რა არის კრიპტო ბარათები და როგორ მუშაობს ისინი?
მთავარი
სტატიები
რა არის კრიპტო ბარათები და როგორ მუშაობს ისინი?

რა არის კრიპტო ბარათები და როგორ მუშაობს ისინი?

გამოქვეყნებული Sep 27, 2021განახლებული May 29, 2024
10m

მთავარი დეტალები

სტანდარტული კრიპტო ბარათის მეშვეობით შესაძლებელია კრიპტო ჯილდოების მიღება და კრიპტოვალუტების ფიატ ვალუტებზე მომენტალური კონვერტაცია, პროდუქტების და სერვისების საფასურის გადახდის მიზნით. კრიპტო ბარათებს უშვებს როგორც Mastercard, ისე Visa, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი კრიპტოვალუტების გამოყენებას შეძლებთ მილიონობით ადგილას, საერთაშორისო მასშტაბით.

სადებეტო ბარათის მსგავსად, წინასწარ გადახდილ კრიპტო ბარათზეც საჭიროა კრიპტოვალუტების გარკვეული რაოდენობის წინასწარ შეტანა, შემდგომში მისი დახარჯვის მიზნით. კრიპტო ბარათის მიღება შესაძლებელია ისეთი ლიცენზირებული გამცემისგან, როგორიცაა კრიპტო ბირჟა ან ბანკი. თუმცა, კრიპტო ბარათების გამოყენებას საკუთარი რისკებიც ახლავს. თქვენს ბარათზე შეტანილი ფინანსები ნებისმიერ შემთხვევაში კარგავს საბაზრო ღირებულებას და თქვენ მიერ ამ ბარათით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე, უმეტეს შემთხვევაში წესდება გარკვეული გადასახადები.

კრიპტო ჯილდოებთან მიმართებაში, კრიპტო საკრედიტო ბარათები ძირითადად სტანდარტული საკრედიტო ბარათების მსგავსად ფუნქციონირებს. საკრედიტო ბარათის გადასახადის გადახდა შესაძლებელია ფიატ ვალუტით, თუმცა კრიპტო ბონუსების მიღება შესაძლებელია თქვენ მიერ გახარჯული თანხის პირდაპირპროპორციულად. 

Binance KYC-ისა და AML-ის ვერიფიცირებულ მომხმარებლებს სთავაზობს Binance-ის Visa ბარათს. რეგისტრაციის გავლას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელია ნულოვანი ადმინისტრაციული, თუ ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკომისიოებით სარგებლობა, ქეშბექის და სხვა უპირატესობების მიღება.

შესავალი

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ძირითადი ინტერესი დაკავშირებულია მათ საინვესტიციო პოტენციალთან, მას ასევე იყენებენ თანხის გადარიცხვის მიზნითაც. სატოში ნაკამოტოს Bitcoin იმისთვის არ შეუქმნია, რომ ადამიანები უბრალოდ მილიარდერები გამხდარიყვნენ. ის შეიქმნა როგორც საერთაშორისო, ციფრული გადახდების სისტემა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი სწორედ კრიპტო ბარათები წარმოადგენს. გადახდის ეს მეთოდი დღესდღეობით გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კრიპტო და ციფრულ აქტივებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ და გარდა ამისა, იღებენ კრიპტო ჯილდოებსაც.

რა არის კრიპტო ბარათი?

სტანდარტული კრიპტო ბარათი თქვენი საკრედიტო ბარათის მსგავსად ფუნქციონირებს. შესაძლებელია იმ პროდუქტებისა და სერვისების ღირებულების გადახდა, რომლებიც იღებენ გადახდებს ბარათის ამ პროვაიდერისგან. მიუხედავად იმისა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება მომწოდებლისთვის პირდაპირ ციფრული ვალუტების მეშვეობით გადახდა, რეალურად ეს ასე სულაც არ არის. მომწოდებლის ანგარიშზე ირიცხება ფიატ ვალუტა და არაკრიპტო. თქვენი კრიპტო ბარათის მეშვეობით ხდება თქვენ მიერ დაკავშირებულ ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტის კონვერტაცია ადგილობრივ ვალუტაზე, რომლითაც ახორციელებთ გადახდებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ თანხის გამოყენება გადახდის მიზნით. ამ პროცესის უფრო თვალსაჩინო განმარტება წარმოდგენილია ქვემოთ, მაგალითის სახით.

იმ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეაქვთ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად, კრიპტო ბარათებს სთავაზობს როგორც Visa, ისე MasterCard. ესენი გახლავთ საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ხშირად გამოყენებული გადახდის პროვაიდერები, რის გამოც კრიპტო ბარათები ხდება თითქმის მსოფლიო მასშტაბით მიღებული გადახდის საშუალება. ზოგიერთი კრიპტო ბარათის შემთხვევაში, შესაძლებელია ბარათის მეშვეობით გახარჯული თანხის შესაბამისი კრიპტო ჯილდოების მიღება. ძირითად შემთხვევაში, ეს ბარათები წარმოადგენენ საკრედიტო ბარათებს, სადაც რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა კრედიტების შემოწმება.

როგორ მუშაობს კრიპტო ბარათი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტო ბარათით გადახდისას არ ხდება მომწოდებლისთვის პირდაპირ კრიპტოვალუტებით გადახდა. მისი მეშვეობით ხდება კრიპტოვალუტების კონვერტაცია ნაღდ ფულზე, რომლის მეშვეობითაც ხდება მომწოდებლისთვის გადახდა, ბარათის გამოყენებით. 

მაგალითად, წარმოვიდგინოთ რომ გაქვთ $500 (აშშ დოლარის) ექვივალენტი ოდენობის BNB თქვენს Binance Card-ის ფინანსების საფულეში. რესტორანში გადაიხადეთ $100 თქვენი კრიპტო ბარათის მეშვეობით. ბარათის აპარატში მოთავსებისა და გადახდაზე თანხმობის დაფიქსირებისთანავე, Binance გაყიდის $100 ღირებულების BNB-ს და ბარათზე დარიცხავს ფიატ ვალუტას. რესტორანი იღებს $100-ს, ხოლო თქვენ გრჩებათ $400-ის ღირებულების BNB თქვენს ფინანსების საფულეში. ეს ყველაფერი ხდება სწორედ იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, რომელიც საჭიროა თქვენი კრიპტო ბარათის გამოსაყენებლად.

გარდა ამისა, კრიპტო ბარათების გამოყენება შესაძლებელია ATM-იდან განაღდების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სერვის პროვაიდერს გააჩნია მათი მხარდაჭერა. ზემოხსენებული მეთოდი გამოიყენება ნაღდი ფულის გატანის დროსაც.

რა განსხვავებაა კრიპტო ბარათსა და საკრედიტო, ან სადებეტო ბარათს შორის?

კრიპტო და საკრედიტო/სადებეტო ბარათებს შორის რამდენიმე უმნიშვნელო განსხვავებაა. ძირითად შემთხვევაში, გადახდებთან მიმართებაში ისინი ერთნაირად ფუნქციონირებენ. კრიპტო ბარათებსა და საკრედიტო/სადებეტო ბარათებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ საჭიროა სტანდარტული კრიპტო ბარათის შევსება კრიპტოვალუტებით. სადებეტო ბარათის წინასწარ შევსება ხდება ფიატ ვალუტებით, ხოლო საკრედიტო ბარათის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების თანხის გადაფარვა ხდება მოგვიანებით, ასევე ფიატ ვალუტების მეშვეობით.

წინასწარ გადახდილი კრიპტო ბარათი სტანდარტული სადებეტო ბარათის მსგავსად ფუნქციონირებს. თანხის გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა ფიქსირდება თქვენს ანგარიშზე. თქვენს ბარათზე შესაძლებელია მხოლოდ კრიპტოვალუტების და არა ფიატ ვალუტის შეტანა. გადახდის განხორციელების დროს, ხდება თქვენი თანხის მომენტალური კონვერტაცია, თქვენს კრიპტო საფულეში.

მეორეს მხრივ, კრიპტო საკრედიტო ბარათები იყენებს საკრედიტო ხაზს, სადაც შესაძლებელია რაიმეს შესყიდვა და თანხის მოგვიანებით გადახდა. თქვენს საკრედიტო ბარათზე არსებული გადასახადის გადახდა შესაძლებელია ფიატ ვალუტის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, კრიპტო საკრედიტო ბარათი ჯილდოების საკრედიტო ბარათს წარმოადგენს.

ბარათის შესაკვეთად, თქვენ უნდა იყოთ იმ კომპანიის მომხმარებელი, რომელიც უშვებს კრიპტო ბარათებს, მაგალითად კრიპტო ბირჟა ან კრიპტოს მხარდაჭერის მქონე ბანკი. ამ პროცესის ფარგლებში, საჭიროა თქვენ მიერ იცნობდეთ თქვენს კლიენტს (KYC) და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურების გავლა კრიპტო ბარათის შეკვეთამდე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება სტანდარტული საკრედიტო ან სადებეტო ბარათის შეკვეთისას. კრიპტო საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, ასევე საჭიროა საკრედიტო შემოწმების გავლაც.

რა უპირატესობები ახლავს კრიპტო ბარათის გამოყენებას?

წინასწარ გადახდილი კრიპტო ბარათის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს თქვენი კრიპტოვალუტების ყოველდღიური საყიდლებისთვის გამოყენების შესაძლებლობა. როგორც წესი, ამ ქმედების განხორციელება საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომწოდებელი იღებს პირდაპირ კრიპტოს მეშვეობით განხორციელებულ გადახდებს. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი, ზოგიერთი მონეტის, მაგალითად Bitcoin-ის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციის დამუშავებას შესაძლოა 30 წუთი დასჭირდეს. გარდა ამისა, მერყევია ფასიც, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მოსალოდნელზე მეტი, ან ნაკლები თანხის გადახდა გახდეს საჭირო.

გარდა ამისა, სხვადასხვა კრიპტო ბარათების გამოყენებას ახლავს ისეთი უპირატესობებიც, როგორიცაა ქეშბექის ჯილდოები ან ფასდაკლებები სხვადასხვა სერვისის გამოწერებზე, როგორიცაა Spotify ან Netflix. შემოთავაზებული უპირატესობები გიბიძგებთ კონკრეტული ბარათის პროვაიდერისკენ და ძალიან ჰგავს სტანდარტულ სადებეტო/საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს. აუცილებლად შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ბარათთან დაკავშირებული შემოთავაზებები, რათა შეძლოთ საუკეთესო უპირატესობების პოვნა თქვენთვის. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ბირჟების შესაძლო საკომისიოების მოძიება, რომლის გადახდაც შესაძლოა საჭირო გახდეს კონვერტაციის პროცესის მიმდინარეობისას.

რა რისკებია დაკავშირებული კრიპტო ბარათების გამოყენებასთან?

კრიპტო ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებულია ისეთივე რისკები, რომლებიც ზოგადად, კრიპტოვალუტების ფლობასთან. თქვენ მიერ თქვენს ანგარიშზე Bitcoin-ის (BTC) ან Ether-ის (ETH), შეტანისას, განუწყვეტლივ შეიცვლება თქვენი ანგარიშის ფიატ ღირებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენს ანგარიშზე არ აღმოჩნდეს ზუსტად ის თანხა, რომელსაც ელოდით, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია გაცვლით კურსზე.

გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ მრავალი სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში, კრიპტოვალუტით გადახდისას წესდება გარკვეული გადასახადები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე დოლარს იხდით ყავაში, თუ რამდენიმე ათას დოლარს - ავტომობილში. თუ თქვენი კრიპტო ბარათის რაიმეს შესაძენად გამოყენებამდე მიიღეთ გარკვეული სარგებელი, ან განიცადეთ ზარალი თქვენს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, საჭირო იქნება შესაბამისი დაბეგვრადი თანხის გადახდა ან ჩამოწერა.

ამ პრობლემის თავიდან არიდება შესაძლებელია სტეიბლკოინების შეძენით და შემდგომში მათი კრიპტო ბარათის მეშვეობით გამოყენებით, რადგან მათი ფასი ძალიან იშვიათად განსხვავდება იმ ვალუტის ფასისგან, რომელზეც ის არის მიბმული.

რა არის Binance Card?

Binance Card გახლავთ თქვენს Binance-ის ანგარიშთან დაკავშირებული Visa სადებეტო ბარათი. თქვენი Card-ის ფინანსების საფულის შევსებით, მოიპოვებთ შესაძლებლობას, დახარჯოთ კრიპტო ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც ხდება Visa-ს მიღება. ის მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ზემოხსენებული წინასწარ გადახდილი კრიპტო სადებეტო ბარათები.

რომელ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი Binance Card?

Binance Card ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში მყოფი მომხმარებლებისთვის, მათ შორის: 

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.

როგორ ხდება განცხადების გაგზავნა Binance Card-ის მისაღებად

ბარათის მიღება მარტივია იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ Binance-ის ანგარიში და ცხოვრობთ შესაბამის ქვეყანაში. Binance Card-ის მისაღებად განაცხადის გაგზავნამდე საჭირო იქნება ყველა შესაბამისი KYC და AML პროცესის გავლა.

თქვენი ბარათის შესაკვეთად, აუცილებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და გადახვიდეთ გვერდზე „Binance Card“. გარდა ამისა, ამ გვერდზე გადასვლას შეძლებთ Binance-ის მთავარ გვერდზე მოცემულ განყოფილებაში [ფინანსები] გადასვლით და ღილაკზე [Binance-ის Visa ბარათი] დაწკაპუნებით.

ამის შემდეგ, დააწკაპუნეთ ღილაკზე [დაწყება], შემდეგ კი [ბარათის შეკვეთა]. საჭირო იქნება გარკვეული KYC ინფორმაციისა და შეთანხმების დადასტურება.

დადასტურების შემდეგ, გადაინაცვლებთ ბარათის შეკვეთის გვერდზე. აქ აირჩევთ, თუ რა ფორმატით გსურთ თქვენი სახელის დატანა ბარათზე. თქვენი არჩევანის დადასტურების შემდეგ, უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე [გაგრძელება].

ამის შემდეგ იხილავთ თქვენს წინასწარ შევსებულ მონაცემებს და დამატებით ინფორმაციას, რომლის შევსებაც საჭირო იქნება თქვენ მიერ. საბოლოოდ, საჭირო იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, გამოყენების პირობებზე, ბარათის მფლობელის ხელშეკრულებაზე დათანხმება და ბოლოს ღილაკზე [Binance Card-ის შეკვეთა] დაწკაპუნება.

ბარათის შეკვეთის შემდეგ, მოიპოვებთ წვდომას ვირტუალურ ბარათზეც, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ ფიზიკური ბარათის მიღებამდე. ამ ბარათის დამატება შეგეძლებათ Google Pay Send-ში, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება რაიმე ნივთის ონლაინ შეძენისას. თუ თქვენთვის Binance-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება უფრო კომფორტულია, ბარათის შეკვეთა აქაც ყოველგვარი სირთულის გარეშეა შესაძლებელი. Binance Card-ის შეკვეთასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები.

Binance Card-ის გამოყენების უპირატესობები

გარდა თქვენი კრიპტოვალუტებით სხვადასხვა მაღაზიაში, რესტორანში და საერთაშორისო მასშტაბით VISA-ის მხარდაჭერის მქონე ობიექტებში გადახდის შესაძლებლობისა, Binance Card-ს გააჩნია სხვა უნიკალური უპირატესობებიც.

1. ნულოვანი საკომისიოები. Binance-ის Visa ბარათის მიღება სრულიად უფასოდ შეუძლია Binance-ის ყველა მომხმარებელს. Binance-ზე არ არის დაწესებული არავითარი ადმინისტრაციული, დამუშავების ან წლიური საკომისიოები, თუმცა შესაძლოა დროდადრო დაწესდეს მესამე მხარის საკომისიოები.

2. კრიპტოს ნებისმიერი დროით შენახვის შესაძლებლობა. არ არსებობს რაიმეს შეძენამდე თქვენი კრიპტოვალუტების ფიატზე გადაცვლის აუცილებლობა. Binance ახორციელებს კონვერტაციას ზუსტად საჭირო დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შესაძლებელია თქვენი კრიპტოვალუტებით საბაზრო სარგებლის მიღება. 

3. 8%-მდე ქეშბექი თქვენი საშუალო ყოველთვიური BNB ბალანსის შესაბამისად, მიიღებთ 8%-მდე ქეშბექს ნებისმიერი შესყიდვის განხორციელებისას. ეს ქეშბექი დაირიცხება BNB-ის სახით თქვენს Binance-ის ანგარიშზე. ქეშბექის პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.

4. ფინანსების უსაფრთხოება. თქვენი კრიპტო ფინანსები არის SAFU და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია Binance-ის მიერ. Binance-ზე უზრუნველყოფილია უსაფრთხოების უმაღლესი დონე და გამოყენებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის უახლესი სტანდარტები.

რა არის Trustee Plus ბარათი?

2024 წლის თებერვლიდან Binance საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს Trustee Plus პარტნიორების ბარათს. ეს გახლავთ ვირტუალური გადახდის ბარათი, რომელიც დაკავშირებულია ამავე სახელის მქონე კრიპტოვალუტის საფულესთან. მისი დამატება შესაძლებელია Apple ან Google Pay-ში, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. ეს ბარათი იძლევა საბანკო ქსელის ფარგლებში განხორციელებული გადახდების ფარგლებში წარმოდგენილი სამი ვალუტიდან ერთ-ერთის პირდაპირ გამოყენების შესაძლებლობას: BTC, ETH, USDT.

იმ ქვეყნების სია, სადაც შესაძლებელია Trustee Plus ბარათის მიღება

2024 წლის თებერვლის მონაცემებით, Trustee Plus გადახდის ბარათის მისაღებად განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: უკრაინა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშნტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ლატვია, მალტა, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, უნგრეთი და იტალია.

Binance-ის მომხმარებლების მიერ Trustee Plus ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი უპირატესობები

1. ბარათის გაცემა ხდება თითქმის მყისიერად, აპლიკაციის დაინსტალების შემდეგ. საჭიროა მხოლოდ KYC პროცედურის გავლა და ბარათის შეკვეთა. უკრაინაში მცხოვრები მომხმარებლების შემთხვევაში, Diia სერვისთან ინტეგრაციის მეშვეობით, ამ პროცესის განხორციელებას ერთ წუთზე ნაკლები სჭირდება. 

2. ერთადერთი საკომისიო გახლავთ ბირჟის საკომისიო - თანხის 0.5%. Trustee Plus არ აწესებს რაიმე სხვა, ფარულ ან აშკარა საკომისიოს. 

3. საფულეში დამატებული ბარათი ვირტუალურია, მისი დამატება შესაძლებელია Apple ან Google Pay-ში, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელია საბანკო ქსელის ნებისმიერ ტერმინალზე.

4. მომხმარებლებს შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ 20 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფულის გატანა ATM აპარატებიდან, NFT წამკითხველების მეშვეობით.

5. 21 სხვადასხვა კრიპტოვალუტის უფასოდ გადარიცხვა საფულის ფარგლებში – არავითარი საკომისიო ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის გადახდისას. არავითარი ლიმიტი საფულის გამოყენებისას. 

6. მომხმარებლებს უბრალოდ შეუძლიათ ჩამოტვირთონ Trustee Plus მათი ოჯახის ყველა წევრებისთვის და გახსნან გადახდის ბარათები, კრიპტოვალუტების მეშვეობით საერთაშორისო გადახდებზე წვდომის მოსაპოვებლად.

7. დამატებითი რეფერალის პროგრამა. მომხმარებლებს შეუძლიათ მოიწვიონ მეგობრები და მიიღონ მათ მიერ ბირჟაზე განხორციელებული ოპერაციებისთვის დაწესებული საკომისიოების 45%. 

Trustee Plus-სა და Binance Pay-ს შორის თანამშრომლობის წყალობით, კრიპტო აქტივების ყოველდღიური გადახდებისთვის გამოყენება ახლა უფრო მარტივია.

შეჯამება

თუ ფლობთ კრიპტოვალუტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც აღარ გინდათ, რომ HODL, კრიპტო ბარათის მეშვეობით შეძლებთ ფიატ ვალუტაზე კონვერტაციის უმარტივესად განხორციელებას. კრიპტო ბარათის გამოყენების გარეშე, საჭიროა გაიაროთ კონვერტაციის პროცესი და ხელით გადარიცხოთ ფიატ ვალუტა თქვენს საბანკო ანგარიშზე. ამის განხორციელებას შესაძლოა რამდენიმე დღეც დასჭირდეს, თქვენი ბანკისა და კრიპტოვალუტის ბირჟის საფუძველზე. კრიპტო ბარათი თქვენი კრიპტოვალუტების სხვადასხვა ნივთის შესაძენად გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, ყოველთვის აკონტროლეთ თქვენ მიერ დახარჯული თანხის ოდენობა, გადასახადების გათვალისწინების თვალსაზრისით.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.