხარჯის შემცირებამდე, საჭიროა იმის გაგება, თუ სად მიდის თქვენი ფული. თვალი ადევნეთ ხარჯვასთან დაკავშირებულ თქვენს ჩვევებს ერთი თვის განმავლობაში და ჩაიწერეთ თქვენი ყველა ხარჯი. 

  2. განსაზღვრეთ ბიუჯეტი: დააწესეთ ლიმიტი თქვენს დანახარჯებზე, რათა უკეთესად მართოთ თქვენი ფინანსები, ხარჯვასთან დაკავშირებული თქვენი ჩვევების გამოსწორებითა და არასაჭირო ხარჯების შემცირებით.

  3. იცხოვრეთ თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად: დახარჯეთ იმაზე ნაკლები, რასაც შოულობთ; განსაზღვრული ბიუჯეტის დაცვა დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯვის თავიდან არიდებაში. გარდა ამისა, ეცადეთ თავიდან აირიდოთ იმპულსური შენაძენები. შესაძლოა მაცდურად ჟღერდეს რაიმეს ახირებით ყიდვა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დაიცადეთ სულ მცირე 24 საათი.

  4. მუდმივად დაზოგეთ: აუცილებლად გადადეთ თქვენი შემოსავლის რაღაც ნაწილი ყოველთვიურად. მაგალითად, შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ თქვენი ყოველთვიური ანაზღაურების სულ მცირე 10%-ის შენახვა.

შემოსავლის გაზრდა

  1. დანაზოგი პროცენტით: მაქსიმუმამდე გაზარდეთ თქვენი დანაზოგი, მისი პროცენტის მომტანი დანაზოგის ანგარიშზე განთავსებით. 

  2. დამატებითი საქმე: თუ თქვენი ძირითადი სამუშაო მოგცემთ ამის საშუალებას, დამატებითი შემოსავლის მისაღებად დამატებით დაიწყეთ მუშაობა ნახევარ განაკვეთზე. შეგიძლიათ შეისწავლოთ გიგ-ეკონომიკა, ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. თუ რაიმე ჰობი გაქვთ, დაფიქრდით მისი მონეტიზაციის გზებზე. 

  3. პასიური შემოსავალი: პასიური შემოსავალი არის შემოსავალი, რომელსაც იღებთ აქტიურად მუშაობის გარეშე. ამ ტიპის შემოსავალი ხშირ შემთხვევაში მიიღება ისეთი ტიპის ინვესტიციებიდან, როგორიცაა კრიპტო, forex-ი, აქციები და ობლიგაციები. პასიური შემოსავლის სხვა ტიპებია ინტელექტუალური საკუთრების ჰონორარები და ქირის სახით მიღებული შემოსავალი.

როგორ დაგეხმარებათ კრიპტო თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაში

კრიპტო დანაზოგის ანგარიშის გახსნა

თუ აქტიური ვაჭრობით არ ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ დაფიქრდეთ პასიური შემოსავლის გენერირებაზე თქვენი კრიპტო ჰოლდინგებიდან, პროცენტის მომტანი დანაზოგის ანგარიშის ფლობით. შეიტანეთ თქვენი ციფრული აქტივები და მიიღეთ პროცენტი მათგან, ნაცვლად მათი უმოქმედო მდგომარეობაში შენახვისა.

კრიპტო ბარათებით ხარჯვა

საჭირო ნივთების შეძენისას, მოიძიეთ ისეთი გარიგებები, რომლებიც ხარჯვის პარალელურად დაზოგვის საშუალებასაც მოგცემთ. ეს მოიცავს ქეშბექის ჯილდოების პროგრამებს და კრიპტო ბარათებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ უკან დაიბრუნოთ თქვენი დახარჯული თანხის პროცენტი კრედიტების, ნაღდი ფულის, ან კრიპტოს სახით. 

კრიპტოს გადაყიდვის ბიზნესის დაწყება

ფიქრობთ შემოსავლის ახალი ნაკადის მიღებაზე? განიხილეთ კრიპტო ბარათების გადაყიდვა, ან განაწილება მოგების მისაღებად. კრიპტო ბარათები მომხმარებლებს საკუთარი კრიპტო ანგარიშების შევსებისა და საქონლისა და მომსახურებისთვის მოხერხებული და უსაფრთხო გზით გადახდის საშუალებას აძლევს.

გახდით NFT არტისტი 

თქვენი ჰობის მონეტიზაცია შესაძლოა იდეალური საშუალება აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი საქმიანობის მომგებიან საქმედ ქცევისთვის. თუ კონტენტ-კრეატორი ხართ, თქვენთვის იდეალურია არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მილიარდ დოლარიანი ბაზარი. არსებობს უამრავი NFT ბაზარი, რომლებიც არტისტებს საკუთარი მედია შემოქმედების შექმნის და NFT-კრეატორის თავგადასავლის დაწყების საშუალებას აძლევს.

კრიპტოში ინვესტიცია თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის

დივერსიფიკაცია არის რისკის შემცირების ტექნიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება ინვესტიციების მენეჯმენტში. კრიპტოს გამოყენება შესაძლებელია საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის, თუმცა სადავოა ის საკითხი, თუ რამდენად არის კრიპტო ბაზრები დაკავშირებული სხვა ფინანსურ ბაზრებთან.

საბოლოო ჯამში, კრიპტოში ინვესტიცია, როგორც დივერსიფიკაციის ტექნიკა, შესაძლოა შესაბამისი აღმოჩნდეს ზოგიერთი ინვესტორისთვის, გამომდინარე მათი რისკისადმი მიდრეკილებიდან და ინვესტირების სტილიდან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კრიპტოში ინვესტიცია სარისკო საქმეა და არ არის განკუთვნილი ყველასთვის. კრიპტოში ინვესტიციის შესახებ დეტალური გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რჩევები თქვენი მიზნების მისაღწევად კრიპტოს გამოყენების შესახებ

აწარმოეთ საკუთარი მოკვლევა

კრიპტოს აქვს საკუთარი რეპუტაცია, როგორც საინვესტიციო მექანიზმს, თუმცა გარდა ამისა, ის მოიცავს ისეთ რისკებს, როგორსაც არ მოიცავს შემოსავლის მიღების ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა ფრილანსინგი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად აწარმოეთ საკუთარი მოკვლევა (DYOR), ვიდრე საკუთარ თავზე აიღებდეთ ნებისმიერი სახის ფინანსურ რისკს. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს და რაც უფრო ფართომასშტაბიანი იქნება თქვენ მიერ ნაწარმოები მოკვლევა, მით უფრო კომპეტენტური იქნებით შესაძლო რისკების იდენტიფიცირების საკითხში.

რისკის მართვა

რისკის მართვის მექანიზმი უმნიშვნელოვანესია ინვესტიციის, ან წარმატებული ვაჭრობის საკითხში. მეტად გამოსადეგი ზოგადი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, არის მხოლოდ იმ ოდენობის ინვესტირება, რამდენის დაკარგვაც შეგიძლიათ და სტრატეგიების შემუშავება თქვენი ინვესტიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ახალბედებისთვის, წარმოდგენილია ახალბედების გზამკვლევი რისკის მართვის შესახებ, იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება აქტივების პასუხისმგებლობით მართვა. 

კრიპტოს საგადასახადო ვალდებულებების გაგება

თუ თქვენი ფინანსური მიზნების ასრულებისკენ სვლა კრიპტოში ინვესტირებით დაიწყეთ, შემდეგი ნაბიჯი გახლავთ თქვენი კრიპტო საგადასახადო ვალდებულებების გაგება და შესაბამისად მოქმედება. ზოგიერთი იურისდიქციის შესაბამისად, თქვენი კრიპტო შემოსავლებისთვის დაწესებული გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა დაწესდეს ჯარიმები.

შეჯამება

თქვენი კომფორტის დონის, მიმდინარე საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, არსებობს თქვენი მიზნების მიღწევის რამდენიმე სტრატეგია. ამ სტრატეგიებიდან ზოგიერთის გამოყენება შესაძლებელია ერთმანეთთან კომბინაციაში, ზოგის კი მხოლოდ ცალკე, თქვენი სურვილიდან გამომდინარე.

მიუხედავად თქვენი მიდგომისა, აუცილებელია სიფრთხილე ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის გამოყენების გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს კრიპტოსთან დაკავშირებული, თუ არა. მენტალიტეტის - „მაღალი რისკი, მაღალი ჯილდო“ ქონა და სისწრაფე შესაძლოა უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს და ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების მიღწევაში. 

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე და გაფრთხილება რისკის შესახებ: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე.